Jump to content
Planeta.Ge

აქცია ერევანში: “ქართველები - ქრისტიანები არ არიან”


Recommended Posts

აქცია ერევანში: “ქართველები - ქრისტიანები არ არიან”

 

“თბილისში, აბო თბილელის ქუჩაზე ეკლესიის ჩამონგრევის გამო, სომხეთში სკანდალი აგორდა. მიუხედავად იმისა, რომ ნგრევის მიზეზი გადაუდებელი წვიმა და შენობების სიძველე იყო, ზოგიერთმა სომხურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ თბილისში სომხური ეკლესია დაანგრიეს. ამ თემაზე სომხეთის პარლამენტში “დაშნაკციუტუნის” ფრაქციის ხელმძღვანელმა ვაან ოვანისიანმა გუშინ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა... ერევანში საქართველოს საელჩოს წინ გუშინ გამართულ აქციაზე 500-მდე ადამიანი მივიდა. მათ თან ჰქონდათ პლაკატები შემდეგი შინაარსის წარწერებით: “არა კულტურულ გენოციდს”, “ქართველები - ქრისტიანები არ არიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით თბილისში ეკლესიის ჩამონგრევას ერევანში საპროტესტო აქცია მოჰყვა.

“ვერავინ იტყვის, რომ სახელმწიფო ძეგლის მიმართ უყურადღებობას იჩენდა. უბრალოდ, 2003 წლიდან ქართული მხარე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად გამოყოფს საკმაოდ სოლიდურ თანხებს ძეგლების რეაბილიტაციისთვის. მაგრამ აქაც არსებობს კანონი - ყველა ძეგლის რეაბილიტაცია ვერ მოხერხდება. უპირველესად გაუსაძლისად ცუდ მდგომარეობაში არსებული ძეგლების რეაბილიტაცია ხდება და ამიტომაც, ძალიან რთულია ერთ თუ 5 წელიწადში ათასობით ძეგლის რეაბილიტაცია მოხდეს”, - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში.

“სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მღვდელი მხიტარ ალოიანის თქმით, “საქართველოს ხელისუფლება მუდმივად შეურაცხყოფს და ამცირებს სომეხ მღვდლებსა და მორწმუნეებს... ისინი ქრისტიანები არ არიან. ქრისტიანები არ დაუშვებენ ეკლესიის დანგრევას. ჩვენი აქცია მიმართული არ არის ქართველი ერის წინააღმდეგ, ჩვენ ოფიციალური თბილისის პოლიტიკას ვაპროტესტებთ”. ერევანში საქართველოს საელჩოს წინ დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ მიმართონ გაერო-ს სომხურ წარმომადგენლობასაც, რათა მსოფლიო საზოგადობამ გაიგოს, რა მდგომარეობაშია სხვა რელიგიები საქართველოში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პრეზიდენტის მრჩეველ ვან ბაიბურთის თქმით, ეს აქციაცა და ეკლესიის ნგრევის გარშემო ამტყდარი აჟიოტაჟიც “რუსული ფულით მართული” ანტიქართული და ანტისომხური ძალების მოწყობილია. “სამწუხაროა, რომ ეს ძეგლი დაინგრა. როცა ამბობენ, რომ ეკლესია დაინგრა - ჯერ ერთი, დაინგრა საეკლესიო არქიტუქტურის შენობა და არა მოქმედი ტაძარი. 1923 წლიდან ეს ეკლესია დაკეტილია. მისგან ას მეტრში ათი დღის წინ 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლიც ჩამოინგრა... ოფიციალურმა ერევანმა იცის, რომ ეს ეკლესიის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და წვიმების გამო დაინგრა. ოპოზიციური ორგანიზაციები კი ნებისმიერ ქვეყანაში იმისთვისაა შექმნილი, რომ ხელისუფლება დაადანაშაულოს. რაც შეეხება ლოზუნგებს, რითაც გამოვიდნენ ერევანში, მიმაჩნია, რომ სრულიად მიუღებელია”, - აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/117884.html

 

ხრრ...თფუ

 

აბა ჩემზე შორს ვინ გადააფურთხებს :pupuza::

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ სწავლობენ ჭკუას.....

გაიხსენონ საკუთარი ისტორია 1915 წლის ტრაგედიამდე.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ქართველები - ქრისტიანები არ არიან”

ჩემგან გადაეცით, რომ არ ვარ ქრისტიანი, ათეისტი ვარო :)

 

რამე პრობლემააოო? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ თემას აქ რა უნდა?

 

მურთაზას ბორდელში გადაიტანეთ რა!

 

 

 

 

 

 

პს. ხტფუუუუუუ!

:mamao: :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ხრრ...თფუ

 

აბა ჩემზე შორს ვინ გადააფურთხებს 056.gif

აქ გადაფურთხება არაფერ შუაშია, ჩვენი მთავრობა დებილი!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ გადაფურთხება არაფერ შუაშია, ჩვენი მთავრობა დებილი!!!

ჭანო

ხელისუფლების დედაც, მაგრამ ამ სიტუაციაში რა შუაშია, რატომ აგინებ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

ლ ი ც ი

ხელისუფლების დედაც, მაგრამ ამ სიტუაციაში რა შუაშია, რატომ აგინებ?

იმიტომ რომ როცა საჭიროა ენაზე კბილის დაჭერა, მაშინ გაიგდებენ ბებერი დედაკაცებივით და პირიქით!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმიტომ რომ როცა საჭიროა ენაზე კბილის დაჭერა, მაშინ გაიგდებენ ბებერი დედაკაცებივით და პირიქით!

ჭანო

უფრო კონკრეტულად რომ ბრძანოთ, ბატონო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემგან გადაეცით, რომ არ ვარ ქრისტიანი, ათეისტი ვარო :D

 

რამე პრობლემააოო? :)

რას ერჩიან სომხებს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
უფრო კონკრეტულად რომ ბრძანოთ, ბატონო...

მიმართოს სომხეთის მთავრობას რომ გააკეთონ საგანგები განცხადება, რომ ცილისწამებას და განზრაღ შუღლის ჩამოგდებას აქვს ადგილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიმართოს სომხეთის მთავრობას რომ გააკეთონ საგანგები განცხადება, რომ ცილისწამებას და განზრაღ შუღლის ჩამოგდებას აქვს ადგილი.

ჭანო

მიმართეს ალბათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ერჩიან სომხებს

ძლიერ გახატია გულზე გევასება სომხეთი და სომხები იუზგარ? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...