Jump to content
Planeta.Ge

სოფლის შენებას რა უნდა


Recommended Posts

Guest ჭანო

მე მგონი სოფლის მეურნეობა ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, განსაკუთრებით საქართველოსთვის.

ცუდია რომ ამ რესურს ვერ ვიყენებთ.

მოკლედ აქ ვისაუბროთ ახალ ტექნოლოგიებზე და მეთოდებზე, ასევე ძველზეც :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 weeks later...

კი მნიშვნელოვანია... მაგრამ, საქართველოში მისი განვითარებსი ნება არ აქვს არავის,,,,,

 

დღემდე ვერ მოხერხდა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემოტანის აკრძალვა......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინგლისში ვიყავი სტუდენტობისას...ლეგალურად , ფერმაში სამუშაოდ რაღაც პროგრამით...

 

პირველ რიგში სანამ ახალ ტექნოლოგიებზე რამეს ვიტყვით, შრომის ორგანიზებაა თვალშისაცემი...სულ რომ არანაირი ტექნიკა არ გამოიყენონ და ადამის დროინდელი მეთოდებით იმუშავონ, ამ ორგანიზაციით ფანტასტიურ შედეგებს მიიღებნენ.

 

1. ძალიან ზუსტად არის გაწერილი და დაგეგმილი დღის სამუშაოები.

 

2. ყველაფრის კონტროლი ხდება ყოველდღიურად და ყოველწუთიერად.

 

3. ადამიანურ რესურსს იყენებენ მაქსიმალურად, მეტი რომ არ შეიძლება.

 

რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებს. ზოგჯერ ეს ტექნოლოგიები იმდენად მარტივია, რომ გაგეცინება, მარა მუშაობს. მაგალითად ცელოფნით გადახურვა წვიმიანობის დროს მთელი მინდორის, შესაბამისად ნაყოფი არ ზიანდება.

 

ცალკე საკითხია მოსავლის დაბინავება, ეს ცალკე ქარხანაა(შეიძლება სუ ორი კაცი მუშაობდეს, მარა მაინც ქარხანაა), შესაბამისად მანდაც დანაკარგები მინიმალურია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

newstudio

პირველ რიგში სანამ ახალ ტექნოლოგიებზე რამეს ვიტყვით, შრომის ორგანიზებაა თვალშისაცემი...სულ რომ არანაირი ტექნიკა არ გამოიყენონ და ადამის დროინდელი მეთოდებით იმუშავონ, ამ ორგანიზაციით ფანტასტიურ შედეგებს მიიღებნენ.

გერმანიაშიც იგივე, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიაც ბევრს ნიშნავს,მაგრამ არც იქ ყავთ კომბაინები გლეხს, მაგრამ დაქირავებაც არა პრობლემა, ასევე ბევრი რამ საზიაროდაც აქვთ ასე ვერთად ფიქრობენ გასღებაზეც და ა.შ.

 

 

ინგლისში ვიყავი სტუდენტობისას...ლეგალურად , ფერმაში სამუშაოდ რაღაც პროგრამით...

პრაქტიკა გააკეთე?

ისე მეც ვიყავი ერთი სემესტრი პრაქტიკანტი მაგ სფეროში :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

პრაქტიკა გააკეთე?

ისე მეც ვიყავი ერთი სემესტრი პრაქტიკანტი მაგ სფეროში

არა, აღმოსავლელ ევროპელებს სწავლის ფულს აკეთებიებდნენ ფერმაშ მუშაობით....სტუდენტი უნდა ყოფილიყავი და არა ბოლო კურსსზე...თითქმის ერთი წელი ვიმუშავე...

 

,მაგრამ არც იქ ყავთ კომბაინები გლეხს, მაგრამ დაქირავებაც არა პრობლემა, ასევე ბევრი რამ საზიაროდაც აქვთ ასე ვერთად ფიქრობენ გასღებაზეც და ა.შ.

მართალი ხარ...იქაც ქირაობდნენ სხვადასხვა ტექნიკას...პირველ რიგში შრომის ნაყოფიერება იზრდება...კი თანამედროვე ტექნოლოგიები ბევრს ნიშნავს, მარა იქნებ ჯერ ტრაქტორებით მოგვემარაგებია გლეხები და თანამედროვე ორგანიზება გვესწავლებინა?!?

 

პლიუს აგრონომიული მეცნიერებები რომ განსავითარეელი გვაქვს, რად უნდა ლაპარაკი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ხალხი ხართ ეს თემა ბიზნესი და სამართალში გადაიტაეთ, თორემ ლაბირინთია აქა და თან იმ განყოფილებისთვის უფრო შესაფერისია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
პლიუს აგრონომიული მეცნიერებები რომ განსავითარეელი გვაქვს, რად უნდა ლაპარაკი!

საქარტველოშო აგრონომს ფაქტიურად არ აფასებენ,ალბატ ყველაზე უღირს პროფესიად ითვლება, რაც უნივერსიტეტში ისწავლება, ამას ემატება სასფოლოს როგორც სახელი ასევე სწავლის ხარისხი, ანუ ჭკვიან სტუდენტი არ მიდის სასოფლოში, თუ იძულებული არ გახდა. მიზეზი შეიძლება ბევრგან ვიპოვოთ, მაგრამ ...

 

 

ჩემი აზრით ჩვენი პრობლემა მდგომარეობს:

კომუნისტების დროს მოსკოვი ავალებდა თბილის,ხოლო თბილი კიდებ გლეხებს.

ანუ გლეხი არ არის მიჩველი თავის პროდუქტის გაყიდვაზე რომ იფიქროს და იზუნოს, ტბილისი ანუ ეხლანდელი საქარტველოს მთავრობა არ არის მიჩვეული სტრატეგიებზე ფიქრს.არადა საქარტველო ისეთი პატარა და იმდენად ბევრი სხვადასხვა სახის პროდუქტები მოდის სახელმწიფო სტრადეეგის გარეშე გლეხი კიდევ დიდხანს იქნება მზიმე სიტუაციაში, არადა პრობლემა არც თუ ისე დიდია ანუ გადაჭრადია, ამისათვის საჭიროა, სასოფლო უნივერსიტეტს მიხედვა და ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, რომლებიც რეგიონების მიხედვით სტრატეგიას გამოიმუშავებენ და კონკრეტულ პრობლმებზე იმუშავებენ.

 

 

ერთი საინტერესო კადრი გამახსენდა რომელიც ძალიან ჩამრცა .

2-3(ან 4) წლის წინ ქათმის გრიპის ეპიდემია იყო მსოფლიოში და იმავე პერიოდსი აკეთებს რუსთავი ორი რეპორტაჟს ქათმის ფერმიდან,შუა ფერმაში დგანა ამდენი ხალხი 4 თუ 5 იყვენ და არცერთს არ აცვია დამცველი, იზოლაციური ტასაცმელი. მესმის რომ ჟურნალისტებს შეიძლობა არ ცოდნოდა, მაგრამ ნუთუ არავინ იცოდა მფლობელებიდან რომ შეიძლება გრიპი შეეტანთ და მთელი ფერმა გაენადგურებია??!!! ასეთი დილეტანტები საქმეს ვერ გააკეთებს :(

 

თუ ხალხი ხართ ეს თემა ბიზნესი და სამართალში გადაიტაეთ, თორემ ლაბირინთია აქა და თან იმ განყოფილებისთვის უფრო შესაფერისია.

:)

 

მოგვიანებით დავწერ ტექნოლოგურ პოსტებსაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

მოკლედ დავიწყებ ერთი არც თუ უმნიშვნელო საკითხით:

კომპოსტი

საქართველოში როგორც წესი ბიო ნარჩენებს გასაკუთრებიტ: ბალახის,ფოთლების და ა.შ. როგორც 99% ხდება უბრალოდ დაწვა.

ვითომ არაფერი, მაგრამ აქ ორი მნისვნელოვანი ფაქტია:

1. ნახშიროჯანგის ისევ მოკლე დროში ატმოსფეროში "კვამლდება"

2. მისი სასუქის ანუ განყიერების ეფექტი ძალიან კლებულობს.

 

ბერვი ორგანული ნარტჩენის დაკომპოსტება საკმაოდ მარტივია, რომელზეც მოგვიანებით მოგახსენებთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

ბერვი ორგანული ნარტჩენის დაკომპოსტება საკმაოდ მარტივია, რომელზეც მოგვიანებით მოგახსენებთ

სოკოებისტვის კომპოსტი იცი?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
სოკოებისტვის კომპოსტი იცი?!

ალბათ შეურევ სხვა ნარჩენებს და დაკომპოსტებ, მართალია მატლები უჩნდება, მაგრამ ეგ არა მავნე, როგორც სიმინდიც ან ჩალის ღეოებსი გვხდება, რომელიც აუცილებლად უნდა დაიწვას.

 

მოგვიანებით დაგიზუსტებ

 

მოკლედ კოპოსტი არის ხელოვნური ნეშომპალა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

მავანთა აზრით, სანამ სოფლებში ფერმერული მეურნეობები არ ჩამოყალიბდება, არაფერი გვესველებაო...

 

ამისატის საჭიროა წვრილმა გელეხებმა გაყიდონ მიწები და იქცნენ მუშა ხელად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
მავანთა აზრით, სანამ სოფლებში ფერმერული მეურნეობები არ ჩამოყალიბდება, არაფერი გვესველებაო...

მაგ "მავანმა" არ იცის ანაც არ უნდა რომ გლეხები სწორედ ფერმული სისტემის ორგანიზირებაში დაეხმაროს, არაფერს ვამბობ გამოუყენებელ მიწებზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...

:read: მაქვს ესეთი მოსაზრება, ამ თემასაც ეხება და საერთოდ ზოგადად, გამოვიყენებ შანსს და დავწერ! :P

 

საქართველოში ამ ბოლო დროს სასწავლებლებს და საგნებს უმაღლესებში პრესტიჟის მიხედვით ირჩევენ, ანუ რამდენად პრესტიჟულია... გასაგებია და კარგია, რომ უნდა გვყავდეს ძალიან კარგი ბიზნესმენები, იურისტები, ექიმები, ეკონომისტები :D ჟურნალისტები... მაგრამ ყველა?? :D მივიწყებულია ინჟინერია (ნებისმიერი) ასევე ეს აგრონომიაც, არადა დღევანდელობაში ძალიან გვჭირდება, მერე უკვირთ ხოლმე თურქეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან მოყავთ ინჟინრები და აგრონომები სამუშაოდ... აქ მსგავსი რამ აღარავის აინტერესებს და შესაბამისად არც არიან მცოდნეები, ცოტა მეტი "ტვინის" გამოქექვა კარგი იქნება. ძალიან საინტერესოა ეკოლოგია, ხანდახან მგონია რომ მთელ დედამიწაზე მარტო მე მაინტერესებს მსგავსი საგნები :D დავიჯერო სულ არავის აინტერესებს რა არის აგრონომია? ალბათ აგრონომია ამ ხალხს მხოლოდ თესვა და თოხნა გონია და "უტყდებათ"... და კიდე სხვა მრავალი საგანი რისი სწავლაც არც ისე "პრესტიჟულად" მიიჩნევა საქართველოში, გამაღიზიანებელია... რანდელი სასარგებლო რაღაცის სწავლა შეიძლება აგრონომიაში, ისევ და ისევ (თუ სხვა ხალხი არ გაინტერესებს) შენი კეთილდღეობისთვის, ქვეყნისთვის, ამ ყველაფერზე არ ფიქრობს ეტყობა ეს ხალხი, ყველაფერი მზა უნდა და წინ დაწყობილი.. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...