Jump to content
Planeta.Ge

გუბაზ სანიკიძე - "რატომ უნდა იომოს ქართველმა კაცმა რუსის წინააღმდეგ?”


Recommended Posts

გუბაზ სანიკიძე - “ჩვენი არ არის ეს ქვეყანა და რატომ უნდა იომოს ქართველმა კაცმა რუსის წინააღმდეგ?”

 

 

“პუტინის მიერ სადღეგრძელოში ნათქვამ სიტყვებთან დაკავშირებით ქართველ ხალხში არის ძალიან პოზიტიური განწყობა. ეს ასეა და თავი არავინ მოიტყუოს! პუტინის ამ სიტყვების შემდეგ გაჩნდა “პერსპექტივა”, რომ შესაძლებელია, რუსეთი საქართველოს გამთლიანებაზე წამოვიდეს, ოღონდ გარკვეული დათქმებით. რა არის ეს დათქმები, ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინის ნათქვამი ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური მესიჯი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. პუტინის ამ სიტყვებით პოლიტიკური ინიციატივა რუსებმა აიღეს ხელში. ახლა ჩვენი ხელისუფლება ძალიან გაურკვეველ ვითარებაშია”, - აცხადებს “ეროვნული ფორუმის” ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გუბაზ სანიკიძე: პუტინის ნათქვამ სადღეგრძელოსთან დაკავშირებით ქართველ საზოგადოებაში არის ძალიან პოზიტიური განწყობა! ცოტა ხანში ვნახავთ, მუხის კომბალი აჯობებს თუ მერაბიშვილის ხელკეტი!

 

“მე ღიად ვამბობ და თუ გინდათ, ეს ზოგმა რჩევად ჩათვალოს და ზოგმა გაფრთხილებად: ქართველი ხალხის დიდი ნაწილი დღეს არის ანტიდასავლურად განწყობილი! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აგვისტოს ომის დროს ერთი ქართველი არ დათვრა და ქვა არ ესროლა რუსის ტანკს! ეს მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და ახალი ომი თუ დაიწყო, ქართველი ხალხი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს! დიახ! თავის ქვეყნის დაცვაში ჩვენი ხალხი მონაწილეობას არ მიიღებს!

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/117653.html

 

ლიცემერი: მოკლედ, ლუსტრაციის კანონის მიღება აღარ არის საჭირო...ისედაც "გაიასნდა" ყველაფერი.

 

ასე რომ, YYYგყყყხრეფჰ-განმარტება იხ. გრეჩიხას ლექსიკონში :))

 

უზერებო, თქვენი აზრით, საქართველოს გადარჩენა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლაშია?

 

და კიდევ ერთი კითხვა: პუტინის "სადღერგძელოს" როგორი ინტერპრეტაცია მიეცით?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 119
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

და კიდევ ერთი კითხვა: პუტინის "სადღერგძელოს" როგორი ინტერპრეტაცია მიეცით?

მალალიტრაშკაა:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და კიდევ ერთი კითხვა: პუტინის "სადღერგძელოს" როგორი ინტერპრეტაცია მიეცით?

 

 

http://planeta.ge/index.php?showtopic=1332...mp;#entry136377

 

 

დანარჩენს სამსახურიდან დავწერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩამივარდეს მე ხელში იარაღი და ვის ვესვრი ეგ მე ვიცი

Siknadmo

არ არის რთული გამოსაცნობ-ამოსაცნობი :))

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ჩვენი არ არის ეს ქვეყანა და რატომ უნდა იომოს ქართველმა კაცმა რუსის წინააღმდეგ?”

 

 

სადღაცას მართალს ამბობს იმაზე,რომ ჩვენი არ არის ქვეყანაო.ქართველისთვის საქართველო იქ მთავრდება როდესაც ის საკუთარი სახლის კარს გამოიჯახუნებს სახლიდან გასვლის დროს.აბა დაფიქრდი ლიც,მართალს ვუბნობ თუ არა?

 

 

აი როცა ყველა ჩვენთაგანი გავითავისებთ ჩვენს ქვეყანას,მერე ჩინეთსაც ვეომებით. :))

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გურულები ომს გამოუცხადებენ ჩინეთს. დაირაზმება ჩინეთის არმია (რამდენიმე მილიონი) და დაიძვრება ჩოხატაურისკენ... შეიკრიბება 200 გურული, გავლენ სოფლის ბოლოს, ავა ერთი ხეზე, მოიჩრდილავს შუბლს და... - ტიტუუუუ, ამდენ მკვტარს რა დამარხავსოო...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მგონი მხოლოდ პატარა მონაკვეთის ჩასმა არ არის მართებული

 

 

“მე ღიად ვამბობ და თუ გინდათ, ეს ზოგმა რჩევად ჩათვალოს და ზოგმა გაფრთხილებად: ქართველი ხალხის დიდი ნაწილი დღეს არის ანტიდასავლურად განწყობილი! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აგვისტოს ომის დროს ერთი ქართველი არ დათვრა და ქვა არ ესროლა რუსის ტანკს! ეს მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და ახალი ომი თუ დაიწყო, ქართველი ხალხი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს! დიახ! თავის ქვეყნის დაცვაში ჩვენი ხალხი მონაწილეობას არ მიიღებს! შეიძლება არაპოპულარულ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ეს ასეა. ჩვენი ხალხი არც მორალურად და არც ფიზიკურად ომისთვის მზად არ არის და ჩვენი ხალხი არ აპირებს ომს არც რუსეთთან და არც არავისთან! ეს არის შედეგი იმ 20-წლიანი ექსპერიმენტისა, რაც ხელისუფლებებმა ჩაუტარეს ქართველ ხალხს”. - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე.

“სადღა აქვთ, ჩემო კარგო, ქართველებს სამშობლო? თავის სახლ-კარს იცავს ის ადამიანი, ვისაც სახლ-კარი აქვს, ქონება აქვს! ძველ სამყაროში მონა ჯარში არ მიჰყავდათ, იმიტომ რომ დასაცავი არაფერი ჰქონდა. რატომ იყვნენ ჩვენი წინაპრები უფრო მამაცი, ვიდრე ჩვენ ვართ? ამას ჰქონდა ორი მიზეზი: ისინი იყვნენ ჩვენზე მორწმუნე და სულის უკვდავებისა სჯეროდათ. დღეს ჩვენთან მრევლის რაოდენობა ძალიან გაზრდილია, მაგრამ დღეს ეკლესიაში სიარული უფრო მოდაა, ვიდრო ღვთის მოშიშობა! ჩვენს ხალხს უფლის რომ ეშინოდეს, მაშინ მერაბიშვილის ასეთი შიში არ ექნებოდა! ან ღმერთის უნდა გეშინოდეს, ან ვანო მერაბიშვილის! თუ უფლის შიში არ გაქვს და უფრო მერაბიშვილის გეშინია, ან გამგებლის, ან საგადასახადო ინსპექტორის გეშინია, ეს მორწმუნეობა არ არის, ეს წარმართობაა. ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ დასაცავი ქონება და იცავდნენ! დღეს საქართველო ქართველებს არ ეკუთვნით, არაფერი ჩვენი არ არის და ამიტომ ჩვენი ხალხი არ იომებს!”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

რასაც ახლა ვამბობ, ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია.ჩ მაგრამ დღეს ქართველობა, სამწუხაროდ, თავის ქვეყანას არ იცავს და როგორც ჩანს, ვერც დაიცავს განსაზღვრული დროის განმავლობაში, თუ აქ შიგნით არ შეიცვალა ვითარება! მე გაგახსენებთ ამხანაგ ბჟეზინსკის განცხადებასაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მან თქვა: ქართველებს რომ ეომათ რუსებთან, ნატო ამ ომში ჩაერეოდაო, ანუ ამერიკელებს იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოში მეორე ავღანეთი იქნებოდა, რომ ქართველი ხალხი იომებდა რუსის ტანკებთან! ფაქტია ისიც, რომ ჯორჯ ბუში ეუბნებოდა ნიკოლა სარკოზის, დაანებე რუსებს თავი, აცალე, შევიდნენ თბილისშიო! მე არაფერს ვამბობ - სარკოზიმ გამოაცხადა, ბუშმა დამირეკა და მითხრა, ვინ გეკითხება თბილისის ამბებში რომ ერევი, აცალე რუსებსო! ჩვენ ვართ დიდი ექსპერიმენტის მსხვერპლი, რომელსაც დასავლეთის წრეები გვიტარებენ! ჩვენ ვართ მარტო, მაგრამ თუ ჭკვიანი ხელისუფლება მოექცევა ამ ქვეყნის სათავეში, ამის გამოყენება წარმატებით შეიძლება! რუსეთმაც ნახა, რომ ქართველი ხალხი მის წინააღმდეგ არ არის განწყობილი! რუსული ტანკი აგვისტოში რომელიმე ქართულ სოფელში ან ქალაქში რომ შევიდოდა, ქართველი მოსახლეობა გამოდიოდა და საჭმელ-სასმელი გამოჰქონდა. რა, არ ვიცით, ეს რომ ასე იყო? რომ ჩვენი გუბერნატორები მძღოლებად ედგნენ რუს გენერლებს?” - დასძენს გუბაზ სანიკიძე.

“თავი არ მოვიტყუოთ, ძვირფასო ქართველებო! ჩვენ ვართ უმძიმეს მდგომარეობაში! არც მორალურად და არც ფიზიკურად ჩვენ დამპირისპირებლები არ ვართ არავისთან! ნებისმიერ მეზობელთან ჩვენ ომს წავაგებთ და ნებისმიერ მეზობელთან სამხედრო კონფლიქტი გამოიწვევს ჩვენთვის ახალი ტერიტორიების დაკარგვას და ახალ ლტოლვილებს! ეს არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა! ჩვენა ვართ ავად! მარტო სააკაშვილი კი არ არის ავად! ჩვენ ყველა ვართ ავად! მოტივაცია არ გვაქვს, არ ვიცით, რა გვინდა! ეს ქვეყანა ჩვენ არ გვეკუთვნის. დადის სააკაშვილი, ჩამოჰყავს არაბები და საქართველოს საზღვრისპირეთს ყიდის! ხომ ვიცით ეს ყველაფერი? ვიცით და ლამის ვზეიმობთ კიდეც. ჩვენი არ არის ეს ქვეყანა და რატომ უნდა იომოს ქართველმა კაცმა რუსის წინააღმდეგ? მორჩა, დამთავრდა კინო. ახლა ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი ამ მძიმე ვითარებიდან! მე კი ვიცი, რაც არის გამოსავალი, მაგრამ ამ გამოსავლისთვის არის ერთი უმთავრესი პირობა - ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს!” - აცხადებს გამოცემის რესპონდენტი.

“თავისით არსად არ წავა ეს ხელისუფლება, ჩვენ უნდა გავუშვათ. აქამდე იმიტომ ვერ გავუშვით, რომ არაორგანიზებული და უპრინციპო ვიყავით. ამ ქვეყენაში სააკაშვილის პრობლემა კი არ არის, ამ ქვეყანაში პირველი პრობლემა, რაც დროზე უნდა გადაწყდეს, არის უპრინციპო ოპოზიციის პრობლემა. სამწუხაროა ეს ჩემთვის, მაგრამ ეს არის ფაქტი! ოპოზიციაში მეც შევდივარ და ვაღიარებ შეცდომებს! შეცდომა ზოგმა მეტი დაუშვა, ზოგმა ნაკლები და ამიტომ ყველაფრის გადაფასება უნდა მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვატყობ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი რამის გადაფასებას აპირებდეს. “ეროვნული ფორუმის” გზა არის დაუმორჩილებლობის გზა. “ეროვნული ფორუმი” ემზადება სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირების მესამე რაუნდისთვის, რომელიც უნდა დამთავრდეს ქართველი ხალხის გამარჯვებით”, - დასძენს გუბაზ სანიკიძე და შეკითხვას - “დასასრულ, დადგა “ვარდების რევოლუციის” 6 წლისთავი. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას?” - პასუხობს:

“როგორ უნდა შევაფასო? ძალიან ცუდად, კატასტროფულად! ვარდი სეზონური მცენარეა, მე მუხა მიყვარს! ჩვენი წინაპარი ვარდს არ ეთაყვანებოდა, ჩვენი წინაპარი მუხას ეთაყვანებოდა! ქართველები მარადიულობასთან მოთამაშე ხალხი ვართ და სეზონურობა ჩვენი საქმე არ არის! ცოტა ხანში ვნახავთ, მუხის კომბალი აჯობებს თუ მერაბიშვილის ხელკეტი! მუხის კომბლებს დაიჭერს ხელში ქართველი ხალხი და ისე გარეკავს ამ “ვარდებს”!

 

 

და რა თქვა არასწორად? თქვენ ვერ ამჩნევთ რომ ანტიდასავლური განწყობები იზრდება საზოგადოებაში? ეს რა თქმა უნდა ცუდია მაგრამ სამწუხაროდ რეალობაა. რეალობას კი არ უნდა დაემალო არამედ ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იზრუნო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

 

ლიც,აი მთლიანი სტატია და მართალს ამბობს ჩემის აზრით.

 

 

პარდონ, დაუდიათ უკვე მთლიანი ვერსია.

 

გურულები ომს გამოუცხადებენ ჩინეთს. დაირაზმება ჩინეთის არმია (რამდენიმე მილიონი) და დაიძვრება ჩოხატაურისკენ... შეიკრიბება 200 გურული, გავლენ სოფლის ბოლოს, ავა ერთი ხეზე, მოიჩრდილავს შუბლს და... - ტიტუუუუ, ამდენ მკვტარს რა დამარხავსოო...

 

 

ეგ ანეგტოდი ვიფიქრე როცა ჩინეთზე ომს ვწერდი. :))

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიც,აი მთლიანი სტატია და მართალს ამბობს ჩემის აზრით.

წაკითხული მაქვს ბატონო. :))

 

ეს შენი აზრით. ხოლო, ჩემი აზრით, იჩუტება და თავის წიაღში დაგროვილ ბოღმას , ზიზღს და შხამს ანთხევს

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს შენი აზრით, ხოლო ჩემი აზრით, იჩუტება და თავის წიაღში დაგროვილ ბოღმას , ზიზღს და შხამს ანთხევს

 

 

მე ხომ არ მითქვამს ჩემი აზრი გაიზიარე მეთქი? სხვანაირად ვფიქრობთ ზნაჩიტ მე და შენ. :))

 

 

მართლს ლაპარაკობს სანიკიძე და ომის დროს რესტორნებში როგორი ქართველები გულაობდნენ რუსულ მუზონებზე შენის აზრით?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

! ჩვენს ხალხს უფლის რომ ეშინოდეს, მაშინ მერაბიშვილის ასეთი შიში არ ექნებოდა! ან ღმერთის უნდა გეშინოდეს, ან ვანო მერაბიშვილის! თუ უფლის შიში არ გაქვს და უფრო მერაბიშვილის გეშინია, ან გამგებლის, ან საგადასახადო ინსპექტორის გეშინია, ეს მორწმუნეობა არ არის, ეს წარმართობაა. ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ დასაცავი ქონება და იცავდნენ! დღეს საქართველო ქართველებს არ ეკუთვნით, არაფერი ჩვენი არ არის და ამიტომ ჩვენი ხალხი არ იომებს!”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

გუბაზ ძმა ხარ, :naushnik:

 

მე ხომ არ მითქვამს ჩემი აზრი გაიზიარე მეთქი? სხვა და სხვანაირად ვფიქრობთ ზნაჩიტ მე და შენ. :))

მართლს ლაპარაკობს სანიკიძე და ომის დროს რესტორნებში როგორი ქართველები გულაობდნენ რუსულ მუზონებზე შენის აზრით?

ცოტათი უფრო სხვა პონტები უწერია გუბაზიკოს

 

ჩვენა ვართ ავად! მარტო სააკაშვილი კი არ არის ავად! ჩვენ ყველა ვართ ავად!
Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისევ და ისევ გაიხსენეთ ჩემი პოსტი ერთერთ თემაში ,, მოღალატეობრივი და კოლაბორაციონისტულია ყველა პარტია და პოლიტიკური ძალა რომელსაც დღეს აპიარებენ ტელევიზიები და რომელთაც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გააჩნიათ პარტიული ოფისები ( რაც ,, საიდანღაც '' კარგი დაფინანსების გარეშე შეუძლებელია ) და გააჩნიათ სტრუქტურულად კარგად გამართული პოლიტიკური პარტიები , ყველა ასეთი პარტია არის ანტიეროვნული და მოღალატეობრივი . კიდევ ბევრჯერ გაგახსენებთ იმ პოსტს სხვადასხვა ,, დიდებისა და პოპულიარობის ზენიტში '' მყოფი პოლიტიკური ძალების ლიდერთა გამონათქვამებთან დაკავშირებით

 

რადგან დღეს შეუძლებელია ,, საიდანღაც '' წამოსული დიდი ფინანსების გარეშე აქტიური პოლიტიკის გატარება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისევ და ისევ გაიხსენეთ ჩემი პოსტი ერთერთ თემაში ,, მოღალატეობრივი და კოლაბორაციონისტულია ყველა პარტია და პოლიტიკური ძალა რომელსაც დღეს აპიარებენ ტელევიზიები და რომელთაც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გააჩნიათ პარტიული ოფისები ( რაც ,, საიდანღაც '' კარგი დაფინანსების გარეშე შეუძლებელია ) და გააჩნიათ სტრუქტურულად კარგად გამართული პოლიტიკური პარტიები , ყველა ასეთი პარტია არის ანტიეროვნული და მოღალატეობრივი . კიდევ ბევრჯერ გაგახსენებთ იმ პოსტს სხვადასხვა ,, დიდებისა და პოპულიარობის ზენიტში '' მყოფი პოლიტიკური ძალების ლიდერთა გამონათქვამებთან დაკავშირებით

უხ, შენი ჭურუმეე, გეხვარხვალეეე რაააა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოტათი უფრო სხვა პონტები უწერია გუბაზიკოს

 

 

აბა რა უწერია იმისთანა რაც სიმართლეს არ შეესაბამება? არ იფიქრო,რომ მაგ ფორუმს ვუჭერ მხარს,მაგრამ სიმართლეს ამბობს უმეტეს წილად. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...