Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

  • Replies 87
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  • 2 weeks later...

"ანაბელ ლი"

 

ეს იყო ბევრი ო, ბევრი წლის წინ

სამეფოში, ნაპირად ზღვის

ქალწული ცხოვრობდა, იცნობდით ვინც

მშვენიერ ანაბელ ლის; _

რომ ყვარებოდა, მას სურდა მხოლოდ

და მყვარებოდა მეც მხოლოდ ის.

 

ის იყო ბავშვი, მეც ბავშვი ვიყავ,

როცა სამეფოში ზღვის

სიყვარულით, სიყვარულზე მეტით

გვიყვარდა მე და ანაბელ ლის _

ვით ფრთები ცაში სერაფიმების

იყო სიყვარული ის

 

შეშურდათ ჩვენი დიდი ხნის წინ

სამეფოში, ნაპირად ზღვის

ქარმა დაბერა, შეყარა ღრუბლები

სული გაუთოშა ანაბელ ლის

ნათესავებმა კეტილშობილთა

მაშინ წამგავრეს ის

 

და გამოკეტეს ძველ აკლდამაში

სამეფოში, ნაპირად ზღვის.

ანგელოზებსაც შეშურდათ ჩვენი;

ჩემი და ანაბელ ლის

სწორედ ამიტომ ( ეს ყველამ იცის

სამეფოში, ნაპირად ზღვის)

ქარმა დაბერა შეყარა ღრუბლები

ბოლო მოუღო ანაბელ ლის

 

და სიყვარულით ასე ძლიერით

ჩვენზე უფროსს უყვარდა ვის?

ან ჩვენზე ჭკვიანს, ნეტავი ვის?

ო, არც ანგელოზთ და არც დემონებს

რომ ბინადრობენ ფსკერზე ამ ზღვის

არ შეუძლიათ, რომ დააშორონ

სულები ჩემი და ანბელ ლის.

 

მთავრე ამოვა, და ჩემთან მოვა

სიზმარში ანაბელ ლი

ვარსკვლავი ბრწყინავს, თვალები მხიბლავს

მშვენიერ ანაბელ ლის...

სწორედ ამიტომ ყოველ ღამით მოვდივარ შენთან

ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ყველავ და ჩემო ერთავ

და იმ სამარხში, ნაპირად ზღვის

შენს გვერდით ვწვები, ნაპირად ზღვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ანაბელ ლი"

 

 

ეს იყო მრავალზე მრავალი წლის წინეთ

იმ ნაპირს ჰრეცხავდა ტალღები ზღვის,

სცხოვრობდა ქალწული ხმელეთის კიდეზე

დავარქმევ სახელად ანაბელ ლის

მე იმას ვეტრფოდი ის კი მე მეტრფოდა -

არ ვერიდებოდით შვერილებს კლდის.

 

მე ვიყავ ურყვნელი და ისიც ურყვნელი

ნაპირს კი ჰრეცხავდა ტალღები ზღვის,

ამ განცდათ საზღვარი ვერ ვნახე, ვერ ვნახე

ვინ დამაშორებდა ანაბელ ლიის, -

ჩვენ ტრფობას უცქერდნენ შურით და ლოდინით

თვით სერაფიმები უძირო ცის.

 

და, აი, მიტომაც დიდზე დიდ ხნის წინეთ

სად ნაპირებს ჰრეცხავდა ტალღები ზღვის,

ღრუბლით მოვლენილმა ქარმა განმიგმირა

ჩემი ერთადერთი ანაბელ ლიი

 

ერთად შეიყარნენ სამარე გაუღეს

ასე დამაცილეს ჩემს სატრფოს ძლივს

აწ იქ განისვენებს იქა სწევს უსულოთ,

სად ნაპირს ალბობენ ტალღები ზღვის.

 

ცათა მეუფენიც გვიცქერდნენ შემცბარი

შურს ჩააყოლებენ ფიქრს

არავის ენახა ჩვენებრი მიჯნურნი

იქ, საცა ტალღები შხუოდა ზღვის.

მიტომაც ღრუბელთა იძალეს ქარებმა,

სული ამოართვეს ანაბელ ლის

 

განა მოგვერიენ? ამას ვერ იქმოდნენ,

ურჩხულნი ქვესკნელის და ძალნი ცის

ვერცა უკვდავნი და ვერც ბრძენთაბრძენნი

ვერ დაამარცხებენ ერთობის ფიქრს,

ჩვენი სულებია აგრე რომ შეზრდილან -

ჩემი და ანაბელ ლის.

 

მთვარის სინათლეში ვხედავ და ვეტრფობი

ოცნების ანაბელ ლის,

ვარსკვლავთა ციმციმში იმისი ღიმილია,

პირკეთილ ანაბელ ლის,

იქა ვარ, იქ ვწევარ, მიჯნურთან ახლო ვარ,

სამარე ვერ მიცვლის ნირს.

იქ ჩემი სატრფოა მზეს მორიდებული

ნაპირს კი ტალღები ასკდება ზღვის."

Edited by wanderer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
  • 3 weeks later...
ბიჯო რა მიიგე?

 

მე 32 და სულ 65 გამომივიდა :შ

 

მარ არც ამ 32ს არ ველოდი ლოლ :malina:

აბა იქ რას მემარიაჟებოდი 68 ავიღეო?

მეც 65 და ბედნიერმა დავიძინე იმ დღეს :D

 

 

 

wanderer

დიდი მადლობა :friends:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მალინა

არც არსად

უბრალოდ ვიყავი და აი რაღაც რაღაც მიზეზების გამო ჩემი დაბრუნება დავაჩქარე :friends:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მალინა

კი მაგას გამოვტოვებდი?...

კარგი სანახაობა იყო

რასაც მოველოდი ის... მოლოდინი გაამართლა მოკლედ

 

აუ რამდენი ადამიანი ვნახე დიდისამბით რო განაცხადა შინაარსი არ ვარგოდაო :friends: ნეტა მაგ ფილმისგან რა უნდოდათ :malina: არ იცოდნენ სად მიდიოდნენ?

მოკლედ მე სრულიად კმაყოფილი დავრჩი

 

შენ იყავი კინოში

 

ისე საქართველოშიც მაგრა გაქაჩა

კიდე მაგრა იყიდება მაგის ბილეთები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...