lasha_alo Posted November 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 ეს არაა ზვიადის პრობლემა.90-ნი წლები მოიცავს 1)საბჭოთა მზის ჩასვენების პიკი (89წ- 90წ 28 ოქტომბერი)1)გამსახურდიას მმართველობა;2) ბანდოკრატია;(95-96 წლამდე)3)კლეპტოკრატია ;ანუ ავცდეთ ერთი პიროვნების ამბავს აქვს უამრავი ასპექტი და ეპიზოდი..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 მე ორ სამ ნაწილად დავყოფდი1) ზვიადისტებად რომლებიც მაქსიმუმ 30%2) ანტიზვიადისტებად 10% წარმოადგენდნენ3) ვისაც სულ ერთ ადგილზე ეკიდა ორივე 60% საქართველოს მაშტაბით რა თქმა უნდა, აი კახეთში ჩემს სანათესაოში თელავში იქ ხო ხალხს ვიცნობ, ისე ეკიდათ ზვიადი ანტიზვიადი რომ რა ვიცი ეხლა მე... გეთანხმები ნუკრი, მაგრამ ერთი რამეა გასათვალისწინებელი, იმათ ვისაც "ეკიდა" (მათ შორის მეც) თბილისის დანგრევაზე და ამდენი ხალხის დახოცვაზე და ძარცვაზე ლეგიტიმაცია არ მიუცია გადამტრიალებლებისათვის,ანუ მათ ოდნავადაც, რომ წარმოედგინათ სავარაუდო შედეგები,აღარ "დაიკიდებდნენ" და შესაძლოა ისტორია სხვანაირად წასულიყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 prologic აღარ "დაიკიდებდნენ" და შესაძლოა ისტორია სხვანაირად წასულიყო.გადატრიალებები ყველა ახალი სახელმწიფოს სენია, სახადივითაა რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 ისე რა დავაშავეთ ან არ მივქარეთ რომ 15 რესპუბლიკიდან მაინცდამაინც ჩვენთან ათუხთუხდა ყაყა...? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 ანუ ავცდეთ ერთი პიროვნების ამბავს მართალია ლაშა,თორემ ისევ უნაყოფო კამათში ჩავერთვებით და "საქმე" აღარ გამოვა.გთავაზობთ კონკრეტული ქაისები გავხსნათ და მათში ჩავაკრათ ჩვენი ფაქტები.აბა ქაისი (საქმე)#1 ? რომელი იყოს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 ქაისი (საქმე)#1 ? რომელი იყოს?22დეკემბერი. შეიძლებოდა თუ არა ტავიდან აცილება?ვინაა დამნასავე ?ანუ თვითონ ამ დღის გარშემო ჯობია მსჯელობა .ვიმეორებ ,ვეცადეთ გავცდეთ 90ნებს და ემოციების გარეშე შევაფასოთ ამ დღის გამომწვევი სხვადასხვა ასპექტი მაშ ასე კეის 1 - 22 დეკემბერი მოსულა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 22 დეკემბერი მოსულა? ხო იყოს ,ვახ ეხლა ვიხსენებ სად ვიყავი , რას ვაკეთებდი მაგ დღეს.....დაიდოს ქრონიკა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 ტატtat ისე რა დავაშავეთ ან არ მივქარეთ რომ 15 რესპუბლიკიდან მაინცდამაინც ჩვენთან ათუხთუხდა ყაყა...?არ არის მასე აზერბაიჯანი-სომხეთი-მოლდოვა-ტაჯიკეთი-რუსეთი(ჩეჩნეთი და თეთრ სახლზე შეტევა გაიხსენეთ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 ხო იყოს ,ვახ ეხლა ვიხსენებ სად ვიყავი , რას ვაკეთებდი მაგ დღეს.....დაიდოს ქრონიკა....20- ში მიტინგზე მივედი. ხალხი საკმაოდ შეგროვდა და უცებ ჭექა-ქუხილის ხმასავით მახსოვს ლომოურის მოწოდება გადაგვენაცვლა მთავრობის სასახლესთან,სადაც ზვიადისტთა შეკრება მიდიოდა. ეს იყო პროვოკაცია და ნავთის დასხმა.არანაირი საფუძველი ,ასკარად წავიდნენ ვაბანკზე.... მახსოვს ბარიკადების მომზადება , უკიდურესად დაძაბული ფონი. ცუდი ამბავი გვიახლოვდებოდა.2 დღიტ ადრე მივხდი-ეს გარდაუვალი იყო....22დეკემბერს სახლში ვიყავი...... ონლაინ რეჟიმში ვუსმენდი გურამ პეტრიაშვილს,სერებრიაკოვს სხვებს..... უსუსურობის განცდა დამეუფლა , მაგრამ ეს იყო ლოკალური კონფლიქტი მოწყვეტილი ქალაქიდან....საერთოდ არ შეიგრძნობოდა ომის მიმდინარეობა ....ერთადერთი ინსტიტუტში იყო ცხარე კამათი და დამძიმებული სახეები....პირველ დღეებში ზვიადის გამარჯვებას ვარაუდობდა ხალხი.....შემდეგ.....სადღაც გაქრაეს შეგრძნება და ..... გენერალი ეპიტაშვილი..... რომელიც ზვიადისტთა ბოლო იმედი იყო..... პუტჩმა გაიმარჯვა ...არველაძის აღმართული დროშა კი სიმბოლოა .....ყველაფრის..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 90 წლების შემსწავლელი, საგანგებო ფორუმული კომისიის წევრობა ვის სურს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 prologic გეთანხმები ნუკრი, მაგრამ ერთი რამეა გასათვალისწინებელი, იმათ ვისაც "ეკიდა" (მათ შორის მეც) თბილისის დანგრევაზე და ამდენი ხალხის დახოცვაზე და ძარცვაზე ლეგიტიმაცია არ მიუცია გადამტრიალებლებისათვის,ანუ მათ ოდნავადაც, რომ წარმოედგინათ სავარაუდო შედეგები,აღარ "დაიკიდებდნენ" და შესაძლოა ისტორია სხვანაირად წასულიყო.ობივატელებისგან ნუ მოითხოვ მომავლის განჭვრეტას...... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 დიახ შესასწავლია :sorry: პუტჩის საფუძვლები და ყველა ის უკანონობა ,რაც მაშინ ხდებოდა; სამოქალაქო ომად წოდებული ბრძოლა კანონიერ ხელისუფლებასთან ; კლეპტოკრატიული ეპოქა და შევარდნაძის ცოდვები; საარჩევნო კორუფცია...მათ შორის მოქალაქეთა კავშირის აქტივის მოქმედებანი... დღეს ეს ხალხი საუბრობს ვარდების რევოლუციაზე.....მე კი ეჭვი მაქვს მათი ლიდერები 95-99 წლებში აფერხებდნენ დემოკრატიულ პროცესებს , გვერდში ედგნენ უკანონობას და არიან ჩაფლულნი იმდროინდელ შავ საქმეებში....ვცდები? დაიწყოს შესწავლა....დეტალურად , მისხალ მისხალ....დღეეებისა და საათების მიხედვით .....მე ამ წლბმა წამართვა სტუდენტობა ,ახალგაზრდობა ,უამრავი მეგობარი.იმედი მაქვს ამ ფორუმზე შეიქმნება კიდევ ერთი ფრონტი აღნიშნული საკითხის რეალიზირებისთვის. ამას ითხოვს გია თორთლაძეც!!!!ხოდა, მანამ ვიქნები პოლიტიკაში, სანამ ამას არ მივაღწევო.. თქვენ კი დადგებით და ლანძღავთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 ამას ითხოვს გია თორთლაძეც!!!!ხოდა, მანამ ვიქნები პოლიტიკაში, სანამ ამას არ მივაღწევო.. თქვენ კი დადგებით და ლანძღავთდღეს ეს ხალხი საუბრობს ვარდების რევოლუციაზე.....მე კი ეჭვი მაქვს მათი ლიდერები 95-99 წლებში აფერხებდნენ დემოკრატიულ პროცესებს , გვერდში ედგნენ უკანონობას და არიან ჩაფლულნი იმდროინდელ შავ საქმეებში....ვცდები?ამასაც? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 ამასაც? არა, მაგას ვერა... :sorry: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 23, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 (edited) გაგახსენებთ..... საუკუნის საარჩევნო აფიორა..... სააკაშვილმა და დეფორმატორებმა სარიშვილთან შეთანხმებით საარჩევნო ბარიერი 7 პროცენტამდე გაზარდეს. ყველას გვემახსოვრება მათი ამბორის ისტორიული სცენა .დეფორმატორებმა ბურჯანაძე, სააკაშვილი, ჟვანიას კოალიციამ დაბლოკა მარკირება ხალხის შეურაცხყოფა არ შეიძლებაო. :sorry: შედეგი გოგორიშვილის შოუ........მეორე დღეს ქალაქის და ქვეყნის ჩაბნელება......მიხეილ სააკაშვილის ცნობილი გამოსვლა პარლამენტში,როცა შსსს მადლობა გადაუხადა "კარგი მუშაობისათვის" და არჩევნები წარმატებულად ჩატარებულად გამოაცხადა კვლავ გვიხაროდენ 10 წლის შემდეგ? 30პრ თუ 50+1? ვიდეო გადაკეთებულია .ეგ არაფერი შეგვესამება...... მმართველი პარტია მტკიცედ დგას მერის არჩევის 30%-იან ბარიერზე სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ნოე.'09 / 12:43 მმართველი პარტია უკვე წავიდა დათმობებზე მთელ რიგ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის თბილისის მერის არჩევის წესზე და ახლა იმედოვნებს, რომ ალიანსი საქართველოსთვის იგივეს გააკეთებს და დათანხმდება 30%-იან ბარიერზე თბილისის მერის ასარჩევად. პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფის წევრია, განუცხადა Civil.Ge-ს, რომ 30%-იანი ბარიერი მაქსიმუმია, რაზეც მმართველ პარტიას შეუძლია დათანხმდეს. მისი თქმით, თავდაპირველად ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არ უნდოდა ბარიერი, მაგრამ ”მოლაპარაკებების პროცესში ჩვენ კომპრომისზე წავედით” და 30%-იან ბარიერს დავთანხმდით. ”ჩვენ ასევე წავედით დათმობებზე თბილისის საკრებულოს არჩევის წესზე და 25/25 სქემას დავთანხმდით, რომელსაც ყველა პარტიამ დაუჭირა მხარი, მათ შორის ალიანსმა საქართველოსთვის,” - განაცხადა მინაშვილმა. ყველა პარტია თანხმდება თბილისის საკრებულოში 25 წევრის მაჟორიტარული და დანარჩენი 25-ის პროპორციული წესით არჩევას. მინაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 30%-იან ბარიერზე ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფის ყველა მონაწილე თანხმდება, გარდა ალიანსი საქართველოსთვის. გადაწყვეტილებებს ჯგუფი კონსენსუსის საფუძველზე იღებს და ნებისმიერ პარტიას აქვს ვეტოს დადების უფლება. ”ჩვენი სურვილია, რომ გვქონდეს კონსენსუსი და მივაღწიოთ შეთანხმებას ამ ფორმატში; მაგრამ ჩვენი რამოდენიმე კომპრომისის შემდეგ, ახლა ალიანსზეა დამოკიდებული, რომ შეუერთდეს ჯგუფის გადაწყვეტილებებს... ახლა ბურთი მათ მოედანზეა,” - განაცხადა მინაშვილმა. მას შემდეგ, რაც ვერ მოხდა თბილისის მერის არჩევის წესზე შეთანხმების მიღწევა 18 ნოემბერს, ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა, რომელიც ინტერპარტიული ჯგუფის წევრია, განაცხადა, რომ ”ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელების ყველა რესურსი ამოწურულია”. 18 ნოემბრის შეხვედრაზე ალიანსმა უკან დაიხია და 50%-იანის ნაცვლად 45%-იანი ბარიერი შესთავაზა ჯგუფს, თუმცა ეს შემოთავაზება მმართველმა პარტიამ და ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ ჩააგდეს. 19 ნოემბერს ალიანსმა საქართველოსთვის მმართველ პარტიას მოუწოდა შეეცვალა პოზიცია და დაბრუნებულიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან ორმხრივი კომპრომისესბის შედეგად შეთანხმების მისაღწევად. ალიანსმა ასევე მიანიშნა, რომ მზად იყო შემდგომი კომპრომისისთვის, თუმცა არა 30% ან 35%-იან ბარიერამდე. დეპუტატი აკაკი მინაშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება იმ ფორმულირებას, რომ მმართველმა პარტიამ დატოვა ინტერპარტიული ჯგუფის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი. ”ჩვენ ბევრჯერ დავთმეთ და ახლა მათი დროა იგივე გააკეთონ,” - განაცხადა მან. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ალიანსი საქართველოსთვის არ შეუერთდება 30%-იანი ბარიერის შემოთავაზებას, ამ და სხვა საარჩევნო საკითხებზე განხილვები პარლამენტში გაგრძელდება, რადგანაც დრო არ ითმენს. ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, სავარაუდოდ, ვენეციის კომისიაში გაეგზავნება, სანამ მათ პარლამენტი დაამტკიცებს. 30%-იანი ბარიერის შესახებ შემოთავაზება მსგავსია იმისა, რაც გამოყენებული იქნა მაჟორიტარი დეპუტატების არჩევისას 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს და რის შედეგადაც მმართველი პარტიის კანდიდატებმა წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის თბილისში. მმართველი პარტიის კანდიდატები უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდნენ, რადგანაც ისინი რამოდენიმე ოპოზიციურ კანდიდატს უპირისპირდებოდნენ, მაშინ როცა ოპოზიციის საერთო ხმები დაიყო.http://www.civil.ge/geo/article.php?id=22030 Edited November 23, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.