Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ალასანია - ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება


Recommended Posts

lasalexx

მხარს უჭერს სხვაა და აგიტატორი სხვა

მოიცა შენ რა გინდა თქვა, რომ აგიტატორს შეუძლია შენი აზრის შეცვლა იმასთან დაკავშირებით თუ ვის მისცემ ხმას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 51
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Saturn

მოიცა შენ რა გინდა თქვა, რომ აგიტატორს შეუძლია შენი აზრის შეცვლა იმასთან დაკავშირებით თუ ვის მისცემ ხმას?

აგიტატორს გააჩნია. თუ მხოლოდ გაზეთები და სარეკლამო ბუკლეტები დააქვს, ალბათ არა. მაგრამ როცა ხმების შესაგროვებლად დადის, ამოწერილი აქვს თუ რომელ ოჯახში მუშაობენ რომელიმე საბიუჯეტო ორგანიზაციაში, როცა ციხიდან ახლობლის გამოშვების სანაცვლოდ რაღაც "გარანტირებულ ხმებს" აგროვებს, ათას მამაძაღლობას ჩადის და მერე არჩევნების დღეს ამ სიებით ხელში საარჩევნო უბანთან დგას და იწერს ვინ მოვიდა არჩევნებზე და ვინ არა, ამას სერიოზულად შეულძლია შეცვალოს ადამიანის არჩევანი.

 

როცა რაღაც რისკი მაინც არსებობს, რომ "არასწორი არჩევანის შესახებ" ეს აგიტატორშები გაიგებენ, ბევრი არ რისკავს და იმას ხაზავს რასაც ეუბნებიან. ვიცნობ ადამიანს ვისაც ნაცები არ ევასება, მაგრამ საპარლამენტოს წინ ფულიც აიღო, აგიტატორის ფუნქციაც შეითავსა და მთელ თავის ოჯახს ხუთიანი შემოახაზინა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ვიცნობ ადამიანს ვისაც ნაცები არ ევასება, მაგრამ საპარლამენტოს წინ ფულიც აიღო, აგიტატორის ფუნქციაც შეითავსა და მთელ თავის ოჯახს ხუთიანი შემოახაზინა

ნაცები არ ევასება და ოპოზიცია ევასება არაა ერთი და იგივე :)

ფული კი შეიძლება აეღო ადამიანს, მაგრამ ოპოზიციური პარტია შემოეხაზა. თუ ეს არ გააკეთა სხვა რაღაცაშია საქმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ფული კი შეიძლება აეღო ადამიანს, მაგრამ ოპოზიციური პარტია შემოეხაზა. თუ ეს არ გააკეთა სხვა რაღაცაშია საქმე.

იმაშია საქმე რომ იფიქრა, ვაიდა რამენაირად გაიგონ რომ ოპოზიციის კანდიდატი შემოვხაზე, და ის ფული აღარ მომცენო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

იმაშია საქმე რომ იფიქრა, ვაიდა რამენაირად გაიგონ რომ ოპოზიციის კანდიდატი შემოვხაზე, და ის ფული აღარ მომცენო

მაგრამ ამ "გაგების" რეალური მექანიზმის შესახებ, რომელიც პრაქტიკაში იმუშავებდა, ჯერ არ მსმენია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giorgiM

ისე ნეტა ვინ იყომაგ დროს საქართველოს პრეზიდენტი 2004 წელს, და ვის ბრძანებებს ასრულებდა ალასანია პ.ს გამაოცებს ეს ხალხი 2004 წელს პანკისიდან ჩეჩენი ბოევიკების გაძევებას ალასანიას უთვლის დამსახურებად,

არა გენაცვალე არა, ნუ კადრულობთ ყველაფერს, ასე გაგიჭირდებათ ხალხის უკან გადაბირება, ამ ტყუილების გამო დაკარგეთ ხალხი კაცო. პანკისის ოპერაცია ჩატარდა და დასრულდა2002 წელს და ჩატარდა უზადოდ. ალასანია არის ძალიან მაღალი კლასის სამხედრო მოსამსახურე. ამავე დროს არის მაღალი კლასის დიპლომატი, არის წესიერი კაცი. ეს ცოტა არაა ერთი კაცისთვის, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს იმას, რო მაღალი კლასის პრეზიდენტიც იყოს ადამიანი, რას შეძლებს, ეს მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, მაგრამ ის რაც ფაქტია, ნამდვილად ფაქტია.

უზარმაზარი კონტრასტია მის საქციელსა და სხვების საქციელს შორის, რაც ასევე მოწმობს, რომ შინაგანი წყობაც უკეტესი და გამართული აქვს სხვებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

murTazi

პანკისის ოპერაცია ჩატარდა და დასრულდა2002 წელს და ჩატარდა უზადოდ.

უზადოდ არ ვიცი, მაგრამ მანდ რომ კიდევ ერთი თავის ტკივილი არ გვაქვს, ეგ ფაქტია და დამგეგმავ შემსრულებლებს ყველას საღოლ

 

რასაკვირველია არა მარტო ალასანიას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...