Jump to content
Planeta.Ge

ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?


Recommended Posts

Guest ჭანო
ის მეცნიერები, რომლებზეც მე ვსაუბრობდი წინა პოსტში, საბუნებისმეტყველო საკითხებზე დაყრდნობით არ მისულან იმ დასკვნამდე რომ შემოქმედი არსებობს. მე დავწერე რის საფუძველზე მივიდნენ შემოქმედის არსებობის აღიარებამდე. ყურადღებით არ წაიკითხე ალბათ რა მეწერა პოსტებში.

ვააა, გეკითხები რომელ პოსტსი გიწერია ის გზა რა გზითაც ეგ მეცნიერები მივიდნენ ღემრთის არსებობამდე??!!

 

რომელი მეცნიერება სწავლობს ღმერთის არსებობა არ არსებობას?

არა, მაგრამ სამყაროს შექმნას სწავლობს მეცნიერებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 593
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

როცა ღმერთის არსებობის მტკიცებას ითხოვ, მაშინ არაა სოფიზმი ხომ? და როცა ღმერთის არ არსებობის მტკიცებას მოითხოვენ სოფიზმია?   სანტაკლაუსის რეალურობას ვინმე ამტკიცებდეს არ გამიგია ჯერ. :D

აზრი

მრავალი მორწმუნე ადამინი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი. ისინი სამყაროს და რაც მასშია, ღვთის არსებობის უდაო მტკიცებად მიიჩნევენ. ის რომ მისი დანახვა არ შეგიძლია, ეს არც გამორიცხავს და არც იმ

აზრი

ზოგი "მორწმუნე" ამბობს, ისეთ სისულელეს მხოლოდ თუ გაეცინება კაცს. აი ამაში კი ვეთამხმები ამ კაცის სიტყვებს:       ეგრე ასაღებენ ხოლმე ეკლესიაში მოღვაწე "მამების" შეთხზულ არაბიბლიურ დოგმატს სამებას ბიბლ

აზრი

რომელი მეცნიერება სწავლობს ღმერთის არსებობა არ არსებობას?

 

რამდენადაც მახსოვს არც ერთი მეცნიერება არ სწავლობს ამ საკითხს...

 

როცა ამტკიცებ მეცნიერება არ ეწინააღმდეგება ღმერთსო, ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი რომ მეცნიერებას არანაირი შეხება არ აქვს ღმერთთან...

 

Nukriko

 

 

ღმერთს კი არ სწავლობს, არამედ სამყაროში არსებულ ქმნილებებს (არსებებს) და როცა მათ იკვლევენ, სწავლობენ და აკვირდებიან მიდია შესაბამის დასკვნებამდე. ესაა და ეს. ისინი ხსნიან თავიანთ ნაშრომებში თუ რატომ მივიდნენ ასეთ დასკვნებამდე. რაა ამაში მიუღებელი მიხარი ერთი. :D

 

ჭანო, ნასვამი ხომ არ ხარ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ღმერთს კი არ სწავლობს, არამედ სამყაროში არსებულ ქმნილებებს (არსებებს) და როცა მათ იკვლევენ, სწავლობენ და აკვირდებიან მიდია შესაბამის დასკვნებამდე. ესაა და ეს. ისინი ხსნიან თავიანთ ნაშრომებში თუ რატომ მივიდნენ ასეთ დასკვნებამდე. რაა ამაში მიუღებელი მიხარი ერთი.

ესეგი იცნობ ამ მეცნიერებს და მითხარი რა გამოიკვლიეს და ამ გამოკვლევის საფუძველზე როგორ მივიდნენ ღმერთის არსებობის ლოგიკურ იდეასთან...

 

მაგალითები მოიყვანე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ჭანო, ნასვამი ხომ არ ხარ? 001.gif

მე არა.

მე დავწერე რის საფუძველზე მივიდნენ შემოქმედის არსებობის აღიარებამდე

ეს ხომ დაწერე და ამს გეკითხები, თუ რის გამო აღიარეს მეთქი? და ამიტომ ვარ ნასვამი???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

 

მაგალითები არ მომიყვანია ჯერ. უბრალოდ დაგიწერე რომ ისინი ღვთისმეტყველების (თოლოგების) მიერ მიწოდებული იდეების საფუძველზე არ მივიდნენ მეთქი შემოქმედის არსებობამდე, არამედ სამყაროში არსებული ქმნილებების შესწავლის და გამოკვლევის საფუძველზე. ამ ორ რამეში, ძალიან დიდი განსხვავებაა.

ნასვამი ხომ არ ხართქო იმიტომ დაგიწერე რომ ვერ გავიგე შენ პოსტში რას წერ, გაურკვევლად გიწერია.

 

Nukriko

 

მაგალითები ძალიან ბევრია. ფორუმში ყველას ვერ მოვიყვან. გარდა ამისა, თავად რომ გაეცნო მათ ნაშრომებს გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

მათი ნაშრომები, ძირითადად ინგლისურ ენაზე მაქვს წაკითხული და გადათარგმნა მომიწევს რომ ფორუმზე ვწერო ამ საკითებზე. :D თუმცა არ დავიზარებდი და ერთი ორს მაინც დავწერდი მაგრამ, შენში გულწრფელ ინტერესს ვერ ვხედავ ამ საკითხებისადმი. მე უფრო იმას ვხედავ, რომ რაც არ უნდა თვალსაჩინო, ძლიერი არგუმენტი (მაგალითი) მოვიყვანო, ვფიქრობ რომ შენთვის მაინც ვერაიაირად ვერ იქნება მოსაწონი :) და მაინც ვერ დაგაკმაყოფილებს რადგან დამოკიდებულება გაქვს მასეთი ამ საკითხებისადმი, წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულებების გავლენის ქვეშ იმყოფები; გავლენის, რომელიც არ გაძლევს იმის საშუალებას, შეამოწმო შენი სუბიექტური შეხედულებების სისწორე და ხელმისაწვდომი ფაქტები ობიექტურად განიხილო.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუუუუ არ შემიძლია არ დავწერო!!!

 

რა მოგივიდათ რაზე კამატაბთ? იმაზე რასაც ვერასოდეს ვერ დაამტკიცებთ!!!

 

უსაქმურებო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუუუუ არ შემიძლია არ დავწერო!!!

 

რა მოგივიდათ რაზე კამატაბთ? იმაზე რასაც ვერასოდეს ვერ დაამტკიცებთ!!!

 

უსაქმურებო

Malina

 

ვერასოდეს? :) შენ რა ვანგა ხარ? რა იცი მომავალში რისი დამტკიცება იქნება შესაძლებელი და რისი არა. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Malina

აუუუუ არ შემიძლია არ დავწერო!!!

 

რა მოგივიდათ რაზე კამატაბთ? იმაზე რასაც ვერასოდეს ვერ დაამტკიცებთ!!!

 

უსაქმურებო

 

:flowers: :flowers: :D :) :)) :love1: :love1: :love1:

 

 

აზრი

ა მაინც ვერ დაგაკმაყოფილებს რადგან დამოკიდებულება გაქვს მასეთი ამ საკითხებისადმი

როგორც შენ გაქვს მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია რომ ღმერთი აუციოლებლად უნდა არსებობდეს, იმის მიუხედავად რომ მისი რწმენის არანაირი საფუძველი არ არსებობს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც შენ გაქვს მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია რომ ღმერთი აუციოლებლად უნდა არსებობდეს, იმის მიუხედავად რომ მისი რწმენის არანაირი საფუძველი არ არსებობს...

 

მისი რწმენის არანაირი საფუძველი არ არსებობს? :blink: ხომ ვამბობდი დამოკიდებულება გაქვს დასაწყისშივე არასწორი, ანუ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრები არ გაძლევენ საკითხის ობიექტურ შუქში განხილვას. არ გაცნობილხარ ფაქტებს, და წინასწარვე გამოგაქვს სუბიექტური დასკვნები. ბავშვური მიდგომა ქვია მაგას. http://www.pic4ever.com/images/164.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანს, რომელსაც ძალიან სურს ნებისმიერი სახის არგუმენტი სასრწაფოდ და გაუაზრებლად უარყოს, რომელიც სამყაროს შემოქმედის არსებობაზე საუბრობს, არასერიოზული, ბავშვური და დასაწყისშივე მცდარი დამოკიდებულების მაჩვენებელია; ამიტომ, სრულიად უაზროდ მიმაჩნია რაიმე მაგალითის მოყვანა. თუ ფიქრობ რომ ის მეცნიერები რომლებიც შემოქმედის არსებობაში დარწმუნდნენ ბრმად და ძალათ დაირწმუნეს თავი, ძალიან ცდები. შენ ან შენი მსგავსი გონება-განწყობილება ვისაც აქვს, კი არ უნდა კამათობდეთ და ყველანაირად ცდილობდეთ შემოქმედის გამორიცხვას და მის არსებობის ერთი ხელის მოსმით უარყოფას, არამედ დაინტერესებული უნდა იყოთ გაეცნოთ ისეთი მეცნიერებისა და სწავლულების ნაშრომებსაც, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე მეცნიერებას მიუძღვნეს და არანაირად არ იყვნენ წინასწარ განწყობილი შემოქმედის არსებობა დაეჯერებინათ და მხოლოდ მძიმე შრომისა და კვლევის საფუძველზე, შემოქმედის აღიარებამდე მივიდნენ. ასეთი არაერთი მეცნიერის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ეს არაფერს არ მოგცემს. სულ ცოტა, დაგისახელებ ერთი-ორ სწავლულს მაინც და გაეცანი მათ ნაშრომებს და ნახავ რომ შენი შეხედულებები და დამოკიდებულებები მათზე, მათ მსგავსად მოაზროვნე მეცნიერებზე და მათ ნაშრომებზე, მართლა არასერიოზულია და ბავშურია.

 

გაეცანი მაგალითად ასტრონომ ფრედ ჰოილის ნაშრომებს. ანდა მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტის მაიკლ დენტონის ნაშრომებს. ნახავ რომ საქმე სრულიად სხვაგვარადაა ვიდრე შენ გგონია; დარწმუნდები რომ მეცნიერება წინ წავიდა და უფრო ბევრი რამ აღმოაჩინა რაც სრულიად საკმარის მტკიცებულებებს წარმოგვიდგენს რაც გონივრული ანალიზის გაკეთების საშუალებას იძლევა. მარტო გამაგრებული სახით შემოქმედის ერთი ხელის მოსმით უარყოფა, არ ნიშნავს რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს შემოქმედის არსებობის დასაჯერებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

ფიზიკას რომ სწავლობ/სწავლობდი უნივერსიტეტში სადმე რომელიმე სახელმძღვანელოში, ღმერთზე რამე ეწერა?

 

მე ისტორიკოსი ვარ და ჯერ სერიოზულ ისტორიკოს არ დაუკავშირებია რამე მოვლენა ღმერთს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ღმერთზე რამე ეწერა?

ღმერთზე არა, მე სხვა რამე ვიგულისხმე, ღმერთი უფრო სწორედ ბიბლია და სხვა რელიგიური ლიტერატურა გვაძლეს სამყაროს აგებულების და წარმოსობის (არამეცნიერულ) თეორიას, ხოლო ამის საპირისპიროდ ცდილობს ფიზიკა და ბიოლოგია მეცნიერული გზითი იმავე პრობლემის გადაჭრას,თანაც საკმაოდ წარმატრებიტ, მაგრამ ჯერ კიდებ ბევრი რამ გასარკევი და დასახვეწია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
გაეცანი მაგალითად ასტრონომ ფრედ ჰოილის ნაშრომებს. ანდა მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტის მაიკლ დენტონის ნაშრომებს. ნახავ რომ საქმე სრულიად სხვაგვარადაა ვიდრე შენ გგონია; დარწმუნდები რომ მეცნიერება წინ წავიდა და უფრო ბევრი რამ აღმოაჩინა რაც სრულიად საკმარის მტკიცებულებებს წარმოგვიდგენს რაც გონივრული ანალიზის გაკეთების საშუალებას იძლევა. მარტო გამაგრებული სახით შემოქმედის ერთი ხელის მოსმით უარყოფა, არ ნიშნავს რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს შემოქმედის არსებობის დასაჯერებლად.

შენ ჩვენ იმაში გვადანაშაულებ რასაც თავად ჩადიხარ, მე კიდევ გირჩევ რიჩარ დავკინსის ბოლო ნამუშავევას გადაკითხვას, სპეციაულირად მარტივ ენაზე აქვს დაწერილი, რომ არამეცნიერებმაც წაიკითხონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ ჩვენ იმაში გვადანაშაულებ რასაც თავად ჩადიხარ, მე კიდევ გირჩევ რიჩარ დავკინსის ბოლო ნამუშავევას გადაკითხვას, სპეციაულირად მარტივ ენაზე აქვს დაწერილი, რომ არამეცნიერებმაც წაიკითხონ.

 

ჭანო

Nukriko

 

თქვენგან განსხვავებით, მე ისეთი მეცნიერების ნაშრომებსაც გავცნობილვარ, რომლებსაც ცოცხალი თავით შემოქმედის არსებობის ალბათობაც კი არ სურს დაუშვან თავიანთ აზროვნებაში და გაჰკივიან ევოლუციის გვწამსო და ისეთი მეცნიერების ნაშრომებსაც გავცნობილვარ, რომლებიც მიუკერძოებელი გონებით განიხილავენ ამ საკითხებს. ასე რომ თავად იგივეს ჩადიხარო რომ მწერ, ეგეც არასწორია.

 

რიჩარდ დოკინსი (Richard Dawkins) გახლავს თავგაკლული ევოლუციონისტი და ევოლუციის მორწმუნე. :) იმდენი იყვირა თავისი უაზრო გამონათქვემები რომ ევოლუციის მომხრე მეცნიერებმაც კი მისი კრიტიკა დაიწყეს. რაც მეტს წერ, მეტაც ამჟღავნებ რომ მეცნიერთა ნაშრომები არ წაგიკითხავს. ჩემი აზრით, რიჩარდ დოკინსი ბევრ ფანატიკოს მორწმუნეს გადაუსრებს თავისი ფანატიკური რელიგიური მოსაზრებებით სამყაროზე, სამყაროში არსებილზე და ევოლუციისადმი რწმენაზე. ისე შენ რა გგონია, მიჩარდ დოკინსკის ნაირი ფანატიკი ადამიანები მეცნიერებში არ მოიპოვება? ;) მეცნიერი შენ ღმერთი ხომ არ გგონია, ან ანგელოზი? მეცნიერი ადამიანია თავისი სუბიექტური მოსაზრებებით, რომელსაც შეუძლია საკითხს ისე შეხედოს როგორც მას ესმის. ასეთი მენციერები ყოველთვის იყო და იქნებიან სამწუხაროდ და ასეთად გვევლინება ცნოილი ევოლუციონისტი რიჩარდ ბიძია, რომელიც მიმითითე რომ მის ნაშრომებს გავცნობოდი. :D ცნობილმა ევოლუციონისტმა რიჩარდ ლევონტინმა მკაცრად გააკრიტიკა რიჩარდ დოკინსის სიტყვები, დაწერა, რომ მრავალი მეცნიერი მზად არის, დაეთანხმოს ისეთ მეცნიერულ მტკიცებებს, რომლებიც საღ აზრს ეწინააღმდეგება, მხოლოდ "იმიტომ, რომ ყოველთვის მატერიალიზმს უჭერდა მხარს". ბევრი მეცნიერი არც კი უშვებს გონიერი შემოქმედის არსებობის ალბათობას, როგორც ამას აღნიშნავს ლევონტინი: "ჩვენ ყველანაირად გამოვრიცხავთ შემოქმედების იდეას". როგორც ხედავ, მეცნიერებიც ადამიანები არიან და საკითხს ისე უდგებიან როგორც მათი შინაგანი მე და მრწამსი კარნახობს.

 

ეგ შენი მოწონებული თავგაკლული ევოლუციონისტი რიჩარდ დოკინსი (იგივე რიჩარდ დავკინსი) ყველანაირად ცდილობს შემოქმედის არსებობა გამორიცხოს და რასაც გინდა იმ თეორიას ირწმუნებს და დაუშვებს, ოღონდათ შემოქმედი არ დაუშვას თავის აზროვნებაში. :D რიჩარდ დოკინსის აზრით, სამყარო "არც არავის შეუქმნია და არც რაიმე აზრია მასში ჩადებული; მასში არ არის არც ბოროტება და არც სიკეთე - არაფერი, გარდა უაზრო ინდიფერენტულობისა". :blink: კაცი რომ ამას დაწერს, იმისგან რაღას უნდა მოელოდე. კაცი ბოროტებას და სიკეთეს რომ ვერ აღიქვამს და თავის სუბიექტურ აზრებს ახვევს ისეთ ადამიანებს, რომელისთვისაც ამ თავგაკლული ევოლუციის მორწმუნის სიტყვები მაგრად ფასობს, რაღას უნდა მოელოდე მისგან... როგორც ვხედავთ, ზოგი მეცნიერი ყველანაირად ცდილობს ასეთი მრწამსის მხარდაჭერას და შეგნებულად უგულებელყოფს იმ მეცნიერთა მიერ ჩატარებულ საფუძვლიან გამოკვლევას, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მათეული თეორიების სისწორეში. მათემატიკური თვალსაზრისით უბრალოდ შეუძლებელია, რომ ურთულესი მოლეკულები ალალბედზე წარმოქმნილიყვნენ, რათა ცხოველმოქმედი უჯრედისთვის მიეცათ დასაბამი - თუნდაც ამ პროცესისთვის მილიარდობით წლები ყოფილიყო გათვალისწინებული. მაშასადამე, დოგმატური თეორიები სიცოცხლის წარმოშობის შესახებ, რომლებიც მრავალ სახელმძღვანელო წიგნში გვხვდება, მილიონობით ადამიანისთვის უკვე დაუსაბუთებლად მიიჩნევა. თუკი ადამიანის მრწამსი იმაში მდგომარეობს, რომ სიცოცხლე ბრმა შემთხვევითობის წყალობით წარმოიშვა, მაშინ მას უფრო დიდი რწმენა უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ ადამიანს, ვისაც შემოქმედების სწამს. ;) ასტრონომმა დეივიდ ბლოკმა კარგად თქვა: "მას, ვისაც შემოქმედის არსებობა არ სწამს, უფრო ძლიერი რწმენა უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ ადამიანს, ვისაც ეს სწამს. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს, მას ერთობ ზოგადი და დაუსაბუთებელი, თავისებურ რწმენაზე დაფუძნებული პოსტულატი მოჰყავს".

მეცნიერული აღმოჩენები მოწიწებასა და მოკრძალებას უნერგავს ზოგ მეცნიერს. ალბერტ აინშტაინმა გულწრფელად თქვა: "უფრო ღრმად მოაზროვნე მეცნიერთა შორის ძნელად თუ შეხვდებით ისეთს, რაღაც თავისებური რელიგიური განცდა რომ არ ეუფლებოდეს. . . ეს რელიგიური განცდა გამოიხატება მეცნიერის აღტაცებასა და უზომო განცვიფრებაში, როდესაც ის ბუნებაში მოქმედი კანონების ჰარმონიულობას აკვირდება; ეს დაკვირვება კი, თავის მხრივ, იმდენად მაღალი დონის ინტელექტზე მიანიშნებს, რომლის გვერდითაც ადამიანთა ნებისმიერი მიზანდასახული აზროვნება და მოქმედება უმნიშვნელო აჩრდილად გამოიყურება". მიუხედავად ამისა, მრავალი მეცნიერის ასეთი მოწიწების გრძნობა იმის გარანტია არ არის, რომ მეცნიერების უმრავლესობა აუცილებლად იწამებენ შემოქმედს - ღმერთს, რომელიც კონკრეტული პიროვნებაა. საერთო ჯამში, ყველა ადამიანია და თავად წყვეტს რა იწამოს და რა არა. ზოგ მეცნიერს ევოლუციის სწამს, ზოგს კი შემოქმედის არსებობის. აი იმ ადამიანებს კი, რომლებიც ბრმად იჯერებენ რიჩარდ დოკინსის მსგავსი ფანატიკი ევოლუციონისტების ფილოსოფიურ მოსაზრებებს, ძალიან უჭირთ ამ საკითხებზე საკუთარი აზრი იქონიონ ფაქტებზე დაყრდნობითა და საღი ანალიზის საფუძველზე, რადგან ამ საკითხებზე მხოლოდ რიჩარდ დოკინსკისნაირების ნაწერების წაიკითხვით არიან დიანტერესებული სხვა არაფრით.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...