Jump to content
Planeta.Ge

სოზარ სუბარი - “ჩვენ არ მოვხსნით კანდიდატურას...


Recommended Posts

სოზარ სუბარი - “ჩვენ არ მოვხსნით კანდიდატურას... გაისად მაისში დარწმუნდებით, რომ ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას”

 

“მოტყუებულად არ ვთვლით თავს. ეს არ იყო მოულოდნელი, პროცესებში თუ არ მიიღებ მონაწილეობას, არც გამომჟღავნდება, ვინ რას წარმოადგენს. ახლა ყველამ კარგად დაინახა, ვინ ვის და რა თამაშს თამაშობს. ჩვენ რომ არ მიგვეღო მონაწილეობა, ვერც ვერავინ გაიგებდა ვინ რა თამაშს თამაშობდა”, - აცხადებს სოზარ სუბარი გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა საიდუმლო საუბარი შედგა მიხეილ მაჭავარიანსა და გიგი უგულავას შორის? / სოზარ სუბარი რადიკალურ ოპოზიციას უპირისპირდება?

“გამოჩნდა, რომ ერთი და იგივე ადამიანებმა ჯერ თქვეს, რომ მხარს უჭერდნენ ხელისუფლების პოზიციას 30%-ზე, შემდეგ 6-მა პარტიამ (აქედან სამი ჩვენ ვიყავით) მხარი დაუჭირა ჩვენს ალტერნატიურ დათმობით შეთავაზებას, 45%-ზე რომ ჩამოვწიეთ.. ორმა - ხელისუფლებამ და ედპ-მ, რომელიც ხელისუფლების თამაშს თამაშობდა, რაც კიდევაც გამოჩნდა, პროცენტი დაწია და რამდენიმე დღის შემდეგ ყველამ ხელი მოაწერა 30%-ს... არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ არ მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ მათ ამ პროცესში რომ მიეღოთ მონაწილეობა, ცხადია, ხელისუფლება იგივეს გააკეთებდა. მაგრამ უფრო ნათლად გამოჩნდებოდა, რომ ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს, რომ კანონი მოირგოს - ჩვენ ეს გამოვაჩინეთ. მაგრამ სხვებიც რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ, ეს უკეთესად გამოჩნდებოდა. ყველაფერი გააკეთეს, რომ ირაკლი ალასანიას კანდიდიტურა მოეხსნა. იქნება 20 ოპოზიციური კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ სამ-სამ პროცენტს და გახდება უგულავა მერი. ალასანიას მონაწილეობის შემთხვევაში, ცხადია, ვერ გახდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.

“ქუჩიდან კაბინეტებში პოლიტიკა იმიტომ გადავიდა, რომ ქუჩა განულდა, არაფერი არ იყო, ჩვენ რომ არ გამოგვეცხადებინა არჩევნებში მონაწილეობა არც არაფერი ხდებოდა. ჩვენ გავაცოცხლეთ პოლიტიკური პროცესი. ქუჩის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვისაც შეუძლია ხალხის გამოყვანა, გამოიყვანოს! ოპოზიცია არ არის ერთიანი, მაგრამ არის ძალა, რომელსაც შეუძლია გამარჯვება და ეს ძალა ვართ ჩვენ. 2010 წელს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ვიგებთ და შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს. გაისად მაისში დარწმუნდებით, რომ ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას. სააკაშვილის თამაშს თამაშობენ ისინი, ვინც ხალხს ეუბნება, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის ცუდი. ჩვენ მთელს საზოგადოებას დავანახვეთ, რომ ეს ხელისუფლება არავისთან მოლაპარაკებაზე არ მიდის. ყველამ დაინახა ვინ ვინ არის. მანამდე ხელისუფლება იდგა ასეთ პოზიციაზე - მე რა ვქნა, ვთავაზობ ოპოზიციას თანამშრომლობას და ვისაც ქუჩაში დგომა და შიმშილობა უნდა, იმათ რაზე ველაპარაკოთო. ჩვენ გვინდა არჩევნების გზით მოგება და ვისაც რევოლუციის თავი აქვს, გააკეთოს რევოლუცია. სხვა გზა არ არის.”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ნაციონალური მოძრაობის ყველა რაიონულ და თბილისის კოორდინატორს დავალებული აქვს, რომ მონახონ ადამიანები, რმოლებიც მოახდენენ რეგისტრაციას სხვადასხვა ოჯახებში, ყველა საარჩევნო უბანზე დაახლოებით 70-დან 100 კაცამდე, იგივე დავალება აქვს მიცემული მთელ პოლიციასაც, ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს “კუდ”-იდან. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, ასეთი რამეების მოფიქრება არ დასჭირდებოდა, სამპრცენტიანი კანდიდატები იქნებოდნენ და გრიალით გახდებოდა უგულავა მერი. ხალხის ნებას წინ ვერავინ აღუდგება, _ ხალხი თუ ირწმუნებს არჩევნებს და მიიღებს მონაწილეობას, მაშინ დამთავრებულია საქმე და მათ ვერანაირი გაყალბება ვერ უშველით. ამიტომ არის საშიში ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის ცუდი”, - აცხადებს სოზარ სუბარი.

“დინებას მიჰყვება ის, ვინც ნაციონალების წინადადებასა და სურვილებს “აპრავებს”. მე მაინც ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცით, თუმცა სასურველი იქნებოდა რომ ოპოზიციის დანარჩენ სპექტრსაც ემუშავა კოდექსზე. დღეს გამოჩნდა, რომ რასაც ხელისუფლება ამბობდა, არის ტყუილი. უცხოელებს, რომელთაც ჰქონდათ ილუზია, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს ასეთ პროცესში, აღმოჩნდა, რომ იმათაც გაუწბილდათ იმედი... ჩვენ მოვდივართ არჩევნებში და გამოვრიცხავთ რადიკალურ გზებს. ჩვენ არ მოვხსნით კანდიდატურას, არ მინდა ყველაფრის წინასწარ თქმა...” - დასძენს გამოცემის რესპონდენტი.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/118220.html

 

 

ლიცემერი: ოპტიმიზმი მესმის, მაგრამ თვალებდახუჭული ნაკლებად-თქვენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაციონალური მოძრაობის ყველა რაიონულ და თბილისის კოორდინატორს დავალებული აქვს, რომ მონახონ ადამიანები, რმოლებიც მოახდენენ რეგისტრაციას სხვადასხვა ოჯახებში, ყველა საარჩევნო უბანზე დაახლოებით 70-დან 100 კაცამდე

რამდენიმე წელია ჩემს სახში არჩევნების წინ ვიღაც მეგრელი ცხოვრობს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენიმე წელია ჩემს სახში არჩევნების წინ ვიღაც მეგრელი ცხოვრობს

სეკა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

რამაზ, ვინმეს ამ ფორუმზე, სადაც ჭკვიანი და წესიერი ხალხი ბევრია, შეუძლია თქვას რაა სწორი მოქმედება არჩევნების მიმართ? ჩიხში გვაყენებს ეს ხელისუფლება. ფაქტიურად ისევ როგორც კანონი , ასევე საარჩევნო გარემო საშინელი იქნება.

მიიღებ მონაწილეობას ინანებ, არ მიიღებ ინანებ.

ეხლა მოწოდებები რომ ოპოზიცია გაერთიანდეს არარეალურია, თანაც როგორც სწორად ამბობს სოზარი

იქნება 20 ოპოზიციური კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ სამ-სამ პროცენტს და გახდება უგულავა მერი.
ალასანიას მონაწილეობის შემთხვევაში, ცხადია, ვერ გახდება”,

ამაზე კი პესიმისტურად ვარ განწყობილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სწორად ამბობს სოზარი

გეთანხმები, სოზარი საოცრად კონტექსტურია, მაგრამ ხელისუფლებას ამ არჩევნებში ფლეშ -როიალი ( უმაღლესი საპოკერო კომბინაცია) უჭირავს, რომელსაც აუცილებლად წარმატებით გაათამაშებს. ასეა ეს, ჩემო მიშა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ხელისუფლებას ამ არჩევნებში ფლეშ -როიალი ( უმაღლესი საპოკერო კომბინაცია) უჭირავს, რომელსაც აუცილებლად წარმატებით გაათამაშებს

 

სამწუხაროდ ასეა რამაზ. ჩვენ კი ყველაფერს ამას უნდა ვუყუროთ და მე და შენი ხნის ადამიანებს არაფრის იმედი აღარ უნდა გვქონდეს.

ისე მაგათ ფლეშ-როიალი კი არ უჭირავთ, არამედ სახელოდან აძრობენ ტუზებს.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ჩვენ კი ყველაფერს ამას უნდა ვუყუროთ და მე და შენი ხნის ადამიანებს არაფრის იმედი აღარ უნდა გვქონდეს.

:D

მიშას პენსიას კარგად იტყაპუნებთ... :drug:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ აღმოჩნდა ოპოზიცია ასეთ მდგომარეობაში,

საზოგადოება იყო სათანადოდ აქტიური რომ რეჟიმის წინააღმდეგ ებრძოლა,

მაგრამ იმდენი იჩალიჩეს რომ მუხტი ჩააქრეს და დღეს ნიჰილიზმია,

ნიჰილიზმი კი რეჟიმების სტაბილურობის გარანტიაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

მიშას პენსიას კარგად იტყაპუნებთ.

საპენსიო ასაკის ჯერ არა ვართ არცერთი. :D მაგის პენსიაზე ჩემმა მტერმა იცხოვრა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

საზოგადოება იყო სათანადოდ აქტიური რომ რეჟიმის წინააღმდეგ ებრძოლა,

მაგრამ იმდენი იჩალიჩეს რომ მუხტი ჩააქრეს და დღეს ნიჰი

 

რა მოგახსენოთ, საზოგადოება მართლაც გაცილებით უფრო რადიკალური იყო ვიდრე ოპოზიცია, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით რადიკალიზმს არასოდეს კარგი არ მოაქვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ეჰ, ისეთ დღეში ვართ, თქვენ კი არა, რამის მე დავკარგო იმედი... მგონია შენმა ავატარმაც ვერ გვიშველოს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რა მოგახსენოთ, საზოგადოება მართლაც გაცილებით უფრო რადიკალური იყო ვიდრე ოპოზიცია, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით რადიკალიზმს არასოდეს კარგი არ მოაქვს

შალვა რამიშვილის სტაბილურობა გამახსენდა :rolleyes:

ფაქტია, რომ ოპოზიცია არის წ ა რ უ მ ა ტ ე ბ ე ლ ი

აბსოლუტურად ყველაფერში,

დღეს მიშას რეჟიმი ისეთივე ძლიერია როგორც ადრე,

მის სიმტკიცეს ბზარი არ შეჰპარვია,

ოპოზიცია არაეფექტურია და საერთოდ, საერთოდ ვერაფერს ვერ მიაღწია,

ეს კი ბადებს სერიოზულ ეჭვს რომ უუნაროები და არაფრის მაქნისები არიან

და აქედან გამომდინარე ხელისუფლებაშიც ვერ ივარგებენ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეს კი ბადებს სერიოზულ ეჭვს რომ უუნაროები და არაფრის მაქნისები არიან

და აქედან გამომდინარე ხელისუფლებაშიც ვერ ივარგებენ

აქვს ამ აზრს არსებობის უფლება.სამწუხაროდ ასეთი მიდგომა განსაკუთრებით არჩევნების დროს ვლინდება.

დღეს მე არ მეგულება პოლიტიკური ძალა, რომელსაც მარტო შეუძლია მართოს ქვეყანა. ამიტომ კოალიციური მთავრობა არჩევნებში მიღებული შედეგების მიხედვით და არა წინასწარი ერთიანი კოალიციით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

აქვს ამ აზრს არსებობის უფლება.სამწუხაროდ ასეთი მიდგომა განსაკუთრებით არჩევნების დროს ვლინდება.

დღეს მე არ მეგულება პოლიტიკური ძალა, რომელსაც მარტო შეუძლია მართოს ქვეყანა. ამიტომ კოალიციური მთავრობა არჩევნებში მიღებული შედეგების მიხედვით და არა წინასწარი ერთიანი კოალიციით.

არჩევნებში პატიოსანმა ადამიანმა ხმა ოპოზიციას უნდა მისცეს,

მგონი ამას არ სჭირდება ახსნა რატომ,

ვინც საჭიროა და იმაზე მეტი კიდევ ისედაც ნაცმოს მისცემს ხმას,

შტაბეჭდილება შეიძლება არასწორიც იყოს,

დღეს ალიანსი საქართველოსთვის მზადაა მართოს ქვეყანა, კარგია თუკი ფორუმსაც ექნება თავისი წარმომადგენლობა საკანონმდებლო ხელისუფლებაში,

პრინიცში ოპოზიციაში საკმაოდ ბევრი ღირსეული ადამიანია, ოღონდ ბინძური ძალის წინააღმდეგ უუნაროები აღმოჩნდნენ,

ეს მათ არ ამართლებთ,

ოპოს უდიდესი შეცდომა იყო როდესაც გრეჩიხას ფიგურის ირგვლივ გაერთიანდენ,

ეს იყო სავალალო შეცდომა, რამაც ფაქტიურად განაპირობა კრახი,

არ შეიძლება ბედოვლათი იყოს წარმატებული მებრძოლი დიქტატურის წინააღმდეგ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ოპოს უდიდესი შეცდომა იყო როდესაც გრეჩიხას ფიგურის ირგვლივ გაერთიანდენ,

ეს იყო სავალალო შეცდომა, რამაც ფაქტიურად განაპირობა კრახი,

ეგრე იყო ნამდვილად. 11 წეფრი იყო მაშინ კოალიციაში და 6:5-ზე წაავაგეთ მაშინ გრეჩიხასთან. მეორე კანდიდატი დათო უსუფაშვილი იყო. ჯონდიმ და მე თვითონ გადაწყვიტეს ხმის მიცემის ბედი. მაშინ პატიოსნათ ბოლომდე შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა და გრეჩიხას წარმატებამ(თბილისის მოგებამ) ჩვენს მხრებზე გადაიარა. ხოლო სასპარლამენტო არჩევნებში ნამდვილად არ შეიძლებოდა იქ დარჩენა და ცალკე გამოვედით. შესაბამისი შედეგით.

ეხლა მეც ალიანსის დიდი იმედი მაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...