Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://i041.radikal.ru/0805/f0/d24129daa680.jpg

 

შვეიცარიული ჯგუფი, Lacrimosa ერთერთი უძლიერესი ჯგუფია ფართოთ გავრცელებულ მიმდინარეობაში "გოთიკა".

 

ამ ჯგუფში ერთად გაერთიანებულია, გოთიკური-როკი, კლასიკა და მეტალი.

 

ყველაფერი დაიწყო 1990 წელს ტილო ვოლფმა, მან შექმან ეს ჯგუფი, ტილო დაიბადა 1972 წელს გერმანიაში ფრანკფურტში მაგრამ მალე გადავიდა საცხოვრებლად შვეიცარიაში, უფრო სწორად შვეიცარიის გერმანულ მხარეს. ტილომ პირველად მარტომ შექმნა კასეტა Glamor რომელშიც შედიოდა ორი კომპოზიცია requiem და seele in dot, შემდეგ ეს სიმღერები მათ პირველ ალბომშიც შევიდა. იმ დროს ტილო ტექსტებს წერდა მხოლოდ გერმანულ ენაზე "მე ვთვლი რო სისულელეა იმღერო ინგლისურად როცა ეს შენი მშობლიური ენა არ არის" 1991 წელს ტილომ მოაგროვა სიმღერები ალბომისათვის, მაგრამ არავინ დაინტერესდა მაშინ გადაწყვიტა შეექმნა ხმის ჩამწერი სტუდია თუმცა არანაირი გამოცდილება არ ქონდა მან მაინც მოახერხა იმდენი რო ეხლა მისი სტუდიას დიდი ავტორიტეტი აქვს. პირველ დისკს უსახელო ჯგუფისა ტილომ დაარქვა "Angst" (მრისხანება), მაგრამ ეს დისკი გოთიკურ სტილში არ იყო უფრო darkwave. მაგრამ მაინც წარმატებული იყო და ნახევარ წელიწადში 100000 ეგზემპლიარად გაიყიდა. ამ დისკის ყრდაზე პირველად გამოჩნდა ჯგუფის სახელი რაც ნიშნავს "ცრემლით სავსე". მე ძალიან დიდი მოყვარული ვარ კლასიკური მუსიკის-ამბობს ტილო-ჩემი საყვარელი კომპოზიტორია მოცარტი და საყვარელი კომპოზიცია "უკანასკნელი რექვიემი", ალბათ გახსოვთ ისტორია როცა ავადმყოფ მოცარტს ერთმა ადამიანმა შეუკვეთა "სამძიმრის სიმღერა", მოცარტი იყო ძალიან ავად და იცოდა რო მოკვდებოდა, ამიტომ მან გადაწყვიტა შეექმნა ისეთი რამ რომელიც აღემატებოდა ყველა ნაწარმოებს რომელიც მას შეუქმნია ოდესმე და მან შექმნა იგი, მისი სიკვდილის დღეს, მოცარტი რეპეტიციად გადიოდა ყველაზე ტრაგიკული ნაწილს ამ ნაწარმოებისა - lacrimosa, ამ ნაწარმოების სილამაზემ და მისი შექმნის ისტორიამ გამაოგნა მე იმდენად რო რო გადავწყვიტე ეს სახელი ჩემი ჯგუფისთვის დამერქვა. Angst-ამ ალბომის ჯღერადობა არ მოეწონა ვოლფს და გადაწყვიტა მერე ალბომის გამოეყენებინა ცოცხალი ისტრუმენტები. და ჯგუფში გამოჩნდა Stelio Diamantopoulos-ბას გიტარა, კლავიშა და მევიოლინე - Philippe Aloith, Eric The Phantom. ცვლილებები ძალიან მოეწონათ ჯგუფის თაყვანისმცემელებს და დისკი უფრო დიდი ტირაჟით გაიყიდა, შემდეგი დისკი "satura" შიცავდა იმავე სტილს რაც მეორე ალბომი, იმის მიუხედავად რო ჯგუფის წევრები შეიცვალა. რათქმაუნდა ტილო დარჩა.

 

ესეიგი პირველი კონცერტი რომელიც ცოცხლად შესრულდა ჩატარდა 1993 წელს "ლეიპციგში", ტილო ამბობს: სცენაზე დგომის დროს მე ზალიან ვნერვიულობდი, ჩემ წინ იდგა უამრავი ადამიანი, რომლებივც კიოდნენ, ხელებს იქნევდნენ, და შარვალზე მექაჩებოდნენ ეს ყველაფერი იყო ზალიან უჩვეულო ჩემთვის, შეიძლება ითქვას ცოტათი არასასიამოვნოც, და ამ დროს კონცენტრირება უნდა მომეხდინა დაკვრაზეც (ტილო, ვოკალის გარდა ჯგუფის "კლავიშნიკია"), და ასე რომ მთელი კონცერტი ერთი ადგილიდან არ განვძრეულვარ.

 

Lacrimosa გახდა ძალიან ცნობილი გერმანიისა და შვეიცარიის გოთიკურ სცენაზე. წამყვანი გოთიკური ჟურნალები როგორიცაა: "Zillo" და "Orkus" დაინტერესდნენ ტილოთი და მისი ჯგუფით და რეგულარულად აქვეყნებდნენ მის შესახებ სტატიებს. მაგრამ ტილო მაინც არ იყო კმაყოფილი და გადაწყვიტა რადიკალურად შეეცვალა მისი ცხოვრება და მუსიკა. ყველაფერი გადაწყდა ძალიან იოლად. 1993 წლის ბოლოს ტურნეს დროს ტილო შეხვდა ფინურ ჯგუფს Two Witches, და ამ ჯგუფის ვოკალისტმა Anne Nurmi მოახდინა ძალიან დიდი შთაბეჭდილება ტილოზე, და როცა გაიგო რო ეს ჯგუფი დაშლის ზღვარზე იყო მან შესთავაზა ანას გამხდარიყო მეორე მუდმივი წევრი ლაკრიმოსას და მისი პარტნიორი "Hall Of Sermon" - (ეს ტილოს ხმის ჩამწერი სტუდიაა), თუმცა ამბობენ რომ ტილოს და ანას ურთიერთობა არ შემოიფარგლება მარტო საქმიანი ურთიერთობით თუმცა არცერთი კომენტარს არ უკეთებს ამას, ანას შემდეგ ჯგუფში აიყვანეს (AC), დრამერი, რომელიც ცნობილია ჩანაწერებით, და კონცერტებით ლეგენდარულ power/speed-metal ჯგუფთან Running Wild, ეისიმ ცაწერა 2 დისკი Running Wild-თან ერთად, "Blazon Stone" და "First Years Of Piracy" (ორივე 1991 წელს), და აგრეთვე რამოდენიმე მინი-ალბომი. მისი მოსვლით ლაკრიმოსას პირველად გამოუჩნდა ცოცხალი დრამი, მან ცაუდო სათავე ტილოსა და ანას შემდეგ ნამუშევრებს "Schakal" 1994 წელს და სრულყოფილი დისკი "Inferno", რომელიც გამოვიდა ერთი წლის შემდეგ.

 

ლაკრიმოსას ძველი თაყვანისცემლები იყვნენ განცვიფრებული, ალბომში darkwave-სტილის გაგონებისას, ასევე ზოგიერთ სიმღერაში მღეროდა ანაც და ინგლისურად, რადგან მაშინ ანამ გერმანული არ იცოდა, ტილო არ გაჩერდა და მან გამოუშვა 100%-ანი გოთიკ-როკის ხიტი "Copycat", მშობლიურ ენაზე, "Inferno" - არ მოუმატა მათ პოპულარობა გოთებს შორის, მაგრამ გამოიყვანა ახალ ბაზარზე-მეტალი. ზუსტად ამ დროს ყოფილი doom/death - Tiamat, Lake Of Tears, Paradise Lost და Theatre Of Tragedy - ამ ჯგუფებმა სტილი შეიცვალეს და მათი შემოქმედება გახდა უფრო მელოდიური და გოთიკური, ლაკრიმოსა კი პირიქით, მას doom-ჯგუფსაც, უწოდებდნენ, თუმცა მაინც გოთიკური-მეტალი უფრო შეეფერება ამ ჯგუფის სტილს (თვითონ მუსიკოსები ამბობენ რომ ისისნი უკრავენ dark-gothic-rock-ს), აგეთვე ანას მოსვლით ჯგუფის იმიჯიც შეიცვალა, ტრადიციულ გოთიკურ სტილს დაემატა აგრეთვე სადო-მაზახისტური ელემენტები. "Stolzes Herz"-ს შემდეგ გამოჩნდა ახალი ალბომი ''Stille"-სიჩუმე, ამ დისკმა გაყო ლაკრიმოსას თაყვანისცემლები ორ ჯგუფად, ზოგიერთმა ძველმა თაყვანისცემლებმა არ მიიღეს მათი ახალი სტილი, და დააბრალეს რომ მათ უნდოდათ უფრო დიდი აუდიტორიის დაპყრობა, და ვინც ეს ჯგუფი გაიცნო "Inferno"-ს გამოსვლის შემდეგ ჯგუფით და დისკით აღფრთოვენებული იყვნენ. "Stille"-ამ დისკისათვის ანამ დაწერა ორი სიმღერა "Not every pain hurts" და "Make it end" და აგრეთვე შეასრულა ვოკალის პარტია ამ ორ სიმღერაში. დანარჩენი სიმღერები შეადგინა ტილომ. ორი ლიდერისა და ეისის გარდა ჯგუფში უკრავენ ბასისტი - Jay P, და გიტარისტი Sascha Gerbig. აგრეთვე კონცერტებზე უკრავს კიდევ ერთი გიტარისტი J. Piesel Kustner ბოლო სამი დისკის პროდუსერი იყო - Jean Pierre Genkel, აგრეთვე ცნობილია Therion-თან თანამშრომლობით. "Stille" - გახდა კომერციულად ძალიან წარმატებულ დიკად. ამ დისკის გამოშვების შემდეგ ჯგუფი წავიდა ტურნეში შემდეგი ალბომი იყო - "Elodia" და 2003 წელს "Echos".

 

დისკოგრაფია:

 

1990 — Clamor (Demo)

1991 — Angst (შიში)

1992 — Einsamkeit (მარტოობა)

1993 — Satura (გაძღომა, გაჟღენთვა)

1995 — Inferno (ჯოჯოხეთი)

1997 — Stille (სიჩუმე)

1999 — Elodia (ამაზე რა გითხრათ )

2001 — Fassade (ფასადი)

2003 — Echos (ექო)

2005 — Lichtgestalt (ნათელი სახე, ნათელი გამოსახულება)

2007 — Lichtjahre (ნათელი წლები)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჯგუფია!!!

 

http://i012.radikal.ru/0805/d0/b897aaa45a1f.jpg

 

მაცალეთ, ალბომებსაც ავტვირთავ და თუ გინდათ კლიპებსა და ლაივებსაც!

 

http://i011.radikal.ru/0805/c8/2325a2ba71c8.gif

 

:love2: :love2: :love2: :love2: :love2: :love2: :love2: :love2: :love2: :love2:

 

http://i039.radikal.ru/0805/f0/dd273cdbef84.jpg

 

რა სიმპატიურია ტილოოოო :love2:

 

http://i001.radikal.ru/0805/74/aba0995cfab3.jpg

 

http://i018.radikal.ru/0805/7b/8670c36c336a.jpg

 

სშაკელ არის უუუმაგრესი ვეში და კლიპი ხო საერთოდ... დრეს უკვე მე-20-ედ ვუყურებ მაგ კლიპს... ტილლოოოო რა მაგარიააა :((

 

http://i021.radikal.ru/0909/d0/a70b604bfe9d.jpg

 

 

ვულF შეგვ(მ) ეხე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...

http://i014.radikal.ru/0809/49/34468dea5eee.jpg

 

უმაგრესი ჯგუფია, ზე უმაგრესი.

 

The Album: ANGST.

1 Seele In Not

2 Requiem

3 Lacrima Mosa

4 Der Ketzer

5 Der Letzte Hilfeschrei

6 Tranen Der Existenzlosigkeit

 

არ შემიძლია ეგ ჯგუფი უკომენტაროდ დავტოვო, ზე ზე ზე მტყვნე***ლია

 

http://s44.radikal.ru/i106/0810/a7/386de554cd93.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...
  • 1 month later...
  • 2 weeks later...
  • 2 years later...
  • 1 year later...

Shatenერთ-ერთი კი არა გოთიკური მეტალის სამეფო დუეტადაა აღიარებული ლაკრიმოზა :D

1 წლის წინ ვუსმენდი ამ ჯგუფს აქტიურად, სანამ ოტო დიკსის აქტიურად მოსმენას დავიწყებდი, ძლიერი ჯგუფია, კომპოზიციებზე არც ღირს საუბარი,იმდენად მაღალი დონეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shatenერთ-ერთი კი არა გოთიკური მეტალის სამეფო დუეტადაა აღიარებული ლაკრიმოზა :D

1 წლის წინ ვუსმენდი ამ ჯგუფს აქტიურად, სანამ ოტო დიკსის აქტიურად მოსმენას დავიწყებდი, ძლიერი ჯგუფია, კომპოზიციებზე არც ღირს საუბარი,იმდენად მაღალი დონეა.

ოო, როგორ შემიძლია არ დაგეთანხმო..?! :)

მე, დაახლოებით 5 წლის უკან გავეცანი ამ ჯგუფს..

სხვათაშორის, ოტო დიქსსაც სიამოვნებით ვუსმენ.. თან სიტყვებიც რომ გესმის, უფრო ასწორებს.. :)

საერთოდ გოთიკური ჟანრები მომწონს.. გოთიკ-როკსაც სიამოვნებით ვუსმენ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...