Jump to content
Planeta.Ge

ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?


Recommended Posts

ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?

 

ყველას გექნებათ რაღაც არგუმენტი, ყველამ დავწეროთ საკუთარი აზრი და ვიკამათოდ.......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 593
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

როცა ღმერთის არსებობის მტკიცებას ითხოვ, მაშინ არაა სოფიზმი ხომ? და როცა ღმერთის არ არსებობის მტკიცებას მოითხოვენ სოფიზმია?   სანტაკლაუსის რეალურობას ვინმე ამტკიცებდეს არ გამიგია ჯერ. :D

აზრი

მრავალი მორწმუნე ადამინი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი. ისინი სამყაროს და რაც მასშია, ღვთის არსებობის უდაო მტკიცებად მიიჩნევენ. ის რომ მისი დანახვა არ შეგიძლია, ეს არც გამორიცხავს და არც იმ

აზრი

ზოგი "მორწმუნე" ამბობს, ისეთ სისულელეს მხოლოდ თუ გაეცინება კაცს. აი ამაში კი ვეთამხმები ამ კაცის სიტყვებს:       ეგრე ასაღებენ ხოლმე ეკლესიაში მოღვაწე "მამების" შეთხზულ არაბიბლიურ დოგმატს სამებას ბიბლ

ახალი სიტყვის თქმა ძნელია ცოტა.

ცნობილია ღმერთის არსებობის თომა აქვინელისეული ხუთი არგუმენტი, რომელიც საბოლოოდ ისევ ერთზე დადის.

ჩემი აზრით უფრო საინტერესო და უცნაურად მოუხელთებელია ანსელმ კენტერბერიელის არგუმენტი, რომელიც ცოტა გამარტივებული სახით ასე ჟღერს: ჩვენ ყველას (მორწმუნესაც და ათეისტსაც) გონებაში გვაქვს ღმერთის, როგორც ყოვლად სრულყოფილი არსების ცნება. მაგრამ ასეთი ცნება არ შეიძლება მხოლოდ გონებაში არსებობდეს, მას აუცილებლად უნდა გააჩნდეს შესატყვისი რეალობაში, რადგან მას, როგორც სრულყოფილ არსებას, არ შეიძლება რაიმე ნიშანი აკლდეს, მათ შორის - არსებობის ნიშანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არი ღმერთI

მითხრას ნებისმიერმა მორწმუნემ

სიყვარულია ღმერთი? სიკეთეა ღმერთი? სათნოებაა ღმერთი?

თუ ეს ასეა მიპასუხეთ კეთIლი ადამიანები ხართ? თუ ღმერთის გწამს კეთIლი ადამიანი უნდა იყო რადგან თუ კეთილი ადამიანი არ იქნები ღმერთი დაგსჯის და ჯოჯოხეთში ამოყოფ თავს მაგრამ აქ ხდება ერთი დიდი შეცდომა

ღმერთი არის სიკეთე, სიყვარული, სათნოება და ჩვენ მისი უნდა გვეშინოდეს რომ მან თავი ჯოჯოხეთში არ ამოგვაყოფინოს

ანუ ჩვენ სიკეთIს სიყვარულისა და სათნოების უნდა გვეშIნოდეს

 

მეორე:

ხუთი დამადასტურებელი ფაქტი რომ ღმერთI არ არსებობს:

ხიროსიმა

ნაგასაკი

ჰოლოკოსტის

2001 წლის 11 სექტემბერი

აგვისტოს ომი

თუ ღმერთი არსებობს სად იყო ის როცა ასეთი რაღაცეები ხდებოდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაპატიე ნუკრიკო, მაგრამ დიდი მკრეხელობაა ღმერთის არარსებობა-არსებობაზე ლაპარაკი საერთოდ. შესაძლოა მე არასწორად გავიგე თემის აზრი. მაპატიეთ თუ ასეა, მაგრამ ვერ ვილაპარაკებ ამ თემაზე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

რატოა მკრეხელობა? მზგავსი დასკვნა გზას გიკეტავს და წინ წასვლის საშვალებას არ მოგცემს

ყველაზე ცუდი ამქვეყნად სიბრმავეა (ყველანაირი)

არ შეიძლება უბრალოდ ადამიანს ბრმად გწამდეს

უნდა დაამტკიცო და თან შენით და არა სხვისი მტკიცება

Edited by RAZIEL
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ გგონიათ რომ რელიგია და რწმენა ადამიანს წინსვლისკებ უკეტავს გზას? საიდან იცით რომ მე ბრმად მწამს? რა იცით ჩემს შესახებ :eshmak: ბრმად არც უნდა იწამო და არც უნდა გაკიცხო. რას ნიშნავს შენით დაამტკიცო რაღაც:)) სანამ რამეს დაამტკიცებ ჯერ განათლება უნდა მიიღო შესაბამისი. თქვენ როგორც ჩანს ბევრი რამ წაიკითხეთ ღმერთზე და იმიტომ ამტკიცებთ რაღაცეებს :eshmak:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაპატიე ნუკრიკო, მაგრამ დიდი მკრეხელობაა ღმერთის არარსებობა-არსებობაზე ლაპარაკი საერთოდ.

თუ მღვდლები და ბერები მესაუბრებიან, შენ რომ ისაუბრა რატომ იქნება ვითომ დიდი მკრეხელობა?

 

რეალურად კამათით როგორც წესი ნაკლებად თუ შეაცვლევინებ ათეისტობა/თეისტობას ადამიანს, მარა დიალოგის შედეგად ტოლერანტობა დაიბადე, ჩემი დაკვირვებიდან გეუბნები ამას...

 

RAZIEL

სუსტი არგუმენტებია აი ეს

მეორე:

ხუთი დამადასტურებელი ფაქტი რომ ღმერთI არ არსებობს:

ხიროსიმა

ნაგასაკი

ჰოლოკოსტის

2001 წლის 11 სექტემბერი

აგვისტოს ომი

თუ ღმერთი არსებობს სად იყო ის როცა ასეთი რაღაცეები ხდებოდა?

ამაზე მორწმუნე ადვილად გიპასუხებს, ისე რომ ვერაფერს ვერ ეტყვი მერე......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე პირველ რიგში ღმერთის ცნების დაზუსტებას მოვითხოვდი მისი არსებობა-არარსებობისგან დამოუკიდებლად. არ შეიძლება ვლაპარაკობდეთ რაღაცაზე და არ ვიცოდეთ მისი განმარტება, ან მასში სხვადასხვა რამეს ვგულისხმობდეთ.

მაშ, თქვენი აზრით რას ნიშნავს ღმერთი? ვინ არის (არაეგზისტენციალური არის) იგი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paolo

მასე თუ ვიმსჯელებთ ჩემი აზრით თU ღმერთი არსებობს:

მოკლედ რო ვთქვათ ღმერთი არის სიკეთე რომელიც თითოეულ ადამიანშია

ხოლო ეშმაკი ბოროტება რომელიც ასევე თითოეულ ადამიანშIა და მათი ცალკე გამოყვანა როგორც ის ყველას გვიყურებს და ის ყველას დაგვსჯის არ არსებობს...

 

Nukriko

მაინც როგორ მიპასუხებს ისე რო ვერაფერს ვეტყვი

რომელიმე არ ხართ აქმყოფები მორწმუნეები რო მიპასუხოთ?

ხო და იმას პასუხად არ ვთვლი ღმერთის ნებას ადამიანები ვერ ჩავწვდებითო ეგ პასუხი კი არა კითხვისგან თავის დაძვრენაა და მეტი არაფერი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაზე მორწმუნე ადვილად გიპასუხებს, ისე რომ ვერაფერს ვერ ეტყვი მერე......

 

ზოგი "მორწმუნე" ამბობს, ისეთ სისულელეს მხოლოდ თუ გაეცინება კაცს. აი ამაში კი ვეთამხმები ამ კაცის სიტყვებს:

 

 

მაინც როგორ მიპასუხებს ისე რო ვერაფერს ვეტყვი

რომელიმე არ ხართ აქმყოფები მორწმუნეები რო მიპასუხოთ?

ხო და იმას პასუხად არ ვთვლი ღმერთის ნებას ადამიანები ვერ ჩავწვდებითო ეგ პასუხი კი არა კითხვისგან თავის დაძვრენაა და მეტი არაფერი...

 

ეგრე ასაღებენ ხოლმე ეკლესიაში მოღვაწე "მამების" შეთხზულ არაბიბლიურ დოგმატს სამებას ბიბლიურ ღმერთად. არგუმენტები არ აქვთ ხოლმე და ბოლოს ამბობენ, ჩვენი გონება ვერ ჩაწვდება ღმერთს და უბრალოდ უნდა მიიღო ეს დოგმატებიო. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

RAZIEL

მაინც როგორ მიპასუხებს ისე რო ვერაფერს ვეტყვი

რატომ არის ვითომ აპრიორი რომ ღმერთი უნდა იყოს სიკეთე?

ქრისტიანულმა ღმერთმაც კი მოახდინა დედამიწის დატპორვა, ნოეს კიდობანი...

 

მეორე არგუმენტი და უფრო მორწმუნეს პოზიციიდან დანახული, არის ის რომ ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა, ის თუ ამ თავისუფალ ნებას სიმხეცეში და ომში იყენებს, ეს ღმერთის ბრალი კი არა არამედ ადამიანის ბრალია..

ხო და იმას პასუხად არ ვთვლი ღმერთის ნებას ადამიანები ვერ ჩავწვდებითო ეგ პასუხი კი არა კითხვისგან თავის დაძვრენაა და მეტი არაფერი...

ამაზეც გიპასუხებენ, მაიმუნი ჩაწვდება ადამიანის გონს? დიდია ინტელექტუალური განსხვავება, იმისთვის რომ მაიმუნი ჩაწვდეს ადამიანს, კი შიმპანძე ეხლა იყენებს უკვე ქვას, ხეს და ა.შ მაგრამ ის ფიზიოლოგიურად, გონებრივად იმდენად ჩამორჩენილია, რომ არ ძალუძს ადამიანის გონებას ჩაწვდეს, ესეა ადამიანისთვის ღმერათიც.. ალბათ დაახლოებით ესეთ პასუხს გაგცემდნენ..

 

 

მთავარი ორიენტირი უნდა იყოს, ის რომ ღმერთის არსებობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს... ამას ვერავინ გვერდს ვერ აუვლის.. ასე რომ ამ მიმართულებას თუ მიაწვები და არა სხვა, უფრო შედეგიანი იქნება შენთვის, როგორც ათეისტისთვის..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერტი არსებობს ვინაიდან შენ (მე)(ის) არსებობს-ნათქვამია მევარ შენში-ვო. ( ნუ აქ მოდის ვრცელი ბლა-ბლა ბიბლიიდან როგორ შეიქმნა ტავის ხატებად ადამიანი). ანუ მე (შენ.ის) ვარტ ღმერტები.

 

ნუ ვისაც წარმოუდგენია რომ სადღაც -აი ბოინგი რომ ვერ აფრინდება იმსიმაღლეზე, თეთრწვერებიანი ბაბუ ზის ზეწარშემოხვეული და იქიდან გვაკონტროლებს რამე არ მივქაროტ..ქვემოტ კი ტყიბულის შახტებზე ღრმად ჯოჯოხეთში სატანა აბირჟავებს და დიიდი ქვაბით კუპრი თუხთუხებს .....რავიცი გაიოზ შარაშენიძის ტელეფონი შემიძლია მივაწოდო...

:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

RAZIEL

მთავარი ორიენტირი უნდა იყოს, ის რომ ღმერთის არსებობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს...

Nukriko

 

იმის მტკიცებულება არსებობს რაც ღმერთის არ არსებობას დაამტკიცებდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

იმის მტკიცებულება არსებობს რაც ღმერთის არ არსებობას დაამტკიცებდა?

სოფიზმი არ გვინდა რა :D

 

სანტა კლაუსის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ დაიჯერება რაც იქნება ფაქტები რომ ის არსებობს, სხვა ყველანაირ შემთხვევაში იგი არ არსებულად ცხადდება, ესეა ღმერთიც..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...