Nukriko Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 არსებობს გამონათქვამები რომლებიც რელიგიურ შუღლს აღივებს, ან ზოგიერთ რელიგიურ მიმდინარეობის ადამიანის შეურაცხყოფას იწვევს. აქ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომ ფორუმის წესებში ჩაიწეროს რომ შეურაცხყოფელი გამონათქვამები აიკრძალოს, სიტყვიერი, სიტყვიერთი გაფრთხილებით და ვორნით.... როგორც მოდერატორს, რომელიც აცხადებ რომ შეურაცხყოფებისაგან მაქსიმალურად იკავებ თავს, მინდა გთხოვო, რომ ნუ მოიხსენიებ ნურცერთ რელიგიას სექტად და მწვალებლად, რომელიც ქვეყანაში აღიარებულია რელიგიად. სექტანტებად მოხსენიება არის მათი შეურაცხმყოფელი ფორმით მოხსენიება, რადგან სიტყვა სექტას დღეს სწორედ რომ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დატვირთვა აქვს.იმედია გაითვალისწინებ მიუკერძოებლად მოცემულ მეგობრულ რჩევას თუ გსურს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები არ დაამცირო და პატივისცემა გამოხატო სხვა ადამიანების რელიგიური არჩევანისადმი. პირველი პრეტენზია ეს არის.. ვიმსჯელოთ ამაზე და გადავწყვიტოთ არის თუ არა ეს შეურაცხყოფელი. ადმინისტრაციას ვთხოვ ჩაერთოს ამ საკითხში.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 როგორც ვიცი თვით სიტყვა სექტა არა შეურაცხმყოფელი, მაგრამ ალბათ როგორც გოიმი(ებრაულად ნიშნავს-ყველას ებრაელის გარდა, არც დადებითი და არ ნეგატიური გაგებით) ჩვენთი საკმაოდ ნეგატიურად მოიხსენიება. მე ალბათ უფრო კონტეკსტის მიხედვით შევაფასებდი, არის თუ არა ამ შემთხვევაში სექტა შერაცხყოფა. მაგრამ პრფილაკტიკის მიზნით აჯობებს ვიხმაროთ სიტყავები: რელიგიური უმცირესობები, ახალი რელიგიური მიმდევრობა(ალბათ დაჯგუფება, მაგრამ ამასაც გააპროტესტებენ ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 აქ ერთი პრობლემაა, ადამიანს შეურაცხყოფელად მიაჩნია როდესაც ეიჰოვას მოწმეებს სექტას უწოდებენ რა უნდა ქნას მოდერატორმა ისეთი, რომ ადამიანის რელიგიური შეურაცხყოფა თავიდან იქნეს აცილებული და ამ დროს ჯანსაღი აზრიც არ დაიკარგოს. აქვს თუ არა მართლმადიდებელს უწოდეოს იეჰოვას მომეს სექტანტი? და რა უნდა გააკეთოს მოდერატორმა იმისთვის რომ შეურაცხყოფა ნაკლები იყოს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 Nukriko სექტა,როგორც ტერმინი საკამათოა, მაგრამ არ არსებობს არცერთი რელიგიური მიმდინარეობა,რომლის შეურაცხყოფა მისაღები იყოს . ყველა რელიგიური მიმდინარეობა იმსახურებს პატივისცემას ,თუმცა კრიტიკაც ნორმალურია ....ამ განყოფილებაში გონივრულობის საზღვრებში. ასე რომ ზოგადი წესის დაზუსტება თუ გვინდა ....კი ბატონო ,მაგრამ გააჩნია კონტექსტს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 1)ამ ტერმინს დღეისათვის სულ ცოტა ორი მნიშვნელოვნელობა მაინც გააჩნია - თეოლოგიური და სოციოლოგიური. ლათინური სიტყვა „secta“ სკოლას, სწავლებას ნიშნავს. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად იგი მომდინარეობს სიტყვიდან sequi=მიმდევრობა. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც. Aამ უკანასკნელის მიხედვით, მის საფუძველს წარმოადგენს არა სიტყვა sequi, არამედ “secare” რაც გამოყოფას, გამოცაკლკევებას აღნიშნავს. თავდაპირველად სექტას მხოლოდ თეოლოგიური დატვიერთვა გააჩნდა. იგი დიდი რელიგიური გაერთიანებიდან რაღაც საფუძველზე გამოყოფილი, მცირერიცხოვანი ჯგუფის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. Gგამოყოფილ ჯგუფებს შორის განსხვავების ზრდის კვალობაზე, სიტყვა სექტის მნიშვნელობაც გაფართოვდა და მან თეოლოგიურთან ერთად გარკვეული სოციოლოგიური შეფერილობაც შეიძინა. Aამ უკანასკნელის შესაბამისად სექტა გულისხმობს ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ახალ კულტურას, ღირებულებებსა და ცხოვრების წესს ამკვიდრებს საზოგადოებაში. Aამასთან, აღნიშნული ჯგუფი, თავის თავს განიხილავს არა როგორც საზოგადოების შემადგენელ ნაწილს, არამედ როგორც მასთან დაპირისპირებულ ძალას. საზოგადოდაც, შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის სექტა წარმოადგენს დაპირისპირების შედეგს არა იმდენად რელიგიურ ურთიერთობათა სფეროში, რამდენადაც საზოგადოებრივში. საქმე ისაა, რომ სექტა თავისი ქმედებებით დისონასში მოდის, არა მარტო იმ რელიგიურ გაერთიანებასთან, რომლის წიაღშიც იგი წარმოიშობა, არამედ მთლიანად საზოგადოებასთან. ცნობილია, რომ ბალანსი, რომელიც ჯგუფებს შორის ურთიერთობისას მიიღწევა, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ შინაგან, ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებელ შეთანხმებაზე, რასაც შეიძლება საერთო მსოფლმხედველობრივი კონსენსუსი ეწოდოს. სექტა, რომელიც უპირისპირდება კონკრეტულ მსოფლმხედველობას, უპირველეს ყოვლისა წინააღმდგებაში მოდის სწორედ ჯგუფებს შორის მიღწეულ ამგვარ საერთო მსოფლმხედველობრივ კონსენსუსთან, ანუ მულტიკულტურული რეალობის პირობებში ჩამოყალიბებულ იმ ბალანსთან, რომლის დაცვაც აუცილებელია მსგავსი საზოგადოების შემდგომი არსებობისათვის. 2) ლათინური სიტყვაა და ძირეული შინაარსით გამოყოფას, ჩამოჭრას, მოკვეთას ნიშნავს, მეორეული აზრით - სკოლას, მიმდინარეობას. ანტიკურ ეპოქაში სექტებს უწოდებდნენ ფილოსოფიურ სკოლებს, რომელთა შეხედულებები განსხვავდებოდა საყოველთაოდ აღიარებული და გაზიარებული მოძღვრებისაგან. თეოლოგიური და ეკლესიოლოგიური პოზიციითაც, სექტა ეწოდება ეკლესიასთან დაპირისპირებულ ორგანიზაციას, რომელიც უგულვებელყოფს დანარჩენი საზოგადოების ღირებულებებს და კონფლიქტშია ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებთან. სექტანტობის საფუძველი არის ერესი (მწვალებლობა) და სქიზმა (რასკოლი). პირველი ეკლესიის ერთიან მოძღვრებასთან (დოგმატთან) დაპირისპირებას, ე.ი. ახალ თეორიას, ახალ თვალსაზრისს, წვალებას ნიშნავს, მეორე- კანონიკისა და ლიტურგიკის, ე.ი. სარწმუნოებრივი ცხოვრების (პრაქტიკის) წეს-განგებათა საფუძველზე აღმოცენებულ უთანხმოებას, რომელიც ეკლესიის გაყოფით მთავრდება (იხ. ქვემოთ ,,დიდი სქიზმა“). სექტა, როგორც წესი, ერესის ნიშნებსაც შეიცავს და სქიზმისასაც ანუ ეკლესიასთან მოძღვრებითაც დაპირისპირებულია და ორგანიზაციითაც. რადგან სექტა წინააღმდეგობაშია იმ საზოგადოებასთან, სადაც ეკლესია ბატონობს, მისი წევრები საზოგადოებრივ საქმიანობაში მეტწილად არ მონაწილეობენ; ემიჯნებიან განათლების სისტემას (სახელმწიფო სასწავლებლებს), ზურგს აქცევენ კულტურულ ღონისძიებებს, უარს ამბობენ თეატრზე, მუსიკაზე, სპორტზე და ა.შ. ასე ყალიბდება სექტანტური ცნობიერება, რაც, ცხადია, მხოლოდ კონკრეტული სექტების პრობლემა არ არის. ასეთი ცნობიერება ეკლესიაშიც ადვილად იკიდებს ფეხს და მის წიაღში სექტანტურ ჯგუფებს აყალიბებს, - სექტანტურ ცნობიერებას ნერგავს. ნ. სმელზერი სექტის კლასიკურ ნიმუშად ,,იეჰოვას მოწმეებს’’ ასახელებს, აგრეთვე მორმონებს. 3) ტრელჩის თანახმად, ეწოდება ორგანიზაციას, რომელიც უარყოფს დანარჩენი საზოგადოების ღირებულებებს და კონფლიქტშია მის კულტურასა და ტრადიციებთან. როგორც წესი, სექტები წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიის წარმომადგენელთა მცირე ჯგუფი უკმაყოფილოა ტრადიციული რიტუალებით, ამიტომ შორდება მას და ქმნის ახალ რელიგიას. ვინაიდან ამგვარი ჯგუფი თავის თავს უპირისპირებს საზოგადოებას, სადაც ეკლესიაა გაბატონებული, სექტის წევრები ხშირად არ მონაწილეობენ მის ცხოვრებაში. მაგალითად ამიშები თავიანთი შვილების საოჯახო განათლებას ანიჭებენ უპირატესობას იმის შიშით, რომ სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემა შელახავს მათი რწმენის სიწმინდეს. ანალოგიურად, როდესაც “ქრისტიანული მეცნიერების” სწავლების მიმდევრები სიმსივნის მკურნალობისას უარს ამბობენ დასხივებაზე და ეწირებიან დაავადებას, რომლის განკურნება შესაძლებელი იყო, ისინი მხოლოდ თავიანთი სექტის მითითებებს ასრულებენ, რომელთა მიხედვითაც, ღმერთის ღრმა რწმენა ნებისმიერ დაავადებას განკურნავს. ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, არგუმენტები უნდა არსებობდეს მძლავრი რომ გადაწყვეტილება იყოს მიღებული. სანამ ეს არგუმენტები არ იარსებებს, იეჰოვას მოწმეებისთვის სექტის დაძახება არ ჩაითვლება შეურაცხყოფელად.. თუ გაქვთ მეტი არგუმენტი, შეგიძლიათ დაწეროთ და აუცილებლად გავითვალისწინებ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 ჭანო აჯობებს ვიხმაროთ სიტყავები: რელიგიური უმცირესობები ჭანი, Nukriko და ფორუმის ადმინისტრაციას აფსოლუტურად ვეთანხმები ჭამოს იმ სიტყვებში, რომელიც დავაციტირე ზემოთ. ასეთი ფრთხილი დამოკიდებულებით, დაცული ვიქნებით იმისგან, რომ არცერთ რელიგიურ მიმდინარეობათა უფლებები, ღირსებები და რელიგიური გრძნობები შევლახოთ. თუ რატომ არის ასეთი დამოკიდებულების გამოვლენა რელიგიური ადამიანებისადმი გონივრული, მოგახსენებთ. გამოთქმა "სექტა" ფართოდ გამოიყენება იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც, როგორც ჩანს, არ იციან ამ გამოთქმის სრული მნიშვნელობა. ზოგიერთი ღვთისმეტყველი, დაბნეულობის გამომწვევი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ამ გამოთქმის გამოყენებას, ფაქტობრივად, ერიდება, რაც როგორც აღვნიშნე, დადებითი დამოკიდებულების მაჩვენებელია და ვინმეს უკმაყოფილებასა და შეურაცხყოფას გამორიცხავს. მინდა აღვნიშნო, რომ ენციკლოპედიები და ლექსიკონები სიტყვა "სექტას" სხვადასხვა ნაირად განმარტავენ. მაგალითად, "მსოფლიო ენციკლოპედია" (ინგლ.) ამბობს: "ტრადიციულად, გამოთქმა სექტა მიეკუთვნება თაყვანისცემის ან წეს-ჩვეულების დაცვის რაიმე ფორმას". ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე, სექტა შეიძლება ეწოდოს ყველა რელიგიურ ორგანიზაციას. ახლა დავფიქრდეთ, თუ სიტყვა სექტის გამოყენება შეიძლება ეწოდოს ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, მე რომ მართლმადიდებელს სექტა უწოდო, დანაშაულს არ ჩავიდენ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებით, მხოლოდ თუ დავამცირებდი ადამიანს და გავაღიზიანებდი. ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს საზოგადოდ ცნობილ სიტყვა "სექტა"-ს განსხვავებული მნიშვნელობები აქვს. იგივე ენციკლოპედია შენიშნავს: "XX საუკუნის შუა წლებიდან სექტების ფართოდ გავრცელებამ შეცვალა ამ გამოთქმის მნიშვნელობა. დღეს ეს გამოთქმა ეხება ჯგუფებს, რომელთაც ხელმძღვანელობს, ახალი და არაორთოდოქსული მოძღვრებებისა და ადათ-წესების ჩამომყალიბებელი ლიდერი". ჟურნალი "ნიუსუიკ"-ი ადასტურებს ამ გამოთქმის სახალხოდ გამოყენებას; ის ხსნის, რომ სექტები "ჩვეულებრივ, პატარა, ექსტრემისტული ჯგუფებია, რომელთა წევრები ბაძავენ ცალკეულ ღვთის მიერ შთაგონებულ პიროვნებას და ისაკუთრებენ მის მიზანს". მსგავსად ამისა, ჟურნალი "ეიჟაუიკ"-ი შენიშნავს: "თვითონ გამოთქმა [სექტა] გაურკვეველია, მაგრამ ჩვეულებრივ ნიშნავს ღვთის მიერ შთაგონებული ლიდერის გარშემო ჩამოყალიბებულ ახალ სარწმუნოებას, რომელიც ხშირად საკუთარ თავს ღმერთის განსახიერებად აცხადებს".ენა, რომელიც გამოიყენეს მერილენდის შტატის (აშშ) მე-100 კონგრესის ორივე პალატის საერთო დადგენილებაში, ასევე გადმოსცემს სიტყვა "სექტა"-ს დამამცირებელ მნიშვნელობას. დადგენილება იუწყება: "სექტა არის დაჯგუფება ანუ მოძრაობა, რომელიც ამჟღავნებს გადაჭარბებულ თავდადებას პიროვნების ან იდეის მიმართ და რომელიც თავისი ლიდერების მიზნების მისაღწევად დარწმუნების და ზეგავლენის უზნეო ხერხებს იყენებს". ნათელია, რომ სექტებად ძირითადად ითვლება რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ეყრდნობიან უკიდურეს განზრახვებსა და წეს-ჩვეულებებს და არ ეთანხმებიან დღეს საყოველთაოდ აღიარებულ საზოგადოებრივ ნორმებს. ჩვეულებრივად, მათი რელიგიური საქმიანობა ტარდება საიდუმლოდ. სექტანტური ჯგუფების უმრავლესობა, ფაქტობრივად, თემებად ცალკევდება. თვითმარქვია ლიდერის მიმართ მათი თავდადება, როგორც წესი, უდავო და განსაკუთრებულია. ხშირად ეს ლიდერები ტრაბახობენ იმით, რომ ღმერთის რჩეულები არიან ან ღვთაებრივ თვისებებს ფლობენ. სამწუხაროდ, ზოგჯერ, ანტისექტანტური ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც კი, რელიგიურ უმცირესობებს, "ბაპტისტთა ეკლესიას" (ბაპტისტებს), "50-იანელებს", "იეჰოვას მოწმეებს", მოიხსენიებენ, როგორც სექტას. აქ ჩამოთვლილი რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის შვილები და ჩვენი თანამემამულეები არიან. აქედან გამომდინარე, განა გონივრული იქნებოდა, მათ სექტანტები ვუწოდოთ, მაშინ როცა კარგად ვიცით, რომ არცერთი მათგანისთვის არაა მისაღები ასეთი დამამცირებელი ფორმით მიმართვა ან მოხსენიება... გვერდით თემაში, რომელიც "იეჰოვას მოწმეებს" ეხება, Nukriko-სთან მსჯელობაში აღვნიშნე, რომ არასწორია დამამცირებელი სიტყვით "სექტად" მოვიხსენიოთ ეს რელიგიური მიმდინარეობა, რადგან ის მთელ მსოფლიოში ოფიციალურად აღიარებულია არა როგორც სექტად, არამედ რელიგიურ მიმდინარეობად. ის რომ ისინი რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ, არ ნიშნავს იმას რომ ისინი, ან სხვა რელიგიურ მიმდინარეობები (რელიგ. უმცირესობები), დამამცირებელი სიტყვებით მოვიხსენიებდეთ. მოწმეებთან დაკავშირებით, საინტერესო აზრი გამოთქვა გაქალაქ სანქტ-პეტერბურგის (რუსეთი) მთავრობის ერთერთ მოხელემ: "იეჰოვას მოწმეები წარმოგვედგინა, როგორც სიბნელეში მყოფი ფარული სექტა, რომლის წევრები შეუბრალებლად ხოცავენ ბავშვებს და თავს იკლავენ". მიუხედავად ამისა, რუსეთში მცხოვრები ადამიანები რამდენიმე ხნის წინ უკეთესად გაეცნენ იეჰოვას მოწმეების ნამდვილ ხასიათსა და თვისებებს. საერთაშორისო კონგრესის ჩასატარებლად იეჰოვას მოწმეებთან ერთად მუშაობის შემდეგ იმავე მოხელემ აღნიშნა: "ახლა მე ვხედავ ნორმალურ, მომღიმარე ადამიანებს, რომლებიც ზოგიერთ ჩემს ნაცნობზე ბევრად უფრო უკეთესებიც კი არიან. ისინი წარმოადგენენ მშვიდობიან და წყნარ ხალხს". მან აგრეთვე თქვა: "მე ნამდვილად არ მესმის, თუ რატომ ლაპარაკობენ ადამიანები მათ შესახებ ასეთ სიცრუეს". "იეჰოვას მოწმეები" არ ატარებენ რიტუალურ შეხვედრებს და თავის თაყვანისმცემლობას არ ასაიდუმლოებენ. ამასთან დაკავშირებით, მწერალი, ჯულია მიჩელ კორბიტი, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, წერს: "ჩვეულებრივ, კვირაში რამდენჯერმე სამეფო დარბაზებში შეხვედრისას (მათი შეხვედრების ადგილებს არ ეწოდება ეკლესია), მოწმეები დროის ძირითად ნაწილს უთმობენ ბიბლიის შესწავლასა და განხილვას". სინამდვილეში, სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში დარეგისტრირებული რელიგიურ უმცირესობათა (როგორიცაა მაგ. იეჰოვას მოწმეები) შეხვედრები, ღიაა და ყველა დაპატიჟებულია დაესწროს მათ და მოულოდნელ სტუმრებსაც ძალიან გულთბილად ხვდებიან. ეს იმის ნათელ მტიცებას წარმოადგენს რომ ისინი არ წარმოადგენენ საიდუმლო ექსტრემისტულ სექტანტურ დაჯგუფებას, რომელიც შეიძლება სექტად მოიხსენიებოდეს. მწერალი კორბიტი წიგნში "რელიგია ამერიკაში" ამატებს: "მოწმეებმა პატიოსანი, თავაზიანი და შრომისმოყვარე ადამიანების რეპუტაცია დაიმსახურეს". მრავალი, ვინც არ არის მოწმე, აღიარებს, რომ იეჰოვას მოწმეებში არაფერია ექსცენტრიკული ან გასაიდუმლოებული რომ ისინი სექტანტებად მიიჩნეოდნენ. ის რომ მათი რელიგიური თვალსაზრისი განსხვავდება უმრავლესობის რელიგიური თვალსაზრისიგან, არ ნიშნავს რომ ისინი სექტანტები არიან და ასეთი დამამცირებელი სიტყვებითა და ტერმინებით გავაღიზიანოთ ან დავამციროთ. თუ ფორუმზე რელიგიური მიმდინარეობებისადმი სიტყვა "სექტის" გამოყენება არ აიკრძალება, მაშინ მეც და ყველას, სრული უფლება გვექნება, ნებისმიერი რელიგიის მიმდევარს მივმართოთ სიტყვა "სექტანტო"-თი; და ვნახავთ რამხელა უკმაყოფილებას გამოიწვევს ის ადამიანებში. ასეთი სიტყვის ერთმანეთისადმი მიმართვა, მხოლოდ დამცირებას გამოიწვევდა, და ფორუმზე საფუძველს ჩაუყრიდა დაძაბული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც გარკვეულწილად ფორუმის ადმინისტრაციისგან ნებადართული იქნებოდა და აქედან გამომდინარე, ფორუმის ადმინისტრაცია პასუხიმსგებელი იქნებოდა ფორუმში გაჩაღებული დამამცირებელი მიმართვების ნების დართვაში. ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო: ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, აფსოლიტურად ვემხრობი და ვიზიარებ იმ ღვთისმეტყველთა (თეოლოგთა) პოზიციას, რომლებიც, დაბნეულობის გამომწვევი პრობლემის ან ადამიანების დამცირებისგან თავიდან ასაცილებლად, საერთოდ ერიდება ამ გამოთქმის გამოყენებას, როცა კონკრეტულად საუბრობენ რომელიმე რელიგიაზე, იქნება ის რელიგიური უმრავლესობა თუ უმცირესობა. და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, რომ თუ სიტყვა "სექტას" რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობათა მისამართით არ გამოვიყენებთ, არაფერი დააკლდება ფორუმს და არც ფორუმში მპოსტავ ადამიანევს, ხოლო ამ სიტყვის გამოყენებისაგან თავის არიდება კი, რელიგიური მიმდინარეობებისადმი პატივისცემის გამოვხატვის გარანტია იქნება! დანარჩენი კი თავად ფორუმის ადმინისტრაციამ გადაწყვიტოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 აზრი ესეგი რას მოითხოვ რომ სიტყვა სექტა ამოღებული იყოს დისკუსიის დროს? კარგი მე ვთქვათ და არ გამოივყენე სექტა სიტყვა, მაგრამ ვინც გამოიყენებს იმას რა უნდა ვუთხრა როგორც მოდერატორმა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 აზრი ესეგი რას მოითხოვ რომ სიტყვა სექტა ამოღებული იყოს დისკუსიის დროს? კარგი მე ვთქვათ და არ გამოივყენე სექტა სიტყვა, მაგრამ ვინც გამოიყენებს იმას რა უნდა ვუთხრა როგორც მოდერატორმა?მე არ ვამბობ რომ ლექსიკიდან საერთოდ უნდა ამოვიღოთ სიტყვა "სექტის" გამოყენება. ფორუმზე წესებში შეიძლება შევიდეს ახალი წესი რაც მაგალითად ასეთი ფორმით იქნებოდა (ნუ ამას ზოგადად, ზედაპირულად დავწერ): ა) ფორუმში იკრძელება სიტყვა "სექტის" გამოყენება მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტულად რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის შესახებ საუბრობ, ან ესაუბრები ფორუმის მომხმარებელს. ბ) აკრძალულია თანაფორუმელს მიმართო სიტყვით "სექტანტო". ამ აკრძალვის მიზეზია სხვა ადამიანის რელიგიური უფლებების, ღირსებათა და გრძნობების პატივისცემა. თუ ფორუმის მომხმარებელი კონკრეტული რელიგიური მიმდინარეობის მისამართით გამოიყენებს ამ სიტყვას ან თანაფორუმელს უწოდებს "სექტანტს", მიეცეს გაფრთხილება და იგივეს გამეორების შემთხვევაში, ფორუმის წესების გათვალისწინებით დაედოს შეზღუდვა, როგორიცაა დროებით დაპოსტვის საშუალება. მისი პოსტი კი წაიშალოს. ასეთი წესების ამოქმედებით, ხელი შეეწყობა ფორუმში შეურაცხყოფების გარეშე განხორციელდეს დისკუსიები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 ა) ფორუმში იკრძელება სიტყვა "სექტის" გამოყენება მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტულად რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის შესახებ საუბრობ, ან ესაუბრები ფორუმის მომხმარებელს.ამას ვერ დაგპირდებიბ) აკრძალულია თანაფორუმელს მიმართო სიტყვით "სექტანტო". ამ აკრძალვის მიზეზია სხვა ადამიანის რელიგიური უფლებების, ღირსებათა და გრძნობების პატივისცემა.ბ) აკრძალულია თანაფორუმელს მიმართო სიტყვით "სექტანტო". ამ აკრძალვის მიზეზია სხვა ადამიანის რელიგიური უფლებების, ღირსებათა და გრძნობების პატივისცემა.ამის დაპირება შემიძლია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 ბ) აკრძალულია თანაფორუმელს მიმართო სიტყვით "სექტანტო". ამ აკრძალვის მიზეზია სხვა ადამიანის რელიგიური უფლებების, ღირსებათა და გრძნობების პატივისცემა.ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. კი ბატონო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.