ierofant Posted December 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2009 (edited) აზრი ეგ თქვენ გგონიათ მასე, და რადგან თქვენ გგონიათ მასე, ეგ არ ნიშნავს რომ სინამდვილეში მასეა.ეგ შენ გგონია მასე, რომ მე მგონია... სპეციალისტი ვარ მაგ სფეროსი და მეუფეებისგან მაქვს ცოდნა მიღებული... * * *გამომდინარე იქიდან, რომ სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი სწორხაზოვანი და გაუთავებული ტვინებით არ გაიგება, ზოგადი თხოვნაა, რომ ტვინის ჭყლეტის შედეგად ნუ შეეცდებით გაგებას იმ სულიერი სიბრძნისა, რაც სულით უნდა გაიგოთ!.. Edited December 6, 2009 by ierofant Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2009 (edited) აზრი ეგ შენ გგონია მასე, რომ მე მგონია... ierofant ეხლა იძახე დორბლიანი ბავშვივით, არა შენ გგონია მასე არა მე მგონია სწორად და ინეორე. ჩემი პოსტის მერე, სათქმელი არაფერი გქონდა რომ არგუმენტები დაგეწერა. ასე რომ გაერკვია საკითხში და მერე იძახე "სწორად მგონია"-ოოო.. სპეციალისტი ვარ მაგ სფეროსისპეციალისტი არა ტოროგლა კიდე. გეტყბობა რაც ხარ და როგორც "ერკვევი" და მეუფეებისგან მაქვს ცოდნა მიღებული...ხოდა, წადი და უთხარი, კარგად ისწავლონ და კარგად გასწავლონ. გამომდინარე იქიდან, რომ სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი სწორხაზოვანი და გაუთავებული ტვინებით არ გაიგება, ზოგადი თხოვნაა, რომ ტვინის ჭ.....ტის შედეგად ნუ შეეცდებით გაგებას იმ სულიერი სიბრძნისა, რაც სულით უნდა გაიგოთ!..აი ხალხო, ხომ დავწერე უკვე, რომ ბოლოს მაგას იტყვიან, გონება ვერ ჩაწვდებაო. აიღო გეზი უკვე იქეთკენ რომ გონება ვერ ჩაწვდება. წავიდა ეკლესიაში, მამაომ უთხრა: შვილო შენი გონება და ჩვენი გონება ვერ ჩაწვდება უნდა ირქმუნო სულითაო შენითაო და მოვიდა ამის მერე და ფორუმზე გვიწერს რომ ამ საკითხების სპეციალისტია, ოღონდ ისეთი რომ თავადაც ვერ ჩამწვდარა საკითხში. ierofant, შენგან და თვქნეგან განსხვავებით, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თუ ვერ ჩაწვდნენ დაკითხს და ვერ გაიგეს, ბრმად არ იჯერებენ და ფანატიჩკები არ ხდებიან. ეს კარგად დაიმახსოვრე. შენ და თქვენ კი, რაც გინდათ ის იწამეთ, მე პირადად არ მანაღვლებს. Edited December 6, 2009 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2009 (edited) რელიგიური დაპირისპირება კი არა და პირადული დაპირისპირება / შეურაცხყოფა გათავდეს..... თორე ვორნები წამოვა......... :sorry: შემდეგში ვორნები წამოვა..... შეურაცხყოფისთვის.. კარგად კი ვერ ვხვდები ასე რა გაჩხუბებთ, მარა როგორც გინდათ ისე იკამათეთ შეურაცხყოფების გარეშე......... ეს უკანასკნელი გაფრთხილებაა. დ მემგონი არ მოწონთ ჩემი ლიბერალისტური პოლიტიკა ფორუმზე.. ადმინისტრაციას ვეტყვი ვინმე ახალი მოდერის შესახებ.. Edited December 6, 2009 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2009 მაშ იმ იმედით, რომ მავანნი ვეღარ გაბედავენ შეურაცხმყოფელი პოსტების წერას, კარგი იქნება თუ დავუბრუნდებოდით თემას. როგორც უკვე აღვნიშნე, სამების დოგმატი არ წარმოადგენს არც ბიბლიურ მოძღვრებას და არც ქრისტიანულს. ის შეთხზეს ადამიანებმა, ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქებში. ეგვიპტელები, ბაბილონელები და სხვა ეროვნების ადამიანები, ეთაყვანებოდნენ სამებებს. მოგვიანებით, ბერძნული ფილოსოფიის ზეგავლენაში მოქცეული IV-ხე საუკუნემდელი ეგრეთ წოდებული "ეკლესიის მამები" იყვნენ პირველები, რომლებმაც ქრისტიანობაში დაიწყეს წარმართული ფილოსოფიურ-რელიგიური მითების ქრისტიანული ტერმინებით შენიღბვა. ამან შედეგად გამოიღო ის, რომ ერთღმერთიანობის მქადაგებელი ქრისტიანობა, გადააქციეს სამ-ერთ-იანი ღვთაება სამების თაყვანისმცემელთა რელიგიად. ღმერთი რომელიც სამყაროს ერთადერთ ემოქმედად და ცოცხალ ღმერთადაა წარმოდგენილი წმინდა წეირლში (ბიბლიაში), "ეკლესიის მამებმა" ღმერთი დაამცირეს, და მის ძეს გაუტოლეს. მოგვიანებით მათ ღვთის მოქმედი ძალა, რომელსაც წმინდა წერილში ღვთის წმინდა წული ეწოდება, ღვთის მესამე პირად გამოაცხადეს და საბოლოოდ ხელში შერჩათ წარმართული ღვთაება "სამება". იესო ქრისტე, რომელიც ქრისტიანუბის ფუძემდებელია, თავის ღმერთს, რომელმაც ის დედამიწაზე გამოაგზავნა, იესო თავის მამას და თავის ღმერთს უწოდებდა. იესომ ლოცვისას, თავის გამომგზავნელ მამას, 'ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი' უწოდა. მიუხედავად ამისა, "ეკლესიის მამებმა" იესოს სიტყვების უარყოფა დაიწყეს, რაც იმით გამოიხატა, რომ მათ ქრისტეს სიტყვების გაბუნდოვნება და გამრუდება დაიწყეს. მარტივად რომ ვთქვათ, ქრისტიანობიდან გადაუხვიეს და ჩამოაყალიბეს საეკლესიო დოგმატები, რომელსაც ვინმე თუ არ მიიღებდა, ის მოიკვეთებოდა ეკლესიიდან. ასეთი სახით, თავიანთი გონებით შეთხზული ღვთაება სამება "დაიცვეს" და სამყაროს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მამა, რომელმაც შექმნა იესო და ყველაფერი, აქციეს გონებისთვის "ჩაუწვდომელ", "საიდუმლო" ღვთაება "სამებად". The New Encyclopædia Britannica, "მიკროპედია", ტომი X, გვ. 126-ზე ნათქვამია: «ახალ აღთქმაში სიტყვა სამება არ გვხვდება და მასში არაფერია ნათქვამი, რაც აშკარად დაუჭერდა მხარს ამ დოგმატს. იესო და მისი მოწაფეები არაფერს ამბობდნენ ძველ აღთქმაში მოცემული "შ[ე]მას" საპირისპიროდ, სადაც ვკითხულობთ: "ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი" (რჯლ. 6:4) . . . ეს დოგმატი თანდათანობით, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში განვითარდა, რასაც თან ახლდა მწვავე დისკუსიები . . . სამების დოგმატმა IV საუკუნის ბოლოს მიიღო საბოლოო სახე, რომელიც მას შემდეგ თითქმის არ შეცვლილა» სინამდვილის აღიარებას, არც კათოლიკური ენცკილოპედია გაქცეულა. მასში ნათქვამია: «დოგმატური ფორმულა "სამპიროვანი ღმერთი" მხოლოდ IV საუკუნის დასასრულისთვის ჩამოყალიბდა და საბოლოოდ დამკვიდრდა ქრისტიანთა ცნობიერებასა და მრწამსში. სწორედ ამ ფორმულას ეწოდა პირველად "სამების დოგმატი". პირველი ეკლესიის მამები თავიანთი მრწამსით ძალიან შორს იყვნენ ასეთი თვალსაზრისისგან» ("New Catholic Encyclopedia", ტომი XIV, გვ. 299). და ბოლოს: "ქრისტიანობას დასაბამი იუდაიზმმა მისცა, იუდაიზმი კი ყოველთვის იყო უნიტარული [ანუ აღიარებდა ღვთის ერთპიროვნულობას]. იერუსალიმიდან ნიკეამდე მიმავალი გზა ნამდვილად არ ყოფილა სწორი. მეოთხე საუკუნეში ჩამოყალიბებულ სამების დოქტრინაში ზუსტად არ იყო გადმოცემული პირველი ქრისტიანების სწავლება ღვთის ბუნებასთან დაკავშირებით; ეს მათი სწავლებიდან გადახვევა იყო" ("The Encyclopedia Americana", ტომი XXVII, გვ. 294L). ახლა, ვისაც უნდა ღვთაება "სამებას" ეთაყვანოს, ვისაც უნდა ერთადერთ ღმერთს, ვინც შექმნა სამყარო და ყოველივე, და ვისაც უნდა კრიშნას. :sorry: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ierofant Posted December 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2009 (edited) Nukriko ჩემდათავად აქ შემომსვლელის... სწორხაზოვანი იეღოველების ბუდე ყოფილა აქოურობა Edited December 6, 2009 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2009 ierofant ჩემდათავად აქ შემომსვლელის.შენი ნებაასწორხაზოვანი იეღოველების ბუდე ყოფილა აქოურობა,ჯერ ესერთი იეჰოველები, მეორეც რა ბუდეზეა საუბარი? დემაგოგიას მოეშვი.. და ბოლოს შეურაცხყოფები არ გინდა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 ierofant თემაში შემოსული საკითხის (სამების) შესახებ წიგნიდან "The Paganism in Our Christianity" ("წარმართობა ჩვენს ქრისტიანობაში"), მინდა მოვიყვანო ერთი საინტერესო ციტატა: "Jesus Christ never mentioned such a phenomenon [a coequal Trinity], and nowhere in the New Testament does the word 'Trinity' appear. The idea was only adopted by the Church three hundred years after the death of our Lord; and the origin of the conception is entirely pagan". ქართულად კი ეს ისტყვები ასე გამოიყურება: "იესო ქრისტე არასოდეს ახსენებდა ასეთ ფენომენს [თანასწორობა სამებაში], და სიტყვა 'სამება' არსად ჩანს ახალ აღთქმაში. ეს წარმოდგენა ეკლესიამ მიიღო ჩვენი უფლის სიკვდილიდან მხოლოდ სამასი წლის შემდეგ; ამ შეხედულების წარმოშობა მთლიანად წარმართულია". წიგნის ავტორი არც მართლმადიდებელი გახლავს, არც იეჰოველი და არც კრიშნაიდი. წიგნის ავტორია Arthur Weigall. მისი განათლების, ვინაობის და მოღვაწეობის შესახებ, შეგიძლია მიმართო ამ ვებგვერდს: http://en.wikipedia.org/wiki/Arthur_Weigall პ.ს.ierofantასე რომ, გამოთქმებისაგან, როგორიცაა: "სწორხაზოვანი იეღოველების ბუდე ყოფილა აქოურობა" და მსგავსი ფრაზებისაგან თავს თუ შეიკავებდი, უფრო სერიოზული მოპასუხის შთაბეჭდილებას დატოვებდი. თუ გაითვალისწინებ რასაც აქ გწერ, ალბათ ისევ და ისევ, შენი რეპუტაციისთვის იქნებოდა კარგი, თუ არა და, მასეთი ფრაზებითა და გამოთქმებით, სხვას არაფერი დააკლდება, რადგან საღად მოაზროვნე ადამიანები კარგად ხედავენ, რა სახის წყაროები უჭერენ მხარს ჩემს მიერ დაწერილ არგუმენტებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
პლატონი Posted December 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2009 რა არის სამება? შეუძლია ვინმემ ამიხსნას? ადამიანი არის სხეულის, ნების და გონების ერთიანობა და ეს სამი ერთი ადამიანია. ჩაიხედე სარკეში და დაინახავ სამების ანალოგს. ანალოგი მატერიალური სფეროდან:მზე = ნივთიერება+სითბო+სინათლე ვფიქრობ სულიერი ჭეშმარიტებები არც ისე ძნელი გასაგებია, უბრალოდ ადამიანს არ უნდა ხოლმე რომ გაიგოს(თქვენზე არ ვამბობ). მთავარია სურვილი! თუ გაგების სურვილი არის, გაგებაც მოხდება და თუ არ არის, ყოველივე მცდელობა ამაოა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2009 Nukriko ჩემდათავად აქ შემომსვლელის... სწორხაზოვანი იეღოველების ბუდე ყოფილა აქოურობანუ ნერვიანობ, მხოლოდ და მხოლოდ არგუმენტები სამების გაგება მეც მიჭირს ამიტომაც ვარ ჩუმად, თორემ რა და როგორაა..არ მაქვს ეხლა მაგის დრო რომ ამ საკითხს ჩავუღრმავდე, თვარა მართლმადიდებლებს მთელი ტომები აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით დაწერილი,მინიშნებები ბიბლიაშიცაა და ნუ სახარებაში ხომ არის და არის,მე იმაზე მეცინება ზოგს ქრისტიანობა ბიბლიით და სახარებით შემოფარგლული რომ ჰგონია, ეს უბრალოდ ანეგდოტია რააა თუმცა საუბრის სხვა თემაა ეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2009 სამება კი არა წადით, წიგნი გადაშალეთ, რამე ისწავლეთ : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2009 სამება კი არა წადით, წიგნი გადაშალეთ, რამე ისწავლეთ :თქვა მან და გაუხარდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2009 არსით ერთი და სამპიროვანი ღმერთის შესახებდადასტურებანი წმიდა წერილიდან: ძველი აღთქმა ერთი ღმერთის სამპიროვნების ჭეშმარიტება ძველ აღთქმაში მხოლოდ შეფარვით, მინიშნებით არის გამოხატული. სამების შესახებ ძველი აღთქმის ადგიების გაგება და ახსნა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ამის შესახებ მოციქულიც სწერს იუდეველებს: „არამედ დღინდელ დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა ძეს. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუის საბურველი იგი... რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების“ (2კორ. 3,15-16; 3,14). აი, ძირითადი ადგილები ძველი აღთქმიდან: შესაქ. 1,1 და სხვა: სახელი „ელიოჰიმი“ ებრაულ ტექსტში წარმოდგენილია გრამატიკულ მრავლობით რიცხვში. შესაქ. 1,26 - „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ“ - მრავლობითი რიცხვი მიანიშნებს, რომ ღმერთი ერთი პირი არ არის. შესაქ. 3,22 - „და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა ვითარცა ერთი ჩუენთაგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა“ (ღმერთის სიტყვები პირველმშობელთა სამოთხიდან განდევნის წინ). შესაქ. 11,6-7 - ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, ენათა აღრევის წინ: „თქუა უფალმან ღმერთმან: ... მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ“. შესაქ. 18,1-3 - „ეჩუენა მას (აბრაჰამს) ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა... და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა და აჰა, სამნი კაცნი (ე. ი. კაცის სახე ჰქონიათ და არა ანგელოზის. Solveig)ზედა მოადგეს მას...და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: უფალო, უკეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა და ნუ თანა-წარხდები მონასა შენსა“. „ნახეთ - გვასწავლის ნეტარი აგვუსტინე, - აბრაჰამი ხვდება სამს და ეთაყვანება ერთს... დაინახა სამნი და განჭვრიტა სამების საიდუმლო. თაყვანის-სცა როგორც ერთს და აღიარა ერთი, სამპიროვანი ღმერთი“1. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2009 არსით ერთი და სამპიროვანი ღმერთის შესახებდადასტურებანი წმიდა წერილიდან: ძველი აღთქმა ერთი ღმერთის სამპიროვნების ჭეშმარიტება ძველ აღთქმაში მხოლოდ შეფარვით, მინიშნებით არის გამოხატული. სამების შესახებ ძველი აღთქმის ადგიების გაგება და ახსნა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ამის შესახებ მოციქულიც სწერს იუდეველებს: „არამედ დღინდელ დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა ძეს. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუის საბურველი იგი... რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების“ (2კორ. 3,15-16; 3,14). Siknadmoძველქართული თარგმანი, საიდანაც მოგყავს ციტატები, არის არის დამახინჯებული თარგმნაი, გარდა ამისა, თანამედროვე თარგმანებიც არსებობს და კარგი იქნება თუ თანამედროვე ქართული თარგმანებიდან მოიყვან ციტატებს, რადგან, დღეს, მცირე თუ ფლობს ძველქართულ ენას. აი, ძირითადი ადგილები ძველი აღთქმიდან: შესაქ. 1,1 და სხვა: სახელი „ელიოჰიმი“ ებრაულ ტექსტში წარმოდგენილია გრამატიკულ მრავლობით რიცხვში.მერე რა, რომ მრავლობით რიცხვშია? მრავლობითი რიცხვი გულისხმობს 2-ს და მეტს და არა მაინც და მაინც სამს, როგორც თქვენ ("მართლმადიდებლებს") გესმით. შესაქ. 1,26 - „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ“ - მრავლობითი რიცხვი მიანიშნებს, რომ ღმერთი ერთი პირი არ არის.ეს არის მორიგი თქვენებური ინტერპრეტაცია, რომ ღმერთი ერთი პირი არ არის. ამ დროს, ბიბლიის ეგ მუხლი გასაგებად ამბობს რომ ღმერთმა თქვა: შევქმნათ. ღმერთი ამას ეუბნება სხვას ან სხვებს და არა თავის თავს. ეს რომ ასეა, ამას თავად ბიბლია ადასტურებს სხვა მუხლებში. ამიტომ, კი ნუ ამოგლეჯთ ერთ რომელიმე მუხლს და თქვენებურ ინტერპრეტაციას კი ნუ უკეთებთ, მხედველობაში უნდა მიიღოთ ბიბლიის სხვა მონაკეთებიც რომ სწორი აზრი გაიგოთ თუ რა იგულისხმება ამა თუ იმ მუხლში. დაბადების 1:26-ში, სამპიროვან სამ ჰიპოსტასურ ღვთაება სამებაზე საერთოდ არაფერია ნათქვამი. შესაქ. 3,22 - „და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა ვითარცა ერთი ჩუენთაგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა“ (ღმერთის სიტყვები პირველმშობელთა სამოთხიდან განდევნის წინ).აქაც იგივეს აკეთებთ. იქმნა ერთი ჩვენთაგანი, არ ნიშნავს რომ მანდ სამებაზეა საუბარი. მასეთი სახის ინტერპრეტაციის გაკეთების არანაირი საფუძველი არ არსებობს. რატომ მიაწერთ მუხლს იმას, რაც მასში არაა ნათქვამი? შესაქ. 11,6-7 - ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, ენათა აღრევის წინ: „თქუა უფალმან ღმერთმან: ... მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ“.აქაც იგივეს იმეორებთ. აწერთ მიუხლს იმას, რაც არ დევს მასში. მასში სამებაზე არაა საუბარი. გარდა ამისა, მოგყავთ დამახინჯებული თარგმნაიდან მუხლები, რათა თქვენს სუბიექტურ აზრებს მოარგოთ ბიბლია. აი წაიკითხეთ იგივე მუხლი როგორ ითარგმნება:შესაქ. 11,6-7- "თქვა უფალმა: ... აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს". სამწუხაროა რომ არაპატიოსან ხერხებს მიმართავთ "სამების" ბიბლიურ სწავლებად გასაღებისთვის! შესაქ. 18,1-3 - „ეჩუენა მას (აბრაჰამს) ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა... და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა და აჰა, სამნი კაცნი (ე. ი. კაცის სახე ჰქონიათ და არა ანგელოზის. Solveig)ზედა მოადგეს მას...და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: უფალო, უკეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა და ნუ თანა-წარხდები მონასა შენსა“. „ნახეთ - გვასწავლის ნეტარი აგვუსტინე, - აბრაჰამი ხვდება სამს და ეთაყვანება ერთს... დაინახა სამნი და განჭვრიტა სამების საიდუმლო. თაყვანის-სცა როგორც ერთს და აღიარა ერთი, სამპიროვანი ღმერთი“1. აქაც მხოლოდ თქვენეული ინტერპრეტაცია. შესაქმის 18,1-3-ში საერთოდ არაა საუბარი არც სამება ღვთაებაზე და არც იმაზე, რომ ანგელოზები, რომლებიც აბრაამს გამოეცხადნენ სამებად მივიღოთ. მხედველობაში უნდა მიიღოთ ის, რომ ღმერთი ადამიანებს ანგელოზების მეშვეობით, ანუ თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ესაუბრებოდა. ზოგ შემთხვევებში ღმერთი ერთ ანგელოზს აგზავნიდა ადამიანებთან, ზოგ შემთხვევაში სამს, და ზოგ შემთხვევაში 2-ს, როგორც ეს სოდომის განადგურების წინ, ორი კაცის (ანგელოზები რომლებიც კაცების სახით ესტუმრნენ) მეშვეობით ლოტი გააფრთხილა ღმერთმა! გარდა ამისა, ავგუსტინეს თვითნებური ინტერპრეტაცია რომ მოგყავთ, რომელიც ბიბლიასთან არაა თანხმობაში, შეგახსენებთ, რომ ადამიანები ერთ ღმერთს ეთაყვანებოდნენ ყოველთვის, აბრაამიც და სხვებიც, რომლებსაც ღმერთი თავისი ანგელოზების მეშვეობით ესაუბრებოდა. ხან ერთი ანგელოზის მეშვეობით ესაუბრებოდა, ხან ორი და ხან სამი ანგელოზის მეშვეობით. ნათელია, რომ სამების ადგილი ბიბლიაში ნამდვილად არაა. თქვენ თუ აპელირებას დაიწყებთ იმით, რომ ზოგ შემთხვევაში სამი ანგელოზი ეცხადებოდა ადამიანებს, და ამიტომ ღმერთს სამად აღიქვამთ, სხვამ, თქვენი მეთოდის გამოყენებით, შეიძლება აპელირება გააკეთოს იმაზე, რომ როცა ორი ანგელოზი ეცხადებოდა ადამიენებს აბრაამის და მოსეს დროში, დაასკვნის რომ ღმერთი სამპიროვანი კი არა ორპიროვანიაო. მსგავსი მეთოდები და ინტერპრეტაციები, არ შეესაბამება იმას, რასაც სინამდვილეში ბიბლია ასწავლის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
პლატონი Posted December 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2009 (edited) მოგესალმებით! ჩემის მოკრძალებული აზრით აქ მყოფნი საბოლოო ჯამში კამათობთ იმაზე თუ, არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი. სამების პრობლემა საბოლოო ჯამში ესაა. ამის დასადასტურებლად გავიხსენოთ სამების დოგმატის ისტორია. სამების დოგმატი შემუშავდა (325 წ.) კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე. კრება მოწვეულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ, რათა წერტილი დაესვათ ალექსანდრიელი ეპესკოპოსების არიოზოსა და ალექსანდრეს დავისათვის. დავა მიმდინარეობდა იესო ქრისტეს პიროვნების რაობის თაობაზე; არიოზო ამტკიცებდა რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთი. ამის გამო ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ბრალი დასდო მას ღვთის გმომაში. ანუ ალექსანდრე იესო ქრისტეს ღმერთობას აღიარებდა. კრებამ დაგმო არიანელობა და დაადგინე პოსტულატი იესო ქრისტეს ღმრთობის შესახებ, ანუ აღიარა ის ღმერთად. ასე რომ, კამათი სამების შესახებ სინამდვილეში არის კამათი იმაზე, არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი. ბიბლიიდან, სხვადასხვა ადგილების სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციით ინტელექტუალურად შეიძლება ვადასტუროთ როგორც ერთი, ისე მეორე მოსაზრება. მე პირადად ვიხრები იმ მოსაზრებისკენ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთიც და კაციც, ანუ იესო ქრისტე ღმერთკაცია. ამ მოსაზრებას ვაფუძნებ ნათელ ლოგიკაზე:ადამიანთა შვილი არის ადამიანი.ლომის შვილი არის ლომი.და ასე, ნებისმიერი რამ შობს თავის ანალოგს.ჰოდა ვითომ რატომ უნდა იყოს ერთი გამონაკლისი ამ წესიდან?შესაბამისად ლოგიკისა, იესო ქრისტე არის ღმერთკაცი, ანუ ღმერთი და ადამიანი, ვინაიდან ის არის ღმერთის და ადამიანის შვილი. Edited December 11, 2009 by პლატონი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 მოგესალმებით! ჩემის მოკრძალებული აზრით აქ მყოფნი საბოლოო ჯამში კამათობთ იმაზე თუ, არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი. პლატონი ჩვენც მოგესალმებით. სამების შესახებ კამათი, 2000 წელია მიმდინარეობს, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ კი ამ ფორუმშიც მიმდინარეობს სამების არაბიბლიური დოგმატების შესახებ "კამათი". პირველ რიგში შეგახსენებ, რომ გამოთქმა "ქრისტე ღმერთი" საერთოდ არ წარმოადგენს ბიბლიურ გამოთქმას. ეს გამოთქმა, ეკლესიის მიერ შეთხზული დოქტრინიდან დაბადებული "პროდუზტია", რომელსაც სამების დოგმატის მომხრეები ხშირად იმეორებენ ხოლმე. რაც შეეხება ისტორიას, ნამდვილად ღირს გავიხსენოთ: მოგეხსენება, რომ წლების განმავლობაში ბიბლიურ საფუძველზე უამრავი დაპირისპირება იყო იმ მზარდ იდეასთან დაკავშირებით, რომ იესო არის ღმერთი. საკამათო საკითხის გადასაჭრელად, რომის იმპერატორმა, კონსტანტინემ, ყველა ეპისკოპოსი ნიკეაში მიიწვია. მაგრამ, სინამდვილეში, მათგან მხოლოდ ნაწილი, დაახლოებით 300 ადამიანი, ესწრებოდა და არა ყველა ეპისკოპოსი, რომ საკითხი მართებულად გადაწყვეტილიყო. (ისტორიკოსების ჩანაწერები იუწყებიან რომ იმ დროს, ეპისკოპოსთა რიცხვი, ათასს აჭარბებდა.) კონსტანტინე არ იყო ქრისტიანი. როგორც ისტორია იუწყება, მან ქრისტიანობა სიცოცხლის ბოლო წლებში მიიღო, მაგრამ არ მონათლულა, სანამ მომაკვდავი ლოგინად არ ჩავარდა. ნაშრომში "ადრინდელი ეკლესია" (The Early Church) ჰენრი ჩადვიკი მის შესახებ ამბობს: "თავისი მამის მსგავსად, კონსტანტინე უძლეველ მზეს ეთაყვანებოდა. . . ქრისტიანობაში მისი მოქცევა არ უნდა განიმარტებოდეს შინაგანი კეთილგანწყობილების გამოვლინებად. . . ეს სამხედრო საკითხი იყო. მისთვის ქრისტიანული დოგმატი არასდროს ყოფილა ბოლომდე ნათელი, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ბრძოლაში გამარჯვება ქრისტიანთა ღვთის წყალობაზე იყო დამოკიდებული".ახლა გავიხსენოთ, ის, თუ რა როლს ასრულებდა მოუნათლავი იმპერატორი ნიკეის საეკლესიო კრებაში. ენციკლოპედია "ბრიტანიკა‘" (The Encyclopædia Britannica) მოგვითხრობს: "კონსტანტინე თვითონ თავმჯდომარეობდა, აქტიურად მართავდა დისკუსიებს და პირადად წარადგინა. . . გადამწყვეტი ფორმულა, რომელიც ქრისტეს კავშირს ღმერთთან გამოხატავდა, როგორც 'თანაარსი მამისა'. . . ორი ადამიანის გარდა, იმპერატორისაგან დაშინებულმა ყველა ეპისკოპოსმა ხელი მოაწერა მრწამსს, თუმცა მრავალმა მათგანმა საკუთარი მოსაზრების საწინააღმდეგოდ". მაშასადამე, კონსტანტინეს როლი გადამწყვეტი იყო. ორთვიანი გამწვავებული დებატების შემდეგ ეს წარმართი პოლიტიკოსი ჩაერია და საკითხი იმათ სასარგებლოდ გადაწყვიტა, რომლებიც ამბობდნენ, ქრისტე ღმერთი არისო. მაგრამ, რატომ? საინტერესოა ამის ცოდნაც. რა თქმა უნდა, არა რამე ბიბლიური მტკიცების საფუძველზე, არამედ სრულიად სხვა მიზეზის გამო: "კონსტანტინე აბსოლუტურად ვერ ერკვეოდა იმ საკითხებში, რომლებიც წამოჭრილი იყო ბერძნულ ღვთისმეტყველებაში", ნათქვამია "ქრისტიანული სწავლების მოკლე ისტორიაში". ერთადერთი, რაც მას ესმოდა, ის იყო, რომ რელიგიური დაყოფა მის იმპერიას საფრთხეს უქმნიდა და უნდოდა, განემტკიცებინა თავისი სამფლობელო. მოკლედ რომ ვთქვათ, იესოს გაღმერთება, ბიბლიის სწავლების საფუძელზე კი არ იქნა გადაწყვეტილი, არამეტ ტირანი და წარმართი პოლიტიკოსის პოლიტიკური ინტერესებზე დაყრდნობით. უფრო მეტიც, არც ერთ ეპისკოპოსს ნიკეაში არ წამოუყენებია სამების საკითხი. მათ გამოიტანეს გადაწყვეტილება მხოლოდ ქრისტეს არსზე და არა სულიწმიდის როლზე. თუ სამება ნათელი ბიბლიური ჭეშმარიტება იყო, იმ დროს განა არ წამოჭრიდნენ საკითხს ამასთან დაკავშირებით? ცხადია წამოიჭრებოდა! ნიკეის შემდეგ დებატები ამ საკითხზე ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. ვისაც სწამდა, რომ იესო არ იყო ღვთის თანასწორი, გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ პოპულარობით სარგებლობდა. მაგრამ მოგვიანებით მათ წინააღმდეგ გამოვიდა იმპერატორი თეოდოსიუსი. მან ნიკეის კრების მრწამსი დააწესა, როგორც ნორმა თავისი სამეფოსთვის და ახ. წ. 381 წელს დოგმატში სიცხადის შეტანის მიზნით კონსტანტინოპოლის კრება მოიწვია.კრებამ დაადგინა, რომ ღმერთსა და ქრისტესთან ერთად სულიწმიდაც ერთ საფეხურზე დაეყენებინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ყურადღების ცენტრში გამოჩენა დაიწყო ქრისტიანული სამყაროს დოგმატმა სამების შესახებ.მაგრამ კონსტანტინოპოლის კრების შემდეგაც სამება არ გამხდარა ფართოდ აღიარებული მრწამსი. მრავალი გამოდიოდა მის წინააღმდეგ, რის გამოც თავს დაატყდათ გააფთრებული დევნა. სამების დოგმა მხოლოდ მომდევნო საუკუნეებში ჩამოაყალიბეს დადგენილ მრწამსად. "ამერიკანა" შენიშნავს: "სამების დოგმატის სრული განვითარება დასავლეთში შუა საუკუნეების სქოლასტიკაში მოხდა, როცა მისი ახსნა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დაიწყეს". არც კათოლიკური ეკლესის გაურბის ისტორიულ რეალობას როცა აღიარებს მას თავის ნაშრომში: "დოგმატური ფორმულა 'სამპიროვანი ღმერთი' მხოლოდ IV საუკუნის დასასრულისთვის ჩამოყალიბდა და საბოლოოდ დამკვიდრდა ქრისტიანთა ცნობიერებასა და მრწამსში. სწორედ ამ ფორმულას ეწოდა პირველად 'სამების დოგმატი'. პირველი ეკლესიის მამები თავიანთი მრწამსით ძალიან შორს იყვნენ ასეთი თვალსაზრისისგან" (New Catholic Encyclopedia, ტ. XIV, გვ. 299). ისტორიაზე საუბრით ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლები, რადგან საკითხის მიუკერძოებელი განხილვა, ადამიანს ნათლად ანახებს რომ "სამება" არაა ქრისტიანული და ბიბლიური სწავლება. ის IV საუკუნის ეკლესიის დოგმატურ-ფილოსოფიურ მოსაზრებებს წარმოადგენს, რომელსაც ბიბლიის მხარდაჭერა არ აქვს. რაც შეეხება შენს მსჯელობას რომელსაც ლოგიკას უწოდებ, ჯერ დავაციტირებ და მოკლე კომენტარს გავუკეთებ: ამ მოსაზრებას ვაფუძნებ ნათელ ლოგიკაზე:ადამიანთა შვილი არის ადამიანი.ლომის შვილი არის ლომი.და ასე, ნებისმიერი რამ შობს თავის ანალოგს.ჰოდა ვითომ რატომ უნდა იყოს ერთი გამონაკლისი ამ წესიდან?შესაბამისად ლოგიკისა, იესო ქრისტე არის ღმერთკაცი, ანუ ღმერთი და ადამიანი, ვინაიდან ის არის ღმერთის და ადამიანის შვილი. პლატონი, ლომის შვილი ლომია, და ადამიანის შვილი ადამიანი, მაგრამ მამა ლომი სხვაა და შვილი ლომი სხვა. თქვენ კი იესოს ღმერთზე და მამაზე და იესოზე ამბობთ, სხვა და სხვა კი არ არიან, ერთი და იგივე ღმერთიაო. ამ მარტივ სინამდვილეზე თვალს თუ დახუჭავთ და მაინც სამებისკენ გადაიხრები, შენი ნებაა. როგორც უკვე აღვნიშნე, იესო თავის მამას "ერთადერთ ჭეშმარით ღმერთს" უწოდებდა (იოანე 17:3). იესო თავის ღმერთს ემორჩილებოდა და გამოცხადებასაც თავისი ღვთისგან იღებდა. იესო რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ყოფილიყო, ანუ რასაც "სამების" დოქტრინა გასწავლით, და თუ იესო ყოვლისშემძლე ღვთის თანასწორი და თანაარსი იქნებოდა, მას არ დასჭირდებოდა გამოცხადების ღვთის მიღება. იმ გამოცხადების, რომელიც იესომ თავისი ანგელოზის მეშვეობით გადასცა იოანეს, თავის საყვარელ მოწაფეს. იესო არაა სამება და სამების მეორე პირი და ჰიპოსტასი, როგორც თქვენი ეკლესიის დოგმატური სწავლებები ამბობს. ბიბლია არც სიტყვა "სამებას" მიხსენიებს", არც "ქრისტე ღმერთს", გამოთქმა "ძე ღმერთი"-ც არაბიბლიური გამოთქმაა. ეს ყველაფერი და მთლიანად ბიბლიის სწავლება, ნათელს ხდის რომ ღმერთი სამ-ერთ-იანი ღვთაება კი არაა, არამედ "ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია", რომელზეც იესო ლოცულობდა. (იოანე 17:1-3). პ.ს.მე არ მოგიწოდებთ რომ გინდა თუ არა თქვენი მრწამსი ბიბლიაზე დააფუძნოთ. თქვენი არჩევანია რწმენას ბიბლიაზე აიშენებთ თუ IV-ხე საუკუნის ბოლო დროს შექმნილ დოქტრინებზე, რომელიც თავის სათავეს წარმართული რელიგიებიდან იღებს. სინამდვილეში, არანაირ "კამათს" არ ექნებოდა ადგილი, თუ კი სამების დოქტრინის მომხრეები, ბიბლიის სწავლებას მიიღებდით და ერთპიროვნულ ღმერთს, სამად არ აქცევდით. ამ პოსტს, შემდეგნაირად დავასრულებ: ერთი მწიგნობარი იესოს ეკითხება: "რომელია უპირველესი მცნება?". იესო პასუხობს: "პირველია: 'ისმინე, ისრაელო, უფალი, ჩვენი ღმერთი, უფალი ერთია". ისრაელებისთვის უფალი ღმერთი ერთი იყო და არა სამპიროვანი ღვთაება. უფალი მათთვის იყო ის ღმერთი, რომელმაც მესია გამოუგზავნა მათ და არ მიიღეს. დღეს რომ იესო მოსულიყო და იგივე ეთქვა, ნეტა დაუჯერებდით მას? ერთადერთ ღმერთად, ისრაელის უფალს აღიარებდით, რომელზეც იესო მიუთითებდა, თუ იესოს თავის გამომგზავნელ ღმერთს გაუტოლებდით და ღვთის ძეს მამის თანასწორს, თანაარსს გახდიდით და სინამდვილეში, ღმერთსა და მამას, რომელსაც იესო "ერთადერთ ჭეშმარით ღმერთს" უწოდებდა, სამებად აქცევდით? ანუ მამის ერთადერთ ღმერთობას, ღვთის ძეს შეუზავებდით და ღვთის წმინდა სულსაც მიამატებდით და ღმერთს მამას ღმერთს, რომელიც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია, სამება ღვთაებად გამოიყვანდით... ბოლოს კი იტყოდით, სამებისკენ ვიხრებით, რადგან ნიკეის პოლიტიკამ საკითხის ამგვარად გადაწყვეტა განაპირობა და როგორც ჩანს ეს არის სწორიო... სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.