Jump to content
Planeta.Ge

ხელისუფლების ლეღვის ფოტლები


Recommended Posts

დღეს ძალიან სახალისო ინფორმაცია წავიკითხე რეზონანსში. ამ უბადრუკი ხელისუფლების ლეღვის ფოთლებს არ დაუფასდათ "ამაგი". რაღაც დოკუმენტი რომ შექმნეს, ხელი მოაწრეს და როგორც პალიკო კუბლაშვილმა განაცხადა,პარლამენტში წაიღებდა და საკანონმდებლო სახეს მისცემდა.

მაგრამ მოხდა პალიკოსთვისაც მოულოდნელი. პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი კანონპროექტს და ის მზადაა პარლამენტში შესატანად.

რა თქმა უნდა იქ კარგი არაფერი არ ეწრია, 30% დატოვებულია, ცესკოს თავჯდომარეს პრეზიდენტის შეთავაზებული 3 კანდიდატიდან ირჩევს ოპოზიცია(საინტერესოა რომელი?), ნაცებს კომისიებში უმრავლესობა ნაცებს რჩებათ და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

მე არ მიმაჩნია 50 +1 - %, ან 50+0.5 - %,ან 50+0.25 - %... ლეგიტიმაცია ეს არ წარმოადგენს აპრიორს.

სინამდვილეში - პოლიტიკური პლურალიზმი ვლინდება ბარიერისაგანს თავისუფალი არჩევნების ჩატარების დროს.

აქ ნამდვილი კონკურენცია მიდის არა ბელადების ირგვლივ,არამედ პოლიტიკური მკაფიო პლატფორმების მქონე პარტიებს შორის. ეს კი შანსს აძლევს ძლიერი საარჩევნო პროგრამისა და მისი აღსრულების რესურსების მქონე პოლიტიკურ პარტიას, გინდაც მცირერიცხოვანს, მაგრამ მყარი იდენტურობის მქონეს, მოიგოს არჩევნები. ესაა დემოკრატია და არა ბელადის ირგვლივ შემოკრებილ წინასაარჩევნო ჯგუფებს შორის გარიგებებით ბარიერებით წარმოებული არჩევნები. ეს ვითომდა ლეგიტიმაციისათვის საჭიროაო.. საერთოდ იცოდეთ ტერმინი ლეგიტიმაცია თავისი არსით ნიშნავს კანონიერს, არსებობს კანონიერი და არაკანონიერი ქმედება, არა არსებობს ნახევარ კანონიერი, მეტად კანონიერი, ანუ მეტად ლეგიტიმიური, ცოოტათი მეტად ლეგიტიმიური, ცოტაზე ნაკლებად ლეგიტიმიური, საშუალოდ ლეგიტიმიური, მსუბუქად ლეგიტიმიური, ზერელედ არალეგიტიმიური... დ.აშ . ტერმინი "მეტი ლეგიტიმაცია" ეს მხოლოდ ტერმონოლოგიით მანიპულირებას ჰგავს...

საერთოდ რომ იცოდეთ უმრავლესს დემოკრატიულ ქვეყნებში საერთოდ არ ხმარობენ ამ ლეგიტიმაციის მეტნაკლებობას - ანუ ბევრი დემოკრატიული ქვეყნების ქალაქებისა და დედაქალაქების მერის არჩევნებში ბარიერი არაა გამოყენებული(ქალაქის მერის - ყურადღება გაამახვილეთ!... თქვენ რაცხა საეჭვოდ მაგრად ჩაიჭირეთ ეს მეტნაკლები, "ნახევრად ლეგიტიმაციის" დოზირებები :D ...

თუ ულტიმატუმებით აიძულებთ მმართველ პოლიტიკურ ჯგუფს კაპიტულიაციაზე (ეს კვლავ გიმეორებთ არაა კონენსუსი!) ეს თქვენი საქმეა... ოღონდ ამას ნუ დაარქმევთ დემოკრატიას.. ეს პოლიტიკური ბატალიების ერთერთი ხერხია.. ..

ისე ამ ბარიერს მივყავართ სწორედ ოლიგარქიამდე- ასე რომ ეტრფიან ახლო წარსულში კახა თარგამაძესთან ერთად იძულებით დაზღვევის მონოპოლისტური აბეზალოვკაკომპანიების შემქნელნი. საარჩევნო ბარიერებით დაცული ოლიგარქია მოსპობს დემოკრატიის იმ განუვითარებელ ელემენტებსაც კი რომელიც ახლა ვითარდება... ქვეყანა დაემსგავსება მექსიკას, ან რომელიმე ლათინოამერიკულ პლუტოკრატიულ ქვეყანას, სადაც 5-10 % ოლიგარქების ჯგუფი მართავს დანარჩენ 90-95 % უფლებააყრილ დემოსს- ხალხს. მერე კი იცით ამგვარი ქვეყნების ბედი მუდმივი ჩამორჩენილობა და ფაქტიურად ფეოდალური სისტემის მსგავსი მმართველობაა - ერთი მხრივ დიდი უფლების მქონე ცენზებითა და ბარიერებით შემოსაზღვრული პლუტიკრატია, მეორე მხრივ ღატაკი უუფლებო ხალხი, რომელსაც მექსიკური სერიალებისა არ იყოს- ლათინური კონკიის მსგავსად მდიდარი პლუტოკრატების წრეში ან მდიდრის ლოგინის სასუალებით, ან შემთხვევით პლუტოკრატი მშობლის შვილობით შეიძლება მოხვდეს.. ხოოდა ამ ბარიერების შემოტანით ჩვენთანაც იქნება გაუთავებელი სერიალები ლათინოამერიკულის მსგავსი- სადაც მდიდრები ზოგჯერ ტირიან კიდეც და რატაკები კი გაბრუებულები შესცქერიან ამ მდიდრების ფუფუნებას... აი ესაა ბარიერების ბოლო, მე თუ მკითხავთ, თორემ რაში მედარდება ვინ ვის დააჩმორიკებს ნაციონალები ალიანსს, თუ ალიანსი ნაციონალებს..მთავარია ქვეყანა არ დააჩმორიკოთ, ხოლო სახელმწიფო ღალატზე გაფრთხილდით ყველა და ის გიჟი შალიკოც, ახლა სხვა დროა, ხალხიც კარგად ხვდება ყველაფერს და არც რაიმე ტექნიკურ სიძნელეს წარმოადგენს მოდერნ-შადიმანების ჰაერში გრავიტაციის საწინააღმდეგო მიმართულებით აწევა... ეს რეალობაა და გთხოვთ გაითვალისწინოთ.

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

აქ ნამდვილი კონკურენცია მიდის არა ბელადების ირგვლივ,არამედ პოლიტიკური მკაფიო პლატფორმების მქონე პარტიებს შორის. ეს კი შანსს აძლევს ძლიერი საარჩევნო პროგრამისა და მისი აღსრულების რესურსების მქონე პოლიტიკურ პარტიას, გინდაც მცირერიცხოვანს, მაგრამ მყარი იდენტურობის მქონეს, მოიგოს არჩევნები. ესაა დემოკრატია და არა ბელადის ირგვლივ შემოკრებილ წინასაარჩევნო ჯგუფებს შორის გარიგებებით ბარიერებით წარმოებული არჩევნები. ეს ვითომდა ლეგიტიმაციისათვის საჭიროაო..

ვის და რესპუბლიკელებს სარჩევნო პროგრამებიც გვქონდა( მაგრამ ამ ქვეყანაში მას არავინ კითხულობს) და პოლიტიკური პლატფორმაც, მაგრამ მერის არჩევნები(საკრებულოსგან განსხვავებით) სწორედ პიროვნების არჩევნებია, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნებზეც მოვხსნათ ბარიერი და შეიძლება ქვეყანას 15%-თ არჩეული პრეზიდენტი ყავდეს?

საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებულ კითხვას რატომ არიდებთ თავს?

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

მე არ მიმაჩნია 50 +1 - %, ან 50+0.5 - %,ან 50+0.25 - %... ლეგიტიმაცია ეს არ წარმოადგენს აპრიორს.

სინამდვილეში - პოლიტიკური პლურალიზმი ვლინდება ბარიერისაგანს თავისუფალი არჩევნების ჩატარების დროს.

აქ ნამდვილი კონკურენცია მიდის არა ბელადების ირგვლივ,არამედ პოლიტიკური მკაფიო პლატფორმების მქონე პარტიებს შორის. ეს კი შანსს აძლევს ძლიერი საარჩევნო პროგრამისა და მისი აღსრულების რესურსების მქონე პოლიტიკურ პარტიას, გინდაც მცირერიცხოვანს, მაგრამ მყარი იდენტურობის მქონეს, მოიგოს არჩევნები.

რას ნიშნავს ლეგიტიმაცია არ წარმოადგენს აპრიორს?

 

რატომ უნდა მართავდეს ქვეყანას, ქალაქს თუ სოფელს ის ხალხი, ვისაც მოსახლეობის უმრავლესობა არ ენდობა? სადაური დემოკრატიის პრინციპია ეგ?

 

თუ მეორე ტურის ჩასატარებლად თანხები ენანება ხელისუფლებას, მაშინ საერთოდ არ ჩაატარონ მერის პირდაპირი არჩევნები. ჩატარდეს საკრებულოს არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით (მაჟორიტარების გარეშე), და მერე ამ საკრებულოში მოხვედრილმა პარტიებმა კონსესუსის წესით აირჩიონ მერი. ამ გზით არჩეული მერი ბევრად უფრო ლეგიტიმური იქნება, ვიდრე 30% მიღებული უგულავა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მ ბარიერს მივყავართ სწორედ ოლიგარქიამდე

ნო ქომენთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

თუ მეორე ტურის ჩასატარებლად თანხები ენანება ხელისუფლებას, მაშინ საერთოდ არ ჩაატარონ მერის პირდაპირი არჩევნები. ჩატარდეს საკრებულოს არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით (მაჟორიტარების გარეშე), და მერე ამ საკრებულოში მოხვედრილმა პარტიებმა კონსესუსის წესით აირჩიონ მერი. ამ გზით არჩეული მერი ბევრად უფრო ლეგიტიმური იქნება, ვიდრე 30% მიღებული უგულავა.

 

თანხებს სულ ცალ ფეხზე კიდიათ, არამედ კარგად იციან, რომ 30% მათ "პატალოკია" და თბილისში მთელი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მეტს ვერ გაქაჩავენ.

ასევე პროპორციული არჩევნები საკრებულოში ხომ არანაირად არ აწყობთ, მაგით საერთოდ დაერხევათ, აღარც მერი ეყოლებათ თავიანთი და არც საკრებულო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ასევე პროპორციული არჩევნები საკრებულოში ხომ არანაირად არ აწყობთ, მაგით საერთოდ დაერხევათ, აღარც მერი ეყოლებათ თავიანთი და არც საკრებულო.

ხოდა ოპოზიციაც, მერის საერთო კანდიდატზე შეთანხმდეს. ასევე ყველა უბანზე მაჟორიტარების საერთო კანდიდატები წამოაყენონ. მერის არჩევნებს ხო მოიგებენ და მოიგებენ და 25 მაჟორიტარიდან 25-ვე ოპოზიციონერი რომ იქნება, ნაციანალები დარჩებიან კონსტიტუციურ უმცირესობაში :D

 

მთავარია კომისიების ამბავი არ დათმოს ოპოზიციამ.

 

ისე 25 მაჟორიტარი როგორ უნდა აირჩეს თბილისის 10 რაიონში ვინმემ თუ იცით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ისე 25 მაჟორიტარი როგორ უნდა აირჩეს თბილისის 10 რაიონში ვინმემ თუ იცით?

თქვენს სხვა კითხვებზე მეზობელ თემაში გამოვთქვი ჩემი აზრი.

მაჟორიტარებს რაც შეეხება, ხომ დაყვეს თბილისი 30 ნაწილად, ეხლა 25-დაყოფენ, მაგას ადვილად მოახერხებენ.თუმცა შეიძლება სხვა ვარიანტები, რამდენიმე მანდატიანი ოლქებიც, აქაც შეიძლება რაიმე ხიფათი ჩადონ. დაველოდოთ კანონის მიღებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

საერთოდ იცოდეთ ტერმინი ლეგიტიმაცია თავისი არსით ნიშნავს კანონიერს, არსებობს კანონიერი და არაკანონიერი ქმედება, არა არსებობს ნახევარ კანონიერი, მეტად კანონიერი,
უკაცრავად ამას ვერ მივაქციე ყურადღება: legitimus კი ნიშნავს კანონიერს, მაგრამ ლეგიტიმურობა კი:

 

Легитимность (от лат. legitimus — согласный с законами, законный, правомерный) — согласие народа с властью, когда он добровольно признаёт за ней право принимать обязательные решения. Чем ниже уровень легитимности, тем чаще власть будет опираться на силовое принуждение.

Кроме того, легитимность — политико-правовое понятие, означающее положительное отношение жителей страны, больших групп, общественного мнения (в том числе и зарубежного) к действующим в конкретном государстве институтам власти, признание их правомерности

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე 25 მაჟორიტარი როგორ უნდა აირჩეს თბილისის 10 რაიონში ვინმემ თუ იცით

lasalexx

25 ერთმანდატიანი ოლქი შეიქმნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

მეც დავიბენი

 

დედაქალაქის საკრებულო 50 დეპუტატით დაკომპლექტდება

27 / 11, 2009 19:17

 

დედაქალაქის საკრებულო 37 წევრის ნაცვლად 50 დეპუტატით დაკომპლექტდება.

"საარჩევნო კოდექსის’’ პროექტის თანახმად, თბილისის საკრებულოს არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარდება.

პროექტის მიხედვით, თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისგან, რომელთაგან 25 აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე 10 საარჩევნო ოლქის მიხედვით.

თბილისის რაიონების ტერიტორიული ერთეულების საზღვრებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით, ცესკო განკარგულებით შექმნის თბილისის ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს და მის საზღვრებსაც ცესკო დაადგენს.

‘’საარჩევნო კოდექსში’’ ცვლილებების პროექტი 30 ნოემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...