Jump to content
Planeta.Ge

რუს ექსპერტებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს.


Recommended Posts

ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ „ექსპერტთა კლუბში“ დაუდასტურეს.

ექსპერტები თბილისში ერევნიდან ჩამოფრინდნენ, თუმცა თბილისის აეროპორტში გზის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს.

საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კავკასიის კვლევათა ცენტრის ექსპერტ ნიკოლაი სილაევსა და რუსეთის ფედერაციის არქივის დირექტორს, სერგეი მირონენკოს. ამის შემდეგ, ჯგუფის კიდევ სამმა წევრმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ ბარანოვსკიმ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციისა და საზოგადოებრივი მეცნიერების ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ალექსანდრე მილერმა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორის მრჩეველმა, არტიომ მალგინმა საქართველოში შემოსვლაზე უარი თქვეს. ისინი ერევნის გავლით მოსკოვში გაბრუნდნენ.

რუს ექსპერტთა ჯგუფს 1-3 დეკემბერს თბილისში შეხვედრები უნდა გაემართა “რუსეთის კვლევების ცენტრსა” და “ექსპერტთა კლუბში”.

მოსკოვიდან თბილისში გამოფრენამდე ექსპერტი ნიკოლაი სილაევი აცხადებდა, რომ საუბარი იქნებოდა არა მარტო რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, არამედ განიხილავდნენ ქართველი და რუსი მეცნიერ-ექსპერტების თანამშრომლობის მიმართულებებსა და პერსპექტივების შესაძლებლობას.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

არ მომწონს ეს მიდგომა.პრიმიტიული დამოკიდებულებებია.

რუსეთი მტერია და ფეხებზე მკიდია მაგათი მეცნიერების ბოდვები, მაგრამ თუ ევროპისკენ მივდივართ ........სხვა კონტზომებია საჭირო და არა ჩავესურლუკაშენკური სტილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ გავიგე რუსულს მარტო კაპიტალს და ტიმოწის აქვს შემოსვლის უფლება გურჯისტანში?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმ ორს ალბათ ბიზეზი ჰქონდა არშემოშვების, თორემ ყველას არ შეომუშვედნენ..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...