Jump to content
Planeta.Ge

გაბლატავდნენ რა ეს ქალები? :D


Recommended Posts

[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] საქართველოში მომრავლდა ოჯახური ძალადობის ფაქტები. რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, მხოლოდ მამაკაცები არ ძალადობენ ქალებზე, არამედ ქალბატონებიც არიან მოძალადეები. დღეისათვის საქართველოში მრავალი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც იცავს როგორც ქალების, ასევე მამაკაცების ინტერესებს. ჩვენ შევხვდით ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის „ძდექის" („ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი") თავმჯდომარეს ქალბატონ ნატო შავლაყაძეს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძდექი" უკვე 6 წელია, არსებობს და წელიწადში მას დაახლოებით 300 ადამიანი აკითხავს. აქვს 11 კრიზისული ცენტრი საქართველოს მაშტაბით და მათ შორის - იმერეთშიც. „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელს" აქვს თავშესაფარი, სადაც ძალადობის მსხვერპლი ადამიანები გარკვეული ხნით აფარებენ თავს, სანამ ორგანიზაცია არ მოაგვარებს მათ პრობლემებს.

 

„ჩვენთან მოსულ მსხვერპლს, შეგვიძლია, შევთავაზოთ სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული და პირველადი სამედიცინო დახმარება. სოციალური მუშაკი იკვლევს ამ ადამიანების პრობლემას, ადგენს, რა დახმარება შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ მისი პრობლემა მოვაგვაროთ, რათა ადვილად შეძლოს რეაბილიტაცია. ვცდილობთ, მედიატორები ვიყოთ ოჯახსა და მსხვერპლს შორის. მაგრამ თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ სასამართლოს, სადაც წარმომადგენლობას ჩვენი იურისტები უწევენ," - აღნიშნა ქალბატონმა ნატომ.

 

„ძდექი"-ს თავშესაფარში მსხვერპლის ყოფნის ვადა სამი თვით განისაზღვრება, მაგრამ მძიმე სოციალური პირობების გამო, მათ უფრო დიდხანს უწევთ იქ გაჩერება, ამიტომ ადგილები თითქმის არ არის.

 

„ამაში დიდ დახმარებას გვიწევს სახელმწიფო ფონდისა და საპატრიარქოს თავშესაფრები. დღეისათვის იქ ჩვენს მიერ მიყვანილი 7 მსხვერპლი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უკვე აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში, რაც ასევე საპატრულო პოლიციასთან თანამშრომლობაშიც გამოიხატება, ისინი ჩვენთან 2006 წლიდან თანამშრომლობენ," - აგვიხსნა ქალბატონმა ნატომ.

 

ძალადობის მსხვერპლი არის ის, ვისაც ეშინია და დამოკიდებული ხდება მოძალადეზე. იმის გამხელა, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლნი არიან, სირცხვილად მიაჩნიათ. ქალის შემთხვევაში ეს გამოწვეულია იმით, რომ ეშინია ღია ცის ქვეშ ბავშვთან ერთად მარტო დარჩენის. ხოლო მამაკაცი არ აღიარებს მის მიმართ ძალადობას და არ აქვს იმედი, რომ ასეთი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია დღეს საქართველოში, ამასთანავე აქ მამაკაცური თავმოყვარეობაც, ბუნებრივია, დიდ როლს თამაშობს.

 

„როდესაც მსხვერპლი იძახებს პატრულს და ოქმი დგება, ქალი უარყოფს ყველაფერს და პირიქით - მის ქმარს, ამ შემთხვევაში - მოძალადეს, იცავს. მსხვერპლს არ უნდა, მისი შვილების მამა ციხეში აღმოჩნდეს. ეს არის არასწორი, ის ვერც კი ხვდება, რომ ამით ზიანს აყენებს საკუთარ შვილს. ჩვენთან ხშირად მოდიან ისეთი დედები, რომლებზეც მათი 8 წლის ბიჭები ძალადობენ, ისინი ზუსტდ მამის მსგვსად ექცევიან დედებს," - გვიამბო ქალბატონმა ნატომ.

 

ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქალები უფრო გაბედულები არიან, წავიდნენ მოძალადე მეორე ნახევრის წინააღმდეგ. მათ შედარებით არ უჭირთ ოჯახურ ძალადობაზე საუბარი, მაგრამ სულ სხვა მდგომარეობაა მამაკაც მსხვერპლთან. მათი რაოდენობა ძალიან მცირეა.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით ბევრია ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი, ვიდრე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. ჩვენს ორგანიზაციას 6 წლის განმავლობაში მხოლოდ ათამდე მამაკაცმა მოაკითხა. ჩვენთან მოსულ მსხვერპლთა უმეტესობა ანონიმურობას ითხოვს. მათი მთავარი კითხვაა - არიან თუ არა ისინი ერთადერთები. აგრეთვე მოდიან მამაკაცები, მათ აქვთ სხვა პრობლემები, უმეტესად - იურიდიული, რომელიც შეეხება ქონებრივ დავებს ოჯახის წევრებთან," - გვიამბო ქალბატონმა ნატომ.

ჩვენ დავინტერესდით ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ვინაობით, მაგრამ ქალბატონმა ნატომ აგვიხსნა, რომ თუ თავად პიროვნება არ დაგვთანხმდებოდა, მას არ ჰქონდა უფლება, მოეცა რაიმე სახის ინფორმაცია ამ მამაკაცის შესახებ. რესპონდენტი დავითანხმეთ, მან მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგვითმო და ჩვენს შეკითხვებს უპასუხა (რა თქმა უნდა, ანონიმურობის დაცვის გამო, მისი სახელის და გვარის ინიციალები შეცვლილია).

 

- ბატონო რ., ვიცით, რომ თქვენთვის ძალიან მძიმეა ყველაფრის გახსენება, მაგრამ იქნებ გვიამბოთ, რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში?

 

რ.ჩ.: ჩემი შვილი მაგინებდა, რამდენჯერმე სცადა ჩემი ფიზიკური შეურაცხყოფა. ამას ყველაფერს ჩემი ცოლი აკეთებდა, ის აქეზებდა შვილს, მან ამიმხედრა და განაწყო ჩემს წინააღმდეგ, ჩემი თავიდან მოშორება უნდოდათ. მათ სურდათ, რომ მე სახლიდან წავსულიყავი, ერთი სიტყვით, ჩემს საკუთარ ოჯახში ზედმეტ ნივთად ვიქეცი, არადა, ჯერ კიდევ შემიძლია რაღაცის გაკეთება. ამ ყველაფრის ატანა ოჯახის მამისათვის ძალიან ძნელია, მაგრამ უფალი მაძლიერებდა და მაძლევდა იმის ნებისყოფას, რომ სისულელე არ ჩამედინა და ბოროტებისათვის ბოროტებით არ მეპასუხა. არ მინდოდა, საკუთარი ხელით მომეკლა ჩემი სისხლი და ხორცი.

 

- რამ მიგიყვანათ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დღეისათვის ტაბუდადებულ თემაზე უცხო ადამიანისათვის გეამბნათ?

 

რ.ჩ.: ჩემი მთავარი მიზეზი ამ ორგანიზაციაში მოსვლისა იყო ის, რომ გამეგო, არსებობდნენ თუ არა ჩემნაირი ადამიანები, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არიან. დახმარების იმედი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ სასწაული მოხდა და ღვთის ნებით, ალბათ, სიბერეს ნორმალურად გავატარებ. ეს პრობლემა ჩემთვის ნამდვილად ტაბუდადებულია და აღიარებაც კი მიჭირს, რომ ჩემს ოჯახში ასეთი სიტუაცია ნამდვილად არსებობდა.

 

***

 

მამაკაცი წარსულ დროში იმიტომ საუბრობს, რომ მისი პრობლემა ორი დღის წინ მოგვარდა. ამის შესახებ ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იურისტმა გურამ ცინცაძემ გვიამბო:

 

„ოქტომბერში ჩვენი ორგანიზაციის კრიზისულ ცენტრს მომართა შუახნის მამაკაცმა. დაბნეული ჩანდა. არ იცოდა, საიდან დაეწყო თავისი პრობლემის მოყოლა და რა სახის დახმარება შეგვეძლო ჩვენ მისთვის გაგვეწია. მამაკაცი ცდილობდა, დაემალა სახელი, გვარი, მისამართი და ასაკი. ჩვენი რჩევით, მან ნება დაგვრთო, სარჩელი შეგვეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში.

 

ორი დღის წინ სასამართლომ დაგვიკმაყოფილა სარჩელი და დამცავი ორდერი გამოსცა, რაც ითვალისწინებს მისგან ოჯახის დანარჩენი წევრების გარიდებას. მათ ასევე აეკრძალათ კონტაქტში შესვლა და მიახლოება მამაკაცთან. ჩვენი ინფორმაციით, დამცავი ორდერის პირობები აღსრულებაში მოვიდა."

***

 

როგორც „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" ხელმძღვანელობისგან შევიტყვეთ, დღეისათვის 8 ქალი იხდის სასჯელს მოძალადე მეუღლის მკვლელობისათვის. საკმაოდ დიდია ამ ბრალდებით დაკავებული მამაკაცების რაოდენობაც, ისინი არიან როგორც მსხვერპლი, ასევე მოძალადენიც. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოჯახური ძალადობა ზოგადად ძალიან რთულია, მაგრამ მოგვარებადი.

 

როცა არსებობს მოგვარების აპრობირებული გზები, რატომ უნდა დამთავრდეს ის მსხვერპლით? ყველა ადამიანი, ქალიც და კაციც, უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ოჯახური ძალადობის დროს, მათი შვილები პოტენციურ მოძალადეებად ყალიბდებიან. მომავალში თვითონ მოძალადე შეიძლება გახდეს, თავისივე შვილის მსხვერპლი, ანუ იმოქმედოს ბუმერანგის პრინციპმა. ამიტომ, აუცილებელია, ქართული მენტალიტეტი თუ ამპარტავნობა გვერდზე გადაიდოს. დროა, საკუთარ მძიმე პრობლემებზე საუბარი გახდეს საჯარო. დამიჯერეთ, ეს მოძალადეს ყველაზე მეტად აშინებს

http://regions.ge/Imereti&newsid=2654&...ition=news_main

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ სულ სხვა მდგომარეობაა მამაკაც მსხვერპლთან. მათი რაოდენობა ძალიან მცირეა.

ეს პრობლემა როგორმე უნდა აღმოიფხვრას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ერთ ფილმში მაქვს ნანახი,

ბაითის გასაძარცვად შესულ ტიპს ქალები იჭერენ და ავტომატური პენისით აუპატიურებენ:resent:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მატრიარქატი მოდის , კაცებო? :()

 

( სულ არ მაწყობს, მაგრამ მაინც)

ქალები დაგვიწყებენ შებმას, რესტორანში გვატარებენ, საჩუქრებს მოგვართმევენ და ას. შ.? :D

რა საშინელებააა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ქალები დაგვიწყებენ შებმას, რესტორანში გვატარებენ, საჩუქრებს მოგვართმევენ და ას. შ.?

ნუ ეს ეხლაც ხდება, თან ძალიან ხშირად - არ მკითხო ეხლა - ვისთან გაქ საქმეო ( მე ამას უბრალოს ვხედავ)

რა საშინელებააა

მართალი ხარ - ალფონსობა საშინელებაა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რესტორანში გვატარებენ, საჩუქრებს მოგვართმევენ და ას. შ.?

ეხლა ეგრე არაა?

 

 

კეე ეგრეა :bob:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...