Nukriko Posted November 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2009 რა არის სამება? შეუძლია ვინმემ ამიხსნას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2009 რა არის სამება? შეუძლია ვინმემ ამიხსნას? სამების არაბიბლიური, ანუ არაქრისტიანული დოგმატის თანახმად, არსებობს სამი ღვთაებრივი პირიო (მამა, ძე და სულიწმიდა). სამივე მარადიულიო, ყოვლისშემძლე და თანასწორიაო. სამივე ღმერთიაო, მაგრამ სამება მაინც არა სამი, არამედ ერთი ღმერთიაო. ეს სამი პირი განუყოფელი და ერთარსიაო. ამის საფუძველზე სამების დოგმატის ზოგიერთი მომხრე თვლის, რომ იესო ქრისტეა ყოვლისშემძლე ღმერთია, და იესო და სულიწმიდაც იგივე ღმერთიაო. ნუ, ღმერთების კრებულია, სამი კია მარა მაინც ერთიაო. «სამების ერთბუნებოვნების განსამარტავად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "პირი" [იპოსტასი] და "არსი". ეს არის ბერძენ ფილოსოფოსთა ტერმინები, რომლებიც ბიბლიაში არ გვხვდება [ღმერთთან დაკავშირებით]. "სამების" ფორმულირებას წინ უძღოდა ხანგრძლივი დაპირისპირებები, რომელთა დროსაც [ამ და სხვა ტერმინებს] ზოგი თეოლოგი უმართებულოდ მიაკუთვნებდა ღმერთს» ("Dictionary of the Bible", ჯონ მაკენზი, ნიუ-იორკი). რომის კათოლიკური ეკლესია აცხადებს: «გამოთქმა "სამება" აღნიშნავს ქრისტიანული რელიგიის ძირითად დოგმატს. . . ამიტომ ათანასესეული მრწამსის თანახმად, "მამა არის ღმერთი, ძე არის ღმერთი და სულიწმიდა არის ღმერთი; მაგრამ ისინი სამი კი არა, მხოლოდ ერთი ღმერთია". ამ სამერთიანობაში. . . პიროვნებები თანასამარადისონი და თანასწორნი არიან: ყველა ერთნაირად დაუსაბამო და ყოვლადძლიერი» ("კათოლიკური ენციკლოპედია" [The Catholic Encyclopedia]). "ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ დოგმატის ისტორიას და მისი დასაბამი აღმოვაჩინოთ არა ქრისტიანულ გამოცხადებაში, არამედ პლატონურ ფილოსოფიაში. . . სამება ქრისტესა და მისი მოციქულების სწავლება კი არ არის, არამედ გვიანი პლატონისტების სკოლის ფიქციაა" (A Statement of Reasons). ამგვარად, სამება მიჩნეულია როგორც „ერთი ღმერთი სამ პიროვნებაში“. თითოეულზე ნათქვამია, რომ არის მარადიული და დაუსაბამო. ამბობენ, რომ თითოეული მათგანი არის ყოვლისშემძლე და ერთმანეთზე არც მეტი, არც ნაკლები. მოკლედ თუ ვიტყოდი, ალოგიკური ფილოსოფიური კონცეფციაა. მრავალი გულწრფელი მორწმუნე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დოგმატი სამების შესახებ დამაბნეველია, ეწინააღმდეგება საღ აზროვნებას და რომ ამის მსგავსი არაფერი სმენიათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 1, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2009 აზრი რომელი კონფესიის მიმდევარი ხარ? ეს არ არის მართლმადიდებლური პოზიცია..... ნაწერი დაიწყე სამების კრიტიკით.. ხო და დამაინტერესა რა კონფესიის მიმდევარი ხარ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2009 აზრი რომელი კონფესიის მიმდევარი ხარ? ეს არ არის მართლმადიდებლური პოზიცია..... ნაწერი დაიწყე სამების კრიტიკით.. ხო და დამაინტერესა რა კონფესიის მიმდევარი ხარ?Nukriko სამების შესახებ დოგმატს მრავალი ადამიანი აკრიტიკებდა, როგორც რელიგიური ფენებიდან, ისე ათეისტურიდან. არცერთი კონფესიის მიმდევარი არ ვარ. ყოფილი მართლმადიდებელი ვარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted December 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2009 როგორც ვიცი სამება არის ღმერთიდან გამომდინარე: თვითონ მამა ღმერთი. ძე ღმერთი და სულიწმინდა. ეს სამივე საბოლოოდ მაინც 1 ღმერთია, ანუ ეს იმას ნიშნავს რომ მთავარი ღმერთი რომ არ ყოფილიყო არც ძე და არც სულიწმინდა არ იქნებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Student Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 სამება არის ღმერთი, რომელსაც აქვს სამი ჰიპოსტასი: მამა, ძე და სულიწმინდა. ეს სამი არის ერთობაში. ამიტომაც ეწოდება სამება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 სამება არის ღმერთი, რომელსაც აქვს სამი ჰიპოსტასი: მამა, ძე და სულიწმინდა. ეს სამი არის ერთობაში. ამიტომაც ეწოდება სამება.Student სასურველი იქნებოდა დაეწერათ: ეს არის ჩვენი ღმერთი" და არა "ეს არის ღმერთი". სამებას არც იესო და არც მისი მიმდევრები ქადაგებდნენ. სამება, არაბიბლირუი სწავლებაა, ანუ IV საუკუნეში ჩამოყალიბებულ-განვითარებულ-შეთხზული ეკლესიური დოგმატია, რომლის თავიც და ბოლოც, თავად ვერ გაურვევიათ ეკლესიის მესვეურთ. მიზეზი კი ის გაქლავთ რომ ის ადამიანის მიერ შეთხზული ფოლოსოფიაა, რომელიც ბერძნული ფოლოსოფიებიდან იღებს სათავეს და რომელიც საღ მსჯელობას არ ექვემდებარება და ბუნდოვანია. როცა ადამიანი საღი ლოგიკით გესაუბრებათ სამებაზე და პასუხები არ გაქვთ, ბოლოს ამბობთ, საიდუმლოაო და ვერ ჩავწვდებითო. :D ანუ, როცა სათქმელი არ გაქვთ, მაგას ამბობთ. ამიტომ, თავიდანვე თქვით რომ სამების შესახებ მსჯელობა არ გსურთ რადგამნ ვერ ჩაწვდებით. "სამება" სინამდვილეში ქრისტიანობამდელ წარმართულ რელიგიებში არსებობდა. იესო თავის ღმერთს, ანუ მამამისს უწოდებდა "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს". იმედი მაქვს, სიტყვა "ერთადერთის" განმარტება არ დამჭირდება თქვენთვის. :) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Student Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 აზრი სასურველი იქნებოდა დაეწერათ: ეს არის ჩვენი ღმერთი" და არა "ეს არის ღმერთი".სასურველი ვისთვის?სამებას არც იესო და არც მისი მიმდევრები ქადაგებდნენ.სწორედ რომ პირიქით.სამება, არაბიბლირუი სწავლებაა, ანუ IV საუკუნეში ჩამოყალიბებულ-განვითარებულ-შეთხზული ეკლესიური დოგმატიააპ აპ მქამდეც იყო სამების შესახებ სწავლება.როცა ადამიანი საღი ლოგიკით გესაუბრებათ სამებაზე და პასუხები არ გაქვთ, ბოლოს ამბობთ, საიდუმლოაო და ვერ ჩავწვდებითო.რაზე არ აქვთ პასუხი? იესო თავის ღმერთს, ანუ მამამისს უწოდებდა "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს". იმედი მაქვს, სიტყვა "ერთადერთის" განმარტება არ დამჭირდება თქვენთვის.ღმერთი რომ ერთია, მაგაზე არავინ დავობს და ზემოთაც დავწერე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 აზრი სასურველი ვისთვის?Student ვისაც სიმართლის ცოდნა უნდა და არ სურს მოტყუვდეს ეკლესიის მიერ შეთხზული დოგმატებით. სწორედ რომ პირიქით.ხო, იძახე ახლა მასე და იყავი. აპ აპ მქამდეც იყო სამების შესახებ სწავლება.რახან შენ იტყვი. რაზე არ აქვთ პასუხი?დავწერე უკვე. ყურადღებით იკითხე პოსტები რომ იგივეს წერა არ მომიწიოს რაც უკვე მიწერია. ღმერთი რომ ერთია, მაგაზე არავინ დავობს და ზემოთაც დავწერე. ადამიანო, მე რა დავწერე წაიკითხე. არ მითქვამს ღმერთი ასია ამას აბობთქო. ყურადღებით იკითხე პოპსტები: იესო თავის ღმერთს, ანუ მამამისს უწოდებდა "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს". იმედი მაქვს, სიტყვა "ერთადერთის" განმარტება არ დამჭირდება თქვენთვის. იესო თავის ღმერთზე ამბობს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ხარო. მიხვდი? სამება გამოირიცხა. იესო თავის მამას უწოდა "ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი". ასე რომ, საღად მოაზროვნე ადამიანები ხედავენ, რომ ბიბლია სამებას არ ასწავლის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Student Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 აზრი ვისაც სიმართლის ცოდნა უნდა და არ სურს მოტყუვდეს ეკლესიის მიერ შეთხზული დოგმატებით.ზრდილობაც კაი საქონელია ზოგჯერ ხო, იძახე ახლა მასე და იყავი.რახან შენ იტყვი.არგუმენტების არქონაზე მიანიშნებს ამგვარი საუბრები დავწერე უკვე.დააციტირე მაშინ, რაზე არ აქვთ პასუხი?სამება გამოირიცხა.არ გამორიცხულა. ბიბლიაში იესოსაც ეწოდება ღმერთი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 რა ადგილებიც მე მახსენდება ბიბლიიდან, ის მოწმობს, რომ იესო თავის თავს ყველგან მამა ღმერთზე დაბლა აყენებს. მაგ: "რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა. "და კიდევ მრავალი სხვა.თუ ასე არ არის, დადოს მაშინ ვინმემ საპირისპიროს დამამტკიცებელი საბუთი ან ციტატა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 რა ადგილებიც მე მახსენდება ბიბლიიდან, ის მოწმობს, რომ იესო თავის თავს ყველგან მამა ღმერთზე დაბლა აყენებს. მაგ: "რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა. "და კიდევ მრავალი სხვა.თუ ასე არ არის, დადოს მაშინ ვინმემ საპირისპიროს დამამტკიცებელი საბუთი ან ციტატა. paolo 100%-იანი ხარ რასაც ამბობ. იესო ყოველთვის მამაზე დაბლა მდგომია. ეს სამებისტების სურვილია რომ იესო მამას გაუტოლონ. იესო პირდაპირ ამბობს: "მამა ჩემზე დიდია". ძალიან ბევრი ბიბლიური არგუმენტი შემიძლია დავდო მაგრამ ამათ სექტას მეინც ვერ გააგებინებ ვერაფერს. სამება ჰგონიათ ღმერთი და დამთავრდა. რაც არ უნდა უთხრა, რაც არ უნდა ძლიერი არგუმენტი დაუდო, მათთვის სულ ერთია. ხომ ხედავ, Studenს დავიწერე იესოს სიტყვები, სადაც იესო მამაისს უწოდებს "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს", მაგრამ არა, არ უნდა რომ იესოს სიტყვებიდან გამომდინარე იმსჯელოს. ეკლესიაში რაც ჩასძახეს, იმას ამოსძახებს მთელი თავისი სიცოცხლე. ასეა მართლმადიდებლური სექტა მოწყობილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 აზრი ზრდილობაც კაი საქონელია ზოგჯერ Student უზრდელური არაფერი დამიწერია. სიმართლე დავწერე. ვიცი რომ გულზე გხვდებათ ხოლმე სიმართლე მაგრამ, მე მას მაინც ვიტყვი სანამ ცოცხალი ვარ. არგუმენტების არქონაზე მიანიშნებს ამგვარი საუბრები ჩემი შენ გითხარიო. დააციტირე მაშინ, რაზე არ აქვთ პასუხი?წაიკიტხე ეკლესიის დოგმატები და განმარტებები და ნახავ. თუ არადა, შემოვა აქ შენნაირი სექტანტი და დაწერს სამების დოგმატზე თავის მოსაზრებებს. ბოლოს ასე დააგვირგვინებს: ეს საიდუმლოა და ამას ადმაიანის გონება ვერ ჩაწვდება". არ გამორიცხულა. ბიბლიაში იესოსაც ეწოდება ღმერთი.მერე რაა რომ ეწოდება? ბიბლიაში ღმერთი ადაიანებსაც ეწოდებათ, ანგელოზებსაც და ეშმაკსაც, ახლა რა ვქათ, მივუმატოთ თქვენ სამებას ესენიც და ღმერთებად გამოვაცხადოთ? ანეკდოტების ცვენაა რაა შენი პოსტები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ierofant Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 (edited) ღმერთი მომცველობითი გაგებაა... თავად იასო ბრძანებს - მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული... თავად ღმერთი სამწევრიანი ერთი მთლიანი არსია ყოვლისა - მამა, ძე და სულიწმიდა, თავისი ჰიპოსტასიური ფუნქციურობით... წმიდა სამების იდენტური ადამიანში შეიძლება მივიჩნიოთ გონი, ლოგოსი და მოქმედება ანუ - აზრი, სიტყვა და ქმედება! აზრი, ანუ გონი, იდეა, გლობალური გაგებით არის უზენაესი გონი, სიტყვა კი, ბგერითი რეზონანსი, სიხშირე, რომელიც გამოიწვია აზრმა, ხოლო მოქმედება კი, არეალი და არეალის კანონზომიერება, რომელშიც იდეისგან წამოსული სიტყვა რეალიზდა... მამა - იდეაძე - იდეიდან გამოსული სიტყვასული წმიდა - იდეის სიტყვით რეალიზაცია ამიტომაა, რომ მამა ღმერთისგან გამოსული ლოგოსი დედა ღმერთში, სული წმიდაში იღვრება გრაალის თასის სიმბოლიკით და წარმოადგენს წმინდა სამების ერთ მთლიანობას... ისევე, როგორც აზრი სიტყვაც და ქმედებაც 1 ადამიანია, ასევე ღმერთიც ერთია - მამის, ძის და სულიწმიდის სახით... Edited December 5, 2009 by ierofant Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2009 ღმერთი მომცველობითი გაგებაა...ierofant ეგ თქვენ გგონიათ მასე, და რადგან თქვენ გგონიათ მასე, ეგ არ ნიშნავს რომ სინამდვილეში მასეა. თავად იასო ბრძანებსროცა წერთ რაიმეს, "ამბობს იესო" ან "ამას ამბობს ბიბლია", ციტირება გააკეთეთ ხოლმე და მიუწერეთ ბიბლიის მუხლი რომ ადამიანებმა იცოდნენ რა გაქვთ გულში. ამირანი გულში მღეროდაო ხომ გაგიგიათ. თავად ღმერთი სამწევრიანი ერთი მთლიანი არსია ყოვლისა - მამა, ძე და სულიწმიდა, თავისი ჰიპოსტასიური ფუნქციურობით...მსგავსი რამ, ბიბლიაში არ წერია. ეგ არის ეკლესიის შეთხზული ალოგიკური დოგმატიკა, რომელიც თავის სათავეს, წარმართული რელიგიებიდან და ბერძნული ფილოსოფიიდან იღებს. წმიდა სამების იდენტური ადამიანში შეიძლება მივიჩნიოთ გონი, ლოგოსი და მოქმედება ანუ - აზრი, სიტყვა და ქმედება!თქვენი მოყვანილი შედარება არაადეკვატური, უხეში, არაბიბლიეურია, რომელზეც კომენტარის გაკეებაც კი არ ღირს. ადამიანის აზრი, ან სიტყვა, ან მოქმედება პიროვნებას არ წარმოადგენს. თქვენ კი ამბობთ, რომ სამების თითოეული წევრი პიროვნებააო. ამიტომ, მოყვანილი მაგალითი, უბრალოდ არაადეკვატურია და უადგილო. ჩემ მოკლე კომენტარი, თქვენ მიერ მოყვანილ დანარჩენ არაადეკვატურ შედარებებსაც ეხება, ასე რომ ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლები. სინამდვილეში, იესო არის ღვთის ძე და არა წარმართული ღვთაება სამების მეორე ან მესამე ჰიპოსტასი (პირი). არც იესო, არც მისი მოწაფეები, არ ასწავლიდნენ მსგავს არაბიბლიურ წარმართულ დოქტრინებს. არც სიტყვა "სამება" გვხვდება ბიბლიაში. არც IV-საუკუნებმედი ბიბლიის კომენტარები ქადაგებდნენ სამსახოვან ღვთაზებას. უბრალოდ რომ ვთქვათ, ბიბლიაში არაა წარმართული ღვთაება "სამების" ადგილი. იესო თავის მამას უწოდებს "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს". ვინც სიტყვა "ერთადერთის" მნიშვნელობა იცის, მისთვის ნათელია, რომ წარმართული ღვთაება "სამება", არაქრისტიანული და არა ბიბლიური დოქტრინაა. მოციქული პეტრე, გასაგებად ამბობს იესოზე რომ ის "ღვთის ძეა" (მათე 16:16) და არა წარმართული ღვთაება "სამების" მეორე ან მესამე ჰიპოსტასი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.