Jump to content
Planeta.Ge

ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?


Recommended Posts

ჰო და მაგას ვწერ მე ჩემს პრობლემას ვამბობ თორემ ეს ზღვაში წვეთია იმ უბედურობებიდან რისთვისაც პასუხი აქვს მოსათხოვი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 593
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

როცა ღმერთის არსებობის მტკიცებას ითხოვ, მაშინ არაა სოფიზმი ხომ? და როცა ღმერთის არ არსებობის მტკიცებას მოითხოვენ სოფიზმია?   სანტაკლაუსის რეალურობას ვინმე ამტკიცებდეს არ გამიგია ჯერ. :D

აზრი

მრავალი მორწმუნე ადამინი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი. ისინი სამყაროს და რაც მასშია, ღვთის არსებობის უდაო მტკიცებად მიიჩნევენ. ის რომ მისი დანახვა არ შეგიძლია, ეს არც გამორიცხავს და არც იმ

აზრი

ზოგი "მორწმუნე" ამბობს, ისეთ სისულელეს მხოლოდ თუ გაეცინება კაცს. აი ამაში კი ვეთამხმები ამ კაცის სიტყვებს:       ეგრე ასაღებენ ხოლმე ეკლესიაში მოღვაწე "მამების" შეთხზულ არაბიბლიურ დოგმატს სამებას ბიბლ

მოიცა მოიცა :read: ესე იგი შენ იცი დემიურგი ილდაბაოთის შესახებ? :read: :bye: :love

ქადაგიშვილო, მაგარი ვინმე ხარ! :love :love

მაგრა დამევასე როგორც ძმობილი-ბრატანი :love :)

რა ტვინი გქონია ბრატ! :love

არ ვშაყირობ! :bye:

მე 7 წლის ასაკიდან ვსწავლობ ფილოსოფიას, მეტაფიზიკას, მეცნიერებას და ა.შ. :)

უკვე ნახევარი ცხოვრება გავიდა იმ დროიდან რაც მაგეების შესწავლა დავიწყე... :cool:

მართლა გითანაგრძნობ... კაი ადამიანი ჩანხარ ძმა... :sad: :cry: :cry:

გაიხარე ძამიკო :love :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო და მაგას ვწერ მე ჩემს პრობლემას ვამბობ თორემ ეს ზღვაში წვეთია იმ უბედურობებიდან რისთვისაც პასუხი აქვს მოსათხოვი.

თუ არსებობს, მართლა პასუხი აქვს მოსათხოვი.. რადგან თუ არსებობს, ბოროტების სათავე სწორედ თვითონაა..

დემიურგი ილდაბაოთი

ანუ იგივე საბაოთი..? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორივენი ძალიან ჭკვიანი და კარგი ადამიანები ხართ.. :love :love

 

სამწუხაროა, რომ თქვენსავით ადამიანები ცოტანი არიან.., თორემ უფრო განთლდებოდა ეს ბნელი ქვეყანა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შანკარადევა

ესე იგი შენ იცი დემიურგი ილდაბაოთის შესახებ?

 

ვიცი ორსქესიანი, მატერიის შემომქმედი ეგოისტი ღვთის დემიურგის შესახებ, ბერძენი გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ეს ებრაელთა პირსისხლიანი ღვთაება და ქრისტე იესო ორი ურთიერთგანსხვავებული პიროვნებაა და საერთო არაფერი აქვთ ერთმანეთთან, რასაც პირველ ეკლესიაში მოყვა განხეთქილება, მე-2 საუკუნეში ქრისტიანული ეკლესიის მრავალრიცხვოვანმა ჯგუფმა დაირქვეს ორთოდოქსები და ამავე ეკლესიის გნოსტიკოსი წევრები ძირითადად ბერძნები ერეტიკოსებად შერაცხეს, დაუწყეს დევნა და განადგურება, გაუნადგურეს ლიტერატურა და ფილოსოფიურ-რელიგიური ნაშრომები, მეთაურები და წინამძღვარრნი დაუხოცეს და მონოპოლია მოიპოვეს თავად, მე-11 საუკუნემდე სანამ ისევ არ დაიწყეს ერთმანეთის ხორცის გლეჯა რამაც დიდ სქიზმამდე მიიყვანა ეკლესია და ეს ცემა ტყეპა დღემდე გრძელდება, ვინც ხმას ამოიღებს ეკუმენიზმის შესახებ, ის ეგრევე სატანისტად ცხადდება. დემიურგს მე ვაიგივებ წყვდიადის სულთან, რომელიც შეხმატკბილებულ შეთანხმებულად მოქმედებს ამავე სულის ისეთ პიროვნულ გამოვლინებებთან, როგორიცაა მაგალითად სატანად წოდებული ქერუბიმი ბაელი, ჰაერის ძალთა მთავარი სამაელი და ა.შ ზემოთ 72 მთავარი რომ დევს ბოროტი მალაკების აი მაგათთან. მატერიალური სამყაროსეული პროცესების განმგებლად დაადგინა ეს თავისნაირი კომანდა, რასაც არც მალავენ და იძახიან კიდეც: "ყოველივე ეს მე მომეცა და ვისაც მსურს იმას მივცემ, ყოველივე ამას შენ მოგცემ თუ დაემხობი და თაყვანს მცემ", საინტერესოა ვინ მისცა სატანას ყოველივე ეს? იესო ვერ მისცემდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სისულელე გამოდის: ქმნილება შემოქმედს სთავაზობს, ამ შემოქმედის მიერვე შექმნილ და მის მიერვე მიცემულ რაღაცას? ხო სისულელეა? ესე იგი ეს რაღაცა სხვა ვიღაცამ გადასცა სატანას, ასე არ არის? და ეს სხვა ვიღაცა ვეჭვობ, რომ სწორედ ებრაელთა ღვთაება ბერძნების მიერ დემიურგად წოდებული, იეღოველთა კუმირი, შეხინისა და დაათის კომბინირებული რაღაცაა.

ეს გასაგებია, მაგრამ ჩემი პრეტენზია პაიკების მიმართ არ არის, ჩემი როგორც ქმნილების პრეტენზია სწორედ იმ უზენაესი ღვთის მიმართ არის, რომელიც უშვებს დემიურგისა და მისი დამქაშების ძალადობას კაცობრიობაზე, იმიტომ რომ თუ თავად არ იქმ მაგრამ პასიური მდგომარეობით უშვებ, იმას რაც შეგიძლია აღკვეთო, ამით შენ ნებას ავლენ უკვე. იესოს რაც შეეხება, მას ქრისტიანებიც კი არ იცნობენ სინამდვილეში, მე კი იოანესაგან ვიცი რომ მამის წიაღში მყოფი მხოლოდშობილი ძეა, მაგრამ აი ეს მამა ვინ არის? იეღოვა ვერ იქნება, ვფიქრობ სულიწმიდას უწოდებს მამას? აქ კი ვიბნევი, თუ არის კიდევ ვიღაც სულიწმიდის პიროვნული უზენაესი გამოვლინება სამყარო ეინ სოფში?

ანტროპოსოფებსა და შტაინერისტებს მათივე ამპარტავნობის გამო ვერ ვიტან, ზოგადად მიმდევრები არასოდეს გვანან ხოლმე მოძღვრებს. რუდოლფ შტაინერის ნუგეშისმცემლობასაც ეჭ ქვეშ ვაყენებ, კიდევ იმას რომ იოანეს რეინკარნაციაა, იმასაც შოთა რუსთაველი რომ იოანეს რეინკარნაცია იყო და შემდეგ დოქტორად მოვლინებული, იმიტომ, რომ ამ აჯაფსანდალს აკლია მ-ტ-კ-ი-ც-ე-ბ-უ-ლ-ე-ბ-ა.

რომელსაც მალევე მოვიპოვებ ინდივიდუალურად, ვნახავ (ან ვერ ვნახავ) ბოლობოლო არსებობს თუ არა სულიერი სამყარო თავის შემოქმედიან სულიერი ქმნილებებიანად, თუ რეინკარნაცია და კარმული კანონი არსებობს დავიბადები კვლავ აქ გამოსასწორებლად, არა მგონია ეხლა ჩემი მიწიერი შეცდომებისათვის სხვაზე უფრო მეტად დავისაჯო, თუ არ არსებობს რეინკარნაციის წრე და ორთოდოქსნი იძახიან სიმართლეს, რომ სული ერთხელ მოევლინების და შემდგომ მარადიულ ნეტარებაში ან სატანჯველშია, ეს სატანჯველიც მკიდია, ქართველებს ისეთი დღეები გვაქვს ნანახი, ჯოჯოხეთთან ადაპტაცია არ გაგვიჭირდება. ეს ამერიკელებმა იდარდონ. და თუ საერთოდ არაფერი არ არსებობს კიდევ მთლად უკეთესი, მიწად მივიქცევი და დავიწყებას მივეცემი ისევე როგორც სხვა მრავალი, უბრალოდ ერთზე მწყდება გული, ყველას დაუდგება ცხოვრებაში აგონიის წამი და საკუთარ თავს კითხავს, ნუთუ ამის ღირსი ვარ? ამის დედაც. ან რა აზრი აქვს შობას რომელიც სიკვდილით სრულდება? მარადისობაში წამის მეასედია აქ სიცოცხლე, ერთი გაელვება, მარადისობა კი ჭამს ყველაფერს, მათ შორის ღმერთებსაც...............

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი ქადაგიშვილი, ანუ რაც მე დავწერე ის კიდევ უფო დასტურდება.. ყველაფერი სიამოვნებით წავიკითხე.. გავიგე და გეთანხმები..

ან რა აზრი აქვს შობას რომელიც სიკვდილით სრულდება?

შეგიძლია არ დაიჯერო, მაგრამ ასეთი შეკითხვა დავუსვი მე მასწავლებელს, როცა პირველ (მაშინ - ნოლი იყო..) კლასში ვიყავი და პირდაღებული, გაოგნებული შემომხედა.. :) მოგვიანებით უკვე გულიდან ამოვიგდე ეს პრობლემა.. ეტყობა მერე იმდენ რაღაცას დავეჯახე, რომ ეს პრობლემა სულ დამავიწყდა.. ახლა, ვიეტნამის ომი მე არ გამომივლია, მაგრამ ისე 2-ჯერ მაქვს თვითმკვლელობა ნაცდევი.. უბრალოდ ეტყობა, პატარა სულიერ პრობლემებს, რომ აბუქებს, ისეთი ვინმე ვიყავი.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

ანუ რაც მე დავწერე ის კიდევ უფო დასტურდება.. ყველაფერი სიამოვნებით წავიკითხე.. გავიგე და გეთანხმები..

 

ჰო, მაგრამ იესო მაინც ქვაკუთხედია, ყველაფერს თავდაყირა აყენებს, მთელ რელიგიურ მოძღვრებას ხაზს უსვამს სიყვარულის მცნებით, საინტერესო სიტყვებიც აქვს: "ჩემი მორწმუნე კიდეც, რომ მოკვდეს იცოცხლებს", "მე ვარ სიცოცხლე გზა და ჭეშმარიტება" "სულიწმიდით ნათლისმცემელი", "ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით" და ა.შ იმდენად მიმზიდველია სიცოცხლესა და შვებას მოწყურებული კაცისათვის, რომ შეუძლებელია ამ მისი სიტყვების იმედი არ იქონიო, ოღონდ ეს კია, რომ არც ის იესო რომ არსად ჩანს მხსნელად და მეგობრად?

არ სჩანს, მე ქიციც ვნახე და ქიცმაცურიც და ვიცი რა ადვილიც არის მაძღარ კუჭზე "ბრძნული" აზრების ფრქვევა, გაჭირვებულის ნუგეში სიტყვებით როდესაც ოდნავადაც კი არ განიცდი მის მდგომარეობას, აი ასეა სწორედ, ღმერთი გიშველის გეუბნებიან, იესო გიხსნის, განგკურნავს, პრობლემებს მოგიგვარებს და ა.შ მიშველის? მეტი არაა ჩემი მტერი რომ ეს სასწაული არ მოხდეს და მე არ განვიკურნო დედას შევთხარე, გინდ მედიცინამ გადაჭრას ეს პრობლემა უახლოეს მომავალში და განკურნებადი გახდეს ეს სენი, იმის თავიც კი აღარ მაქვს რომ ვიმკურნალო, მეცინება რა, ვზივარ და სიკვდილს ველოდები, სიკვდილიც არ მოდის, მგონი მაგასაც დავავიწყდი, ერთადერთი ვინც გვერდში მიდგას ეს ჩემი მეუღლეა, რომელიც მეცოდება ორ პატარა ბავშვთან ერთად რომ მოუწევს ქვრივად დარჩენა, აი ამ ყველაფრის ფონზე მოდიან ეს ნაბოზვრები და ბუნებრივ აირს მიჭრიან, მოდი და ნუ გაგიჟდები 1 დღე არ დამაცადეს რომ ძმისთვის თანხა გადმომერიცხინებია იტალიაში ცხოვრობს და ის გვეხმარება ფაქტიურად სხვა შემოსავალი მე აღარ მაქვს და ღმერთიო გაიძახიან, სად არის აბა საად, ვერ ხედავს მისი "ყოვლისმხედველი" თვალი, ჩემს და კიდევ მილიონობით ჩემნაირ ყოფაში მყოფი ადამიანების ტანჯვას? იმას მოგცემ ამას მოგცემ, არ მინდა ეგ ჩემთვის უცხო და შეუჩვეველი სამოთხე, აქ მომეცი მიწაზე მარადიული სიცოცხლე და საკუთარ თავსა და ოჯახს კი თავად გამოვკვებავ, ფულსა და მანანას ხო არ ვთხოვ, ჯიპებსა და ბროლის კოშკებს, მხოლოდ სიცოცხლე და ჯანმრთელობა მსურს მარადიულად, სხვა პრობლემებს თავად მოუვლი, ისევე როგორც აქამდე ვუვლიდი მარტო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ამ ყველაფრის ფონზე მოდიან ეს ნაბოზვრები და ბუნებრივ აირს მიჭრიან, მოდი და ნუ გაგიჟდები 1 დღე არ დამაცადეს რომ ძმისთვის თანხა გადმომერიცხინებია

ესენი ხო ხალხი არაა.., ისევე, როგორც ეს ქვეყანა არაა და არც (ვერსც) არასდროს იქნება.. ეს სანაბოძრეთი..! ეს ხო დაცემული ადამიანის ცემის ქვეყანაა.. არა მკვდარ გაბრიელს კარგად უჩოქებენ ეს ღლეები ეს..!

და ღმერთიო გაიძახიან, სად არის აბა საად, ვერ ხედავს მისი "ყოვლისმხედველი" თვალი, ჩემს და კიდევ მილიონობით ჩემნაირ ყოფაში მყოფი ადამიანების ტანჯვას?
მე ქიციც ვნახე და ქიცმაცურიც და ვიცი რა ადვილიც არის მაძღარ კუჭზე "ბრძნული" აზრების ფრქვევა, გაჭირვებულის ნუგეში სიტყვებით როდესაც ოდნავადაც კი არ განიცდი მის მდგომარეობას,

ზუსტად ამბობ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოჰ ეს ღმერთი ყველას კამათის თემა გახდა... ჩემი აზრით ეს უბრალოდ მითია ნუ შეიძლება გადაჭარბებულადაც გეჩვენოთ ეს აზრი მაგრამ მე ასე ვფიქრობ არავინ იცის არსებობს თუ არა ყველას საკუთარი რწმენა აქვს და თავისი რწმენა ყველას მართალი ჰგონია. აი მე მაგალითად რასაც ჩემი თვალით ვერ ვხედავ იმის არ მჯერა მე ღმერთი არ მინახავს და ამიტომ დარწმუნებულიც არ ვარ რომ არსებობს:D და თუ არსებობს მაშინ ვთხოვოდ რო ნუღარ გვეთამაშება ან მე მაინც ნუღარ მეთამაშება გავიზარდე:D :D :D :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და თუ არსებობს მაშინ ვთხოვოდ რო ნუღარ გვეთამაშება ან მე მაინც ნუღარ მეთამაშება გავიზარდე

წაიტეხავს მაგი ერთხელაც იქნება მაგ თამაშით კისერს.. http://smile.zerk.ru/nosort/i/evil3.gif :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბელუკაბელუკა და შატენ და ქადაგიშვილო მიყვარხართ!!! :love :love :love :)

გაიხარეთ!! :) :love

შატენ და ბელუკა თქვენი ტელეფონები მომეცით რა... :)

მართლა მინდა დაგირეკოთ ერთი... :)

რა უბნელები ხართ? თბილისიდან ხართ?

ქადაგიშვილო, შტაინერისტებზე ვგიჟები! დიდებული ზეადამიანები არიან! :love

 

გაზის გამო გითანაგრძნობ ქადაგიშვილ ბრატ... :love :cry: :cry: :cry:

 

მეც ძლივს ვიხდი დენის ფულს... და სხვასაც... :cry: :facepalm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე როდესაც ვიტანჯები სად ჩემს ტრაკშია ყოვლისშემძლე და ყოვლადკეთილი ღმერთი?! :mad: :mad: :mad:

მართლმადიდებლები დემაგოგობენ და ბლატაობენ "ღმერთმა" ადამიანებს თავისუფალი ნება მისცა და ამიტომაც ყველაფერი ადამიანების (მათი ღვთისგან განდგომის) ბრალიაო! :mad: :mad: :mad:

კი მარა რა ჯანდაბად მისცა ადამიანებს ბიბლიურმა "ღმერთმა" ეს ოხერი თავისუფალი ნება თუ "ყოვლისმცოდნემ" წინასწარ იცოდა რა მოხდებოდა მომავალში?! :mad: :mad: :mad:

პრინციპში თუ "ღმერთი ყოვლისმცოდნეა" და "ხედავს" მომავალსაც და წარსულსაც და აწმყოსაც მაშინ ესე იგი მან წინასწარ იცოდა ყველაფერი რაც მომავალში ადამიანებს დაემართებოდათ და ამ შემთხვევაში ყოველგვარი "თავისუფალი ნება" აზრს კარგავს! არა?! თუ "ღმერთი" არის "ყოვლისმცოდნე" ესე იგი მან წინასწარ იცის ყველაფერი, თუ ეს ასეა ესე იგი მის მიერ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული და აქ უკვე ბლატავი "თავისუფალ ნებაზე" აზრს კარგავს და უნიტაზში მიდის... :D :titebi: :brr:

 

თქვენ რას ფიქრობთ შატენ, ბელუკა და ქადაგიშვილო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შანკარადევა

 

შტაინერისტებზე ვგიჟები! დიდებული ზეადამიანები არიან!

 

მთლად ასეც არ არის, უბრალოდ საკუთრ თავზე იქმნიან ასეთ იმიჯს, ბოლოს თავადაც იჯერებენ, რომ ზეადამიანები არიან და სწორედ აქ არის ის ამპარტავნობა რომელსაც ვერ ვიტან. 2 დღის ალმანახებში მოქექიალე რო იტყვის პეტრეს რეინკარნაცია ვარო ფსიქიატრიულში უნდა გააქციო ეგრევე, რომ დროზე უმკურნალონ თორემ ამ ილუზიებმა გართულებები იცის და ბოლოს კი ძალიან დიდი დეპრესია, რაც ხშირ შემთხვევაში სასოწარკვეთისაგან თვითმკვლელობით მთავრდება ხოლმე, თავად დოქტორზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ როდესაც ნუგეშისმცემლობაზე გაქვს პრეტენზია, ანუ წმინდა სულის ადამიანურ გამოვლინებაზე, მინიმუმ ის ხომ უნდა შეგეძლოს რასაც იესო იქმდა სახარების მიხედვით? აღუდგენია მკვდრეთით ვინმეს ვინმე? არა. აბა იმ სიტყვებს რაღა ვუყოთ ჩემი მორწმუნე ეგივეს იზამს რასაც მე ვიქმ და ამ საქმეებზე მეტსაცო? 2000 წელი გავიდა უკვე, რეინკარნაციას თუ ვენდობით პირველი ქრისტიანი მინიმუმ 20 ჯერ უნდა განსხეულებულიყო აქ ნუგეშისმცემლის გამოვლინებად და ამ 20 საუკუნის განმავლობაში მსგავსი რამ სმენია ვინმეს რომ მკვდარი აღედგინა? სხვა დანარჩენი ჯამბაზობაა, სახარების მიხედვით სხვა სასწაულების მოხდენა ეშმაკსაც ძალუძს, კურნების ჩათვლით, სიცოცხლის სულის მიმნიჭებელი კი ვერ იქნება ეშმაკი, ეს სახარების მიხედვით მხოლოდ ღვთის წმინდა სულის ძალთაქმედებაა, აი ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ კაცად გამოვლენილი ნუგეშისმცემელი დგას შენს წინ ან მინიმუმ ამ სულის მქონე, მოციქულებს შეეძლოთ ბიბლიის მიხედვით მკვდრეთით აღდგომა კაცისა, ჰო და იოანეს ინკარნაცია თუა რაა, 1800 წლის წინ შეეძლო და 1800 წლის შემდეგ ძალა დაკარგა სულიწმიდამ? ამიტომ არ მჯერა დოქტორისაც, რა მიზეზითაც აჯაფსანდალს მ-ტ-კ-ი-ც-ე-ბ-უ-ლ-ე-ბ-ა- აკლია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...