Gagi 67 Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 Gagi 67 1. პოლიტიკური პარტია არა არჩევნებისთვის შექმნილი ალბათ ქართული "ნოუ ჰაუა"2. იმ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასთან ჭანტურიას პარტიას ისეთივე საერთო აქვს, როგორც დღევანდელ ერაყელებს ბაბილონელებთან.მე ვსაუბრობ მყარ ქართულ პოლიტიკურ პლატფორმაზე და მის საფუძველზე აუთენტიკური პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებაზე. ე დ პ -მ დაიწყო საქართველოთს დამოუკიდებლობით და არსებობს მასტან ერთად, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა ქრება, ე დ პ-ც აღარ არსებობს. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია , მისი იდეოლოგია ქართული იდენტურობის მქონეა, და ეს უნიკალიზმი გამოარჩევს ელექტორატულ ნოუ-ჰაუსაგან. მე გობრებო დღეს გაცილებით უფრო ეროვნულია ე დ პ ვიდრე ირინა სარიშვილი-გიორგაძისას დროს. გამიგეთ. ამ პარტიას ისეთი დარტყმა მიაყენა რუსეთიის სპეც სამსახურმა, რომ მისი აღდგენა საკმაოდ დროს მოითხოვს. რესპუბლიკელებზე რას იტყვით. უსუფაშივილი მე მყავსქიმუნჯწასაკრავი ტავისი წამოროშილი სიტყვების გამო, რომელმაც კინაღამ არ ჩააგდო ფიორსმაჟორულ პირობებში საქართველოსათვის მილიარდიანი დახმარების დროულად გამოყოფის ბილი კონგრესში.გაამახვილეთ ყურადღება - მე ვამბობ დახმარების დროულად გამოყოფაზე, და არა მის საერთოდ გაქრობაზე, აუცილებელი იყო ბილი კონგრესს დაემტკიცებინა უმრავლესობის მოთხოვნით და ნორმატიული აქტი გადაგზავნილიყო ჯერ კიდევ მაშინდელ სახელმწიფო დეპარტამენტში და ხაზინაში დამატებითი აღმასრულებელი აქტების წარდგენისათვის და ეს დადგენილება აუცილებელი იყო ყველა საკანცელარიო რეგისტრაციის დასრულებული ფორმით უკვე აღსრულებაში ყოფილიყო ბუშის-ავე პერიოდში, თორემ პრეზიდენტის არჩევნები თავად მილიარდიანი დახმარების ბილს გადადებდა მინიმუმ6-8 თვით! ეს კი მრავალი ლტოლვილისათვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. სწორედ ამან გამოიწვია ევროპისაგან დახმარების საკითხის დაჩქარებაც. ამან განაპირობა ლტოლვითათვისა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურისათვსი სახელმწიფოს სტრუქტურებისათვის საჭიროს სახსრების მოძIება. ერთი საინტერესო რამ -საქართველოს სახელმწიფომ მეორე ნახევარი სამუშაოებისა მყარი ვალიუტისა და ამ დახმარების გარანტიით ასევე ევროპისაგან დახმარების მიცემის პირობით დაასრულა, პირველი 4000 სახლი კი მე როგორც ვიცი სააკაშვილმა დაასრულა ყოველგვარი დახმარების გარეშე იმის შემდგომსამიოდე თვეში!... აქ ოგანიზაციის მერაბიშვისეულმა არაანგაჟირებულმა ნიჭმა უდავოდ დიდი როლი შეასრულა, მაგრამ გამიგეთ ყველა პირველი ნახევრის ლტოლვილთა დასახლებები მართლა საქართველოს პრეზიდენტის სიტყვაზე, ააშენეს კომპანიებმა. ამ ფაქტითა და ტორნადო კატრინას დროს საკუთარი ბიუროკრატიული კაზუსით შეცბუნებულმა კონგრესმენებმა სასწრაფოდ გამოყვეს თანხა.. ეს მე ვნახე საკუთარი თვალით. ამერიკელ კონგრესმენებს , განსაკუთრებით კი რესპუბლიკელებს არ უნდოდათ დაენახვებინათ მსოფლიოსათვის, რომ ვიღაც რუსეთისაგან დაბომბილი პაწია ქვეყნის პრეზიდენტი აკეთებს იმას, რაც ვერ გააკეთა დიდმა სახელმწიფომ ტორნადო კატრინას მიერ 2005 წლის აგვისტოს ლუიზიანის სანაპიროსა და თავად ნიუ ორლეანის დატბორვის დროს! გამიგეთ მე აქ საკმაოდ კარგად ვერკვევი და ვნახე ჩემი თვალით რაც ხდებოდაკონგრესისა და ბოშის ადმინისტაციის კულუარებში (ეს არ ნიშნავს რომ მე ახლოს ვარ , მათთან. აქ ამის გაგება არაა დიდი პრობლემა).. სხვათაშორის გარკვეული ფორმულირებები ამ ბილის პრეამბულაში ასახავდა კიდეც ამ შეშფოთებას. უსუფაშივილმა კი თავისი წამოროშილი სატყვებით კინაღამ არ ჩაშალა საქართველოსადმი დახმარების დროული აღსულება. დემოკრატებს ხოლ საპრეზიდენტო გამარჯვებისათვის და შემდგომ დემოკრატიული პარტიის გამარჯვების გამყარებისათვის ამ სააკაშბვილ- ბუშის ადმინისტრაციების შედარებით ბევრი რამე შეეძლოთ გაეკეთებინათ, ამიტომაც ბუშის ადმინისტრაციისგან საქართველოსადმი დახმარების გამოყოფა არ შედიოდა მათ პოლიტიკურ გეგმაში,მათ ჯერ ბუშის პარტიის ავტორიტეტის შელახვა უნდოდათ სააკაშვილის მიერ დროულად დაწყებული დსახელმწიფოს დახმარების სედეგებით და მერე კი საკუთარი ობამას პრეზიდენტობის დროს საქართველოსადმი დახმარების გაწევა, ეს კი ახლი ადმინისტრაციის ამუშავებამდე, რაც ორიოდე თვეს მოითხოვს და ახალი პრეზიდენტის პირობებში კონგრესის ძალთა და ლობისტთა გადაჯგუფებამდე (რომელიც უფრო დიდ ხანს გრძელდება) საქართველოსადმი მილიარდიანი დახმარების საკმაოდ დაგვიანებით დახმარებითრ გამოყოფას უდრიდას. ... უსუფაშვილმა ომის შემდგომ ამერიკაში პირველივე ვოიაჟისას დააყრანტალა- ეს რუსეთ-საქართველოს ომი სააკაშვილის ავანტიურა იყოვო! მეორემ, ფერომანმა ქუთეისელმა ლეიდიმ ბურჯანაძემ კი კითხვები მაქვსო - კითხვებიო იძახა კოლუმბიის უნივერსიტეტში და რუსული აგრესიის საშინელების გამო ქვეყნის ტრაგიკული მდგომარეობის ასახვის მაგივრად საკმაოდ კარგად ცდილობდა ყურადღების გადატანას მეორეხარისხოვან საკითხზე სააკაშვილის პიროვნებაზე... წარმოიდგინეთ ომის შემდგომ როგორ გამწარებული ვიყავით ერთი ორიოდე კაცი საქართველოდან პირველი დელეგაციის უმსგავსოების ნახვის შემდგომ... მე არ ვაპატიებ მაგათ ამ ამაზრზენ მოქმედებას არც ადუკანტ უსუფაშვილსა და არც ბურჯანაძე ფერომანს! გამიგეთ - საქართველოს მოსახლეობას სჭირდებოდა დახმარება, ამერიკელებს კი უნდა ჰქონოდათ რეალური ტრაგიკული სურათი რა მოხდებოდა თუ დროულად არ დაეხმარებოდნენ თავის მეგობარ ქვეყანას... ესენი კი მხოლოდ ყურადღების გაფანტვას სცდილობდნენ . ერთი- ორმა პროფესორმა მაშინ ისეთი თავლითაც შემომხედა- შენ აზვიადებო.. გესმით?! " კატო"-ს ცენტრის ზოგიერთი წარმომადგენელი რომ არა, რა იქნებოდა?!... მე ამას არ დავივიწყებ და რესპუბლიკურ პარტიას ამჟამად აბსოლუტურ უნდობლობას ვუცხადებ! ამას ალალად გეუბნებით ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 Gagi 67 უსუფაშვილმა ომის შემდგომ ამერიკაში პირველივე ვოიაჟისას დააყრანტალა- ეს რუსეთ-საქართველოს ომი სააკაშვილის ავანტიურა იყოვო!რა არ იყო?ამერიკელებს კი უნდა ჰქონოდათ რეალური ტრაგიკული სურათი რა მოხდებოდა თუ დროულად არ დაეხმარებოდნენ თავის მეგობარ ქვეყანასსაწყალი ამერიკელები, არავითარი ინფორმაცია არ ქონდათ და უსუფაშვილის იმედზე იყვნენ მხოლოდ.მე ამას არ დავივიწყებ და რესპუბლიკურ პარტიას ამჟამად აბსოლუტურ უნდობლობას ვუცხადებ! ამას ალალად გეუბნებით !ეს თქვენი სუვერენული უფლებაა.ოღონდ ე.დ.პ არსად დაგეკარგოთ.გამოვიდა ორი დღის წინ ჩახვაძე და გამოაცხადა.ბევრი რამე დაგვრჩა საარჩევნო კოდექსში დასახვეწი და მუშაობას გავაგრძელებთო. მართლა ვაი მაგათ პატრონს უბედურს. მშვენივრად მოეხსენებათ, რომ მორჩა კოდექსში ცვლილებების შეტანა. ექნებათ ნაცებს უმრავლესობა ყველა კომისიაში და რასაც უნდა იმას გააკეთებენ. რის გაპრავებაში მათ ლომის წილი მიუძღვით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 ამრიკულებს მართლაც არ ქონდათ წარმოდგენა, თუ რა კატასტროფული დარტყმა მიაყენა რუსეთმა საქართველოს,რესპუბლიკელებს ნამდვილად არ უნდოდათ რესპუბლიკელებს "კატრინას" შემთხვევაში თავიანთი ნელი მოქმედებების ფონზე დაენახვებინათ მსოფლიოსათვის ის, რომ რაც ვერ გაკეთდა ნიუ ორლეანში ტორნადოს შემდეგ და რასაც ბევრი მსხვერპლი მოჰყვა, ის გააკეთა სააკაშვილმა - სამ თვეში დაზარალებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის დახმარება და მათთვის სამი-ოთხი ათასი სახლის აშენება!დემოკრატებს კი არ უნდოდათ რომ რეპუბლიკელებს საქართველოს მიმართ სასწრაფო დახმარების საშუელებიტ წინასაპრეზიდენტო არჩევნებში დაეკარგათ ეს შესანიშნავი მაგალითი თავიანთი ინფორმაციული ომისათვის!ამგვარად უსუფაშვილის მიერ უგუნურად წამოსროლილმა ფრაზზამ მარტო მისი არასახელმწიფოებრივი აზროვნება, არამედ გასაოცარი წინდაუხედავობა წარმოაჩინა. პოლიტიკაში სახელმწიფოებრივი აზროვნება სახელმწიფოებრივი ინტერესების ხელშეუხებლობას და უზენაესობას უდრის. არავითარი პირადი, ან პოლიტიკური ინტერესები, ან საარჩევნო კამპანიის პიარი არ უნდა ლახავდეს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ! ესაა აქსიომა. გამიგეთ, ეს მარტო სეხედულება არაა ეს ყველა პოლიტიკოსის კრედოდ უნდა იქცეს! ამიტომაც ვერ ვაპატიებ და უნდობლობას ვუცხადებ ომის შემდგომ პერიოდში სახელმწიფოებრივი ინტერესების შემლახავთ ადუკანტ უსუფაშვილსა და ფერომან ბურდჟანადზეს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 (edited) ე დ პ-ს მიმართ მის იდეოლოგიაზეა აქცენტირება და პიროვნებებზე კი არა საუბარი აქ ისტორიულ ასპექტზე არის საუბარ.ი ეეს არ გესმით? - კარგით, კიდევ აგიხსნიოთ - საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატიული იდეოლოგია შეიქმნა, როგორც ქართული პოლიტიკური ორგანიზაციის პლატფორმად. სოც-დემოკრატია რუსული სტრანსფერი იყო მერე კი იძულებით გაევროპუბული "მესტნი" ვარიანტით, მე მჯერა, რომ მომავალში სოციალ-დემოკრატიული მემარცხენე მიმდინარეობა აუცილებლად წარმოჩნდება, პრინციპში ეს დაიწყო კიდეც ერთ დროს რჩეულიშვილმა , მაგრამ მისმა ბიზნესინტერესებთან შეუთავსებადობამ, საქართველოში კლანურმა და გაუგონარმა კორუფციულმა გარემომ , მერე კი ვარდების რევოლიუციამ წაშალა მისი წარმოშობის მცდელობები. ახლა კი ლეიბორისტების ბელადს მემარცხენეობა ლაჯებში ისე აქვს ამოდებული, როგორც ერთ დროს გებელს ნაციონალურ-სოციალისტური იდეოლოგია... ეროვნულ დემოკრატიული იდეოლოგია კი წარმოიშვა დიდი ილიას მიერ, ხოლო ეროვნულ-იდეოლოგიაზე პოლიტიკური პარტიის შექმნა კედიამ შესძლო .რუსეთიდან ჩამოსულმა სათათბიროს წევრებმა კი შემოიტანეს მემარცხენე იდეოლოგია და შექმნეს მაშინ ძალიანნ პოპულარული სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაცია. ეს მაინც არაქართული- ინტერნაციონალური ხასიათის იდეოლოგია და მასთან დაკავშირებული პოლიტ-ორგანიზაცია შეიქმნა. სხვათაშორის მრავალმა სცადა უცხოური იდეოლოგიების შემოქანება, და არა შემოტანა, მხოლოდ პოლიტპარტიების შექმნის მიზნით. მაგ,. ახლანდელ ქართულ"კონსერვატორების პარტიას" არაფერი აქვს კონსერვატიზმთან..არაფერი აკავშირებს კონსერვატიზმს არც მათ პატრონებთან, არც მათი ინტერესებთან.მე ვსაუბრობ მხოლოდ პოლიტიკური იდეოლოგიის აუთენტიკურობაზე, და გთხოვთ ნუ გადაგაქვთ პიროვნებებზე აქცენტი. თუმც მე გურამ ჩახვაძე უფრო კონსერვატორად და ტრადიციონალისტად მიმაჩნია , ვიდსე ედუარდ & Co.-ს მოსმენების ბიუროს ექსცენტიული ყოფილი მოყურადე კუკავა, ან შემთხვევით სამეგრელოს ტყეებიდან ვარდების რევოლიუციური ავტობუსით შემოფეთებული გაუგებრობა ძიძიგურის სახით ... ვეგეტარიანელ ამომრჩეველთა რისხვა ქართველ გარგანტუაზე ხომ საუბარი ზედმეტია.. მე მისგან მხოლოდ პერისტალტიკის ქუხილს თუ ვისმენ, თუმც მის ლათინურს ყოველთვის პატივს ვცემ .მოკლედ ქართულ political ნოუ ჰაუ-სთან არაფერი აქვს საერთო ეროვნულ-დემოკრატიულ იდეოლოგიასა და მასთან დაკავირებულ პოლტიკურ პარტიას. თუმც მათ უდიდესი მუშაობა სჭირდებათ რეალური პოლიტიკური პარტიის კონდიციამდე რომ მივიდნენ, სარიშვილის დამანგრეველმა მოქმედებამ, კაი ხანი ამყოფა კომაში ეს პარტია. სხვა.. საქმის კეთება იცის სააკაშვილის გუნდმა, მაგრამ მას ნამდვილად სჭირდება ახლა პოლტიკური ოდეოლოგია - მყარი სისტემური იდეოლოგია - ამისთვის მე მიმაჩნია რომ სააკაშვილის გუნდის მიღწევები სახელმწიფოს მმართვის სფეროში, საგარეო პოლიტიკის მიმართულებები და პრიორიტეტები მათ შეუძლიათ ჯერ ქარტიის, მერე პოლტიკური იდეოლოგიის, შემდგომ უკვე მოსახლეობისათვის რაიმე სიმბოლოთი, ლოგო-ს სახით წარდგენა, ხოლო შემდგომ კი პოლიტიკური პარტიის შექმნა.. საკმაოდ ძნელია ეს.. მიუხედავად ამისა ნაციონალების მოძრაობა და მათთან ასოცირებული სხვა პოლიტიკური მოძრაობის დაკარგვა ასეთი სახით გარდაუვალია, რადგან ნებისმიერი მოძრაობა ქრება , რჩება მხოლოდ მყარი ედოლოგიური ბაზის მქონე პოლიტ-ორგანიზაცია. ეს კი არ წაადგება სახელმწიფოს რადგან (ისევ სახელმწიფო და მისი ინტერესები!)სააკაშვილის გუნდთანაა დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მოვლენა და ფაქტი საქართველოს ისტორიისა!გამიგეთ, სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა. Edited December 3, 2009 by Gagi 67 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 ამერიკელები შეიძლება არ იყვნენ უსუფაშვილის იმედზე , მაგრამ მისი და კიდევ ოპოზიციის 90 პროცენტის ღალატმა და იმის ძახილმა ( გავიტვალისწინოთ ყველა ოფიციალურ დასკვნაზე უფრო ადრე ) რომ ეს იყო სააკაშვილის მიერ მოწყობილი ავანტიურა ძალიან ცუდი ფონი და წარმოდგენა შექმნა მსოფლიოში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 ბევრ ლაპარაკს შაშიაშვილს ურჩევნია 10 დეკემბერს ის შეპირებული ჩანაწერი გამოაქვეყნოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 მე სხვა თემაშიც დავწერე ეროვნულ დემოკრატიული პარტია არის ყველაზე ეროვნული პარტია დღევანდელ აქტიურ ( ვაკონკრეტებ აქტიურ ) პოლიტიკურ სპექტრში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 shamili ეუფ მაგარი რამე დაგიწერია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 ამერიკელები შეიძლება არ იყვნენ უსუფაშვილის იმედზე , მაგრამ მისი და კიდევ ოპოზიციის 90 პროცენტის ღალატმა და იმის ძახილმა ( გავიტვალისწინოთ ყველა ოფიციალურ დასკვნაზე უფრო ადრე ) რომ ეს იყო სააკაშვილის მიერ მოწყობილი ავანტიურა ძალიან ცუდი ფონი და წარმოდგენა შექმნა მსოფლიოში რას ამბობ? უსუაფას იმედზე ვინაა? არავინ იცნობს აქ მაგას, უბრალოდ ომისშემდგომ ვოიაჟში უსუფაშვილმა კინაღამ კაი ხნით გადაწია, ანუ შეაფერხა საქართველოს დახმარების პროგრამის განხორციელება. საქართველოში რუსეთმა ომი დსაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე სააკაშვილი მოვიდოდა პოლიტიკაში. სააკაშვილის შესახებ თავად აკადემიკოს ლევან ალექსიძეს დავესესხები - სააკაშვილს არ შეეძლო არ ეპასუხა რუსულ ექსპანსიაზე.ომი გაცილებით ადრე , გაიხსენეთ.. ეს კი რუსეთის დასასრულის დასაწყისად იქცა.. ნახეთ რუსეთი ამბობდა საქართველოს პალესტინიზაციაზე, მაგრამ თავად გახდა ღაზის სექტორივით ტერორის ეპიცენტრად!ნახეთ გაიხსენეთ და ნუ ამახიჯებთ ისტორიას, თუმ შამილს აქვს გამოცდილება სხვა შამილაც ... ახლა ამაზე საუბარის დრო არაა.. არც ენერგია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 შამილ თუ საქართველოსა და რუზეთის ომს კიდევ უწოდებ "სააკაშვილის ავანტიურას" მაგით შენ ლახავ სახელმწიფოს ინტერესებს, შეურაცხყოფ აფხაზეთში დაღუპულთ სულებს, (გ რ უ -ს პოლკოვნიკი შამილა ძაღლის ხელიც ერია მაგაში) და ამით ჩემი პირადი მტერი ხდები.. მოსისხლე მტერის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 რას ამბობ? უსუაფას იმედზე ვინაა? არავინ იცნობს აქ მაგას, უბრალოდ ომისშემდგომ ვოიაჟში უსუფაშვილმა კინაღამ კაი ხნით გადაწია, ანუ შეაფერხა საქართველოს დახმარების პროგრამის განხორციელება. საქართველოში რუსეთმა ომი დსაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე სააკაშვილი მოვიდოდა პოლიტიკაში. სააკაშვილის შესახებ თავად აკადემიკოს ლევან ალექსიძეს დავესესხები - სააკაშვილს არ შეეძლო არ ეპასუხა რუსულ ექსპანსიაზე.ომი გაცილებით ადრე , გაიხსენეთ.. ეს კი რუსეთის დასასრულის დასაწყისად იქცა.. ნახეთ რუსეთი ამბობდა საქართველოს პალესტინიზაციაზე, მაგრამ თავად გახდა ღაზის სექტორივით ტერორის ეპიცენტრად!ნახეთ გაიხსენეთ და ნუ ამახიჯებთ ისტორიას, თუმ შამილს აქვს გამოცდილება სხვა შამილაც ... ახლა ამაზე საუბარის დრო არაა.. არც ენერგია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 ბატონო გაგი რაც შეეხება ოპოზიციის 90 პროცენტის კოლაბორაციონიზმსა და ღალატს ამაში გეტანხმებით , მაგრამ სააკასვილმა რომ უარყოფითი როლი შეასრულა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში ამას ვერ უარყოფთ . ომის დაწყებაში გაუთვითცნობიერებელი ხალხის , რუსეთუმეებისა და კოლაბორაციონისტების მეტი არავინ ედავება , მაგრამ არ შეეძლო სათავეში მოსვლისთანავე მიეღო გადაწყვეტილება ესენგედან გამოსვლის და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსებისთვის სამშვიდობო მანდატის გაუქმების შესახებ და ამით ავტომატურად მიენიჭებინა მათთვის ოკუპანტის სტატუისდა ოფიციალურად მოეთხოვა საქართველოს დეოკუპაცია ომამდე , ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თუ ვერ გაბედა ( რაც მასზე სასიკეთოდ არ მეტყველებს ) მინიმუმ ომამდე სიტუაცია რომ დაიძაბა და ყველაფერზე რომ ეტყობოდა სულ მალე ომი ( თუნდაც ორი სამი თვით ადრე ომამდე ) დაიწყებოდა მაშინ მაინც გაეუქმებინა რუსებისთვის სამშვიდობო მანდატი და მიენიჭებინა მათთვის ოკუპანტის სტატუსი . ამით ხომ ყოველგვარ დასაყრდენს აცლიდა რუსებს იურიდიულად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 შამილ თუ საქართველოსა და რუზეთის ომს კიდევ უწოდებ "სააკაშვილის ავანტიურას" მაგით შენ ლახავ სახელმწიფოს ინტერესებს, შეურაცხყოფ აფხაზეთში დაღუპულთ სულებს, (გ რ უ -ს პოლკოვნიკი შამილა ძაღლის ხელიც ერია მაგაში) და ამით ჩემი პირადი მტერი ხდები.. მოსისხლე მტერის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 (edited) სამშვიდობო მანდატის გაუქმება შეუძლებელი იყო ალტერნატივის ყოველმხრივი კონსენსუსით მიღების გარეშე. თავად გაეროსა და საერთაშორისო სამსარტალი, თავად იურისპრუდენცია ღაღადებს აკსიომას- სანამ არ არსებობს ახალი კანონი მოქმედებს ძველი. სანამ არ არსებობს ახალი შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, მოქმედებს ძველი, თავად ახალის დამტკიცების დროსაც სანამ ის სრულად შედის მოქმედებაში (ძალაში შესვლას ვგულისხმობ) მოქმდებს ძველი, საერთოდ თუ არა ახალი მაშინ ხომ არსებულის შეცვლა შეუძლებელია! სამშვიდობო რეჟიმი დამტკიცებული იყო გაეროს უშიშროების და ეუთო-ს მიერ ერთი(გაეროსი აფხაზეთში და მეორე ეუთო- სამაჩაბლოში). სნგ-ს საგანგებო სხდომასაც კი არ ქონდა უფლება ამ რეჟიმის დარღვევისა. საქართველო ცალმხრივად გამოსვლის შემთხვევაში ომის დაწყების ინიციატორად გამოდიოდა. რადგან არსებულ "სამშვიდობო რეჟიმს" ალტერნატივა არ ქონდა მისი აღმსრულებლების მხრიდან. რუსეთს შეეძლო კიდე რამე გაეკეთებინა, ცხინვალ-სოხუმის სეპარატისტული დაბები რომ არ ეცნო "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" ახლა კი მორჩა - ანერიფტო კიბოს! წილი ნაყარიაოო!რუბიკონი საქართველომ რუსული აგრესორის მიმართ წინააღმდეგობის გაწევით გადალახა, ხოლო თავად რუსეთი ისევ ამ საბედისწერო მდინარე რუბიკონშია, მის მორევში ტრიალებს და აგერ ფაქტი ისე ნათლად მეტყველებს, რომ მეტი შეუძლებელია , მარტო ულიანოვსკის , სალიანო-შუშენსკოეს ფეიერვერკი და მატარებლებისა და სამინისტროენბის დაბომბვები... მოკლედ ნახეთ და ერიდეთ სახელმწიფობრუიობის შელახვს! Edited December 3, 2009 by Gagi 67 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 ჯერ ერთი ვინც ამ ომს სააკასვილის ავანტიურას ეძახის მეც მოღალატედ ან მინიმუმ გაუთვითცნობიერებელ ადამიანად მიმაჩნია და მე მხოლოდ უსუფასვილის პერიფრაზი მოვიყვანე . მეორეც შამილი მარტო ბასაევს არ რქმევია და მე შამილ იმამის ნიკი მაქვს აღებული .მესამეც ვისაც ჩემთან მტრობა უნდა შემიძლია მივწერო პირადში ჩემი ვინაობა და უბანი და ვნახოთ ერთმანეთი სადაც უნდა და როცა უნდა . თუ ვინმეს უნდა ჩემთან მტრობა მტრობას ვერავინ მასწავლის და ვისაც უნდა და როცა უნდა მნახოს და სად და როდის შეიძლება თუ აქვს ვინმეს სურვილი მივწერ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.