lasha1997 Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 უფ ეგ გეგეჭკორი კიდე ტელეგენურია..რეალში-თოხის ტარი უნდა ეჭიროს და მიწას ჩიჩქნიდეს ზურგით მოტრიალებული დურაკი გამომეტყველება რომ არ ნახო...მარა მაგასაც ნიჭი უნდა გლეხიკაცის...ნუ ალბათ რამე უფრო მარტოვი საქმე იქნება სოფლად არ ვიცი....არადა კაცი გოროდშია, შეფია და პიპიატი დასრიალებს ...ხო მობილურიცა აქვს და ბრძანებებს გაკივის! მააშ მაგაზე მეშლება ნერვები სწორად,რომ ხიხოების დოღია თბილისში და ერთი დღეც არ ვაპირებ მაგ ქალაქში ცხოვრებას როცა დავბრუნდები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 Saturn ისე სატურნ,რა დაუნები არიან კაიფობ? ვიდეოზე არის დაფიქსირებული ყველაფერი და „გვცემესო“. შენ იკაიფე ისე რა ბეზპრიდელს უჩალიჩებენ ვისაც არ უღებენ.აი ის საწყალი ფრი,რისთვის დაიჭირეს და სად იღებდა ქრთამს მაინც ვერ ვნახე.ასე რომ ტავარიჩ პალიცეისკი,ტრაკში ვართ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 მაგაზე მეშლება ნერვები სწორად,რომ ხიხოების დოღია თბილისში და ერთი დღეც არ ვაპირებ მაგ ქალაქში ცხოვრებას როცა დავბრუნდები. ბუნება გევასება? :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 ეს კანონი სწორეთ ამიტომ მიიღეს.ჯერ სადა ხარ,საერთოდ მიაჩმორებენ ხალხს.დარჩა კიდევ დასაჩმორებელი ვინმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 დარჩა კიდევ დასაჩმორებელი ვინმეკი -ჩვენ !!!კლავიატურისლომებისსმაილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 ცაგურია, ჯიშკარიანი და კორძაია, მომიტევეთ და ტუალეტში არ მიდიან ისე ჟურნალისტებს რომ არ შეატყობინონ... ხოდა, კიდევ მომიტევეთ და რატომ დაგეგმეს ეგ აქცია ჟურნალისტების გარეშე???? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 ბუნება გევასება? მაგარ ადგილას მაქვს სახლი ბუნებაშიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2009 Saturn ეს დარღვევა იყო: ციტატა(lasha1997 @ 23rd November 2009 - 11:21 PM) თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა ~ინტერპრესნიუსს~ განუცხადა, რომ ჯიშკარიამა, ცაგურიამ და კორძაიამ მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი დაარღვიეს, როდესაც პარლამენტის წინ აქციას მართავდნენ არავითარი დარღვევა ეს არ არის. აქციას გაფრთხილების მიღება,რასაც არასწორად ნებართვას ეძახიან,მაშინ სჭირდება როცა მოძრაობას კეტავ. ბოლო შესწორებებიც კი რომელიც მიღეს, აქ არ მოქმედებს.მთელი ირონია იმაშია, რომ მიშა სწორედ იმ დღეს საუბრობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში: "ჩვენ შევქმენით სისტემა, როდესაც ყველას ეუძლია ატარის მიტინგები და გამოხატოს თავისი აზრი"ისე დაჩი ცაგურია მეც არ მევასება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უსამართლოდ უნდა დაიჭირონ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2009 საქართველოში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება?! - რა მოხდა პარლამენტის წინ “ახალგაზრდებმა გადარეკვ-გადმორეკვის შემდეგ გაარკვიეს, რომ მიშა “თბილისი-მერიოტში” კი არა, უკვე ბიბლიოთეკაში იყო მისული. იქ წასვლა მხოლოდ სამმა ადამიანმა - ჯაბამ, ირაკლიმ და დაჩიმ ექსპრომტად გადაწყვიტეს. წასვლის წინ დაჩი ცაგურიამ სახელდახელო განცხადება გააკეთა: “რამდენიმე წუთის წინ მიშა სააკაშვილი მოიპარა საჯარო ბიბლიოთეკაში. ჩვენ გვქონდა ნათქვამი, რომ დღეს სადაც მივიდოდა, ჩვენც მივიდოდით და გამოვხატავდით კანონის ფარგლებში ჩვენს პროტესს. აი, ახლა, მერე ვინმემ რომ არ თქვას, თითქოს იქ რაღაცას ვაშავებდით და ხულიგნობას ჩავდიოდით, ყველას ვთხოვთ დააფიქსიროს, მხოლოდ მე, ჯაბა ჯიშკარიანი და ირაკლი კორძაია წავალთ ბიბლიოთეკასთან - ჩვენ არაფერი გვაქვს, შეიარაღებული მხოლოდ რუპორით ვართ, რომლითაც ჩვენს ხმას გავაგონებთ მიშა სააკაშვილს, სადაც ის არის”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით “ალიას” ჟურნალისტი ახალგაზრდა ოპოზიციონერებთან ერთად დაჭერას გადაურჩა / რა მოხდა პარლამენტის წინ და რეალურად რატომ დააკავეს ჯაბა ჯიშკარიანი, დაჩი ცაგურია და ირაკლი კორძაია.“ბიჭები იქამდე მივიდოდნენ, სადამდეც შესაძლებელი იქნებოდა და მოითხოვდნენ კიდევაც მიშასთან შეხვედრას, მასთან ძალიან ბევრი სალაპარაკო გვაქვსო. წასვლამდე უკანასკნელი კომენტარი ჯაბა ჯიშკარიანმა გააკეთა: შეიძლება ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს, მაგრამ ჩვენ მაინც მივდივართ, რადგან ეს დღეს არის გასაკეთებელიო. სწორედ ამ დროს, იქვე, საპატრულო პოლიციის ავტომანქანასთან, თბილისის საპატრულო პოლიციის შეფი, გიორგი გეგეჭკორი შევნიშნეთ, რომელიც რამდენიმე პოლიციელთან ერთად ახალგაზრდების მიმართულებით საეჭვოდ იყურებოდა. ამ დროს წამსვლელები წავიდნენ და დამრჩენები დარჩნენ. დაჩიმ, ჯაბამ და ირაკლიმ ამ ხელისუფლების მიერ მოკლული ბიჭების ფოტოები დაიკავეს და ისე აიღეს გეზი პარლამენტის მხარეს”, - აღნიშნავს გამოცემა.“სამმა მეგობარმა იქვე, პარლამენტის წინ დაჯდომა გადაწყვიტა, რადგან ტელეკომპანია “კავკასიიდან” დაურეკიათ - სანამ ბიბლიოთეკამდე მიხვალთ, თქვენი ჩაწერა გვინდაო. ერთ-ერთი საპატრულოს ავტომანქანა ბიჭებს გზის მხრიდან მოაცილებდა, მაგრამ ამჯერად იქ კიდევ რამდენიმე მოვარდა, გეგეჭკორიც საიდანღაც ამოისვეტა, რომლის ერთ შეძახილზეც მანქანებიდან მოულოდნელად ათამდე პოლიციელი გადმოხტა. “აბა, ბიჭებოო!” დაიძახეს და ტროტუარზე ჩამომჯდარ სამ ახალგაზრდას ეცნენ. დაკავების ღონისძიებას თავად გეგეჭკორი ხელმძღანელობდა და მითითებებსაც ის აძლევდა პოლიციელებს. “ალია” მაშინვე გეგეჭკორთან მიიჭრა - რატომ აკავებთ ბიჭებს, მათ ნამდვილად არაფერი დაუშავებიათ... მან პოლიციურად შემომიბღვირა და ორი სიტყვა გადმოგვიგდო - კანონი დაარღვიეს და იმიტომო. დიდი შანსია, ამ კითხვის გამო ჩვენც იგივე ბედი გაგვეზიარებინა. ამიტომ მთავარ პატრულს სასწრაფოდ გავშორდი. რამდენიმე საათში გავარკვიეთ, რომ დაკავებულების სასამართლო უკვე გაიმართა და ისინი 500-500 ლარიანი ჯარიმის შემდეგ გაანთავისუფლეს”, - წერს სტატიის ავტორი.“ჩემი მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი იყო. ეს არის ყრუ, ბრმა, უგონო ადამიანი, რომელიც მოსამართლეობას მხოლოდ იბრალებს. ეს არის მიშას მონა და სხვა არაფერი. ბრალი პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის წაგვიყენეს. პოლიციელი, რომელიც ჩემს სასამართლოზე დაიკითხა, ვინმე იმედა მაჩიტაძე, ამბობდა, რომ 30-კაციან მანიფესტაციას ვატარებდით. როცა ვკითხეთ, იცოდა თუ არა, რა იყო მანიფესტაცია, ასე განგვიმარტა, ეს არის შეკრებისა და მანიფესტაციის ადგილიო. ასეთი გაუნათლებელი პოლიციელები ჰყავთ მიშასა და ვანოს. ამ კაცმა განაცხადა, რომ თურმე მოქალაქეებს არ ვაძლევდით გზაზე გავლის საშუალებას, ამიტომ ისინი მისულან პოლიციელებთან და უთხოვიათ, გვიშველეთ რამეო. მოსამართლეს ვთხოვეთ დაეკითხა ის ჟურნალისტები, რომლებიც იქ იყავით და ყოველივეს თავად შეესწარით. მაგრამ უარი გვითხრა, პროცესი გაიწელებაო. ჩვენს ადვოკატს “ფლეშკით” ვიდეომასალა ჰქონდა და ის მაინც ნახეთ-თქო, ვურჩიეთ, მაგრამ არც მისი ნახვა ისურვა. სასამართლომდე იცოდნენ ამათ, რომ ამ თანხით უნდა დავეჯარიმებინეთ და გამოვეშვით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დაჩი ცაგურია. “სხვას ვერაფერს უწოდებ გუშინ პარლამენტის წინ სამი აქტიური ადამიანის - ჯაბა ჯიშკარიანის, დაჩი ცაგურიასა და ირაკლი კორძაიას დაკავების ფაქტს, თუ არა გამოხატვის თავისუფლების მორიგ შეზღუდვას. საქმე ის გახლავთ, რომ მათ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, არც საზოგადოებრივი წესრიგი დაურღვევიათ და არც ისეთი მასობრივი აქცია გაუმართავთ, რომ პარლამენტარებისთვის მყუდროება დაერღვიათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.“სხვათა შორის, ამასობაში აღმოჩნდა, რომ მოძრაობა “7 ნოემბრისთვის” აქციის გამართვის აკრძალვის მიზეზი ყურით მოთრეული იყო, რადგან არავითარი ალტერნატიული ღონისძიება, რომელსაც “7 ნოემბერი” ხელს შეუშლიდა, გუშინ პარლამენტის წინ არ გამართულა. რატომ იყო სამი ახალგაზრდა ბიჭი მათ ხელში დაკავებული პლაკატებით ასეთი საშიში საზოგადოებისთვის, გაურკვეველია. საბედნიეროდ, მათთვის სამთვიანი პატიმრობა არ მიუსჯიათ და 500-ლარიანი ჯარიმების გადახდის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მაინტერესებს, რატომ უნდა დამაჯარიმონ იმის გამო, რომ სავსებით მშვიდობიანი ფორმით პარლამენტის წინ პროტესტს გამოვხატავ? მაინტერესებს, არის თუ არა ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და რას იტყოდა ამაზე მიხეილ სააკაშვილი ექვსი წლის წინ?” - წერს სტატიის ავტორი. “ალია”24.11.2009 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2009 ვინმე იმედა მაჩიტაძე, ამბობდა, რომ 30-კაციან მანიფესტაციას ვატარებდით. როცა ვკითხეთ, იცოდა თუ არა, რა იყო მანიფესტაცია, ასე განგვიმარტა, ეს არის შეკრებისა და მანიფესტაციის ადგილიო. ასეთი გაუნათლებელი პოლიციელები ჰყავთ მიშასა და ვანოს :sorry: თურმე მოქალაქეებს არ ვაძლევდით გზაზე გავლის საშუალებას, ამიტომ ისინი მისულან პოლიციელებთან და უთხოვიათ, გვიშველეთ რამეო : აი ამისთანა რამეებზე ყურს რომ ვიყრუებთ, იმიტომაც გვაჩმორებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted November 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2009 ირაკლი კორძაიასაც ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაედო, რისთვისაც ის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გაათავისუფლა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 კადრებშიც კარგად ჩანს რომ წინააღმდეგობას ადგილი არ აქვს ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 24, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2009 lasha1997 გახსოვთ რას გეუბნებოდით ახალი კანონის მიღების დროს? სამი კაცი ბირჟაა.................საქმეც მაგაშია რომ სამ კაცს დაიჭერენ..მაგრამ 10 000 თუ დაარღვევს მაგ კანონს, ფეხებს ვერავის მოჭამენ! ეს კანონი იმენა ხალხის გასაღიზიანებლად უფროა მიღებული მე მგონი და არა ძალაუფლების შესანარჩუნებლად...))) ნაცების ინტელექტუალური რესურსი სინათლის სიჩქარით მიექანება ნოლისკენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted November 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2009 ვა ეს რა ამბავი მომხდარა სანამ მე მაგათ რევოლუციას ავღნიშნავდი:sorry: ( ტან თურმე გიორგობაც ყოფილა) სისულელე კი იყო მაგათი დაკავება, მაგათი იქ დაჯდომაც და ამდენი მილიციელის შეყრა-გეგონება სპეცოპერაცია იყოო-მგონი დადგმული იყო-ორივე მხარემ დააფიქსირა რომ არსებობს:viking: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2009 საქმეც მაგაშია რომ სამ კაცს დაიჭერენ..მაგრამ 10 000 თუ დაარღვევს მაგ კანონს, ფეხებს ვერავის მოჭამენ! ეს კანონი იმენა ხალხის გასაღიზიანებლად უფროა მიღებული მე მგონი და არა ძალაუფლების შესანარჩუნებლად...))) გასაღიზიანებლად არა,დასაშინებლად. ირაკლი კორძაიასაც ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაედო, რისთვისაც ის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გაათავისუფლა. დაუნები არიან.ის ვიდეოები მაინც არ ყოფილიყო გადაღებული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 24, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2009 lasha1997 გასაღიზიანებლად არა,დასაშინებლად.2005-ში დაშინდებოდა 2009-ში აღარ...ანუ როცა შიში არ არის, აჩნდება გაღიზიანება... lasha1997 დაუნები არიან.ის ვიდეოები მაინც არ ყოფილიყო გადაღებული?დაიკიდე რა....ამათთან სამართალი უბრალოდ არ არის და მორჩა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.