Nukriko Posted December 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2009 ქართული წარმართობა კარგად ჩანს ამირანის ლეგენდაში. ამირანი იყო ადამიანი რომელმაც ღმერთთან შებრძოლება მოინდომა, მართალია ამ შებრძოლების დროს დამარცხდა, მაგრამ ის მაინც გმირად რჩება. ამირანის ლეგენდაში კარგად ჩანს, თუ რამხელა ნება აქვს ადამიანს რომ დაამარცხოს თავად ღმერთი. ქართულ მითოლოგიაში ღმერთი არ იყო ყოველთვის ადამიანებისთვის დადებითი არსება, ხშირად იგი ადამიანებისთვის ავ საქმეებსაც ჩადიოდა. ღმერთის მიმართ არ ყოფილა ადამიანებში კარგი განწყობა, ეს შენიშნა ივ. ჯავახიშვილმაც. ს.ბარალეთის მასწავლებლის მიერ ჩაწერილ თქმულებაში „იესო ქრისტესი, ილია წინასწარმეტცეკუსა და წმინდა გიორგის“ შესახებ ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის, ქართველი ხალხის დამოკიდებულებაზე ღმერთებისადმი. ეს ლეგენდა არის წარმართობის დროინდელი ლეგენდა, რომელიც ქრისტიანობის შემდეგ სახე შეიცვალა. ლეგენდის თანახმად, იესო, ილია წინასწარმეტყველი და წმინდა გიორგი, ერთად იმოგზაურებენ და რომ დაიღლებიან, ერთ მეცხვარეს სათითაოდ თხოვენ ერთი მცხვარის მიცემას. თავიდან ილია წინასწარმეტყველი თხოვს ერთი ბატკნის მიცემას, როცა მეცხვარე გაიგებს რომ მთოხნელი ილია წინასწარმეტყველი იყო, იგი ეტყვის: „-ვაჰმე,! ჩემი ღმერთისა რომ არ მეშინოდეს, აი ამ კომბლით თავს გაგიტეხავდიო“ ილიას რომ კითხავს მიზეზს ამისა, გლეხი უპასუხებს: „- რაიზე და: დასთესავს პურს ერთ დღიურ მიწას საწყალი ქვრივ-ოხერი ან ვინმე ღარიბ-ღატაკი, შენ მისდგები, არც აცივებ, არც აცხელებ, და იმ ყანას სულ სეტყვით ჩაულეწავო“. შემდეგ მივა იესო ქრისტე და სთხოვს ცხვარს, მეცხვარე რომ გაიგებს რომ იესო იყო, უარს ერტყვის და უარის მიზეზს ესე აუხსნის: „ რა და ის, რომ ჭაბუკს წუთისოფელს გამოასალმებ ხოლმე, ბევრს ისეთს მოხუცებულს ადამიანს კი, რომელსაც ცხოვრება მოჰბეზრებია, ცოცხალს ატარებ ხოლმე დედამიწის ზურგზედაო“ ხოლო როცა წმინდა გიორგი მივა მეცხვარესთან და ეტყვის: „მე წმინდა გიორგი ვარ, გაჭირვების დროს რომ შემეხვეწებით ხოლმეო. მე გიფარავთ ავი სულებისა და ეშმაკებისგან და თქვენის მტრანჯველის ხელისაგან გიხსნი ხოლმეო“ მეცხვარე მხულს მოიდრეკს და მთელ ფარას მისცემს წმინდა გიორგის.ლეგენდის გრძელდება იმით რომ იესო ქრისტეს მეცხვარის დასჯა უნდა, მის ბრძანებებს ასრულებს ილია წინასწარმეტყველი, ხოლო მეცხვარეს ყოველთვის ეხმარება წმინდა გიორგი. საინტერესოა ეს ლეგენდა ქართველდა აზროვნების გასაგებად. ღმერთი არ არის გაიგივებული სიკეთესთან, უფრო შიშთან არის გაიგივებული, იგივე ეს წიანდადება ამას მოწმობს: „-ვაჰმე,! ჩემი ღმერთისა რომ არ მეშინოდეს, აი ამ კომბლით თავს გაგიტეხავდიო“, ესეგი რომ არ ეშინოდეს მათი, იგი მზად იყო ღმერთისთვის თავი გაეტეხა. ამიტომაც ამირანი სიმპატიას იწვევს ხალხში, რადგან იგი უპირისპირდება იმ უსამართლობას რასაც ღმერთი ჰქვია. თავისუფალი ნეაბა, ნება იმისა რომ დაუპირიპირდე გაცილებით ძლიერ არსებას, ძალას იწვევს სიმპატიას. დადებით მოვლენად არის აღქმული არა ღვთის მორჩილება, არამედ ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა.მსგავსი აზროვნება იძლევა იმის მოტივაციას, რომ დაუპირისპირდე შენზე ძლიერ ძალას. წარმართულ ქართლის სამეფოს ისტორიას რომ გადავხედოთ, ეს აზროვნება გატარებულია განსაკუთრებით ახ.წ I-III საუკუნეებში. ამ პერიოდში სომხეთისთვის იბრძვის მაშინდელი ზესახელმწიფოები: რომის იმპერია და პართია. ამ ბრძოლაში ქართლის სამეფოც ჩაერთვება. ამ ორ სახელმწიფოსთან შედარებით ქართლის სამეფო, ძალიან პატარა იყო და არ გააჩნდა იმხელა რესურსი რა რესურსებიც ამ სახელმწიფოებს გააჩნდათ, ამის და მიუხედავად ქართლის სამეფო წარმატებით ახერხებს ბრძოლას სომხეთისთვის. ხშირად იგი იკავებს სომხურ ქალებს, დევნის პართიელებს და სომხეთის სამეფო ტახტზე პროქართულ მეფეებს ნიშნავენ. მსგავს პოლიტიკას სჭირდება, გარკვეული აზროვნების ფორმა, ხოლო ეს აზროვნება აისახა ქართულ წარმართიზმში, თავისუფალ ნების პრინციპში. ქართლი ამ დაპირიპირებით ამირანის საქემს იმეორებს, უპირისპირდება რა მასზე ძლიერ ძალას. განსაკუთრებით ამ აზროვნების ზენტია ფარსმან II ქველის პერიოდი, როდესაც ქართლის სამეფო დაუფარავად უპირისპირდება რომის იმპერიასა და პართიას ერთდროულად. 134 წელს ფარსმან ქველმა ალანები გამოიყვანა ჩრდილო კავკასიიდან და შეუსია რომის იმპერიასა და პართიას, ეს ძალიან გაბედული მოქმედება იყო, რადგან მსგავს მოქმედებას შეიძლებოდა ქართლის სამეფო მძიმე მდგომარეობაში ჩაეგდო. ამის და მიუხედავად, რომაელები იძულებულნი გახდნენ დათმობებზე წასულიყვნენ და ქართლის სამეფოსთვის ტერიტორიები დაერთმოთ.ქართულ წარმართულ სამყაროში, თავისუფალ ნებას ექცეოდა დიდი ყურადღება. ღმერთის შიშსა და ამ შიშის გადალახვას დიდი მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქართველები. ქრისტიანობისგან განსხვავებით, სადაც დადებითი პიროვნება არის ის ადამიანი რომელიც ღვთის ნებას ემორჩილება, წარმართულ სამყაროსთვის ქართველისთვის დადებითი პიროვნება არის ის ადამიანი ვინც, ამბოხებულია, სხვის უპირატესობას უგულებელყოფს და უპირისპირდება მას. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქართული წარმართობა არის თავისუფალ ადამიანებისთვის გათვლილი, მართალია ქართლის სამეფოში იყო სამეფო-მონები, მაგრამ მონათმფლობელობა როგორც სოციალური ურთიერთობა არ ყოფილა. ქართული სოციუმი არსებობდა თემში, რომელიც იყო ნახევრადგასამხედროებული ინსტიტუტი. შესაბამისად მსგავს სოციუმში, მნიშვნელოვანია თავისუფალი ნების გამოხატულება, რომ დაუპირისპირდე შენზე აღმატებულ ძალას. სამწუხაროდ ქრისტიანობის მიღების შემდეგ შეიცვალა ქართული აზროვნება და ქართული სოციუმიც. ქრისტიანობის მიღების შემდეგ, საქართველოში მთავრდება თავისუფალ ნების იდეა, მას მორჩილების იდეა ცვლის. შედევრიუს: http://nukriko.blogspot.com/ ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.