Tazo200X Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 "კავკასიონზე სკამები რომ დაამონტაჟონ, საქართველო ნამდვილი ცირკის არენას დაემსგავსებაო"-ბევრს შეგხვედრიათ ეს გამონათქვამი ალბათ. სიმართლე გითხრათ, ვეთანხმები. ცირკის არენაზე უარესია საქართველო და ქართველები კლოუნებს ნამდვილად არ ჩამოუვარდებით. "დამოუკიდებლობის" მოპოვების შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა და რას მივაღწიეთ?ყოველ 5 წელიწადში ვკარგავთ ტერიტორიებს, რომელთა დაბრუნების პერსპექტივა დღითიდღე კლებულობს. მილიონობით ლარს ვხარჯავთ თავდაცვაზე, შედეგად კი ჯავშანტრანსპორტიორი ბმვ-ს მარკის ავტომანქანას ასწრებს გორის ტრასაზე. "ჯარი გადავარჩინეთო", გვეუბნება ჩვენი მთავარსარდალი..ნუ ამ არგუმენტზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ...ბოლობოლო გავერკვიოთ და ჩამოვყალიბდეთ ერთ საკითხზე: გვინდა თუ არა რუსეთთან? მე როგორც ვატყობ, ძალიანაც გვინდა რუსეთთან. დევნილმა მითხრა გუშინ, ამის დედავატირე, რუსეთთან კარგად რომ ვიყავით, ვაშლსაც ვყიდდი და მიდი-მოვდიოდი რუსეთშიო. და ახლა რა?არც ვაშლი იყიდება, ვერც რუსეთში ვერ ჩავდივარო..და მსგავსი აზრის მქონე ხალხი ძალიან ბევრია. სულ უფრო ხშირად მესმის მსგავსი რამ. ასევე შევატყვე, რომ ამერიკელების მიმართ გაჩნდა საკმაოდ ნეგატიური განწყობა, არიქა და ომის დროს არ დაგვეხმარნენო...საინტერესოა, რატომ უნდა ეომათ ამერიკელებს ჩვენს ნაცვლად? ჩვენ, ქართველები, ვომობდით 2008 წლის აგვისტოს?თბილისელებს ვეკითხები განსაკუთრებით, დავიდოთ გულებზე ხელი და საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა, ჩვენ რა წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ არ მომხდარიყო ის რაც მოხდა?რატომ ვცდილობთ, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა სხვას დავაკისროთ?დააკვირდით 90-იანებიდან მოყოლებულ ე.წ "პოლიტიკურ" ვითარებას..ყოველ 5 წელიწადში ერთხელ საქართველოში ომია. ჯერ იყო და აფხაზეთი და სამაჩაბლო 90-იანების დასაწყისში, შემდეგ გალი 1998 წელს, პანკისი, ცხინვალი 2004 წელს და ახლა 2008 წლის აგვისტოს ტრაგედია..ვგრძნობთ თუ არა ამ ყველაფრის შედეგს საკუთარ თავზე? ახალგორი რომ ისევ ლენინგორად იქცა..ჩვენ რა, არაფერი, life goes on. შეიცვლება თაობები და პრობლემები უფრო დაგროვდება. წავა ეს ხელისუფლება და დარჩება უამრავი პრობლემა, ხოლო დამნაშავეები ისევ სასჯელის გარეშე "დაუბრუნდებიან ბიზნესს". ეს არის ქართული პოლიტიკის თავისებურება. მსგავსი რამ მხოლოდ საქართველოში თუ ხდება. როგორ ვარსებობთ 30 საუკუნე, მიკვირს..ბოლო დროს მთავარ პოლიტიკურ მოვლენად იქცა არჩევნები. საჭიროა გაიყონ ტორტი, რომელსაც თბილისი ჰქვია. თბილისი ხომ ფულის საბადოა: მშენებლობები, ინვესტიციები და აქედან შემოსული ჰონორარები (ადრე კორუფცია ერქვა). ხალხს კიდე, დამამშვიდებლის სახით, აუგებენ რამდენიმე გზას, გაუნათებენ ქუჩას, გააკრავენ პოსტერებს (ვასრულებთ დანაპირებს) და ხალხიც ხმას არ ამოიღებს. ყველაფერი იქნება ჩვეულ კალაპოტში.გადავხედოთ ე.წ პოლიტიკურ სპექტრს. ვის ვხედავთ?ერთი და იგივე ხალხი, რომელთა დანახვისას უკვე გულისრევის შეგრძნებაც კი არ მეუფლება. ე.წ ოპოზიცია, ის ხალხი რომელიც მას ტაშს უკრავს, ოღონდ მიშა მოგვაშორე და დანარჩენი ყველაფერი გვკიდია..თითქოს ყველაფერი მეორდება, დროის მანქანა რომ არსებობდეს, გადავიდოდი 90-იანებში და ვნახავდი, რომ მაშინაც ზუსტად იგივე ხდებოდა მიტინგებზე. რა ბედნიერი ვარ, რომ ის სამარცხვინო წლები არ მახსოვს! არ მახსოვს და არ მინახავს, თუ რა შემართებით უტევდნენ პარლამენტის შენობას. სად გაქრა ეს შემართება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში...არ მახსოვს და არ მინახავს, როგორ უხსნიდნენ ცეცხლს მშვიდობიან მოსახლეობას..მერე რა რომ სხვა პოლიტიკურ ძალას უჭერდნენ მხარს..არ მახსოვს და არ მინახავს, როგორ ყვებოდა ანეკდოტებს იოსელიანი სოხუმის ჩაბარების შემდეგ..სამაგიეროდ მახსოვს და მინახავს, როგორ აბარებდნენ იოსელიანის მძორს დიდუბის პანთეონის მიწას!რაც გვემართება, ყველაფერი არის ჩვენი, ქართველების ბრალი. არც მიშას, არც შევარდნაძის და არც გამსახურდიას-ჩვენი ბრალია. იმიტომ რომ შევარჩინეთ ყველაფერი. და როდესაც ეს ყველაფერი ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს შემოუტრიალდება, მერე გვიან იქნება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 Tazo200X რაც გვემართება, ყველაფერი არის ჩვენი, ქართველების ბრალი. არც მიშას, არც შევარდნაძის და არც გამსახურდიას-ჩვენი ბრალია.რასაკვირველია ბევრი შეცდომები საზოგადოების ბრალია გადავხედოთ ე.წ პოლიტიკურ სპექტრს. ვის ვხედავთ?ერთი და იგივე ხალხი, რომელთა დანახვისას უკვე გულისრევის შეგრძნებაც კი არ მეუფლება.ეგ ტრაგედიაა...90 წლებიდან იმენა ვერ მოვიშორეთ რა ეს ნაგავი..ზოგადად მოქალაქეთა კავშირს დავარქმევდი თავის ოპო-პოთი თბილისელებს ვეკითხები განსაკუთრებით, დავიდოთ გულებზე ხელი და საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა, ჩვენ რა წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ არ მომხდარიყო ის რაც მოხდა?რატომ ვცდილობთ, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა სხვას დავაკისროთ?თბილისისადმი აგრესია შენს პოსტში ჩემი აზრით სრულიად უმართებულოა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted November 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 newstudio მეც თბილისელი ვარ, არანაირი აგრესია, უბრალოდ რეალობა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 თბილისისადმი აგრესია შენს პოსტში ჩემი აზრით სრულიად უმართებულოა!მართებბულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 newstudio მეც თბილისელი ვარ, არანაირი აგრესია, უბრალოდ რეალობა...რეალობა ისაა რომ ამ ხელისუფლების მსახური ხარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 Tazo200X რამდენადაც მე ვიცი,თქვენ სამხედრო ან ძალიან ახლო ამ პროფესიასთან ბრძანდებით და ამიტომ თქვენი მოსაზრებები პოლიტიკურ პარტიებზე გასაგებია. ეს მე 15 წლის წინაც მომისმენია სამხედროებისგან. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ასეთია და რაღაც კარდინალურად ახლის გამოჩენის ალბათობა ფაქტიურად ნულია.სხვა შემთხვევაში საქართველო სხვა გზით უნდა წავიდეს, ანუ სამხრეთამერიკული, სადაც პერიოდულად ჯარი იღებდა ძალაუფლებას ხელში. რამდენად გამოადგება ეს ქვეყანას რა მოგახსენოთ.თანაც ქართული ჯარი ამისთვის არანაირად არაა მზად.მაგიტომაც დანიშნეს ბაჩო ახალაია მინისტრად, რომ ეს ყოველნაირად გამორიცხონ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted November 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 Siknadmo რეალობა ისაა რომ ამ ხელისუფლების მსახური ხარნამეტანი შორს ხარ შენ რეალობისგან, + ამას ხარ პროვოკატორი. მსაგავსი განცხადებების გულისთვის რეალში დაგილეწავდი ცხვირ-პირს.მსახურები შენს სანაცნობო წრეში ეძებე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ასეთია და რაღაც კარდინალურად ახლის გამოჩენის ალბათობა ფაქტიურად ნულია.სხვა შემთხვევაში საქართველო სხვა გზით უნდა წავიდეს, ანუ სამხრეთამერიკული, სადაც პერიოდულად ჯარი იღებდა ძალაუფლებას ხელშიპოლიტიკურ სპექტრზე სწორს უბნობთ--ამიტომ ციტატის მეორე ნაწილი პირველის გამოსწორების და რადიკალურად შეცვლის ლოგიკურ გამოსავლად მიმაჩნია. ტავისტავად დემოკრატიული , სამოქალაქო გზებით ღ მოხდა რამდენი წელია და რამდენჯერ ვუყურებტ? ესე ვიაროთ ცირკის წრეზე პუდელივით? განგრენასავიტაა ეს პოლიტსპექტრი. ქირურგიული ემთოდით უნდა მოიკვეთოს..მომკვეთAვი რომ იყო იმიტომაც გააბანძეს და გააპარტახეს ტვ-თი ჯარი. მორალურად ჯარისკაცი არ ჯარისკაცობს უკვე-კაი ზმანი რომ აცვია და კაი ბატინკა, შიგნით მტავრობის მოშიშია, შეურაცხოფილია. ეგეტი ჯარის მე არ მწამს(( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 Jonathan Livingston მართებბულია.რატომაა მართებული ერთი ამიხსნას რა ვინმემ! თბილისი იბრძვის თუი იბრძვის 20 წელია, რაიონები მუდმივ ინერტულობაშI არიან! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 თბილისი იბრძვის თუი იბრძვის 20 წელია, რაიონები მუდმივ ინერტულობაშI არიან!რას იბრძვის ერთი თუ ძმა ხარ... არც თბილისი იბრძვის და არც ჩოხატაური... არავინ არ იბრძვის ისე, როგორც ამას რეალობა და ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა მოითხოვს, არავინ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 Jonathan Livingston რას იბრძვის ერთი თუ ძმა ხარ... არც თბილისი იბრძვის და არც ჩოხატაური... არავინ არ იბრძვის ისე, როგორც ამას რეალობა და ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა მოითხოვს, არავინ.თბილისი იბრძოდა ყელაზე მეტს და ყველაზე ბოლომდე! და იბრძვის კიდეც! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 newstudio თბილისი იბრძოდა ყელაზე მეტს და ყველაზე ბოლომდე! და იბრძვის კიდეც!იზვინი რა ნიუსტუდიო-ნაწილობრივათ დაგეთანხმები. კი თბილისი იბრძვის 20 წელია; 10 თბილისელიდან 2 იდეის გულისთვინ იბრძვის, 1 სულელია-ცხვარი და 7 სკამისთვინა და გამორჩენისთვისა. ამიტომაა 20 ლარით და კანისტრა სალარკით გაყუჩებული რეგიონების ფონზე მააგრი ვაჟკაცები ვჩანვართ სტალიცაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 (edited) ვყიდდი და მიდი-მოვდიოდი რუსეთშიო. და ახლა რა?არც ვაშლი იყიდება, ვერც რუსეთში ვერ ჩავდივარო..და მსგავსი აზრის მქონე ხალხი ძალიან ბევრია. სულ უფრო ხშირად მესმის მსგავსი რამ. ასევე შევატყვე, რომ ამერიკელების მიმართ გაჩნდა საკმაოდ ნეგატიური განწყობა, არიქა და ომის დროს არ დაგვეხმარნენო...საინტერესოა, რატომ უნდა ეომათ ამერიკელებს ჩვენს ნაცვლად? ჩვენ, ქართველები, ვომობდით 2008 წლის აგვისტოს?თბილისელებს ვეკითხები განსაკუთრებით, დავიდოთ გულებზე ხელი და საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა, ჩვენ რა წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ არ მომხდარიყო ის რაც მოხდა?რატომ ვცდილობთ, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა სხვას დავაკისროთ?ამერიკელების ფულით მიშა მოვიდა ხელისუფლებაში,მათ დააფინანსეს ჩვენი არმია და შეგვაიარაღეს, გაწვრთნეს,გააპრავეს გაყალბებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები,ეს ბუშის დროს,ხოლო დღეს უკვე 2 მილიარდი გამოყვეს ამ ხელისუფლების დასახმარებლად,ამერიკის ადმინისტრაციის ბრძანების გარეშე მიშა ომს ვერ გაბედავდა,ის არის მარიონეტი, ხოლო მარიონეტები კულავოდის გარეშე ომს არ იწყებენ Edited November 28, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 maliari იზვინი რა ნიუსტუდიო-ნაწილობრივათ დაგეთანხმები. კი თბილისი იბრძვის 20 წელია; 10 თბილისელიდან 2 იდეის გულისთვინ იბრძვის, 1 სულელია-ცხვარი და 7 სკამისთვინა და გამორჩენისთვისა. ამიტომაა 20 ლარით და კანისტრა სალარკით გაყუჩებული რეგიონების ფონზე მააგრი ვაჟკაცები ვჩანვართ სტალიცაშიყველას თავის მოტივაცია აქვს ბრძოლის...ეგ ცხადია და ასე მუქ ფერებში არ შევხედავდი მაგრამ რეგიონები რომ საერთოდ არ იბრძვიან..ეგეც მწარე სიმართლეა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 newstudio ყველას თავის მოტივაცია აქვს ბრძოლისბრძოლას მაშინ აქვს შედეგები როცა მოტივირებული საერეტო ეროვნული( თუნდაც შოვინისტური იდეით) როცა ვიწრო ანგარების გამო ბრძოულობენ მაშინაა ბანანის რესპუბლიკა(რანაირადაც აქაა)რეგიონები კი სეთურის სოფელია რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.