choxa Posted November 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 “THE WALL STREET JOURNAL” საქართველოში მეტალურგიული ქარხნის ირგვლივ შემნილ პრობლემებზე სტატიას აქვეყნებს ბრიტანულ გამოცემა “THE WALL STREET JOURNAL” 27 ნოემბრის ნომერში საქართველოში მეტალურგიული ქარხნის ირგვლივ შემნილ პრობლემებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. “ინტერპრესნიუსი” სტატიის თარგმანს გთავაზობთ. “ბრიტანელი ოფიციალური პირები ბრიტანული კომპანიის მიერ დაწყებული დავით დაინტერესდნენ. საუბარია ტომას ბლეიკზე, შპს “Thames Steel UK”- ის დირექტორი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში მეტალურგიული ქარხანა ჩამოართვეს და სასამართლოს საშუალებით გაასხვისეს. ბლეიკის ფირმას ქარხანა შეძენილი ჰქონდა ქართველი მაგნატის, ბადრი პატარკაციშვილსგან, რომლის გარდაცვალებასაც მის ქონებასთან დაკავშირებით დავა მოჰყა. როგორც ბრიტანეთის საგარეო უწყება აცხადებს, ზემოაღნიშნულით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდიც დაინტერესდა, რომელმაც ეს საკითხი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა. საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ხუთშაბათს შეხვდა. ნიკა გილაური ლონდონში კონფერენციას ესწრება, სადაც ბრიტანელ ბიზნესმენებს მოუწოდებს, საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ. ტომას ბლეიკის განცხადებით, მისმა კომპანიამ, რომელიც ბრიტანეთშია რეგისტრირებული, კომპანია “Energy and Industry Complex” ბადრი პატარკაციშვილის “Global Steel Holdings” –ისგან 2007 წლის სექტემბერში 70 მილიონ დოლარად შეიძინა. პატარკაციშვილმა 2007 წელს საქართველო დატოვა და ბრიტანეთში გაემგზავრა, რადგან, მისივე თქმით, მთავრობა მის მკვლელობას გეგმავდა. 2008 წლის იანვარში მან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა წარუმატებლად. საქართველოს მთავრობამ ბადრი პატარკაციშვილს სახელმწიფო გადატრიალობის დაგეგმვა წაუყენა ბრალად. ბრიტანელი ექსპერტის დასკვნით, ბადრი პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა, რის შემდეგაც საქართველოს უმდიდრესი ადამიანის ქონება დავის საგნად იქცა.როგორც ტომას ბლეიკი ამბობს, სექტემბერში კომპანია “Thames Steel UK”-მა ადგილობრივი გაზეთიდან შეიტყო, რომ მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა ქარხანა კრედიტორ “Kolkis Business Corp.”-ს გადასცემოდა. ბლეიკი ფიქრობს, რომ ეს კომპანია სპეციალურად შეიქმნა, რათა განხორციელებულიყო ქარხნის ტრანსფერი. ბლეიკმა ვერ მოიპოვა ვერავითარი ოფიციალური ინფორმაცია ამ კომპანიის რეგისტრაციის შესახებ. ბლეიკის განცხადებით, ოქტომბერში ქართულმა სასამართლომ აუქციონზე მეტალურგიული ქარხანა - “Thames Steel” გაიტანა, თუმცა მყიდველი არ გამოჩნდა და ამის შემდეგ ქარხანა კრედიტორ კომპანიას - “Kolkhis” გადაეცა. “Kolkhis”-სთან დაკავშირება და კომენტარის მიღება საკონტაქტო ინფორმაციის არარსებობის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა.საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეკითხვებს არ უპასუხა; კომენტარზე უარი განაცხადა საქართველოში ინვესტიციების სახელმწიფო სააგენტომაც. “ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ საკითხით და გავაგრძელებთ მის დასმას ოფიციალურ პირებთან, მათ შორის - მინისტრებთან. ხუთშაბათს ნიკა გილაური ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, სადაც ასევე განიხილეს ზემოაღნიშნული საკითხი, ბრიტანელი მინისტრის ინიციატივით”, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელმასაქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ნიკა გილაური ლონდონში იმყოფება, სადაც საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნესტური იწყება. ბიზნესტური პირველ დეკემბერს ნიუ-იორკში გადაინაცვლებს, ხოლო ორი კვირის შემდეგ - აბუ დაბიში. ბიზნესტურზე წარმოდგენილი იქნება “საქართველოს უნიკალური საინვესტიციო შესაძლებლობები” და აღმასრულებლებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ “წარმატებული ისტორიები უცხოელი ინვესტორებისგან”. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბრიტანეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოკავშირე იყო, ევროპის დიდ სახელმწიფოებს შორის.ბრიტანეთმა რუსეთი დაადანაშაულა ამ ომში, თუმცა მხარი არ დაუჭირა ამერიკის მოწოდებას რუსეთის გაძევების შესახებ ისეთი ფორუმებიდან, როგორიც არის, მაგალითად, “რვიანის ჯგუფი”. ომის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და გლობალური კრიზისის ფონზე, საქართველოს მთავრობა მონდომებული იყო, მოეზიდა ინვესტიციები. ქვეყნის აქტიური მუშაობის შედეგად შეიქმნა ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემო, მაგალითად დაბალი კორპორაციული გადასახადები. ამან ხელი შეუწყო უცხოური ინვესტიციების ზრდას 2 მილიარდ დოლარამდე 2007 წელს, ეს მაჩვენებლი 2003 წელს 336 მილიონს შეადგენდა. ბრიტანული ნავთობკომპანია BP PLC ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია”,-წერს ბრიტანული გამოცემა (online.wsj.com/article/SB125918656860164675.html). http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 choxa ამათ ხომ არაფრის რცხვენიათ ჩოხა ბატონო. კიდევ მოიყვანენ თუ არ ვცდები მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებს, რომ ინვესტიციების განხორციელების სიმარტივით 12-ე ადგილზე ვართ. მის დაცვას რაც შეეხება, ამაზე ხომ არ საუბრობენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 კანონიერი ყაჩაღები არიან დღევანდელ ხელისუფლებაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted November 27, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 უკვე ღიად, მოურიდებლად ხდება ყაჩაღობა და გლეჯვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 “THE WALL STREET JOURNAL”, მორიგი სირცხვილირა წერია მანდ სასირცხვო? გამოძიებულ იქნა ეს საქმე, სასამართლომ განიხილა და საქართველო დაადანაშაულა თუ რა? მასე მეც დავწერ ჩოხამ ქარხანა წამართვა მეთქი. მერე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 (edited) Saturn იმედის და ფულიკუნიორის პარკზეც შედგა სასამართლო საქართველოში,მაგრამ ყაჩაღურად ახევა გააპრავეს. სატურნ,სანამ დაპოსტავ ცოტა დაფიქრდი ხოლმე,თორემ მე მონანიებითი წერილების წერა მოგიწევს როგორც იქითა ფორუმზე. Edited November 27, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted November 27, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 Saturn როდესაც ბრიტანეთში ინვესტიციების მოსაზიდად ჩადიხარ და ბრიტანეთის საგარეო უწყების შეფი, იმით იწყებს საუბარს, რომ შენ ქვეყანაში მისი ქვეყნის კომპანიას პრობლემებს უქმნიან, უოლსტრიტი კი ასეთ სტატიას აქვეყნებს.............ჩვეულებრივი, სამოქალაქო ენით, ეს ნიშნავს - რა ინვესტიციები, თქვენ ### ხო არ გაქვთო და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჯოზეფ კეი და მისი პატრონები იყვნენ თბილად და მაძღრად ხოდა მ######ანთ საინვესტიციო პოლიტიკა პ.ს. ხო, მართლა, როდესაც ბრიტანელი დიპლომატი ერთხელ გეუბნება რო სირი ხარ, სხვა საკითხებთან მიმართებაშიც აღარ ავიწყდება, რომ სირთან აქვს საქმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 (edited) lasha1997 იმედის და ფულიკუნიორის პარკზეც შედგა სასამართლო საქართველოშისხვაგან შედგეს მერე. არ აქვთ მაგის ფული? სატურნ,სანამ დაპოსტავ ცოტა დაფიქრდი ხოლმე,თორემ მე მონანიებითი წერილების წერა მოგიწევს როგორც იქითა ფორუმზეჩემს თითოეულ სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი. საგაზეთო სტატია არაა საკმარისი ჩემთვის, რათა ვიღაც თუ რაღაც დამნაშავედ ჩავთვალო. თემას რომ ჰქონოდა მსჯელობის ხასიათი კიდე ხო, მაგრამ ეს თემა აშკარად სხვა რამეს ემსახურება. როდესაც ბრიტანეთში ინვესტიციების მოსაზიდად ჩადიხარ და ბრიტანეთის საგარეო უწყების შეფი, იმით იწყებს საუბარს, რომ შენ ქვეყანაში მისი ქვეყნის კომპანიას პრობლემებს უქმნიანროდესაც ბრიტანელი დიპლომატი ერთხელ გეუბნება რო სირი ხარმერე სად წერია ეგ? Edited November 27, 2009 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 (edited) სხვაგან შედგეს მერე. არ აქვთ მაგის ფული? აქვთ და დაიბრუნებენ კიდევაც ჩემის აზრით,მაგრამ აქ სხვა პრობლემაა და ეს პრობლემა, უკანონო ქმედებებია ხელისუფლების მხრიდან.არ ვამბობ მართალს? ამ საქმესაც მიხედავენ,მაგრამ შეიძლება ესენი აღარ იყვნენ მაგ დროს ხელისუფლებაში. Edited November 27, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 lasha1997 ეს პრობლემა, უკანონო ქმედებებია ხელისუფლების მხრიდან.არ ვამბობ მართალს?თუ დაამტკიცა სასამართლომ რომ უკანონოდ მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება, ეს რა თქმა უნდა დიდი პრობლემა იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 (edited) თუ დაამტკიცა სასამართლომ რომ უკანონოდ მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება, ეს რა თქმა უნდა დიდი პრობლემა იქნება. ევროპის სასამართლოში აქვს შეტანილი საჩივარი ბადრის ცოლს და იმედი მაქვს უეჭველი მოიგებს.ამ საქმესაც ეგეთი ბოლო ექნება.კეზერაშვილსაც დაენძრევა მაქთის სამის გამო. უმეტესობა დღევანდელ ხელისუფლებაში არიან ყაჩაღები და აუცილებლად უნდა გასამართლდნენ. Edited November 27, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 Saturn მშვენივრად გესმით ბატონო სატურნ რაშიცაა საქმე და არ გინდათ ასეთ პოზაში ჩადგომა.შინხოფერის საქმე გაიხსენეთ. სანამ ავსტრიის კანცლერმა ჩვენს პრემიერს არ გაურჩია საქმე შინხოფერი დაკეტილი იყო. ბიზნემენებს სასამართლოში სირბილს ისევ ხელისუფლებასთან მორიგება ურჩევნიათ თავიანთი მთავრობების ჩარევით.ბადაგონიც გაიხსენეთ. ალბათ ესეც ასევე დამთავრდება.საერთოდ მთელი რუსთავი არ ღირს თავისი ყველა ქარხნით, მილიბენდის და ბრიტანეთის მხარდაჭერის დაკარგვად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 მონანიებითი წერილების წერა მოგიწევს როგორც იქითა ფორუმზე.აი ჩალის ფასი აქვს ჩემთვის პირადად კონკრეტულად მაგ წერილს... როგორც ყოველთვის პიზდეცინტელექტის გამოვლინებაა ეგეც... გემი იძირება, გემი... კაკ მინიმუმ კომპასი აქვს დაკარგული კაპიტანს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 აი ჩალის ფასი აქვს ჩემთვის პირადად კონკრეტულად მაგ წერილს არც ჩემთვის,მაგრამ მაგას არსებითი მნიშვნელობაარა აქვს.რაც მთავარია აღიარებს იმას, რასაც ადრე მხარს უჭერდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 რაც მთავარია აღიარებს იმას, რასაც ადრე მხარს უჭერდა.ან შტერი უნდა იყო, ან მედროვე, ან უბრალოდ უზნეო - თანამდებობაზე მუშაობდე, კბილებით იცავდე ნებისმიერ ღლეობას და უცბად, ერთ მშვენიერ დღეს გაანათოს ჭეშმარიტებამ... საწყალი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.