lasha_alo Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 კვირის მოვლენების მიმოხილვა ამერიკელი სტუმრების ვიზიტით დავიწყოთ. უწყებათაშორის დელეგაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე მაიკლ პოსნერი ხელმძღვანელობდა. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც 17 ნოემბერს თბილისში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა გამართა. ასევე გაიმართა შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციის, მე-3 სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებშიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე თინა ქეიდენაუც მონაწილეობდა. 17 ნოემბერს შეხვედრებით დატვირთული დღის შედეგები მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე შეჯამდა, სადაც მაიკლ პოსნერმა კმაყოფილება გამოხატა მხარეებს შორის გამართული კონსტრუქციული დიალოგის გამო: ”ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო პროცესზე, გაზაფხულზე დანიშნული ადგილობრივი არჩევნების შესახებ, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, კანონის უზენაესობის საკითხებსა და ასევე სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა, და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას წინ, მაგალითად, მედიამრავალფეროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების საკითხებში.” მაიკლ პოსნერმა არაერთხელ აღნიშნა იმის აუცილებლობა, რომ გაზაფხულზე დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებზე თანაბარი პირობებით ისარგებლოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ხოლო თავისუფალმა მედიამ სრულად გააშუქოს განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები. ამ კუთხით პოსნერი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ”მედიამფლობელების მრავალფეროვნებას”. ძირითადად მედიის თავისუფლებაზე საუბარს დაეთმო ამერიკის საელჩოში გამართული შეხვედრაც, რომელზეც სახელმწიფო მდივნის მოადგილეებმა მედიისა და მე-3 სექტორის წარმომადგენლები მიიწვიეს. მათ შორის იყო ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელი თამარ ქაროსანიძე, რომელსაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამერიკელი სტუმრების კითხვები ”არ იყო ზოგადი კითხვები და ფაქტი იყო, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ფაქტი იყო, რომ ისინი პრობლემების საკმაოდ დიდ ნაწილს ეთანხმებოდნენ.” თამარ ქაროსანიძემ შენიშნა ამერიკის მხარის სურვილი - შეხვედრის მონაწილეებისგან მიეღოთ პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელი კონკრეტული რეკომენდაციები, რასაც ისინი ყურადღებით ინიშნავდნენ. სხვათა შორის, 17 ნოემბერს გამართული ამ შეხვედრის სხვა მონაწილეებმაც აღნიშნეს, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილეები განსაკუთრებული მონდომებით სვამდნენ შეკითხვებს და განსაკუთრებული ყურადღებით იწერდნენ ყველაფერს. თუმცა მსგავსი შეხვედრების დროს კითხვების დასმისა და პასუხების ყურადღებით ჩანიშვნის რეჟიმი არაფრით აკვირვებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი მინაშვილს. მას ვაშინგტონის მხრიდან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი ინტერესის საგანგებო გაძლიერება არ შეუნიშნავს. აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ყურადღება და ინტერესი ვაშინგტონის მხრიდან საქართველოსადმი, როგორც ”პრიორიტეტული პარტნიორისადმი” ყოველთვის არსებობდა და ამას ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაც ადასტურებს. ”აქ არა მხოლოდ დემოკრატიაზეა საუბარი, აქ არის ლაპარაკი უსაფრთხოებაზეც, კულტურაზეც... ამერიკა არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მხარდამჭერი ჩვენი დემოკრატიული რეფორმების, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსების კუთხით. ეს ჩვეულებრივი პროცესია და რაც უფრო მეტი დაინტერესება იქნება ყველა სფეროში, უფრო უკეთესი იქნება”, - აღნიშნავს აკაკი მინაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. მისი თქმით, საგრძნობი წინსვლის მიუხედავად, საქართველოში გასაკეთებელი ჯერ ისევ ბევრია და ამაზე არავინ დავობს. ასეა თუ ისე, შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ყურადღებით აკვირდება და ამაზე მეტყველებს სატელეფონო საუბარი, რომელიც 18 ნოემბერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის შედგა. თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა 18 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს დაურეკა იმისთვის, რომ ესაუბრა დემოკრატიულ რეფორმებზე და კიდევ ერთხელ გამოეხატა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიცე-პრეზიდენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მხარეების მიერ 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებათა დაცვას და მხარეებს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. იმავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა ”ხაზი გაუსვა დემოკრატიული რეფორმისადმი ვალდებულების მხარდაჭერის მნიშვნელობას იმისთვის, რომ შესრულდეს ვარდების რევოლუციისგან მიღებული დაპირება.” საკითხის განსხვავებული ფორმულირება გვხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 19 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ასევე სააკაშვილი-ბაიდენის სატელეფონო საუბრის შინაარსს გვაცნობს და სადაც საერთოდ არ გვხვდება სიტყვა - დემოკრატია. უნდა ვივარაუდოთ, რომ დემოკრატიულ რეფორმებზე საუბარი აქ იგულისხმება განცხადების იმ ნაწილში, სადაც ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობაა ნახსენები. როგორც ცნობილია, 2009 წლის 9 იანვარს ხელმოწერილი ქარტია თანამშრომლობას დემოკრატიის სფეროშიც გულისხმობს.http://www.tavisupleba.org/content/article/1884863.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 lasha_alo საკითხის განსხვავებული ფორმულირება გვხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 19 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ასევე სააკაშვილი-ბაიდენის სატელეფონო საუბრის შინაარსს გვაცნობს და სადაც საერთოდ არ გვხვდება სიტყვა - დემოკრატია. უნდა ვივარაუდოთ, რომ დემოკრატიულ რეფორმებზე საუბარი აქ იგულისხმება განცხადების იმ ნაწილში, სადაც ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობაა ნახსენები. როგორც ცნობილია, 2009 წლის 9 იანვარს ხელმოწერილი ქარტია თანამშრომლობას დემოკრატიის სფეროშიც გულისხმობს.ეს არის მაგარი))) კაი ჩვენ გვიმალავენ ძალიან უნიჭოდ, მარა ამერიკელებსაც უმალავენ რა უთხრეს ამერიკლებმა??? არადა ეს სიგნალია, ან დემოკრატია ან დაგერხევათო ნაცებოო..იმჰო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.