Jump to content
Planeta.Ge

ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?


Recommended Posts

თუმცა არცერთი მეცნიერი თავის მეცნიერულ ნაშრომში სიტყვა ღმერთს არ იყენებს..

ძალიან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებ. შენ გინდა დაარწმუნო ადამიანები რომ ყველა მეცნიერის ნაშრომებს იცნობ? შენ რა იცი ვინ რადენჯერ იყენებს სიტყვა "ღმერთს", "შემოქმედს", კონსტრუტორს" და ასე შ...? და საერთოდ, რამდენი მეცნიერი გამოიყენებს სიტყვას და რამდენი არა, მაგით არც ღმერთის არსებობა მტკიცდება და არც ღმერთის არარსებობა. ძალიან მდაბიო მიდგომები გაქვს, საკმაოდ სერიოზული საკითხებისადმი.

 

ყველა გადადის სხვა სფეროში, შორდება ღმერთს, იკვლევს მეცნიერებას...

თუმცა ამერიკაში გამოკითხულ მეცნიერებიდან 90% ათეისტი იყო :D

ჯერ ერთი ყველა არ გადადის სხვა სფეროში. მაგ ფრაზით კიდევ ერთხელ გამოამჟღავნე რომ საკმაოდ შორს ხარ იმისგან, თუ რას ამბობენ მეცნიერები! საერთოდ აზრზე არ ხარ და ნუღარ იტყვი გავცნობილვარ ყველა არგუმენტბსო და ყველა მეცნიერს ნუ ხარშავ ერთ ქვაბში. დამოკიდებულებები და მიდგომები უნდა შეიცვალო, UPDATE უნდა გაუკეთო. რაც შეეხება ამერიკაში გამოკითხული მეცნიერების 90%-პროცენტს, საერთოდ არ ადასტურებს გამოკითხვის შედეგები იმას, რომ რახან 90%-ტი ათეისტი იყო (ჯერ საკითხავია სინამდვილეში რამდენი იყო), ეგ არც იმას ამტკიცებს რომ ღმერთი არ არსებობს და არც იმას რომ ის არსებობს. უფრო მეტიც, მეცნიერთა 95 პროცენტი რომ თეისტი ყოფილიყო, არ დამაჯერო ახლა რომ ღმერთის არსებობას ირწმუნებდი. :( მეტყოდი მაგას რა მნიშვნელობა აქვს რამდენ პროცენტს სწამსო. ვხედავ რომ წინასწარ შექმნილი მოსაზრებები დიდ ზეგავლენას ახდენენ შენზე და გმართავენ. თან ყველანაირად ცდილობ ღვთის არ არსებობის იდეა დაუჭირო მხარი, რაც შენ მიკერძოებულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს.

 

ეხლაც კი ვერ მოგყავს მაგალითი და ფაქტი და გვერრდს უხვევ მტკიცებულების დადებაზე რომ დაიწყება ლაპარაკი ხოლმე..

და რატომ უნდა მაინტერესებს ადამიანის ფანტაზიები?

ეხლაც არ მომყავს არგუმენტები, რადგან შენში გულწრფელ ინტერესს ვერ ვხედავ. თუ ვინმე შემოვა ფორუმზე ვისაც გულწრფელად ექნება სურვილი არგუმენტების გაცმონისა, არც დროს დავიშირებ და არც ენერგიას. შენ კი გეგონოს ისე, როგორც გგონია. ეგ ჩემი საქმე არაა.

 

აი ნახე ხე, ხომ ლაამაზია ესეგი ღმერთი არსებობს - მსგავს დონის მდაბიო აზროვნებამდე დადის ეს ყველაფერი უკვე.....

ეგ მდაბიო "არგუმენტი" მე არ დამიწერია, შენ დაწერე. ასე რომ ვხედავ რა დონის "არგუმენტებს" გაცნობილხარ. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 593
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

როცა ღმერთის არსებობის მტკიცებას ითხოვ, მაშინ არაა სოფიზმი ხომ? და როცა ღმერთის არ არსებობის მტკიცებას მოითხოვენ სოფიზმია?   სანტაკლაუსის რეალურობას ვინმე ამტკიცებდეს არ გამიგია ჯერ. :D

აზრი

მრავალი მორწმუნე ადამინი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი. ისინი სამყაროს და რაც მასშია, ღვთის არსებობის უდაო მტკიცებად მიიჩნევენ. ის რომ მისი დანახვა არ შეგიძლია, ეს არც გამორიცხავს და არც იმ

აზრი

ზოგი "მორწმუნე" ამბობს, ისეთ სისულელეს მხოლოდ თუ გაეცინება კაცს. აი ამაში კი ვეთამხმები ამ კაცის სიტყვებს:       ეგრე ასაღებენ ხოლმე ეკლესიაში მოღვაწე "მამების" შეთხზულ არაბიბლიურ დოგმატს სამებას ბიბლ

ძალიან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებ. შენ გინდა დაარწმუნო ადამიანები რომ ყველა მეცნიერის ნაშრომებს იცნობ? შენ რა იცი ვინ რადენჯერ იყენებს სიტყვა "ღმერთს", "შემოქმედს", კონსტრუტორს" და ასე შ...? და საერთოდ, რამდენი მეცნიერი გამოიყენებს სიტყვას და რამდენი არა, მაგით არც ღმერთის არსებობა მტკიცდება და არც ღმერთის არარსებობა. ძალიან მდაბიო მიდგომები გაქვს, საკმაოდ სერიოზული საკითხებისადმი.

კაი დამიდევი სამეცნიერო ნაშრომი სადაც იმაზეა საუბარი ღმერთმა როგორ შექმნა სამყარო...

ჯერ ერთი ყველა არ გადადის სხვა სფეროში. მაგ ფრაზით კიდევ ერთხელ გამოამჟღავნე რომ საკმაოდ შორს ხარ იმისგან, თუ რას ამბობენ მეცნიერები! საერთოდ აზრზე არ ხარ და ნუღარ იტყვი გავცნობილვარ ყველა არგუმენტბსო და ყველა მეცნიერს ნუ ხარშავ ერთ ქვაბში. დამოკიდებულებები და მიდგომები უნდა შეიცვალო, UPDATE უნდა გაუკეთო. რაც შეეხება ამერიკაში გამოკითხული მეცნიერების 90%-პროცენტს, საერთოდ არ ადასტურებს გამოკითხვის შედეგები იმას, რომ რახან 90%-ტი ათეისტი იყო (ჯერ საკითხავია სინამდვილეში რამდენი იყო), ეგ არც იმას ამტკიცებს რომ ღმერთი არ არსებობს და არც იმას რომ ის არსებობს. უფრო მეტიც, მეცნიერთა 95 პროცენტი რომ თეისტი ყოფილიყო, არ დამაჯერო ახლა რომ ღმერთის არსებობას ირწმუნებდი. 010.gif მეტყოდი მაგას რა მნიშვნელობა აქვს რამდენ პროცენტს სწამსო. ვხედავ რომ წინასწარ შექმნილი მოსაზრებები დიდ ზეგავლენას ახდენენ შენზე და გმართავენ. თან ყველანაირად ცდილობ ღვთის არ არსებობის იდეა დაუჭირო მხარი, რაც შენ მიკერძოებულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს.

არსებობს სოციალური გამოკითხვები, ჩაატარეს ამერიკის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებაშI სადაც მეცნიერთა 90% ათეისტი აღმოჩნდა...

ეს უბრალო ფაქტია მეტი არაფერი.....

 

ეხლაც არ მომყავს არგუმენტები, რადგან შენში გულწრფელ ინტერესს ვერ ვხედავ. თუ ვინმე შემოვა ფორუმზე ვისაც გულწრფელად ექნება სურვილი არგუმენტების გაცმონისა, არც დროს დავიშირებ და არც ენერგიას. შენ კი გეგონოს ისე, როგორც გგონია. ეგ ჩემი საქმე არაა.

არ მოგყავს არგუმენტი რადგან ის შენ არ გაქვს... :D

დანარჩენი უბრალოდ თავის არიდების საშვალებაა...

ეგ მდაბიო "არგუმენტი" მე არ დამიწერია, შენ დაწერე. ასე რომ ვხედავ რა დონის "არგუმენტებს" გაცნობილხარ. 011.gif

სწორედაც რომ შენ დაიწყე... როცა წერ რომ ადამიანის არსებობა უკვე სასწაულია ღვთისა, ამ დონის არგუმენტების გამოყენება დაიწყე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაი დამიდევი სამეცნიერო ნაშრომი სადაც იმაზეა საუბარი ღმერთმა როგორ შექმნა სამყარო...

Nukriko

 

უკვე დაგიწერე რომ:

"როცა მეცნიერებას 95%-ტი ღვთის შექმნილისა თავი და ბოლო ვერ გაუგია, მისგან ღვთის არსებობა არ არსებობის მტკიცებების მოლოდინი, ცოტა არი იყოს, სიბეცე გამოდის".

 

 

აქედან უნდა დაგესკვნა, რომ თუ მეცნიერებს იმის თავი და ბოლო ვერ გაუგიათ რასაც ხედავენ, იმის თავი და ბოლო, ან არსებობა როგორ უნდა დაამტკიცონ, რასაც ვერ ხედავენ, და რასაც ხედავენ ისიც კი არ იციან სინამდვილეში რა არის? კომედიაა რა... :D

 

 

შენ ამბობ:

 

არსებობს სოციალური გამოკითხვები, ჩაატარეს ამერიკის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებაშI სადაც მეცნიერთა 90% ათეისტი აღმოჩნდა...

ეს უბრალო ფაქტია მეტი არაფერი.....

დადე ეგ ფაქტი. გელოდები.

 

 

 

არ მოგყავს არგუმენტი რადგან ის შენ არ გაქვს...

შენ რა იცი მე რა არგუმენტები მაქვს? იცი? ხოდა რომ არ იცი რატომ ლაპარაკობ იმას რაც არ იცი?

 

დანარჩენი უბრალოდ თავის არიდების საშვალებაა...

თავის არიდების კი არა მეგობარო, შენში მიკერძოებას ვხედავ და ამიტომ არანაირი სურვილი არ მაქვს უაზრო კამათის.

 

სწორედაც რომ შენ დაიწყე... როცა წერ რომ ადამიანის არსებობა უკვე სასწაულია ღვთისა, ამ დონის არგუმენტების გამოყენება დაიწყე...

მე არ დავიწყე, გადახედე პოსტებს. შენ მოიყვანე ეს არგუმენტი მე არა:

"აი ნახე ხე, ხომ ლაამაზია ესეგი ღმერთი არსებობს - მსგავს დონის მდაბიო.. :D"

 

ასე რომ, ცოტა სერიოზულად მიუდექი ამ საკითხებს და არგუმენტებსაც მოგაწვდიან ადამიანები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც პრინციპულად არ მტკიცდება, რისი უარყოფაც პრინციპულად ვერ ხერხდება, ის არ არსებობს! - ეს არის მეცნიერული მიდგომა ზუსტად...

 

მე რომ ვიტყვი ჭიქაზე, კენგუროა მეთქი მისი უარყოფის საშვალება უნდა ჰქონდეს ადამიანს...

 

თუ კი უარყოფა პრინციპულად ვერ ხერხდება, მაშინ ის არ არსებობს...

 

ეს არის მეცნიერული მიდგომა...........

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც პრინციპულად არ მტკიცდება, რისი უარყოფაც პრინციპულად ვერ ხერხდება, ის არ არსებობს! - ეს არის მეცნიერული მიდგომა ზუსტად...

Nukriko

საკითხს მცდარად უდგები, და რომ არ გითხრა არ გამოვა. რაც პრინციპულად არ მტკიცდება და რისი უარყოფაც ვერ ხერხდება დღესდღეობით, არ ნიშნავს რომ ის არ არსებობს! იყო დრო, როცა მიზიდულობის კანონის დამტკიცება ან უარყოფა, პრინციპულად შეუძლებელი იყო, მაგრამ დადგა დრო, რომ ის შესაძლებელი გახდა. წარსული გამოცდილება, მეცნიერებს იმის საშუალებს აძლევს, რომ ისწავლონ მისგან და ის რაც დღეს ვერ ან არ მტკიცდება, არ მიიჩნიონ შეუძლებლად რომ მომავალში დამტკიცდეს. აი, ეს არის სწორი, მიუკერძოებელი და პატიოსანი დამოკიდებულება საკითხისადმი.

 

მე რომ ვიტყვი ჭიქაზე, კენგუროა მეთქი მისი უარყოფის საშვალება უნდა ჰქონდეს ადამიანს...

აქაც შეცდომას უშვებ საკითხისადმი მიდგომაში და დამოკიდებულებებში. ჭიქის არსებობა შესაძლებელია რომ დაამტკიცო. ამიტომ, თუ მასზე ვინმე გეტყვის რომ ის არაა ჭიქა, ნებისმიერ დროს დაუმტკიცებ თუ მოისურვებ. ხოლო ღვთის არ არსებობა, არაა დამტკიცებული, ამიტომ შენი მოყვანილი "შედარება", არაა სწორი, ჯანსაღი და ადეკვატური.

 

თუ კი უარყოფა პრინციპულად ვერ ხერხდება, მაშინ ის არ არსებობს...

წაიკითხე ამ პოსტშე გაკეთებული ჩემი პირველი კომენტარი.

 

ეს არის მეცნიერული მიდგომა...........

http://www.pic4ever.com/images/nocomment.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მე ვფიქრობ, რომ მაინც რელიგიის მინუსად რჩება ის, რომ ის იქ გრძნობს თავს კომფორტულად, სადაც მეცნიერება ჯერ სუსტია. მაგრამ მორწმუნეები რატომღაც მაინც განაგრძობენ ამ წამგებიანი არგუმენტის გამოყენებას ("აი ხედავთ? მეცნიერება ამას ვერ ხსნის").

ნიშანდობლივია ასევე, რომ ყველა ადამიანი გამორიცხავს ღმერთის მონაწილეობას იმ სფეროში, რომელშიც ის კომპეტენტურია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

გამარჯობა paolo

 

მე ვფიქრობ, რომ მაინც რელიგიის მინუსად რჩება ის, რომ ის იქ გრძნობს თავს კომფორტულად, სადაც მეცნიერება ჯერ სუსტია.

სამწუხაროდ, არასამართლიანი შეფასებაა paolo შენი შეფასება. თუ მეცნიერების სისუსტესთან გვაქვს საქმე, რელიგია რა შუაშია? იქნებ მეცნიერები რომ გაძლიერდებიან რელიგიამ უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი? მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ასე ფიქრისთვის საფუძველი დღეს უფრო გვაქვს, ვიდრე სიტყვაზე 200 წლის წინ. ალბათ ხვდები რასაც ვგულისხმობ. წარმოიდგინე, ვინმე, სახელად პაოლო, სპორტის ერთერთ სახეობაში შეერკინა ვინმე კაცს სახელად ჯორჯს. მოდი მკლავჭიდი ვთქვათ. და პაოლომ ჯორჯს მკლავი გადაუწია. ამ დროს პაოლო ჯორჯზე გაცილებით "კომფორტულად" გრძნობს თავს, ვინაიდან ჯორჯი სუსტია. ეს მოვლენა სხვებმა, ან ვინმემ რომ შეაფასოს თავისი გადმოსახედით და თქვას: "პაოლო კარგად გრძნობს თავს, რადგან ჯორჯი სუსტია, აბა ჯორჯი გაძლიერდეს მერე ვნახოთ როგორ იგრძნობს პაოლო თავს"-ო. არ ეტყვი? გაძლიერდეს მერე, ვინ უშლისო? :D ნუ მთლად იდეალური მაგალითი ალბად ვერ მოვიყვანე რომ რაც შეიძლება მარტივად მეთქვა სათქმელი, მაგრამ, მთავარია რომ გაიგებდი რასაც ვგულისხმობ.

 

მაგრამ მორწმუნეები რატომღაც მაინც განაგრძობენ ამ წამგებიანი არგუმენტის გამოყენებას ("აი ხედავთ? მეცნიერება ამას ვერ ხსნის").

 

წამგებიანი არგუმენტი რატოა? იმიტომ რომ რეალურად აფასებენ მეცნიერების არასრულყოფილებას?

 

 

ნიშანდობლივია ასევე, რომ ყველა ადამიანი გამორიცხავს ღმერთის მონაწილეობას იმ სფეროში, რომელშიც ის კომპეტენტურია.

 

რაშია ადამიანი ყველაზე კომპეტენტური და რაშია ყველაზე არაკომპეტენტური დააკონკრეტე, მაინტერესებს შენი აზრი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაშია ადამიანი ყველაზე კომპეტენტური

ჭამაში, მოპოვებაში

რაშია ყველაზე არაკომპეტენტური

აზროვნებაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭამაში, მოპოვებაში

 

აზროვნებაში

'Jonathan Livingston'

 

მაგით რა მტკიცდება მერე? ის რომ ღმერთი არ არსებობს? :blink:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რა მნიშვნელობა აქვს ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს, რა იცვლება რო,

აი ვთქვათ მიხვდი რომ ღმერთი არსებობს მერე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რა მნიშვნელობა აქვს ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს, რა იცვლება რო,

Siknadmo

ბევრი რამე იცვლება. დაფიქრდი და მიხვდები. თუ ღმერთი არ არსებობს, მილიონობით ადამიანს ყალბი იმედები აქვთ იმის, რასაც იმედოვნებენ, და თუ არსებობს კი, მათი იმედები რეალურია. ამ ორში დიდი განსხვავებაა. გარდა ამისა, ეს თემა სულ სხვა რამეს ეხება. ის არ ეხება იმას, თუ რა იცვლება იმით ღმერთი არსებობს თუ არა. ის ეხება, რა არგუმენტები არსებობს, რაც ღვთის არსებობას, ან არ არსებობას დაუჭერდა მხარს.

 

 

აი ვთქვათ მიხვდი რომ ღმერთი არსებობს მერე?

 

ამ პოსტის ზედა კომენტარი წაიკითხე.

 

პ.ს.

შეკითხვის დამისას, სასურველი იქნებოდა თუ დააკონკრეტებდი ვის ეკითხები. რადგან არ დააკონკრეტე, ესე იგი, ზოგადად დასვი შეკითხვა და ალბათ სურვილისამებრ გასცემენ თანაფორუმელები შენ შეკითხვას პასუხს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგით რა მტკიცდება მერე? ის რომ ღმერთი არ არსებობს? 008.gif

აზრი

მტკიცდება ის, რომ არ მტკიცდება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ მეცნიერები რომ გაძლიერდებიან რელიგიამ უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი?

ვფიქრობ, ისტორია ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მეცნიერების განვითარებამ რელიგიის გავლენის სფეროების შევიწროვება გამოიწვია. თეოლოგები მიხვდნენ, რომ მეცნიერებასთან დაპირისპირება რელიგიისთვის საზიანო იყო და დაიწყეს მტკიცება, თითქოს მათ შორის წინააღმდეგობა აღარ არსებობს. სინამდვილეში ასე არ არის. მათი ინტერესები მაინც ეჯახება ისეთ საკითხებში, როგორიცაა სამყაროს გენეზისი, სიცოცხლის გენეზისი და სხვა.

წამგებიანი არგუმენტი რატოა? იმიტომ რომ რეალურად აფასებენ მეცნიერების არასრულყოფილებას?

ჩემი აზრით მეცნიერების არასრულყოფილებას თვით მეცნიერები უკეთ ხვდებიან. შეუძლებელია ასეთი დასკვნების გაკეთება, თუ კარგად არ ვართ ჩახედული მეცნიერების რომელიმე დარგში მაინც. მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს არც ღმერთის არსებობა და არც არარსებობა, არც რელიგიის სრულყოფილება.

რაშია ადამიანი ყველაზე კომპეტენტური და რაშია ყველაზე არაკომპეტენტური დააკონკრეტე, მაინტერესებს შენი აზრი.

ყოველი ადამიანი კომპეტენტურია თავის პროფესიაში(ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს). მაგალითად ღმერთს ძალზე ხშირად აკავშირებენ მიწისძვრების ან ამინდის საკითხებთან, მაგრამ ნებისმიერი გეოლოგი ან მეტეოროლოგი ამ ყველაფერს ღმერთის ცნების გამოუყენებლად აგვიხსნის(თუმცა ის შეიძლება აცხადებდეს, რომ ღმერთის სწამს). ამას ვგულისმობდი აქ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მტკიცდება ის, რომ არ მტკიცდება...

 

Jonathan Livingston

 

ის რისი დამტკიცებაც ეხლა ვერ ხერხდება იმიტომ რომ მეცნიერება არაა სრულყოფილი (ამ ეტაპზე მაინც) არ ნიშნავს იმას, რომ რისი დამტკიცებაც დღეს ვერ ხერხდება, ვერასოდეს მოხერხდება. მარტივია, მაგრამ სინამდვილეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვფიქრობ, ისტორია ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

სასურველი იქნებოდა ფაქტები მოგეყვანა, რაც იმას დაამტკიცებდა რასაც შენ ფიქრობ.

 

მეცნიერების განვითარებამ რელიგიის გავლენის სფეროების შევიწროვება გამოიწვია.

ბრმა რელიგიური მოსაზრებები ვისაც ჰქონდა, მათში შესაძლოა გამოეწვია. ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა რელიგიაზე შეიძლება იგივე ვთქვათ. რომელიმე რელიგია, შესაძლოა დღესაც იმას ფიქრობს, რომ დედამიწა კუზე დევს, მაგრამ, ასეთ რამეს არ ასწავლის მაგალიტად - ბიბლია. ამიტომ ყველა რელიგიურ მოსაზრებაზე და თვალსაზრისსზე იგივეს ვერ ვიტყვით.

 

 

თეოლოგები მიხვდნენ, რომ მეცნიერებასთან დაპირისპირება რელიგიისთვის საზიანო იყო და დაიწყეს მტკიცება, თითქოს მათ შორის წინააღმდეგობა აღარ არსებობს.

თეოლოგსაც გააჩნია. ყველაზე იგივეს ვერ ვიტყვით. თუმცა, სასურველი იქნებოდა, კონკრეტული მაგალიტები მოგეყვანა.

 

 

სინამდვილეში ასე არ არის. მათი ინტერესები მაინც ეჯახება ისეთ საკითხებში, როგორიცაა სამყაროს გენეზისი, სიცოცხლის გენეზისი და სხვა.

ყველას თეოლოგის თვალსაზრისი, არ ეჯახება მეცნიერულად აღიარებულ ფაქტებს. იმ თეოლოგების თვალსაზრისი ეჯახება მეცნიერულად აღიარებულ ფაქტებს, რომლებიც არც ბიბლიაში ერკვევიან სათანადოდ და არც მეცნიერებაში.

 

 

ჩემი აზრით მეცნიერების არასრულყოფილებას თვით მეცნიერები უკეთ ხვდებიან.

ძალიან კარგი. ეგ იმას ადასტურებს, რომ მეცნიერება არაა სტატიკური, არამედ სწავლისა და განვითარების პროცესშია.

 

 

შეუძლებელია ასეთი დასკვნების გაკეთება, თუ კარგად არ ვართ ჩახედული მეცნიერების რომელიმე დარგში მაინც.

მართალი ხარ, მაგრამ, ასეთი დასკვნების გაკეთება, შესაძლებელია, როცა კარგად ხარ ჩახედული, მეცნიერების რომელიმე დარგში მაინც.

 

 

მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს არც ღმერთის არსებობა და არც არარსებობა, არც რელიგიის სრულყოფილება.

რელიგია ვერ იქნება მეცნიერებაში სრულყოფილი იმ გაგებით, რომ რელიგიას სხვა დანიშნულება აქვს და მეცნიერებას სხვა. ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სფეროებია. სწორი რელიგია, სრულყოფილია რელიგიის სფეროში, ისევე როგორც სწორი მეცნიერული მსოფლხედველობა და მოსაზრებები სრულყოფილია მეცნიერების კონკრეტულ საკითხში.

 

 

ყოველი ადამიანი კომპეტენტურია თავის პროფესიაში(ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს). მაგალითად ღმერთს ძალზე ხშირად აკავშირებენ მიწისძვრების ან ამინდის საკითხებთან, მაგრამ ნებისმიერი გეოლოგი ან მეტეოროლოგი ამ ყველაფერს ღმერთის ცნების გამოუყენებლად აგვიხსნის(თუმცა ის შეიძლება აცხადებდეს, რომ ღმერთის სწამს). ამას ვგულისმობდი აქ.

 

ადამიანსაც გააჩნია. თუ "მორწმუნე" უზომოდ შეჭამს საკვებს და მუცელი ასტკივდება, ღმერთს არ უნდა დააბრალოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...