Jump to content
Planeta.Ge

ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?


Recommended Posts

აზრი

რაც პრინციპულად არ მტკიცდება და რისი უარყოფაც ვერ ხერხდება დღესდღეობით, არ ნიშნავს რომ ის არ არსებობს!

ნიშნავს! :))

ამაზე უბრალოდ არ ღირს ეხლა კამათი იმდენად რაციონალურია და ლოგიკურია ეს რომ მისი უარყოფა, არის ალოგიკური და არარაციონალური..

ეხლა რომ თქვა, ჭიქაზე რომ ბურთიაო და მერე რომ მოაყოლო რომ მისი შემოწმება და უარყოფა პრინციპულად შეუძლებელია და უამრავი მიზეზი რომ თქვა რომ ეს შეუძლებელიაო.. :))

იყო დრო, როცა მიზიდულობის კანონის დამტკიცება ან უარყოფა, პრინციპულად შეუძლებელი იყო,

როდის? :DD რა აბსურდია :DD

ვინმემ თქვა რომ მიზიდულობის კანონს ადამიანი ვერასდროს ვერ ამოხსნისო? :DD

 

წარსული გამოცდილება, მეცნიერებს იმის საშუალებს აძლევს, რომ ისწავლონ მისგან და ის რაც დღეს ვერ ან არ მტკიცდება, არ მიიჩნიონ შეუძლებლად რომ მომავალში დამტკიცდეს. აი, ეს არის სწორი, მიუკერძოებელი და პატიოსანი დამოკიდებულება საკითხისადმი.

რაღაც სასწაულს ამბობ ეხლა, მეცნიერს აქვს იმის გამოცდილება, რომ რაღაცას ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად ან დაადგენენ ან უარყოფენ.. ხოლო მეცნიერს რომ ეუბნები ექსპერიმენტი რაც არ უნდა ჩაატარო, პრინციპულად ღმერთს ვერ დაამტკიცებ

ეს არის აბსურდი :))

 

. ხოლო ღვთის არ არსებობა, არაა დამტკიცებული, ამიტომ შენი მოყვანილი "შედარება", არაა სწორი, ჯანსაღი და ადეკვატური.

არ არსებობა კი არ არის, არსებობა არ არის დამტკიცებული.. სულ ბოლოს რა გზითაც არ უნდა წახვიდეთ სოფიზმისკენ მიდის მაინც ბოლოს მორწმუნეს მსჯელობა :D

 

და პოპერის აზრები ყოფილა არამეცნიერული და იუზერ აზრის აზრი ყოფილა მეცნიერული.....

 

paolo

ვფიქრობ, ისტორია ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მეცნიერების განვითარებამ რელიგიის გავლენის სფეროების შევიწროვება გამოიწვია. თეოლოგები მიხვდნენ, რომ მეცნიერებასთან დაპირისპირება რელიგიისთვის საზიანო იყო და დაიწყეს მტკიცება, თითქოს მათ შორის წინააღმდეგობა აღარ არსებობს. სინამდვილეში ასე არ არის. მათი ინტერესები მაინც ეჯახება ისეთ საკითხებში, როგორიცაა სამყაროს გენეზისი, სიცოცხლის გენეზისი და სხვა.

მეტსაც გეტყვი, ეკლესიას და ზოგადფად რელიგიას ავალია რომ ადამიანის განვითარება/სიახლე/პროგრესი რამენაირად შეაფერხოს.

 

ბიზანტიაში ათენის ფილოსოფიურ სკოლის დახურვიდან დაწყებული, ინკვიზიცია, ერესთან ბრძოლა და საგანმანათლებლო სისტემაში უხეშად ჩარევა, ყველაფერი იმიტომ აარის რომ საზოგადოება არ განვიტარდეს...

 

 

რელიგია ოპიუმ დლია ნაროდა :)) 10000000000000000%

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 593
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

როცა ღმერთის არსებობის მტკიცებას ითხოვ, მაშინ არაა სოფიზმი ხომ? და როცა ღმერთის არ არსებობის მტკიცებას მოითხოვენ სოფიზმია?   სანტაკლაუსის რეალურობას ვინმე ამტკიცებდეს არ გამიგია ჯერ. :D

აზრი

მრავალი მორწმუნე ადამინი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი. ისინი სამყაროს და რაც მასშია, ღვთის არსებობის უდაო მტკიცებად მიიჩნევენ. ის რომ მისი დანახვა არ შეგიძლია, ეს არც გამორიცხავს და არც იმ

აზრი

ზოგი "მორწმუნე" ამბობს, ისეთ სისულელეს მხოლოდ თუ გაეცინება კაცს. აი ამაში კი ვეთამხმები ამ კაცის სიტყვებს:       ეგრე ასაღებენ ხოლმე ეკლესიაში მოღვაწე "მამების" შეთხზულ არაბიბლიურ დოგმატს სამებას ბიბლ

Nukriko

 

შენს მიერ გაკეთებულმა ცინიკურმა, ალოგიკურმა და უაზრო ფრაზებმა საბულოოდ დამარწმუნა, რომ არც მეცნიერებაზე გაქვს სწორი წარმოდგენა, არც საღი მსჯელობა არ იცი რას ნიშნავს, არც რელიგიის დანიშნულება იცი რა არის და ეს ყოველივე, შენ თავს უნდა დააბრალო რომ გამომჟღავნდა. თუ ფიქრობ რომ უარგუმენტო, ალოგიკური და უცოდინრობის გამომხატველი ცინიკური ფრზაზებით და სიცილაკებით შენი სუბიექტური ვარაუდები მეცნიერულად დაასაბუთე - ძალიან, ძალიან ცდები. ყველაფრის ბოლოს კი ერთს ვიტყვი: ძალიან ბევრი გაქვს სასწავლი: http://www.pic4ever.com/images/126fs422682.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ნს მიერ გაკეთებულმა ცინიკურმა, ალოგიკურმა და უაზრო ფრაზებმა საბულოოდ დამარწმუნა, რომ არც მეცნიერებაზე გაქვს სწორი წარმოდგენა, არც საღი მსჯელობა არ იცი რას ნიშნავს, არც რელიგიის დანიშნულება იცი რა არის და ეს ყოველივე, შენ თავს უნდა დააბრალო რომ გამომჟღავნდა. თუ ფიქრობ რომ უარგუმენტო, ალოგიკური და უცოდინრობის გამომხატველი ცინიკური ფრზაზებით და სიცილაკებით შენი სუბიექტური ვარაუდები მეცნიერულად დაასაბუთე - ძალიან, ძალიან ცდები. ყველაფრის ბოლოს კი ერთს ვიტყვი: ძალიან ბევრი გაქვს სასწავლი:

ამას სოფისტური ლოგიკის მქონე ადამიანი მეუბნება....... :user:

 

 

 

ცეცხლის მფრქვეველი დრაკონი ცხოვრობს ჩემს გარაჟში"

 

წარმოიდგინე, რომ მე მართლაც სერიოზულად გეუბნები, რომ ჩემს გარაჟში ცეცხლოვანი დრაკონი ცხოვრობს, რათქმაუნდა მოგინდება მაშინვე შეამოწმო, შენით ნახო, ათასწლეულების მანძილზე, უამრავი ლეგენდა არსებობდა დრაკონების შესახებ ჩინეთში და სხვა ქვეყნებში, მაგრამ არანაირი მტკიცებულება, ასე რომ ძალიან მაგარი შანსია, ფიქრობ შენ.

 

"მიჩვენე" ამბობ შენ, მე კი მიგიძღვები გარაჟისკენ და გახედებ შიგნით, სადაც არაფერია გარდა ძველი საღებავებისა და ცოტაოდენი ჯართისა.

 

"სად არის დრაკონი?" კითხულობ შენ,

 

"აქ არის" გპასუხობ მე, "ოღონდ დამავიწყდა მეთქვა, რომ უჩინარია" და ხელებს აღფრთოვანებული ვაქნევ.

 

შენ მთავაზობ რომ იატაკზე ფქვილი დავყაროთ, რომ დრაკონის ნაფეხურები ვნახოთ.

 

"კარგი იდეაა" გპასუხობ მე "მაგრამ დრაკონი ჰაერში ლივლივებს"

 

მაშინ მთავაზობ, რომ ინფრაწითელი სენსორული დეტექტორით, აღმოვაჩინოთ დრაკონის ცეცხლოვანი სუნთქვა.

 

"კარგი იდეაა" გპასუხობ მე "მაგრამ დრაკონის ცეცხლს სითბო არ აქვს"

 

მაშინ შენ მთავაზობ საღებავი მივასხუროთ დრაკონს რომ მისი კონტურები დავინახოთ

 

"კარგი იდეაა" გპასუხობ მე "მაგრამ დრაკონი უსხეულოა და საღებავი არ მოედება"

 

ასე რომ რაც არ უნდა ექსპერიმენტი შემომთავაზო, ყველაზე ვიგონებ კონტრახსნას რატომაც არ იმუშავებს ესა თუ ის მიზეზი.

 

რა განსხვავებაა უხორცო, ჰაერში მოლივლივე დრაკონსა და არ არსებულ დრაკონს შორის? თუ არ არსებობს არანაირი გზა ჩემი მოსაზრების უარსაყოფად, თუ არ არსებობს არანაირი დამარწმუნებელი ექსპერიმენტი, რომელსაც შეუძლია ჩემი მოსაზრების უგულვებელყოფა, რას ნიშნავს განცხადება იმის შესახებ რომ დრაკონი არსებობს?

 

ჩემი მოსაზრების უარყოფის შეუძლებლობა და ჩემი მოსაზრების სისწორის დამტკიცება არ არის ერთიდაიგივე. მოსაზრებები რომელიც ვერ შემოწმდება, მტკიცებულებები რომლებიც შეუძლებელია უარყოფილ იქნეს - უსარგებლო და გაუფასურებელი დასკვნებია, რაც არ უნდა ამაღელვებელ და აღსაფრთოვანებელ იდეებს არ უნდა ატარაბდნენ ისინი.

 

ის რასაც მე გიმტკიცებ დადის რწმენამდე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი საფუძველი გარდა იმისა რომ მე ასე გითხარი. ერთადერთი რაც შენ ჩემი დაჟინებიდან გაარკვიე, არის ის რომ ტვინში "რაღაც ისე ვერ მაქვს".

 

შენ დაფიქრდები, თუკი არანაირი ექსპერიმენტი არ ერგება ჩემს მოსაზრებას, მაშ რამ დამარწმუნა რომ დრაკონის არსებობაში? იფიქრებ რომ შესაძლოა მე ჰალუცინაციები და მოჩვენებები მჭირს, მაგრამ მაშინ რატომ ვიღებ მათ სერიოზულად? შესაძლოა დახმარება მჭირდება.

 

წარმოიდგინე, რომ მიუხედავად იმისა რომ არანაირად არ ხდება ჩემი მოაზრების შემოწმება, შენ გადაწყვიტე ზედმიწევნით გახსნილი გონებით შეგეხედა ჩემი მოსაზრებისთვის და დროებით არ ამოგეშალა ის გონებიდან, არამედ დაგეტოვა ასე და მერე თუკი როდესმე რაიმე სახის მტკიცებულება გამოჩნდება, გაგეახლებინა გონებაში ჩემი მოსაზრება და დაფიქრებულიყავი თუ არის ეს ახალი მტკიცებულებები სანდო და დამარწმუნებელი. ბუნებრივია ჩემი მხრიდან უმადურობა იქნება, თუკი მე თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობ იმიტომ, რომ შენ ჩემი მოსაზრების არ გჯერა და მაკრიტიკებ.

 

ახლა წარმოიდგინე რომ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო და ფქვილზე ნაფეხურები გამოჩენილიყო, ინფრაწითელ დეტექტორსაც აღმოეჩინა სითბური გამოსხივება, საღებავსაც რაღაც გამოეჩინა რომელიც ჰაერში ლივლივებს... მაშინ რაც არ უნდა სკეპტიკურად იყო განწყობილი დრაკონების... მითუმეტეს უჩინარი და მითუმეტეს უხორცო დრაკონების მიმართ, მაინც მოგიწევს აღიარო რომ იქ რაღაც არის და ეს შესაძლოა იქცეს წინაპირობად რომ მომავალში დრაკონების არსებობა რეალობად მიიჩნიო.

 

ახლა კი სხვა სცენარი, დავუშვათ რომ მე და სხვადასხვა შენი ნაცნობი ადამიანები, მათ შორის ისეთებიც რომლებიც დარწმუნებული ხარ ერთმანეთს არ იცნობენ, გიმტკიცებთ, რომ დრაკონები არიან გარაჟში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ყველა შემთხვევაში მტკიცებულება მოჩვენებითია და არ არსებობს, ჩვენ გესაუბრებთ იმის შესახებ თუ რამხელა მნიშვნელობა ექნებოდა კაცობრიობისთვის იმას თუკი დრაკონები მართლაც არიან გარაჟებში და იქნებ ჩინური ლეგენდები სულაც არ იყო ლეგენდები?

 

ამავე დროს სხვადასხვა მხრიდან იტყობინებიან რომ დაფიქსირდა ნაფეხურები ფქვილზე, მაგრამ შემოწმებისას ისინი არასდროს ჩნდებიან, მხოლოდ მაშინ როდესაც გარაჟის მეპატრონე მარტო რჩება, იტყობინებიან დრაკონის სუნთქვიდან დამწვარი თითის შესახებ მაგრამ ყველამ იცის რომ თითი სხვანაირადაც შეიძლება დაიწვა და ალტერნატიული ახსნებიც გამოჩნდა, ან ყალბი აღმოჩნდა, ასეთი "ფაქტები" რაც არ უნდა მნიშვნელოვნად მიაჩნდეთ ის დრაკონის ადვოკატებს ძალიან შორს არის დამაკმაყოფილებელი შედეგისგან.

 

კიდევ ერთხელ, ერთადერთი აზრიანი გზა ამ დროს არის დარჩე გახსნილი ახალი მტკიცებულებებისთვის და იფიქრო - რატომ ტყუვდება ამდენი ნორმალური და ფხიზელი ადამიანი ასე ადვილად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასურველი იქნებოდა ფაქტები მოგეყვანა, რაც იმას დაამტკიცებდა რასაც შენ ფიქრობ.
ბრმა რელიგიური მოსაზრებები ვისაც ჰქონდა, მათში შესაძლოა გამოეწვია. ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა რელიგიაზე შეიძლება იგივე ვთქვათ. რომელიმე რელიგია, შესაძლოა დღესაც იმას ფიქრობს, რომ დედამიწა კუზე დევს, მაგრამ, ასეთ რამეს არ ასწავლის მაგალიტად - ბიბლია. ამიტომ ყველა რელიგიურ მოსაზრებაზე და თვალსაზრისსზე იგივეს ვერ ვიტყვით.

ეხლა ყველა რელიგიას ერთად როგორ ვეკამათო არ ვიცი, მაგრამ თუნდაც კოპერნიკი გავიხსენოთ. განა კათოლიკურმა ეკლესიამ არ აკრძალა მისი წიგნი და მხოლოდ 400 წლის შემდეგ არ აღიარა, რომ ცდებოდა?

ეხლა კი თეოლოგები ამტკიცებენ, რომ ყველაფერი, რაც მეცნიერებამ შეისწავლა ან მომავალში შეისწავლის, მათ უკვე წინასწარ იცოდნენ ბიბლიიდან. წაიკითხავთ იმასაც, რომ მათ ბიბლიაში თურმე დიდი აფეთქების თეორიის დამადასტურებელი საბუთებიც კი აღმოუჩენიათ(http://www.orthodoxy.ge/metsniereba/samkaro.htm.) საინტერესოა საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ამის შესახებ.

თუმცა ეს ყველაფერი უკვე არის post factum. მათ როცა აწყობთ სიტყვასიტყვით უნდა გავიგოთ წმინდა წერილი, ხოლო როცა აწყობთ - ალეგორიულად. საინტერესოა გალილეის, კოპერნიკის, ან ტორიჩელის დროს რატომ არ ახსენდებოდათ ის ადგილი, სადაც წერია, რომ "(ღმერთმა) არაფერზე დაჰკიდა დედამიწა", ან რომ "იგი ქარს წონას უწესებდა". ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება.

გარდა ამისა, ჩემი აზრით რელიგიას ბევრად უფრო მეტად მოეთხოვება სრულყოფილება, ვიდრე მეცნიერებას, რადგან ის პრეტენზიას აცხადებს რაღაც აბსოლუტურთან და უზენაეს ჭეშმარიტებასთან კავშირზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paolo

თუმცა ეს ყველაფერი უკვე არის post factum. მათ როცა აწყობთ სიტყვასიტყვით უნდა გავიგოთ წმინდა წერილი, ხოლო როცა აწყობთ - ალეგორიულად. საინტერესოა გალილეის, კოპერნიკის, ან ტორიჩელის დროს რატომ არ ახსენდებოდათ ის ადგილი, სადაც წერია, რომ "(ღმერთმა) არაფერზე დაჰკიდა დედამიწა", ან რომ "იგი ქარს წონას უწესებდა". ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება.

სიტყვებით თამაშობენ, მერე კი ვერ ეტყვი რომ ცდებითო.. არა, მერე იტყვიან აი იქ ეს ეწერა და ეს ნიშნავდაო, სინამდვილეში.. კი არ ცდიება ბიბლიაო...

 

ერთი სიტყვით ტავტოლოგიური რიტორიკაა რა......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ყველა რელიგიას ერთად როგორ ვეკამათო არ ვიცი,

 

paolo

 

მართალი ხარ. ყველა რელიგიას ვერც ერთდროულად შეეკამათები და ვერც "ერთ ქვაბში" მოხარშავ. წარმოიდგინე, ხვალ Nukriko-მ ჩამოაყალიბოს თავისი "რელიგია", ანუ თავისი წინასწარ ჩამოყალიბებული მოსაზრებების მხარდამჭერები, ანუ თანამოაზრეები შემოიკრიბოს გარშემო, მერე წავიდეს, ოფიციალურად დაარეგისტრიროს სახელმწიფო ორგანოებში და ამგვარად მისი რელიგიური მოსაზრებებისა და ვარაუდების მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდოს. თავიანთი რელიგიური მოსაზრებები გაავრცელოს, ისეთი მოსაზრებები, რომელსაც არც ბიბლია დაეთანხმებოდა და არც თანამედროვე მეცნიერული შეხედულებები. ამ ყველაფრის მერე, ფორუმზე შემოვიეს ვინმე ნუკრიკო ნომერი 2 და თქვას, აგერ ნუკრიკო ნომერი 1-ის რელიგიას შეხედე, როგორ იგებს ბიბლიას და მეცნიერებასო და ყველა რელიგიას და ბიბლიას ნუკრიკო ნომერი 1-ის მოსაზრებებისა და ქმედების გამო, ყველას ერთი იარლიყი მიაკეროს, როგორ ფიქრობ, ასეთი განსჯა საკითხის ნორმალურია? :D ცხადია არა. სწორედ ანალოგიურ რამესთან გვაქვს საქმე, როცა რელიგიების უღვთო წარსულს გადავავლებთ თვალს. ესაა და ეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არი ღმერთI

მითხრას ნებისმიერმა მორწმუნემ

სიყვარულია ღმერთი? სიკეთეა ღმერთი? სათნოებაა ღმერთი?

თუ ეს ასეა მიპასუხეთ კეთIლი ადამიანები ხართ? თუ ღმერთის გწამს კეთIლი ადამიანი უნდა იყო რადგან თუ კეთილი ადამიანი არ იქნები ღმერთი დაგსჯის და ჯოჯოხეთში ამოყოფ თავს მაგრამ აქ ხდება ერთი დიდი შეცდომა

ღმერთი არის სიკეთე, სიყვარული, სათნოება და ჩვენ მისი უნდა გვეშინოდეს რომ მან თავი ჯოჯოხეთში არ ამოგვაყოფინოს

ანუ ჩვენ სიკეთIს სიყვარულისა და სათნოების უნდა გვეშIნოდეს

 

მეორე:

ხუთი დამადასტურებელი ფაქტი რომ ღმერთI არ არსებობს:

ხიროსიმა

ნაგასაკი

ჰოლოკოსტის

2001 წლის 11 სექტემბერი

აგვისტოს ომი

თუ ღმერთი არსებობს სად იყო ის როცა ასეთი რაღაცეები ხდებოდა?

ღმერთიც არსებობს და ეშმაკცი, წეიკითხე ბიბლია და რაც მთAვარია ადამიანის დაცემული ბუნება,

რომელსაც თავისუფალი ნება აქვს

 

ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?

 

ყველას გექნებათ რაღაც არგუმენტი, ყველამ დავწეროთ საკუთარი აზრი და ვიკამათოდ.......

მოხდა რაღაც აფეთქება და ჩვენ ვცხოცხლობთ, გვაქვს კუჭი, ღვიძლი, თირკმელები, ნაწლავები, გული, სასქესო ორგანოები, რომელიც ყოველგვარი ზებუნებრივი ჩარევის გარეშე, აი ასე, თავისთ შEიქნა და ევოლუცია განიცადა ყოლიფერმა :D

თავისით,

იტოგში მჯერა იმის რომ ყველაფერი თავისით შეიქმნა,

და იმისაც მჯერა რომ მოვკვდები ყველაფერი დამთავრდება, ვოტ :D

 

ასწორებს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რადგან ჯერჯერობით ვინც დაპოსტა ამ თემაში, მათი დაპოსტილიდან ვერ დავინახე იმ არგუმენტების გაცნობის გულწრფელი სურვილი რაც ღმერთის არსებობას უჭერს მხარს, ერთი ჩემი შორეული ნაცნობის სიტყვებს დავუციტირებ, ნახევრად ხუმრობა ნარევი განწყობით... :D

 

"ღმერთის სასწაულის ნახვა თუ გინდა, სარკეში ჩაიხედე, ეხლა 80 კგ მოაზროვნე პიროვნება ხარ და თავდაპირველად 1 გრამი სითხე იყავი" - http://www.pic4ever.com/images/Ghelyon.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რგუმენტების გაცნობის გულწრფელი სურვილი რაც ღმერთის არსებობას უჭერს მხარს

ამ არგუმენტებს არა და არ დებთ...

 

მე მოვიყვეანე ზემოთ უჩინარ დრაკონის მაგალითი.... ყურადღება რა თქმა უნდა არ მიაქციეს, რადგან არ აწყობდათ ბევრს, მისი შემჩნევა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ არგუმენტებს არა და არ დებთ...

 

მე მოვიყვეანე ზემოთ უჩინარ დრაკონის მაგალითი.... ყურადღება რა თქმა უნდა არ მიაქციეს, რადგან არ აწყობდათ ბევრს, მისი შემჩნევა...

 

შენთვის დავდოთ არგუმენტები? http://www.pic4ever.com/images/298.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენთვის დავდოთ არგუმენტები?

ჩემთვის, პაოლოსთვის, ჭანოსთვის და კიდე სხვებისთვის..........

 

არა თუ არ გინდა არ დადო არავინ არ გაძალებს :D

უბრალოდ მერე ცოტა არ იყოს ალოგიკურია, რატომ უნდა დაიჯეროს ადამიანმა შენი სიტყვა რომელსაც არგუმენტები არ გააჩნია.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის, პაოლოსთვის, ჭანოსთვის და კიდე სხვებისთვის..........

 

არა თუ არ გინდა არ დადო არავინ არ გაძალებს :D

უბრალოდ მერე ცოტა არ იყოს ალოგიკურია, რატომ უნდა დაიჯეროს ადამიანმა შენი სიტყვა რომელსაც არგუმენტები არ გააჩნია.. :)

Nukriko

 

მიზეზი უკვე დავწერე რატომაც არ ვდებ არგუმენტებს.

 

 

ისე შენი მოყვანილი დრაკონის იყო და არა რა იყო - მაგარი მეცნიერული არგუმენტი გქონდა :D :D :D მასეთ არგუმენტებს რა შეთხზავს.. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მიზეზი უკვე დავწერე რატომაც არ ვდებ არგუმენტებს.

 

 

ისე შენი მოყვანილი დრაკონის იყო და არა რა იყო - მაგარი მეცნიერული არგუმენტი გქონდა 011.gif 011.gif 011.gif მასეთ არგუმენტებს რა შეთხზავს.

სამეცნიერო ექსპერიმენტი რომელიც პრინციპულად არ ტარდება ის არა მეცნიერულია...(ეს იყო უჩინარი დრაკონის მაგალითის აზრი)

 

რაც შეეხება, არგუმენტის არ მოყვანას.. ეს ავტომატურადდ ითველაბა არგუმენტის არ ქონად..

 

დანარჩენი მიზეზერბი, ისეთი უსუსურია, რომ მისი აღქმა როგორც სერიოზულად ვერ დაუშვებს ადამიანი.......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

ერთი თხოვნა მაქვს შენთან. დამისახელე ერთი სამეცნიერო ჯგუფი მაინც, რომლის მიზანი იყო, ღვთის არსებობის გამოკვლევა და მეცნიერულად დამტკიცება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი თხოვნა მაქვს შენთან. დამისახელე ერთი სამეცნიერო ჯგუფი მაინც, რომლის მიზანი იყო, ღვთის არსებობის გამოკვლევა და მეცნიერულად დამტკიცება.

არამეცნიერულ საკითხებს მეცნიერები არ იკვლევენ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...