Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ალასანია - ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება

Recommended Posts

giorgiM

ისე საიდან მოიტანეთ რომ უგულავა მეთაურობდა ჯარს ომის დროს? თუ ეგეც ოპოზიციამ თქვა მაშინ უეჭველი სიმართლეა

მარტო მაგი არ იყო იქ. სამოქალაქოებიდან კირკიტაძე და გოკა გაბაშვილიც კი.

თუ ვინმეს იცნობთ ვინც ომის დროს იქ იყო ჰკითხეთ.

რაც შეეხება ხმას ეს რა თქმა უნდა ვისაც გინდათ იმას მისცემთ, თუნდაც გიგის ან არც არავის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 51
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

giorgiM

მოგახსენებთ, როცა უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო მისი დამსახურებაა პანკისიდან ჩეჩენი ბოევიკების გაძევება.

როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხში აფხაზებთან მოლაპარაკებებმა ძალიან წინ წაიწიეს და მას ისინი ენდობოდნენ. არ დაგავიწყდეთ, რომ იმავე აფხაზებმა მას მამა დაუხვრიტეს.

ისე ნეტა ვინ იყომაგ დროს საქართველოს პრეზიდენტი 2004 წელს, და ვის ბრძანებებს ასრულებდა ალასანია :( პ.ს გამაოცებს ეს ხალხი 2004 წელს პანკისიდან ჩეჩენი ბოევიკების გაძევებას ალასანიას უთვლის დამსახურებად, ხოლო იმავე წელს ოპერაციის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩეჩენი ბოევიკების რუსებისთვის გადაცემას სააკაშვილს აბრალებს :) ისა და აფხაეთში რა წარმატებას მიაღწია ალასანიამ მეც ხომ ვერ გამაგებინებდით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giorgiM

ისე ნეტა ვინ იყომაგ დროს საქართველოს პრეზიდენტი 2004 წელს, და ვის ბრძანებებს ასრულებდა ალასანია

ეს ბატონო ჩემო ჯერ კიდევ შევარნაძის დროს მოხდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giorgiM

მარტო მაგი არ იყო იქ. სამოქალაქოებიდან კირკიტაძე და გოკა გაბაშვილიც კი.

თუ ვინმეს იცნობთ ვინც ომის დროს იქ იყო ჰკითხეთ.

რაც შეეხება ხმას ეს რა თქმა უნდა ვისაც გინდათ იმას მისცემთ, თუნდაც გიგის ან არც არავის.

რავიცი აქამდე როგორც ვიცოდი ბრძანებებს სააკაშვილი გასცემდა ხოლო უშუალოდ სამხედრო მოქმედებებს გოგავა ხელმძღვანელობდა როგორც გენ.შტაბის უფროსი, ისა და თუკი უგულავა, კირკიტაძე და თუნდაც გაბაშვილი ომის დროს გორში იყვნენ ეგ იმას ნიშნავს რომ ბრძანებებს ეგენი გასცემდნენ?

giorgiM

ეს ბატონო ჩემო ჯერ კიდევ შევარნაძის დროს მოხდა.

გეშლებათ სოფელი პანკისის ხეობასთან რამდენიმე კილომეტრში მაქვს და კარგად მახსოვს რომ ეგ ამბავი 2004 ზაფხულში მოხდა როცა სააკაშვილი იყო უკვე საქართველოს პრეზიდენტი :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისა და აფხაეთში რა წარმატებას მიაღწია ალასანიამ მეც ხომ ვერ გამაგებინებდით?

ვინ მიიყვანა მაქამდე საქმე, ეს ამ ხელისუფლებას არ სჭირდებოდა.ეგრევე მოაშორეს მაგ საქმეს და გაეოროში გაამწესეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ მიიყვანა მაქამდე საქმე, ეს ამ ხელისუფლებას არ სჭირდებოდა.ეგრევე მოაშორეს მაგ საქმეს და გაეოროში გაამწესეს.

და რა ხელისუფლებას არ უნდოდა აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა, პირველ რიგში ეგ ხომ მათთვის სასიკეთო იქნებოდა ყველა მომდევნო არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ექნებოდათ! და თუ ეგ მასე იყო კეთილშობილი ალასანია რატომ დათანხმდა გაეროში ელჩობას? გამოსულიყო და ეთქვა რომ ხელისუფლება ხელს უშლიდა კონფლიქტის მოგვარებაში. დავიჯერო თანამდებობის მიღების გამო გაჩუმდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giorgiM

რავიცი აქამდე როგორც ვიცოდი ბრძანებებს სააკაშვილი გასცემდა ხოლო უშუალოდ სამხედრო მოქმედებებს გოგავა ხელმძღვანელობდა როგორც გენ.შტაბის უფროსი, ისა და თუკი უგულავა, კირკიტაძე და თუნდაც გაბაშვილი ომის დროს გორში იყვნენ ეგ იმას ნიშნავს რომ ბრძანებებს ეგენი გასცემდნენ?

ერთი გოგავა იყო მაგარი.კაცი სპეცნაზელი იყო და გენშტაბის უფროსად დანიშნეს, ამას სპეციალური სამხედრო განათლება სჭირდება და არა 7 ნოემბერს რუსთაველზე მარიაჟობა.ასევე შედეგი სახეზეა.

ისე ეს პიროვნებები გორში რა დაკვირვებლებად იყვნენ მივლინებული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giorgiM

და რა ხელისუფლებას არ უნდოდა აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა, პირველ რიგში ეგ ხომ მათთვის სასიკეთო იქნებოდა ყველა მომდევნო არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ექნებოდათ! და თუ ეგ მასე იყო კეთილშობილი ალასანია რატომ დათანხმდა გაეროში ელჩობას? გამოსულიყო და ეთქვა რომ ხელისუფლება ხელს უშლიდა კონფლიქტის მოგვარებაში. დავიჯერო თანამდებობის მიღების გამო გაჩუმდა?

მშვიდობიანი გზა ძალიან გრძელია(შეიძლება რამდენიმე ათეული წელი დასჭირდეს). მიშას კი ელვისებური წარმატება სჭირდებოდა, როგორც აფხაზეთში ასევე ცხინვალში. შედეგი სახეზეა.

რა თქმა უნდა ალასანიას ეხლა კი არა, მაშინ რომ ეთქვა რაც ხდებოდა გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giorgiM

ჩაფლავდა რას ნიშნავს ვერ გავიგე, თუ ოპოზიციამ არჩევნები წააგო, სულ ყველაზე სამართლიანი არჩევნებიც რომ ჩატარდეს ეჭვი ვინმეს ეპარება ეგენი რომ დამარცხებას არ აღიარებენ და გაყალბდა გაყალბდას ძახილს არ დაიწყებენ?

2006 წელს როცა წააგო ოპოზიციამ ადგილობრივი არჩევნები ყველაფრის მიუხედავად არ გაუპროტესტებია შედეგები. იმიტომ რომ მაშინ ნაციონალებმა რეალურად მიიღეს 50%-ზე მეტი. ანუ საარჩევნო კანონში კი იყო მაშინ უამრავი მამაძაღლობა ჩადებული, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულმა პარტიამ საკრებულოში თითქმის ყველა ადგილი მიიღო, მაგრამ ასე რომც არ ყოფილიყო ნაციონალები მაინც უმრავლესობას მიიღებდნენ.

საქართველო პატარაა, და ყველამ იცის როგორ ტარდება ესა თუ ის არჩევნები. ბოლო ბოლო წინა საპარლამენტო არჩევნებზე ლამის ყველა სადარბაზოში ყავდათ ნაცებს თითო სადარბაზოს ქალი. და ყველა მეზობელმა მშვენივრად იცოდა თუ რა ხდებოდა იმ არჩევნებზე.

დაგვიწყებია 2006 ამბობდნენ რომ არჩევნები გაყალბდა ისკიარადა 2004 სააკაშვილმა ხმების 97% რომ მიიღო მაშინაც მახსოვს გააყალბესო იძახდნენ :( სადარბაზოს ქალი რას ნიშნავს? კოორდინატორს? მგონი მაგათი ყოლა ჯერ არავის აუკრძალავს :) და ისე თუ ეგეთი გაყალბებული იყო (რაშიც ეჭვი მეპარება) რას შერბოდნენ იმ პარლამენტში კისრისტეხით? იგივე სააკაშვილს უზურპატორს რომ ეძახით რა ალასანია მაგის მთავრობაში არ იყო მაგ არჩევნების მერეც? ესეგი რა გამოდის ეგეც ხელისუფლების ერთერთი უზურპატორი ყოფილა და უკანონოდ იღებდა ხელფასს :D ხოდა ასე თუ ყველას ყველაფერი ეპატიება ოღონდაც სააკაშვილს აგინოს და გალანძღოს, მაშინ უგულავას რატომ არ ეპატიება ერთ-ორი სლეობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giorgiM

დაგვიწყებია 2006 ამბობდნენ რომ არჩევნები გაყალბდა

კარგად მახსოვს, რომ ბოლო ადგილზე გასულმა სალომე ზურაბიშვილმა აღიარა დამარცხება.

სადარბაზოს ქალი რას ნიშნავს?

ვერ დავიჯერებ, რომ თქვენს სადარბაზოში არაა ასეთი ქალი. აი არჩევნებამდე რაღაც გაურკვეველ სიებს რომ ადგენს და არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან დავთარით რომ დგას. ნეტა რა წერია ამ დავთარში? :D

უკანონო ალბათ არაფერია ამაში თუ ბიუჯეტიდან და ბიზნესმენებისგან ახეული ფულით არ ხდება ამის დაფინანსება.

ესეგი რა გამოდის ეგეც ხელისუფლების ერთერთი უზურპატორი ყოფილა და უკანონოდ იღებდა ხელფასს

ასე გამოდის. მაგრამ ამ ლოგიკით 97%-მა თავის დროზე სააკაშვილს მისცა ხმა. ამ 97%-საც აქვს თავის პასუხისგებლობა იმაზე რაც შარშან აგვისტოში მოხდა. მაგრამ ამის გამო მთელმა ერმა უნდა გაასამართლოს ის 97%? ამ შემთხვევაში ყველას იმაზე უნდა მოეთხოვოს პასუხი, რასაც აკეთებდა, და არა იმაზე თუ ვინ ვისი მხარდამჭერი იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giorgiM

2004 სააკაშვილმა ხმების 97% რომ მიიღო მაშინაც მახსოვს გააყალბესო იძახდნენ

არ იძახდნენ ტყუილად

ეგ ნაღდი ვიცი :D

იგივე სააკაშვილს უზურპატორს რომ ეძახით რა ალასანია მაგის მთავრობაში არ იყო მაგ არჩევნების მერეც?

მაგ ლოგიკით, მიშა ედვარდის უმრავლესობის ლიდერი იყო და ყველა გაყალბებულ არჩევნებზე პასუხი უნდა აგოს

ესეგი რა გამოდის ეგეც ხელისუფლების ერთერთი უზურპატორი ყოფილა და უკანონოდ იღებდა ხელფასს

ალასანია ბევრი სხვისაგან განსხვავებით თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა და ხელფასსაც დამსახურებულად იღებდა

არც თანამდებობდა გამოუყენებია პირადი გამდიდრების მიზნით

თუ ეს ასე არაა, დაიდოს შესაბამისი ფაქტები!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giorgiM

კარგად მახსოვს, რომ ბოლო ადგილზე გასულმა სალომე ზურაბიშვილმა აღიარა დამარცხება.

ვერ დავიჯერებ, რომ თქვენს სადარბაზოში არაა ასეთი ქალი. აი არჩევნებამდე რაღაც გაურკვეველ სიებს რომ ადგენს და არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან დავთარით რომ დგას. ნეტა რა წერია ამ დავთარში? :D

უკანონო ალბათ არაფერია ამაში თუ ბიუჯეტიდან და ბიზნესმენებისგან ახეული ფულით არ ხდება ამის დაფინანსება.

ასე გამოდის. მაგრამ ამ ლოგიკით 97%-მა თავის დროზე სააკაშვილს მისცა ხმა. ამ 97%-საც აქვს თავის პასუხისგებლობა იმაზე რაც შარშან აგვისტოში მოხდა. მაგრამ ამის გამო მთელმა ერმა უნდა გაასამართლოს ის 97%? ამ შემთხვევაში ყველას იმაზე უნდა მოეთხოვოს პასუხი, რასაც აკეთებდა, და არა იმაზე თუ ვინ ვისი მხარდამჭერი იყო.

ხო მაგან აღიარა მარტო, სხვებმა ვინ? იმ არჩევნებში კიდევ ბევრი მონაწილეობდა :D კი ეგეთი ვიღაც "კოორდინატორები" არჩევნების დროს ჩემ სადარბაზოშიც მოდიან ხოლმე, მაგრამ ეგენი პარტიის აგიტატორები არიან და ვინ დაამტკიცებს რომ მაგათ ხელფასს ბიუჯეტიდან უხდიან? მოიცა აბა შენი ლოგიკით რა გამოდის ყველაფერ ცუდში მარტო სააკაშვილია დამნაშავე და ყველაფერი კარგი რაც მოხდა ეგ მისი ყოფილი თანაგუნდელების (რომლებიც გაყარა თვითონ სააკაშვილმა ) დამსახურებაა? რათქმაუნდა საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესზე პასუხისმგებელია საქართველოს ყველა მოქალაქე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავრობაში არ იყო

არ ყოფილა. განვასხვაოთ პოლიტიკური ხელმძღვანელი სახელმწიფო მოხელისგან :D

კოორდინატორები" არჩევნების დროს ჩემ სადარბაზოშიც მოდიან ხოლმე, მაგრამ ეგენი პარტიის აგიტატორები არიან და ვინ დაამტკიცებს რომ მაგათ ხელფასს ბიუჯეტიდან უხდიან?

თემა გავხსენი აღნიშნულზე. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giorgiM

არ იძახდნენ ტყუილად

ეგ ნაღდი ვიცი :D

მაგ ლოგიკით, მიშა ედვარდის უმრავლესობის ლიდერი იყო და ყველა გაყალბებულ არჩევნებზე პასუხი უნდა აგოს

ალასანია ბევრი სხვისაგან განსხვავებით თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა და ხელფასსაც დამსახურებულად იღებდა

არც თანამდებობდა გამოუყენებია პირადი გამდიდრების მიზნით

თუ ეს ასე არაა, დაიდოს შესაბამისი ფაქტები!

რა მნიშვნელობა აქვს როგორ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას? თუკი იგი უკანონოდ იმყოფებოდა თანამდებობაზე თქვენი თქმით. ეგ უკვე დანაშაულია :D პ.ს. სააკაშვილი სხვა რომ არაფერი გიორგაძის ხელქვეითი მაინც არ ყოფილა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...