Jump to content
Planeta.Ge

რომელი ხართ აქედან?


რომელი ხართ აქედან?  

2 members have voted

  1. 1. რომელი ხართ აქედან?

    • აბასიოფილია
      0
    • აგალმატოფილია
      0
    • ადამიანი-ცხოველის როლური თამაში
      0
    • ავტოგინეფილია
      0
    • ანდრომიმეტოფილია
      0
    • ასფიქსიოფილია
      0
    • ბიასტოფილია
      0
    • ბონდაჟი
      0
    • დაკრიფილია
      0
    • დენდროფილია
      0
    • დიპოლდიზმი
      0
    • ემეტოფილია
      0
    • ეფებოფილია
      0
    • ექსჰიბიციონიზმი
      0
    • ვოროფილია
      1
    • ვუაიერიზმი
      0
    • ზოოფილია
      0
    • თაითლესინგი
      0
    • კატოპტრონოფილია
      0
    • სხვა დაასახელეთ?
      1


Recommended Posts

აბასიოფილია არის ფსიქოსექსუალური მიზიდულობა მოძრაობაშეზღუდული ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით ვინც იყენებს ორთოპედიულ ხელსაწყოებს: ხელ-ჯოხებს, გიფსის სახვევებს და ინვალიდის ეტლს. ტერმინი პირველად გამოიყენა ჯონ მანიმ 1990 წელს თავის ნაშრომში პარაფილიების შესახებ.

 

აგალმატოფილია (ბერძნ. άγαλμα — ქანდაკება; ძვ.-ბერძნ. φιλία — სიყვარული) არის სექსუალური მიზიდულობა ქანდაკების, თოჯინის, მანეკენის, ან სხვა ფიგურული ფორმის ობიექტის მიმართ. მიზიდულობა შეიძლება მოიცავდეს სექსუალური კონტაქტის სურვილს ობიექტთან, ან ფანტაზიას ჰქონდეს სექსუალური (ან არასექსუალური) შეჯახება გაცოცხლებულ ან უსულო სასურველ ობიექტთან. ფანტაზიაში ასევე შედის თვით ობიექტებს შორის სექსუალური აქტის ყურება, ან სექსუალური კმაყოფილების მიღწევა ფიქრებით, რომ იყო გარდაქმნილი ან სხვა გარდაქმნა სასურველ ობიექტად.

 

ადამიანი-ცხოველის როლური თამაში არის ეროტიული სექსუალური როლური თამაში, სადაც ერთი, ან რამოდენიმე მონაწილე იღებს გამოგონილი, ან არსებული ცხოველის როლს და იქცევა ამ ცხოველის შესაბამისად. ზოგჯერ მისი პარტნორიც განასახიერებს რაიმე ცხოველს, ან, სექსუალურ კონტექსტში, იღებს მხედრის, მწრთვნელის, ან მზრუნველის როლს.

 

ავტოგინეფილია (ბერძნ. αὐτό — მე, ჩემი; γῦνή — ქალი და φῖλία — სიყვარული; „გიყვარდეს საკუთარი თავი, როგორც ქალი“) არის პარაფილია, რომელშიც კაცი სექსუალურად აღიგზნება საკუთარი თავის ქალად წარმოდგენით. ტერმინი ჩამოაყალიბა რეი ბლანჩარდმა 1989 წელს. თეორია შეიქმნა კაცებში არსებული ტრანსვესტიზმისა და გენდერული დისტროფიის წასაქეზებლად. ავტოგინეფილია აღწერს როგორც სექსუალური აღგზნების, ასევე რომანტიული სიყვარულის მაგალითებს.

 

ანდრომიმეტოფილია (ბერძნ. ἀνδρός „ანდროს“ — კაცი; μιμητικός „მიმეტიკოს“ — მიბაძვითი; φιλία — სიყვარული) არის მიზიდულობა ქალის მიმართ, ვინც კაცს ბაძავს ან ტრანსსექსუალი კაცის მიმართ, რომელიც თავდაპირველად ქალი იყო.

 

ასფიქსიოფილია (ბერძნ. ασφυξία — გაგუდვა; ძვ.-ბერძნ. φιλία — სიყვარული), იგივე ავტოასფიქსიოფილია, ან სექსუალური ასფიქსია არის პარაფილია, სადაც ადამიანი განზრახ უკეტავს ტვინს ჟანგბადის მიწოდებას, სექსუალური გრძნობის გასამძაფრებლად. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანს. აშშ-ში ყოველდღიურად 200-დან 1000-მდე მსგავსი სახის მკვლელობა ფიქსირდება.

 

ბიასტოფილია (ბერძნ. βιάζω — მოტაცება, გატაცება; ძვ.-ბერძნ. φιλία — სიყვარული), ასევე რაპტოფილია (ლათ. rapere — შეპყრობა) არის პარაფილია, როდესაც ადამიანი სექსუალურად აღიგზნება ადამიანზე, განსაკუთრებით უცხოზე, ძალდატანებითი იერიშის გამოყენებისას.

 

ბონდაჟი (იგივე დაბმა) - სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით, თოკების, ხელბორკილების თუ სხვა საშუალებების გამოყენება. სადომაზოხიზმის ნაირსახეობაა. ამტკიცებენ, რომ მამაკაცთა 1/3 ბონდაჟს სექსუალური თვალსაზრისით, მიმზიდველად მიიჩნევს.

 

დაკრიფილია (ბერძნ. δάκρυο „დაკრიო“ — ცრემლი, ძვ.-ბერძნ. φιλία „ფილია“ — სიყვარული), ასევე ცნობილი როგორც დაკრილაგნია (ბერძნ. λαγνεία „ლაგნეია“ — ჟინი) — პარაფილიის ფორმა, რომლის დროსაც ადამიანი სექსუალურ აღგზნებას განიცდის ცრემლების ან ტირილის დანახვისას. როგორც წესი, დაკრიფილია მამაკაცებთან ასოცირდება.

 

დენდროფილია (ბერძნ. δένδρο — ხე; ძვ.-ბერძნ. φιλία — სიყვარული) არის პარაფილია, სადაც ადამიანი სექსუალურ ლტოლვას განიცდის ხეების მიმართ. ეს შეიძლება მოიცავდეს სექსუალურ კონტაქტს, ან თაყვანისცემას როგორც ფალოსის სიმბოლოს, ან/და ორივეს ერთად.

 

დიპოლდიზმი (გერმ. Dippoldismus) — პარაფილია, რომელიც ვლინდება ბავშვების გატყეპვით ან სხვაგვარი სხეულის დაზიანებით მიღებულ სექსუალურ აღგზნებაში. დაავადების სახელწოდება მომდინარეობს, გერმანელი სკოლის მასწავლებლის, ანდრეას დიპოლდის სახელიდან, რომელიც იმავდროულად სადისტი იყო და 1903 წელს, თავისი მოსწავლე — ჰაინც კოხი სიკვდილამდე სცემა.

 

ემეტოფილია (ბერძნ. εμετό „ემეტო“ — პირღებინება; ძვ.-ბერძნ. φιλία — სიყვარული) არის სექსუალური ფეტიშიზმი, როდესაც ადამიანი აღიგზნება პირღებინებისას ან სხვათა პირღებინების დაკვირვებისას. ამ აქტის გახორციელებას პარტნიორებს შორის, რაც გამოიხატება ერთმანეთზე პირის ღებინებით, ეწოდება რომაული წვიმა (სახელი მოდის რომაულ ლხინზე ხშირი პირღებინების შედეგად).

 

ეფებოფილია (ბერძნ. έφηβος — „მომწიფებული“ და φιλία — „სიყვარული“; ზოგჯერ მცდარად უწოდებენ ჰებეფილიას) — ტერმინი, რომელიც გამოიყენება მოზარდების მიმართ (ხშირ შემთხვევაში, თინეიჯერების) სექსუალური ლტოლვის აღნიშვნისთვის. ყოველდღიურ საუბარში, ამ ტიპის მიდრეკილებას პედოფილიას უწოდებენ, თუმცა ეს უკანასკნელი მკაცრად პუბერტატამდელი ასაკის ბავშვებით სექსუალურ გატაცებას აღნიშნავს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ეფებოფილია არ არის შესული, როგორც პარაფილია დაავადებების საერთაშორისო ჩამონათვალში.

 

ექსჰიბიციონიზმი (ლათ. exhibeo — ჩვენება, გამოფენა) არის გვერდითი სექსუალური ქმედება, როდესაც ადამიანი სექსუალურ კმაყოფილებას იღებს უცხო პირთ თავისი გენეტალიების დემონსტირებისას. ექსჰიბიციონისტი, ძირითადად, შიშვლდება საპირისპირო სქესის ადამიანის წინ საზოგადოებრივ ადგილას. როგორც წესი, ის არ ფიქრობს სექსუალური კონტაქტის გაგრძელებაზე ან ურთიერთობის დამყარებაზე, გენეტალიების ჩვენებას თან სდევს სექსუალური აღზნებადობა და მასტურბაცია.

 

ვოროფილია (ლათ. vorare — „ჭამა“ და ძვ.-ბერძნ. φιλία — „სიყვარული“; აგრეთვე ცნობილი როგორც ფაგოფილია) — არის სექსულაური ფეტიშიზმი და პარაფილია, რომლის დროსაც ადამიანი სექსუალურ აღზნებას აღწევს იმის წარმოდგენით, რომ მას შეჭამენ, იგი შეჭამს ვინმეს, ან ამ პროცესის თვითმხილველი გახდება.

 

ვუაიერიზმი (ფრანგ. voir — ყურება; voyeur — მაყურებელი), იგივე ვიზიონიზმი არის სექსუალური აღზნებადობის ფორმა, როდესაც ადამიანი სექსუალურ კმაყოფილებას იღებს სხვა ადამიანთა სექსის აქტის, ადამიანის გახდის ან და სხვა სახის ინტიმური ქმედების თვალთვალისას. ვუაიერიზმის სახეა პორნოგრაფიული ჟურნალებისა თუ ვიდეოების ყურება.

ვუაიერისტი არის ადამიანი, რომელიც ამ საქმით კავდება. ვუაერიზმი ძირითადან გულისხმობს ადამიანთა ფარულად თვალთვალს.

 

ზოოფილია (ბერძნ. ζωο — ცხოველი; ძვ.-ბერძნ. φιλία — სიყვარული) — სექსუალური ლტოლვა ცხოველების მიმართ. ამ ადამიანებს უწოდენებ ზოოფილებს. ბოლო პერიოდში უფრო გავრცელდა ტერმინი ზოოსექსუალობა, რომელიც სრულად აღწერს ადამიანსა და ცხოველს შორის სექსუალურ კავშირს.

 

თაითლესინგი (ინგლ. Tightlacing) არის მჭიდროდ მოჭერილი კორსეტის ტარება, რომ მიაღწიონ ტანის უკიდურეს ცვლილებებს და გამოცადონ რაც შეიძლება ვიწრო კორსეტი. თაითლისერებს, ვინც ატარებენ მჭიდრო კორსეტს, სიამოვნებთ ვიწრო კორსეტის შეგრძნება და ყოველ მცდელობაზე ცდილობენ უფრო მჭიდროდ შეიკრან იგი.

 

კატოპტრონოფილია (ბერძნ. κατοπτρίζω „კატოპტრიძო“ — სარკე; ძვ.-ბერძნ. φιλία „ფილია“ — სიყვარული) — პარაფილია, რომელის დროსაც ადამიანი სექსუალურ აღგზნებას სარკის წინ აღწევს. ამგვარი ქმედება შესაძლოა მოიცავდეს სარკის წინ სექსს ან მასტურბაციას. ხშირ შემთხვევაში, ამ დროს ვლინდება სხვა მიდრეკილებებიც, როგორიცაა მაგალითად, სარკის წინ ორგია ან სტრიპტიზი.

 

კლიზმოფილია — პარაფილია, რომლის დროსაც სექსუალური აღგზნება ოყნის გაკეთების პროცესში მიიღწევა. კლიზმოფილიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, სექს-ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი თავიანთ მაღაზიებში მომხმარებელს ოყნებს სთავაზობს. ზოგჯერ კლიზმოფილია ანალური მასტურბაციის ერთგვარ ფორმად მიიჩნევა. არსებობს ბევრი ფილმი, ჟურნალი და ვებ-გვერდი, რომელიც ფეტიშიზმის ამ სახეობას ეძღვნება. ტერმინი კლიზმოფილია 1973 წელს ექიმმა ჯოან დენკომ შეიმუშავა.

 

კოპროფილია (ბერძნ. κόπρος „კოპროს“ — განავალი; ძვ.-ბერძნ. φιλία — სიყვარული) არის პარაფილია, სადაც ადამიანს ფეკალები სექსუაურად აღაგზნებს.

 

ლაქტოფილია (ლათ. lactō — მკერდით კვება; ძვ.-ბერძნ. φιλία — სიყვარული) არის ეროტიული მიზნით მოზარდის მკერდით კვება. ლაქტოფილია, ასევე რძის ფეტიშიზმი წარმოადგენს პარაფილიის სახეს.

 

მაკროფილია (ბერძნ. μακρός — დიდი; ძვ.-ბერძნ. φιλία — სიყვარული) არის სექსუალური ლტოლვა გამოგონილ გიგანტ ადამიანის, ძირითადად ქალის, მიმართ. ეს მოიცავს მეტაფორულ ფანტაზიებს კაცის დაპატარავებისა, როდესაც საშუალო სიმაღლის ქალი გაცილებით უზარმაზარი ჩანს, ან უფრო გავრცელებული, ჩვეულებრივი ქალი იზრდება გიგანტის ზომებამდე.

 

ნეკროფილია (ძვ.-ბერძნ. νεκρός — მკვდარი; φιλία — სიყვარული) არის სექსუალური ლტოლვა მკვრდების მიმართ. შეიძლება განიხილოს, როგორც ფეტიშიზმის ნაერსახეობა ან თვითნებური დარღვევა სექსობრივი უპირატესობისა.

 

ობიექტოფილია არის სექსუალური ლტოლვა უსულო ობიექტების მიმართ. ეს არის ფეტიშიზმის იშვიათი ფორმა და მითი შეპყრობილი ადამიანი განიცდის ძლიერი აღგზნებადობის, მიზიდულობის, სიყვარულისა და ვალდებულების გრძნობას გარკვეული საგნის მიმართ. ამ ხალხისთვის სექსუალური ან ახლო მეგობრული ურთიერთობა ადამიანეთან გაუგებარია. ტერმინი ჩამოაყალიბა შვედმა ქალმა აია რიტა ეკლოფ ბერლინერ მაუერმა 1970-იან წლებში. იგი „დაქორწინებული“ იყო ბერლინის კედელთან. ობიექტფილიით შეპყრობილ ადამიანებს ასევე სჯერათ ანიმიზმის, ან რწამთ რომ ობიექტებს გააჩნიათ სული, გონება, გრძნობა და შეუძლიათ კომუნიკაცია.

 

ოდაქსელაგნია არის პარაფილია, როდესაც ადამიანი განიცდის სექსუალურ მიზიდულობას კბენის დროს, ან როცა მას კბენენ.

 

ოლფაქტოფილია (ლათ. olfacto — ყნოსვა; ძვ.-ბერძნ. φιλία — სიყვარული) და ოსმოლაგნია (ბერძნ. οσμή „ოსმე“ — ყნოსვა; λαγνεία „ლაგნეია“ — სურვილი, ჟინი) — ტერმინები, რომლებიც გამოიყენებიან ისეთი პარაფილიის აღწერისთვის, რომლის დროსაც ადამიანები განიცდიან სექსუალურ ლტოლვას ან/და სექსულაურ აღგზნებას სუნისა თუ სურნელის მიმართ, რომელსაც მეორე ადამიანის სხეული გამოყოფს, განსაკუთრებით ინტიმურ ადგილებიდან.

 

პარაფილური ინფანტილიზმი — პარაფილიის სახეობაა, რომლის დროსაც ადამიანი სექსუალურ აღგზნებას განიცდის მაშინ, როდესაც ბავშვის საფენები აცვია და ბავშვივით ან ჩვილივით ეპყრობიან. ადამიანს, რომელსაც ბავშვის როლი სექსუალურად აღაგზნებს, „ზრდასრული ბავშვი“ ეწოდება (ზბ). ზრდასრულ ბავშვებს შორის, ყოველი მესამედან ერთი „ბავშვის საფენების მოყვარულია“ (სმ). მათ, ზოგადად, „ზბ/სმ“-ს სახელით მოიხსენიებენ. ასეთი მამაკაცების უმეტესობა ჰეტეროსექსუალია.

 

პედოფილია (ძვ.-ბერძნ. παιδ — ბავშვი и φιλία — სიყვარული) არის ფსიქოლოგიური დარღვევა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ. პედოფილებს ლტოვა უჩნდებათ როგორც პრეპუბერტატულ, ასევე პუბერტატულ ასაკის ბავშვების მიმართ.

 

პიროლაგნია (ბერძნ. πυρ „პირ“ — ცეცხლი; ბერძნ. λαγνεία „ლაგნია“— ჟინი), აგრეთვე პიროფილია (ძვ.-ბერძნ. φιλία „ფილია“ — სიყვარული) — პარაფილიის შედარებით იშვიათი ფორმა, რომლის დროსაც ადამიანი სიმოვნებას იღებს ცეცხლისგან და მისი გასაჩაღებელი ღონისძიებებისგან. პიროლაგნია პირომანიისგან იმით განსხვავდება, რომ სიამოვნება, რომელსაც ადამიანი განიცდის, სექსუალური ხასიათისაა.

 

ტერმინმა — სადიზმი, რომელიც სხვისი ტკივილით ან ტანჯვით სექსუალურ თუ სოციალურ დაკმაყოფილებას ან სიამოვნებას აღნიშნავს, ფართო გავრცელება ჰპოვა. ეს სიტყვა ფრანგი ფილოსოფოსისა და სექსუალური თვალსაზრისით, სასტიკი რომანებისა და პიესების ავტორის — მარკიზ დე სადის სახელიდან მომდინარეობს. სადიზმის პასიური ორეულია — მაზოხიზმი, რაც საკუთარი თავის ტანჯვის და ტკივილის გზით, სექსუალური სიამოვნების და დაკმაყოფილების მიღებას გულისხმობს. მაზოხიზმი სექსუალურ ფანტაზიებს და სექსუალური ლტოლვის ობიექტისგან ცემის, დამცირების, შეურაცხყოფის, დაბმის, წამების ან სხვა გზით ტანჯვის მიყენების მუქარას ან/და ქმედებებს ითვალისწინებს. სიტყვა „მაზოხიზმი“ მე-19 საუკუნის მწერლის — ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხისგან მომდინარეობს, რომლის რომანი „ვენერა ბეწვის ქურქში“ გაჯერებულია მაზოხისტური თემებით.

 

საკვებით თამაში (ინგლ. food play) — სექსუალური ფეტიშიზმის ფორმა, რომლის დროსაც პარტნიორები ისეთ ეროტიკულ ვითარებაში აღიგზნებიან, სადაც მთავარი ელემენტი საკვებია. ზოგიერთი საკვები და მცენარე თავისთავად მოიაზრება, როგორც სექსუალურად აღმგზნები საშუალება. საკვებით თამაში ფეტიშიზმის სხვა სახეობებსაც მოიცავს, მათ შორის, სველ და ბინძურ ფეტიშიზმს, ფიდერიზმს, ნიოტაიმორის და ვაკამეზაკეს. ვოროფილიისგან განსხვავებით, სადაც სექსუალური აღგზნების მთავარი ელემენტი ჭამის აქტია, სადაც საკვებით თამაშში უპირატესობა თვითონ საკვებს ენიჭება.

 

სალიროფილია (ფრანგ. salir — სვრა, გაჭუჭყიანება; ძვ.-ბერძნ. φιλία — სიყვარული) არის პარაფილია, სადაც ადამიანი სექსუალურ სიამოვნებას იღებს, როდესაც თვითნებურად უჭუჭყიანებს ან უთელავს, როგორც წესი მიმზიდველ ადამიანს რამე საგანს. ეს შეიძლება იყოს მათი ტანსაცმელის დაგლეჯვა, მათი ტალახში ამოსვრა, ან მათი თმის ან გრიმის არევდარევა. ეს ფეტიშიზმი არ მოიცავს ადამიანის დასახიჩრებას, მარტო მათი გარეგნობის.

სალიროფილია დაკავშირებულია საკვებით თამაშთან, ბუკაკესთან, ომორაშისთან, უროლაგნიასა და კოპროფილიასთან, თუმცა სხვებთან განსხვავენით, აქ პარტნიორს აიძულებენ ეცვას გათელილი სამოსი, ან სხვა რამეს, რაც მათ ჩვეულებრივ არამიმზიდველს ხდის.

 

სომნიოფილია (ლათ. somnus — ძილი; ძვ.-ბერძნ. φιλία — სიყვარული) ან მძინარა მზეთუნახავის სინდრომი არის პარაფილია, სადაც სექსუალური აღგზნება ან/და ორგაზმი მიიღწევა, როდესაც ადამიანი უეცრად შევარდება და ეროტიული ალერსით გააღვიძებს მძინარე უცნობს, მაგრამ არა ძალის გამოყენებით. თვით თვალის ხამხამმა გაღვიძებისას შეიძლება გამოიწვიოს აღგზნება. სომნოფილია შეიძლება ასევე გულისხმობდეს სექსის ქონას მძინარე პარტნიორთან ან ხახუნს მძინარის სხეულზე ინტიმური ნაწილით, ან ხელებით.

 

სექსუალური ფეტიშიზმი, ან ეროტიკული ფეტიშიზმი — სექსუალური ქცევის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გულისხმობს ისეთი საგნებისგან თუ მასალებისგან სექსუალურ აღგზნებას, რომლებიც, ტრადიციულად, არ ითვლება სექსუალურად. ტერმინი პირველად შემოიღო ფსიქოლოგმა ალფრედ ბინემ, რომელიც უკეთ ცნობილია ინტელექტის კოეფიციენტის ტესტის საწყისი ვარიანტის გამოგონებისთვის. დაავადებების საერთაშორისო ცნობარებში, ფეტიშიზმი პარაფილიების კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა ფეტიშისტი ადამიანები მკურნალობას იშვიათად მიმართავენ.

 

სთენოლაგნია (ბერძნ. σθένος — ძალა, ენერგია; λαγνεία — ჟინი) არის სექსუალური ფეტიშიზმი, როდესაც ადამიანი აღიგზნება თავისი სიძლიერისა, თუ კუნთების დემონსტრირებისას. ტერმინი ჩამოაყალიბა გერმანელმა ფსიქოლოგმა მაგნუს ჰირშფელდმა 1800-იანების მიწურულს. ეს ფეტიშიზმი დამახასიათებელია როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთვის და არსებობს ბევრი ვებ-გვერდი მათ ინტერესს პასუხობს.

 

ტერატოფილია (ბერძნ. τερατώδης — საშინელი; ძვ.-ბერძნ. φιλία — სიყვარული) არის სექსუალური მიზიდულობა „დეფორმირებულ“ ან „საშინელ“ ადამიანების მიმართ. ტერატოფილი არის ადამიანი, ვისაც მსგავსი ხალხი იზიდავს. ტერატოფილია განეკუთნება პარაფილიებს.

 

ტრიქოფილია (ბერძნ. τρίχα „ტრიქა“ — თმა; ძვ.-ბერძნ. φιλία „ფილია“ — სიყვარული), ანუ თმის ფეტიშიზმი — პარაფილიის ერთ-ერთი სახე, როდესაც ადამიანი სექსუალურ აღგზნება ან მოჭარბებულ ლტოლვას თმის მიმართ განიცდის. ხშირ შემთხვევაში, თავზე თმის მიმართ.

 

ტროილიზმი — ეროტიკული ინტერესი, რომელიც საკუთარი პარტნიორის სხვასთან სქესობრივი აქტის, ხშირად ფარულად, თვალთვალს გულისხმობს. მისი ყველაზე გავრცელებული სახეა, როდესაც მამაკაცი თავისი მეუღლის სხვა მამაკაცთან სქესობრივ აქტს ადევნებს თვალს. ეს სვინგური ცხოვრების წესის ნაწილია და მონაწილეების მიხედვით განისაზღვრება.

 

უროლაგნია (ბერძნ. ούρο — შარდი; λαγνεία — ჟინი; აგრეთვე უროფილია, ან უნდინიზმი) არის სექსუალური ფეტიშიზმი, სადაც წყვილი განიცდის სექსუალურ კმაყოფილებას შარდისგან ან მოშარდვისგან. უროლანგია ზოგჯერ ასოცირდება, ან ეშლებათ, ომორაშიში.

 

უროლანგი ფეტიშისტები ერთმანეთის შარდვით ღებულობენ სექსუალურ კმაყოფილებას, ხშირად ისინი შარდავენ საზოგადოების თვალწინ, და ზოგმა შეიძლება ასევე შარდი დალიოს. შარდის მოხმარებას უროგრაფია ეწოდება. ზოგს ასევე უყვარს ამ საქმის თვალთვალი. ამ ქმედებებს აღწერენ შემდეგი ევფემიზმებით: „ოქროს წვიმა“ ან „წყლის სპორტი“ (არ აგერიოთ წყლის სპორტის სახეობაში).საგულისხმოა, რომ შარდის დიდი მოცულობით სმა, რომელიც ალტერნატიული მედიცინის სახეობაა, უროლანგიასთან საერთო არ აქვს.

 

ფეტიშური ტრანსვესტიზმი — სექსუალური ფეტიშიზმი, რომელიც გამოიხატება საწინააღმდეგო სქესის ადამიანის სამოსის ჩაცმით. (სექსუალურ აღზნებას, იგივე სქესის ადამიანის სამოსის ჩაცმისას, ჰომეოვესტიზმი ეწოდება).

 

ფროტერიზმი (ფრანგ. frotteurisme), იშვიათად თაჩერიზმი (ინგლ. toucherism) — ფსიქიატრიაში კლინიკური დაავადების აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც გულისხმობს პარაფილიის ერთგვარ სახეობას, რომლის დროსაც სექსუალური აღგზნება სხვა ადამიანთან ცალმხრივი შეხებისან ან/და ხახუნისას მიიღწევა. ამგვარი კონტაქტი ხელების ან გენიტალიების შეხებისას დგება. ასეთი პაციენტები მამაკაცები არიან და მათი მსხვერპლი, ხშირ შემთხვევაში, ქალები არიან. თუმცაღა, არის ფროტევრისტი ქალების და მამაკაცებით გატაცებული მამაკაცი ფროტევრისტების შემთხვევებიც. უფროსი ასაკის ადამიანის ბავშვისადმი ფროტევრისტული მიდრეკილება კი, ძირითადად, ბავშვზე სექსუალური ძალადობის ადრეული სტადიაა. ამგვარი ცალმხრივი ქმედება შეუმჩნევლად ხორციელდება ისე, რომ მსხვერპლი ამ დროს საპასუხო რეაქციას ვერ ახერხებს. ასეთი სახის ქმედება ხშირია საზოგადოებრივ ადგილებში — გადაჭედილ ტრანსპორტში ან კონცერტებზე.

 

ქრონოფილია (ბერძნ. χρόνος „ქრონოს“ — დრო; ძვ.-ბერძნ. φιλία „ფილია“ — სიყვარული) — პარაფილიის სახე, როდესაც წყვილი განიცდის სექსუალურ აღზნებას მათ შორის ასაკობრივი სხვაობის გამო. ტერმინი შეღებულია ჯონ მანის მიერ და სათავეს იღებს ბერძნული სიტყვებიდან „ქრონოს“ — დრო და „ფილია“ სიყვარული. აღნიშნული ტერმინი არ არის სექსოლოგთა მიერ ფართოდ მიღებული, ისინი გამოიყენებენ ტერმინებს, რომლებიც უფრო კონკრეტულად განსაზღვრავენ ასაკობრივ დიაპაზონს.

 

ჰიბრისტოფილია არის პარაფილია, სადაც ადამიანი სექსუალურად იგზნება, ან იზიდავს ხალხი, ვინც არღვევს კანონს ან ჩადის საშინელ დანაშაულს. ეს ფენომენი ასევე ცნობილია ბონი და კლაიდის სინდრომით.

 

ჰომეოვესტიზმი — სექსუალური აღზნება, რომელიც ვლინდება სხვა კაცის ან ქალის სამოსის ჩაცმისას. გავრცელებულია სახეა ფეტიშური ტრანსვესტიზმი, სადაც ადამიანი აღიგზნება საწიააღმდეგო სქესის ადამიანის სამოსის ჩაცმისას. ტერმინი ჩამოაყალიბა ჯორჯ ზავიტზიანოსმა და შემდგომ განავითარა ლუის კაპლანმა.

 

 

აბა სდიმართლის დროა, რომელი ხართ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

tako:))

აქედან რომელიმე უნდა ვიყო?

 

ჰიბრისტოფილია არის პარაფილია, სადაც ადამიანი სექსუალურად იგზნება, ან იზიდავს ხალხი, ვინც არღვევს კანონს ან ჩადის საშინელ დანაშაულს. ეს ფენომენი ასევე ცნობილია ბონი და კლაიდის სინდრომით.

 

:D :) :) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

tako:))

ეგ რა შუაშია ჩემს პოსტთან ვერ მივხვდი

როგორ არ არის შუაში? თავშია თავშია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

tako:))

ჰიბრისტოფილია არის პარაფილია, სადაც ადამიანი სექსუალურად იგზნება, ან იზიდავს ხალხი, ვინც არღვევს კანონს ან ჩადის საშინელ დანაშაულს. ეს ფენომენი ასევე ცნობილია ბონი და კლაიდის სინდრომით.

 

:) :D :D :eshmak:

 

ეგ სმილები უხატე მამაშენს! ;)

 

როგორ არ არის შუაში? თავშია თავშია..

 

რააა თავში? ხო არ უბერავ?

 

 

:eshmak: :eshmak: :eshmak: :eshmak:

:eshmak: :eshmak: :eshmak: :eshmak:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

tako:))

004.gif .ახსენი რატო :? :?

იმიტომ რომ ადამიანს გააჩნია, (უმრავლეს შემთხვევაში ფარულად) სექსუალური გადახრა.(ყველა ადამიანზეა აქ საუბარი) უბრალოდ რამდენად თრგუნავს ადამიანი ამ გადახრას ეს სხვა საკითხია... ოცნებებში, პანტაზიებში ამას ვერ დატრგუნავს.....

 

ამიტომ შანსი არ არის ადამიანს რომელიმე ზემოდ ჩამოთვლილიდან, ერთი მაინც არ გააჩნდეს.... ;)

 

zeppelina

ეგ სმილები უხატე მამაშენს! 010.gif

ამ სმაილიკს მინდა მამაჩემს და მინდა ზეპელინასაც დავუხატავ ;)

:D :)) :))

რააა თავში? ხო არ უბერავ?

დაწყნარდი, ცივი წყალი დალიე, მოგეშვება.....

:D :eshmak: :eshmak: :eshmak:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შადრევანების მიმართ ლტოლვას რა ქვია?

paolo

ბრავო!

 

ჩაგეთვალა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...