Jump to content
Planeta.Ge

ალიანსი დიალოგისკენ უხმობს ნაცებს


Recommended Posts

"ალიანსი საქართველოსთვის" ნაციონალურ მოძრაობას NDI - ის პროექტში დაბრუნებისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "მარიოტში," აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

"ჩვენ შევხვდით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მოვახსენეთ თუ რა ხდება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით - რა შედეგები იქნა მიღწეული, რა პრობლემები და პერსპექტივებია ამ საკითხთან დაკავშირებით. დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია, რომ NDI -ის სამუშაო ჯგუფის პროექტში, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ბევრი რამ მიღწეულია და შეუთანხმებელ საკითხებზე მუშაობაა საჭირო. ამ მხრივ ნაციონალური მოძრაობის ნაბიჯი არასწორია, როდესაც ის გაიქცა მოლაპარაკებების მაგიდიდან. ისინი ესაუბრებიან მხოლოდ მათ ვინც ყველაფერში ეთანხმება. მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არჩევნებიც დაკარგავს საზოგადოების ნდობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

იქვე დავით უსუფაშვილმა საარჩევნო ბარიერზეც ისაუბრა და კვლავ გაიმეორა "ალიანსი საქართველოსთვის პოზიცია - ისინი მზად არიან დათმობაზე წავიდნენ და 50 + 1 -ის მაგივრად 45% -ან ბარიერზე დათანხმდნენ.

 

"ჩვენ ვთვლით, რომ 50 + 1 არის სამართლიანი, თუმცა 45% - ზეც თანახმა ვართ, მთავარია მოლაპარაკებები გაგრძელდეს, კონსესუსი შეიძლება, მაგრამ არა 30% - იან ბარიერზე, რომელიც მათი ვარაუდით გარდაუვალ გამარჯვებას მოუტანს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

http://ghn.ge/news-3184.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალიანსი დიალოგისკენ უხმობს ნაცებს

 

 

არ დაბრუნდებიან.იმიტომ რომ ის 30%–ი ბარიერიც არ აწყობთ ნაცებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ალიანსი საქართველოსთვის" ნაციონალურ მოძრაობას NDI - ის პროექტში დაბრუნებისაკენ მოუწოდებს

ძალიან სერიოზული შეუგდეს ცხრიანში, პალიკომ ერთი თვალის გაყოლება მოახერხა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან სერიოზული შეუგდეს ცხრიანში,

 

 

ჯერ არ ვიცით ვინ ვის შეუგდო.ზოგი ოპოზიციის ლიდერი უკვე დუმებს ათამაშებს და ხელისუფლებისგან პადაჩკასაც ელოდება.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაა ალიანსი დიალოგისაკენ კი არა, ულტიმატუმის უსიტყვო შესრულებისაკენ მოუწოდებს ნაციონალებს და არა "ნაცებს" ... ეს უკვე კაპიტულაციისაკენ მოწოდებაა.. არაკორექტულია...

მოკლედ კონსენსუსი ულტიმატუმებს არ ითვალისწინებს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ ვერევი მანამ, სანამ არ ირღვევა საერთო კანონები და ეთიკა... ჩემთვის მთავარია კონსენსუსი, როგორც ტერმინი არ შეიბღალოს. ხოლო თუ ალიანსი ნაციონალურ მოძრაობას ულტიმატუმებს აღასრულებინებს ეს მისი საქმეა... ალიანსს უნდა მმართველი პოლიტიკური პარტია კაპიტულაციამდე მიიყვანოს - ეს მათი საქმეა..

მე მაშფოთებს მხოლოდ დემაგოგიური ელემენტების შემოტანა პოლიტიკურ ბატალიაბში - თუ აძალებ და ამის შნო გაქვს, ამ დაძალებას ნუ ეძახი კონსენსუსს და დემოკრატიას,

ეს მანიპურირების მიღწეული ძალადობაა მოწინააღმდეგე პოლიტპარტიის კაპიტულაციის მიღწევამდე. გამიგეთ პოტოკურ ბატალიებში არ ვერევი, რადგან არ ვარ არცერთის მომხრე.. მაგრამ მე სახელმწიფო უსაფრთხოება და გარკვეული ეთიკის ნორმების დაცვის მომხრე ვარ. იძულება არაა კონსენსუსი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ჯერ არ ვიცით ვინ ვის შეუგდო.ზოგი ოპოზიციის ლიდერი უკვე დუმებს ათამაშებს და ხელისუფლებისგან პადაჩკასაც ელოდება.

მაგათ სერიოზილად არავინ აღქვავს...ამი ვითომ ოპოზიციონერებს...არც უცხოეთში და არც საქართველოშI...ასე რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...