Jump to content
Planeta.Ge

ბარბაროსების ისტორია


Recommended Posts

Nukriko

3 'სასტავი' იყო:

 

1. გერმანული წარმოშობის: მთავარი ძალა - ვიზი- და ოსტ გოთები; ვანდალები; ფრანკები; საქსები; ალემანები და ა.შ.

 

2. ირანული წარმოშობის: ძირითადად, ალანები; ასევე, სარმატების კოალიციის სხვა წევრები - როხსოლანები, იასიგები, სავრომატები. (ახლა ინგლისში პოპულარულია ჰიპოთეზა, რომ მეფე არტური და მისი რაინდები სარმატები /ალანები/ იყვნენ. ამაზე ჰოლივუდის ფილმიცაა გადაღებული.)

 

3. გაურკვეველი წარმოშობის: ჰუნები.

 

რომს ყველაზე დიდი დარტყმები გერმანელებმა მიაყენეს.

ჰუნები,ჰეფთალები ერთი და იგივეა... ჰებთალებთან ბრძოლაში შაჰ პეროზი 468 წელს ტყვედ ჩავარდა( ამ ბრძოლაში ზოგის აზრით ვახტანგ გორგასალიც იყო ირანელთა ჯარში!) და 484 წელს ისევ მათთან ბრძოლაში დაიღუპა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ბარბაროსების ისტორია

 

http://en.wikipedia.org/wiki/Alans

 

მაგარი საინტერესო სტატიაა ალანებზე ინგლისურენოვან ვიკიპედიაში. სწერია, რომა აღ. ევროპა, საფრანგეთი და ესპანეთი მოითარეშეს და მერე, ვანდალებთან ერთად, კართაგენიც აიღესო.

 

კიდეს სწერია, ხორვატები და სერბები ალანების გასლავებული შთამომავლები არიანო.

 

Third-century inscriptions from the Greek colony of Tanais at the mouth of the Don River mention a nearby Alan tribe called the Choroatos or Chorouatos. The historian Ptolemy identifies the Serboi as a Sarmatian tribe who lived north of the Caucasus, and other sources identify the Serboi as an Alan tribe in the Volga-Don steppe in the 3rd century. In the 7th century the Serboi and Choroatos migrated into the western Balkans, supposedly at the invitation of the Eastern Roman Emperor Heraclius, and settled there among earlier Slavic migrants to become ancestors of the modern Serbs and Croats. Some Serboi settled on the Elbe, and their descendants are the modern Sorbs. Tenth-century Byzantine and Arab accounts describe a people called the Belochrobati (White Croats) living on the upper Vistula, an area later called Chrobatia.

 

რომაელ ელჩს ასე აღუწერია ალანების ურდო - მაღლები არიან, ძირითადად ქერები და საშინელი თვალების ბრიალი იციანო.

 

კოკოითს მარტო ბოლო თვისება გამოჰყოლია :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

3 'სასტავი' იყო:

 

1. გერმანული წარმოშობის: მთავარი ძალა - ვიზი- და ოსტ გოთები; ვანდალები; ფრანკები; საქსები; ალემანები და ა.შ.

 

2. ირანული წარმოშობის: ძირითადად, ალანები; ასევე, სარმატების კოალიციის სხვა წევრები - როხსოლანები, იასიგები, სავრომატები. (ახლა ინგლისში პოპულარულია ჰიპოთეზა, რომ მეფე არტური და მისი რაინდები სარმატები /ალანები/ იყვნენ. ამაზე ჰოლივუდის ფილმიცაა გადაღებული.)

 

3. გაურკვეველი წარმოშობის: ჰუნები.

 

რომს ყველაზე დიდი დარტყმები გერმანელებმა მიაყენეს.

ჰუნები რატო არიან გაურკვეველი წარმოშობის ხალხი? შუა აზიიდან წამოვიდნენ და მონგოლოიდურ რასას განეკუთვნებოდნენ.

არც ჰუნებმა დააკლეს რომს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

ჰუნები რატო არიან გაურკვეველი წარმოშობის ხალხი? შუა აზიიდან წამოვიდნენ და მონგოლოიდურ რასას განეკუთვნებოდნენ.

არც ჰუნებმა დააკლეს რომს

 

მაგაზე არავინ კამათობს. 'წარმოშობაში' ვგულისხმობ ლინგვისტურ კუთვნილებას.

 

ბევრი თვლის, რომ თურქული მოდგმის ხალხი იყო, ზოგის აზრით - მონღოლურის (მონღოლები და თურქები ერთმანეთს არ ენატესავებიან), სხვები კი აწვებიან რომ ამჟამად გადაშენებული ტუნგუსური მოდგმიდან იყვნენ.

 

მონგოლოიდები კი იყვნენ, მაგრამ მთლად კლასიკური მონგოლოიდები - არა. კეხიანი ცხვირები ჰქონდათ, რაც მონღოლებისა და თურქების წინაპრებს არ ახასიათებთ.

 

მათ წინაპრებს სიუნ-ნუ ერქვათ და ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ ცენტრალური აზიიდან კუშანების (რომლებიც კავკასოიდები იყვნენ) წინაპრები გამოდევნეს. ამ უკანასკნელებმა მერე ავღანეთსა და ჩრ. ინდოეთში ლეგენდარული კუშანების იმპერია შექმნეს.

 

მერე სიუნ-ნუ სხვა მომთაბარეებმა გაანადგურეს და, ითვლება, რომ ჰუნები მათი გადარჩენილი და ევროპის სტეპებისკენ დაძრული ნაწილია.

Edited by Grig
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...