Jump to content
Planeta.Ge

რა ხდება რეგიონებში


Recommended Posts

ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომიწია რეგიონებში გასვლა.

ვიყავი კახეთში და სვანეთში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან არასახარბიელო სიტუაცია დამხვდა იქ. ხალხი გაღატაკებულია და ძალიან გაბრაზებულიც.სოფლად ფული საერთოდ არ აქვთ, სვანეთში ხელფასი აქვთ მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებს და საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანებს - დანარჩენები ნატურალური პროდუქტით არსებობენ, არავითარი კერძო ბიზნესი არ არსებობს. გზები არის სავალალო მდგომარეობაში. იმისთვის რომ ახვიდე მესტიაში ზუგდიდიდან გჭირდება 6 საათი და ეს სულ რაღაც 136 კილომეტრის გავლისთვის. გზა არის ისე დანგრეული, რომ მანქანა ვერ უვლის გვერდს ორმოებს და ეს ყველაფერი უფსკრულების პირას :viking:

 

კახეთისკენ მიმავალი ტრასა ნამდვილად უკეტესია, მაგრამ იქედან თუ გადაუხვიე სადმე იგივე მინგრეული სოფლის გზებია რაც ადრე იყო.

 

ხალხი - ხალხი არის უაღრესად შეუარწყოფილი და ძალიან გაბრაზებული, ადრე მეგონა რომ რეგიონებში უფრო უჭერდნენ მხარს ნაცებს მაგრამ ეს სულ არ ყოფილა ესე. გზაში ვინც კი შემხვდა ყველა უკლებლივ ლანძღავდა და აგინებდა მიშას და ნაცებს, საჯარო სამსახურების მუშაკები კი მეტწილად საერთოდ ერიდებიან ამ თემაზე საუბარს - აშკარად დაშინებულები არიან. თურმე საფხულისა და გაზაფხულის გამოსვლების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი გამოუშვიათ სამსახურებიდან.

რეალურად კი ამ ხელისუფლების შეგნებული მომხრე სულ სამიოდე ადამიანი ვნახე.

 

რატომ გავხსენი ეს თემა?

 

მოდით აქ იმათმა დავწეროთ ვისაც ხელი მიუწვდება უტყუარ ინფორმაციაზე თუ რა ხდება რეგიონებში, მართალია თუ არა რომ თბილისის გარედ მცხოვრები მოსახლეობა უჭერს მხარს მიშას და მის ხელისუფლებას - მართლა მაინტერესებს ეს საკითხი.

 

დაწერეთ იმათმა ვისაც აქ რეალური ინფორმაცია :sorry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 71
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ეს სიტუაცია მაგონებს ასლანას ლეგენდას, რომ ზემო აჭარა უპირობოდ უჭერდა მხარს (ბოლო პერიოდზე მაქვს საუბარი)...მაგრამ როგორც კი ავედით ზემო აჭარაში, გაირკვა რომ კაციშვილი არ ყავდა მხარდამჭერი ასლანას ზემო აჭარაში ნათესაობის გარდა!

 

იგივე სიტუაციაა ეხლაც...მიშამ შექმნა ლეგენდა, რომ თბილისი არა, მარა რეგიონები მხარს უჭერენ...და მე მგონი ეგ მითიც იმსხვრევა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

აბა ტელიკებში რომ აჩვენებენ კმაყოფილ მუშა-გლეხებს?!

 

ჰეჰ

ნუ დაფლუდავ - სერიოზული თემაა

 

ადმინებს ვთხოვ გაწმინდოთ ოFებისგან თემა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეგი მასები მომწიფდნენ რევოლუციისთვის....

 

:norway: :norway: :norway: :norway: :eshmak: :eshmak:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა ტელიკებში რომ აჩვენებენ კმაყოფილ მუშა-გლეხებს?!

ისინი ე. წ. პოტიომკინის სოფლების "ბედნიერი" გლეხები არიან...Private Nodari

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ორი ტომარა მჭადის ფქვილით დაიმედებულები?

 

 

ჩვენ რომ დავასკვნათ, ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება დღევანდელი მთავრობისადმი, ალბათ მინიმუმ საჭიროა სერიოზული კვლევის და გამოკითხვის ჩატარება..

რეგიონების მონახულება და მათი ერთჯერადი გაცნობა, ვერ მოგვცემს ნამდვილ სურათს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

შეიძლება 100% ინფორმაციას არ მოგვცემს , მაგრამ საერთო განწყობის სურათი მაინც ჩანს. მით უფრო, რომ სპეციალურად არავინ არაფერს არ ეკითხებოდა ამ ადამიანებს - თავად იწყებდნენ ამაზე საუბარს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, სანამ სოფელი ფერმელურ მეურნეობაზე არ გადავა, გლეხი ყოველთვის უკმაყოფილო იქნება....

 

ნაცებს არ უჭერენ მხარს, მაგრამ ხალხი ადვილად მოწყვლადია....

 

მაგალითად ცემ სოფელში, რომელიც შუაგულ კახეთში მდებარეობს და ძალიან დიდია, ნინო ბურჯანაძე ''კლუბში'' არ შეუშვეს შეხვედრისთვის, ოღონდ, ეს მართლა ხალხმა ქნა.... სოფელში ხალხი უფრო გონიერია და დედაქალაქელი თვითმოტყუების დიდოსტატებისგან განსხვავებით, კარგად ხვდებიან, რომ თუ ხელისუფლებაში დღევანდელი ოპოზიცია მოვა, მათთვის არაფერი შეიცვლება....

 

და კიდევ, ვინმემ მანახოს ნორმალური თელაველი, რომელიც გრეჩიხას დედას არ შეაგინებს მის მიერ იქ ჩადენილი ''არაკაცობების'' გამო, იმედია ''მეწმინდაგიორგებს' გადავურჩები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და კიდევ, ვინმემ მანახოს ნორმალური თელაველი, რომელიც გრეჩიხას დედას არ შეაგინებს მის მიერ იქ ჩადენილი ''არაკაცობების'' გამო,

ნამდვილად მასეა, ძალიან მაგრად არ ევასებათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ვინმემ მანახოს ნორმალური თელაველი, რომელიც გრეჩიხას დედას არ შეაგინებს მის მიერ იქ ჩადენილი ''არაკაცობების'' გამო, იმედია ''მეწმინდაგიორგებს' გადავურჩები

აი საინტერესო და კონკრეტული ინფორმაცია - ამას ორ კვირაში სწორედაც რომ თელავში გადავამოწმებ :eshmak:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...