Jump to content
Planeta.Ge

ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?


Recommended Posts

1 - არავის უნახავს არსად... გარდა "ხილვებისა"...

2 - ბიბლიის დაწერას ადამიანმაც მშვენივრად გაართვა თავი... იმ ხარვეზების გათვალისწინებით რაც გვხვდება მისი წაკითხვისას... ""სრულყოფილი" ღმერთი ასეთ შეცდომებს არ დაუშვებდა"

3 - ადამიანი თუ მისი ხატი და მსგავსია ის ჩვენნაირი გამოდის... რაც სრულ ანტაგონიზმშია ერთმანეთთან...

4 - ჩაგვჩიჩინებენ რომ მისი არსებობის უნდა გვწამდეს , მიუხედავად იმისა რომ ვერ ვხედავთ... რატომ? იმიტომ რომ მისი ნახვის შანსი არ გვაქვს... და რატომ ? იმიტომ რომ არც არსებობს...

5 - ღმერთის რწმენა ორ დამოკიდებულებაზეა აგებული : შიში და სიყვარული... აქედან პირველი პავლე მოციქულის აზრით მეორეს "შეიქმს" ... თუმცა რაღა დაგიმალოთ და ლოგიკას ვერ ვხედავ ამ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ მცნებას შორის... სწორედ შიშია მთავარი ფაქტორი იმაში რომ ადამიამა ბოროტება არ ჩაიდინოს, შიში იმისა რომ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს იმ ქვეყნად... შიში იმ ტკივილისა, რომელთანაც ამ ქვეყნიური ტკივილი მოგონება იქნება...

6 - ხალხს არასდროს ეზარება ამ თემაზე მსჯელობა, იქნება ეს აზრიანი თუ უაზრო... ღმერთის არებობა/არარსებობას ვერავინ დაამტკიცებს რადგან ადამიანს არასდროს ექნება იმდენი ცოდნის საშუალება, რომ რამეზე დარწმუნებით, დასაბუთებულად და ამომწურავად ილაპარაკოს... უბრალოდ ძალიან მარტივია გააბრიყვო შენზე ნაკლებად განათლებული ადამიანი ....

მოკლედ ეს ფორუმია რაღაც უაზრობა და საქმის არ ქონის გამო სხვა ვერაფერი მოვიფიქრე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 593
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

როცა ღმერთის არსებობის მტკიცებას ითხოვ, მაშინ არაა სოფიზმი ხომ? და როცა ღმერთის არ არსებობის მტკიცებას მოითხოვენ სოფიზმია?   სანტაკლაუსის რეალურობას ვინმე ამტკიცებდეს არ გამიგია ჯერ. :D

აზრი

მრავალი მორწმუნე ადამინი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი. ისინი სამყაროს და რაც მასშია, ღვთის არსებობის უდაო მტკიცებად მიიჩნევენ. ის რომ მისი დანახვა არ შეგიძლია, ეს არც გამორიცხავს და არც იმ

აზრი

ზოგი "მორწმუნე" ამბობს, ისეთ სისულელეს მხოლოდ თუ გაეცინება კაცს. აი ამაში კი ვეთამხმები ამ კაცის სიტყვებს:       ეგრე ასაღებენ ხოლმე ეკლესიაში მოღვაწე "მამების" შეთხზულ არაბიბლიურ დოგმატს სამებას ბიბლ

1 - არავის უნახავს არსად... გარდა "ხილვებისა"...
არცაა საჭირო!

 

2 - ბიბლიის დაწერას ადამიანმაც მშვენივრად გაართვა თავი... იმ ხარვეზების გათვალისწინებით რაც გვხვდება მისი წაკითხვისას... ""სრულყოფილი" ღმერთი ასეთ შეცდომებს არ დაუშვებდა"
სრულყოფილი, ეს უკვე ადამიანის ოცნება :Dსრულყოფილება, არ არსებობს! და არავის უთკვამს (წერია მაგრამ სისულელეა) ბიბლია ადამიანმა დაწერა :titebi:

 

ადამიანი თუ მისი ხატი და მსგავსია ის ჩვენნაირი გამოდის... რაც სრულ ანტაგონიზმშია ერთმანეთთან...
ანუ ადამიანშია,რაღაცა ზეკაცის მოგონება არ უნდა! :)

 

ჩაგვჩიჩინებენ რომ მისი არსებობის უნდა გვწამდეს , მიუხედავად იმისა რომ ვერ ვხედავთ... რატომ? იმიტომ რომ მისი ნახვის შანსი არ გვაქვს... და რატომ ? იმიტომ რომ არც არსებობს...
ჯერ ვერ ხედავ, მერე რა შენ გჯერა ან არაა :) და როგორ აღიქვა სიტყვა (ღმერთი) ეს უკვე შენი საქმეა :)

 

5 - ღმერთის რწმენა ორ დამოკიდებულებაზეა აგებული : შიში და სიყვარული... აქედან პირველი პავლე მოციქულის აზრით მეორეს "შეიქმს" ... თუმცა რაღა დაგიმალოთ და ლოგიკას ვერ ვხედავ ამ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ მცნებას შორის... სწორედ შიშია მთავარი ფაქტორი იმაში რომ ადამიამა ბოროტება არ ჩაიდინოს, შიში იმისა რომ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს იმ ქვეყნად... შიში იმ ტკივილისა, რომელთანაც ამ ქვეყნიური ტკივილი მოგონება იქნება.
ნუ, მაგი არ ვიცი,მაგრამ არის ერთი ანდაზა (რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს აუშენებია) სულელურად კი ჟღEრს მაგრამ ასეაა! თანაც თათრები ხომ არ ვართ, ყველაფერი რაც წერია იმას დაუჯეროდ :D

 

6 - ხალხს არასდროს ეზარება ამ თემაზე მსჯელობა, იქნება ეს აზრიანი თუ უაზრო... ღმერთის არებობა/არარსებობას ვერავინ დაამტკიცებს რადგან ადამიანს არასდროს ექნება იმდენი ცოდნის საშუალება, რომ რამეზე დარწმუნებით, დასაბუთებულად და ამომწურავად ილაპარაკოს... უბრალოდ ძალიან მარტივია გააბრიყვო შენზე ნაკლებად განათლებული ადამიანი ....
ნუ, მეც არ ვარ ძაან რელიგიური :titebi: მაგრამ რომ თავი დავანებოთ, ამას არის სინდისი,წეს-ჩვეულება, კაის და ცუდის გარჩევა.

 

მოკლედ ეს ფორუმია რაღაც უაზრობა და საქმის არ ქონის გამო სხვა ვერაფერი მოვიფიქრე...
ფორუმს რაღას ერჩი? :facepalm:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Mateo Falkone ამბობ რომ ძალიან ადვილია გააბრიყვი ადამიანი რომელიც ნაკლებად განათლებულია... თუ ეს რელიგიურ მიმდევრებზე ვრცელდება რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს მათზეც ვინსაც არ ჯერა ღმერთის საერთოდ... იმის მეცნიერული მტკიცება და "ნაკლებად განათლებულთა" დარწმუნება იმაში რომ ღმერთი არ არსებობს ესეც ხომ ერთგვარი განათლებულთა გავლენაა ჩვეულებრივ ხალხზე... თუ გინდა რომ მართლაც დარწმუნდე რამეში, პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა იფიქრო ამაზე და არ უნდა უსმინო სხვებს... თუნდაც ზე განათლებულებს. დაარწმუენ შენი თავი საკუთარი ალტერნატიული აზროვნებით იმაში რომ ღმერთი არ არსებობს და აი მაშინ იქნები ნამდვილი ათეისტი :titebi: Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Mateo Falkone ამბობ რომ ძალიან ადვილია გააბრიყვი ადამიანი რომელიც ნაკლებად განათლებულია... თუ ეს რელიგიურ მიმდევრებზე ვრცელდება რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს მათზეც ვინსაც არ ჯერა ღმერთის საერთოდ... იმის მეცნიერული მტკიცება და "ნაკლებად განათლებულთა" დარწმუნება იმაში რომ ღმერთი არ არსებობს ესეც ხომ ერთგვარი განათლებულთა გავლენაა ჩვეულებრივ ხალხზე... თუ გინდა რომ მართლაც დარწმუნდე რამეში, პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა იფიქრო ამაზე და არ უნდა უსმინო სხვებს... თუნდაც ზე განათლებულებს. დაარწმუენ შენი თავი საკუთარი ალტერნატიული აზროვნებით იმაში რომ ღმერთი არ არსებობს და აი მაშინ იქნები ნამდვილი ათეისტი :titebi:

ათეისტობა რომ მინდა ეგ საიდან დაასკვენი? :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის... და არაამომწურავი პასუხებისთვის... რატომ წუხდებოდით :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

(რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს აუშენებია) სულელურად კი ჟღEრს მაგრამ ასეაა! თანაც თათრები ხომ არ ვართ, ყველაფერი რაც წერია იმას დაუჯეროდ :D

 

 

ყოვლად უადგილო ანდაზა და ამასთან უკბილო ხუმრობა , შენს გონიერებას ჩირქს სცხებს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის... და არაამომწურავი პასუხებისთვის... რატომ წუხდებოდით
ბოდიში, უაზრო კითხვებზე უაზროდ, რომ გიპასუხეთ ბატონო :facepalm: :))

 

ყოვლად უადგილო ანდაზა და ამასთან უკბილო ხუმრობა , შენს გონიერებას ჩირქს სცხებს...
რატოა ერთი "უადგილო" ? :facepalm: :facepalm: :facepalm: :facepalm:

 

პ.ს. მაპატიეთ, სამეცნიერო ნაშრომი უზარო კითვებზე რომ არ დავწერე :))

Edited by Giorgi Kiskeidze
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოდიში, უაზრო კითხვებზე უაზროდ, რომ გიპასუხეთ ბატონო

 

 

კარგია რომ საკუტარ უვიცობას მაინც რომ აღნიშნავთ... :D :titebi:

 

 

პ.ს. მაპატიეთ, სამეცნიერო ნაშრომი უზარო კითვებზე რომ არ დავწერე

მომიტევებია :)) :biggrin:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ათეისტობა რომ მინდა ეგ საიდან დაასკვენი? :D

 

აზრი ეგეთი მოყვა შენს სიტყვებს და თუ მე შევცდი მაშინ ამიხსენი რისი გწამს, მაგრამ "რისი გწამს" არ ჩათვალო მხოლოდ რელიგიის მიმდევრობაში როგორც ეს ხშირად ხდება... ხომ შეიძლება სხვა რაღაცის გწამდეს და მაინტერესებს სრული სერიოზულობით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი ეგეთი მოყვა შენს სიტყვებს და თუ მე შევცდი მაშინ ამიხსენი რისი გწამს, მაგრამ "რისი გწამს" არ ჩათვალო მხოლოდ რელიგიის მიმდევრობაში როგორც ეს ხშირად ხდება... ხომ შეიძლება სხვა რაღაცის გწამდეს და მაინტერესებს სრული სერიოზულობით.

ძალიან კარგია თუ სერიოზულად გაინტერესებს... მაშინ გეტყვი რომ მე მწამს ჩემი თავის და იმისთვის რომ, ვიცხოვრო მშვიდად და ბედნიერად სულაც არ მჭირდება არც ზე და არც ქვე... სრულიად თავისუფალი ვარ ყოველგვარი თხოვნისგან, შუამავლების მორალისგან, დოგმატებისგან და არც ერთი გარტყმის მერე ვაპირებ მეორე ლოყა მივუბრუნო ვინმეს, მოკლედ არაფერი მაინტერესებს (რელიგიებს ვგულისხმობ)... არასდროს ვამბობ "ღმერთის არ მწამს" რადგან ღმერთი არის მხოლოდ სახელი, ხოლო დანარჩენი რასაც ეს სახელი მოიცავს ადამიანთა ცნობიერებას აღემატება... და რადგან არ ვიცი და ვერც გავიგებ რა არის ამ სახელის მიღმა ამიტომ ვთვლი, რომ არც უნდა მაინტერესებდეს... რაც შეეხება ხალხის ღმერთს ეს სულ სხვა საქმეა, რატომღაც ამას კერპთაყვანისცემასთან ვაიგივებ, მათ ხომ უფალი ადამიანის სახით ჰყავთ წარმოდგენილი... იესო კერპია... ხატებიც კერპებია... მე ვთვლი ასე თორემ, ვიღაც სხვანაირად თვლის... არავის რელიგიას არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მე მიხარია რომ ხალხის უმეტესობას სწამს თავისი ღმერთის.... და რომ არა ასეთი რწმენა დღეს დღეობით არც არავინ და არც არაფერი იქნებოდა...

 

იმისთვის რომ მე ვაკეთო კარგი არც შიში მჭირდება და არც მისგან წარმოქმნილი სიყვარული...

აი ასე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც შენთვის :D :))

Giorgi Kiskeidze :facepalm: ამ სახელის მაგივრად თუთიყუში, რომ დაგეწერა არაა?... :grr: ისე კარგად იმეორებ ჩემს დაწერილს რომ ნამდვილად აჯობებდა... :yes:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Mateo Falkone ერთი რა გინდა? შენ დაწერე, რატო არ მჯერა ღმერთის :brr: მე დავწერე, რატო მჯერა. შენ უყურებ, როგორც ბავშვი რომელიც ნაწყენია :D მე ფილოსოფიურად :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Mateo Falkone ერთი რა გინდა? შენ დაწერე, რატო არ მჯერა ღმერთის :brr: მე დავწერე, რატო მჯერა. შენ უყურებ, როგორც ბავშვი რომელიც ნაწყენია :D მე ფილოსოფიურად :)

:cry: როგორც ნაწყენი ბავშვიი? :blink2: :D ჰმ საინტერესოა... და ბარემ ისიც დააყოლე ეს ბავშვი რაზეა ნაწყენი... :facepalm: :dontknow:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...