Nukriko Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 მეფე - ცოცხალი ხატი ღვთისა „მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა“ღირსი მაქსიმე ბერძენი მართლმადიდებელი ეკლესია თავისი წმინდანების პირით ყოველთვის შეუცვლელად ასწავლიდა, რომ „ქრისტიანი მეფის სახე და წოდება (ღირსება) დედამიწაზე ცოცხალი ხატი და მსგავსებაა ქრისტე მეუფისა, რომელი არს ცათა შინა. რამეთუ რამდენადაც ადამიანი სულით თვისით ხატი და მსგავსია ღვთისა, ესრეთ ცხებული ღვთისა თავისი სამეფო წოდებით ხატი და მსგავსია უფალი ქრისტესი: ქრისტე მეუფე ცათა შინა მედღესასწაულე ეკლესიაში უპირატესია: მეფე ცხებული ქუეყანასა ზედა მადლითა და წყალობითა ზეციური ქრისტესი უპირატესია მებრძოლ ეკლესიაში“ - სიტყვისამებრ წმ. დიმიტრი როსტოველისა. „ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა-მღვდელობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერისაქმეები იმართება ზეციურის მსგავსად“ღირსი თეოდორე სტუდიელი http://www.orthodoxy.ge/skhva/sakh-katekhizmo1.htm ეს რომ ძალიან შუა საუკუნოვანი იდეები გასაგებია, მარა დღმდე რომ მართლმადიდებლურ ეკლესიის იდეალად რჩება, ისე რომ ოფიციალურ საიტზეა მოცემული, ცოტა არ იყოს უცნაურია. მონარქიის აღდგენის იდეა ალბათ გაგახსენდათ, ეკლესიამ რომ წამოაყენა. შეესაბამება თუ არა მართლმადიდებური ცნობიერება დემოკრატიულ ფასეულობებს. რამდენად შეიძლება მართლმადიდებლურ ცნობიერების ქვეყანაში ააგო დემოკრატიული სახელმწიფო? უფრო რელიგიურ-პოლიტიკური საკითხია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 შეესაბამება თუ არა მართლმადიდებური ცნობიერება დემოკრატიულ ფასეულობებს. რამდენად შეიძლება მართლმადიდებლურ ცნობიერების ქვეყანაში ააგო დემოკრატიული სახელმწიფო? უფრო რელიგიურ-პოლიტიკური საკითხია...Nukriko ჩემი აზრით, მართლმადიდებლური ცნობიერება დემოკრატიულ ფასეულობებს არ შეესაბამება. თუ რამდენად შეიძლება მართლმადიდებლური ცნობიერების ქვეყანაში ააგო დემოკრატიული სახელმწიფო, მიმაჩნია რომ ის შესაძლებელია, თუ კი მართლმადიდებლურ ცნობიერებაზე მაღლა დემოკრატიულ პრინციპებს დავაყენებთ. სხვა შემთხვევაში ძალიან, ძალიან რთული ქინება, რომ ქვეყანას, რომელსაც მხოლოდ მართლმადიდებელი ცნობიერება ექნება, დემოკრატიული სახელმწიფო ააშენოს. ვინაიდან თემა ნახევრად რელიგიური და ნახევრად პოლიტიკურია, ღრმად არ ჩავეფლობი ამ თემაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 შეესაბამება თუ არა მართლმადიდებური ცნობიერება დემოკრატიულ ფასეულობებს. რამდენად შეიძლება მართლმადიდებლურ ცნობიერების ქვეყანაში ააგო დემოკრატიული სახელმწიფო?ალბათ არა, ან ამ დე,ოკრატიული "ნაკლის" სხვა თვისებებით დაფარვა იქნება საჭირო.(თუ ეს შესაძლებელია?!)დემოკრატიულ ქვეყანაში ტაბუ თემები ან არ უნდა იყოს ანაც მინიმალური, ხოლო მართმადიდებლურ ქვეყანაში ძალიან ბევრი ტაბუ თემა გვაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2010 დემოკრატიულ ქვეყანაში ტაბუ თემები ან არ უნდა იყოს ანაც მინიმალური, ხოლო მართმადიდებლურ ქვეყანაში ძალიან ბევრი ტაბუ თემა გვაქვს. ნტუ. ტაბუ არაფერ შუაში არ არის დემოკრატიულობასთან.. მთავარი სხვა რამეა. Nukriko22 November 2009 შეესაბამება თუ არა მართლმადიდებური ცნობიერება დემოკრატიულ ფასეულობებს. რამდენად შეიძლება მართლმადიდებლურ ცნობიერების ქვეყანაში ააგო დემოკრატიული სახელმწიფო? 1 წლის შემდეგ შემეცვალა აზრი. მართლმადიდებლობა როგორც რელიგია არ უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე მართლმადიდებლამდელ (ანუ სანამ მართლმადიდებლობა ჩამოყალიბდებოდა) პოლიტიკურ სწავლებებს. ისინი მერე ჩამოყალიბდნენ და შესაბამისად, ყველა რელიგია რომელიც ჩამოყალიბდა შეესაბამება გარკვეულწილად იმ დროის ფასეულობებს, რა დროშიც ჩამოყალიბდა. დესტრუქციულ სექტების გარდა (ისინი არც ერთ დროის ფასეულობებს არ შეესაბამებიან) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2010 სხვისი არ ვიცი, მე პირადად მონარქისტულ მმართველობის მოდელს არ ვიზიარებ, ჩემთვის მიუღებელია,არც დოგმატიკაში არააა ეს მოთხოვნა, ვის როგორი მოდელი მოსწონს მმართველობის ეს ცალკეული სასულიერო პირების საქმეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lazani Posted December 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2010 ჩემი აზრით, მართლმადიდებლური ცნობიერება დემოკრატიულ ფასეულობებს არ შეესაბამება. თუ რამდენად შეიძლება მართლმადიდებლური ცნობიერების ქვეყანაში ააგო დემოკრატიული სახელმწიფო, მიმაჩნია რომ ის შესაძლებელია, თუ კი მართლმადიდებლურ ცნობიერებაზე მაღლა დემოკრატიულ პრინციპებს დავაყენებთ. სხვა შემთხვევაში ძალიან, ძალიან რთული ქინება, რომ ქვეყანას, რომელსაც მხოლოდ მართლმადიდებელი ცნობიერება ექნება, დემოკრატიული სახელმწიფო ააშენოს. ვინაიდან თემა ნახევრად რელიგიური და ნახევრად პოლიტიკურია, ღრმად არ ჩავეფლობი ამ თემაშიიეღოველური შეესაბამება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lazani Posted December 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2010 სხვისი არ ვიცი, მე პირადად მონარქისტულ მმართველობის მოდელს არ ვიზიარებ, ჩემთვის მიუღებელია,არც დოგმატიკაში არააა ეს მოთხოვნა, ვის როგორი მოდელი მოსწონს მმართველობის ეს ცალკეული სასულიერო პირების საქმეაისრაელის მეფეთაგან უმრავლესობა ღვთისაგან ცხებული იყო მეფის გული უფლის ხელშია ამბობს წერილი საითაც უნდა იქით მიაბრუნებს არც ის დავივიწყოთ რომ 18 საუკუნის ჩათვლით საქართველო მონარქისტული სახელმწიფო იყო და რაა ვერ არსებობდა? არაბეთის გაერთიანებული ემირატები მონარქისტული სახელმწიფოა და ხალიფა მართავს შეიხებთან ერთად მაგრამ ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაზე უკეთ ცხოვრობენ მაგათი მოქალაქეები დუალისტური მონარქიის იდეალური მაგალითია დიდი ბრიტანეთის სამეფო და ჩვენ მაგათ დონემდე ბევრი გვიკლია კიდევ აქ მონარქი და მონარქია კი არ არის შუაში 5 წლით არჩეული პრეზიდენტის 1 წელსვე ჩამოგდებას ცდილობს ჩვენი ხალხი და მეფეს აიტანს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tokogio75 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 ნუთუ საქართველო დღემდე მართლმადიდებლობამ და უფლისადმი თავ განწირვამ არ მოიყვანააა? ომს არ ჩაუვლია ისე, რომ ქართველი მეომრები არ ზიარებულიყვნენ ბღძოლის დაწყებამდე ! ახლა კი დემოკრატია იცი რა არის ამ ხალხის ცნობიერებაში? ის რომ პიდარასტმა პიდარასტს ქუჩაში დაუზასოს და ამაზე ხალხმა რეაგირება არ მოახდინოს, აი ასეთი რამ საქართველოში რომ მოხდება, ჩავთვალოთ რომ დაღუპულები ვართ !!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 23, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2011 იეღოველური შეესაბამება? იაღოვლური ცნობიერება შეესაბამება ზედემოკრატიულ პრინციპებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2011 იეღოველური შეესაბამება?lazani "იეღოველური" როგორც ასეთი რელიგიური მიმდინარეობა არ არსებობს არსებობს ქრისტიანული რელიგია სახელწოდებით იეჰოვას მოწმეები. თუ მათზე კითხულობ, მაშინ გაეცანი მათ ქრისტიანულ სწავლებას, თავად მათაც და დასკვნას ადვილად გამოიტან თუ ობიექტურად განიხილავ ამ საკითხებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2011 მართლმადიდებელი ეკლესია თავისი წმინდანების პირით ყოველთვის შეუცვლელად ასწავლიდა, რომ „ქრისტიანი მეფის სახე და წოდება (ღირსება) დედამიწაზე ცოცხალი ხატი და მსგავსებაა ქრისტე მეუფისა, რომელი არს ცათა შინა. რამეთუ რამდენადაც ადამიანი სულით თვისით ხატი და მსგავსია ღვთისა, ესრეთ ცხებული ღვთისა თავისი სამეფო წოდებით ხატი და მსგავსია უფალი ქრისტესი: ქრისტე მეუფე ცათა შინა მედღესასწაულე ეკლესიაში უპირატესია: მეფე ცხებული ქუეყანასა ზედა მადლითა და წყალობითა ზეციური ქრისტესი უპირატესია მებრძოლ ეკლესიაში“ - სიტყვისამებრ წმ. დიმიტრი როსტოველისა.ადამიანი ღვთის მსგავსად არის შექმნილი ბიბლიის მიხედვით და მნიშვნელობა არ აქვს მეფე იქნება თუ ჩემი მეზობელი ლოთი ამბერკა, უბრალოდ ბიბლიაში წერია შემდეგი, მეფის გული ღვთის ხელშია და საითაც უნდა იქით მიაბრუნებს, ეს ყოველივე კი ნიშნავს შემდეგს, მმართველის ლოიალურობა ხალხისადმი დამოკიდებულია იმაზედ თუ რამდენად ღვთისმოსავია თავად ერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.