Jump to content
Planeta.Ge

ევროპის მმართვის მოდელი


Recommended Posts

ამ დღეებში არჩეულ იქნა ევროპის პრეზიდენტი. :D:

 

აქ საინტერესოა თვით არჩევნების მოდელი და არჩეული ფიგურა.

 

ბევრს ეგონა რომ ეს არჩევნები უფრო მაშტაბური, ვთქვათ ევროპარლამენტის დონეზე გაიმართებოდა და სპეკულაციები იყო ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეების არჩევის თაობაზე, არა და ყველაფერი უფრო ლოკალურად მოხდა და თან არჩეულ იქნა შეიძლება ითქვას უცნობი პოლიტიკური მოღვაწე ბელგიის პრემიერი ვან რომპუი.

 

მედიამ ეს თავიდან უცნაურად და სადღაც შაყირითაც აღიქვა.

დღს ვუყურებდი პოლიტიკოსთა დებატებს ამ თემაზე და ერთი რამ მომეწონა.

 

ძლიერ პრეზიდენტს ძლიერი მანდატი უექნება რაც ევროპის მმართვის აზრს სცილდება.

ასე რომ აირჩიეს სუსტი მანდატით უცნობი "მუშა".

რამდენად დავაკვირდი საქართველოს მედიას ამ ტემაზე ხმა არავის არ მოუღია.

არც ოპოზიცია არ საუბროსბ და მოკლედ ................................

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

რამდენად დავაკვირდი საქართველოს მედიას ამ ტემაზე ხმა არავის არ მოუღია.

არც ოპოზიცია არ საუბროსბ და მოკლედ ................................

და რზე უნდა ვისაუბროთ?

 

ასე ომ აირჩიეს სუსტი მანდატით უცნობი "მუშა".
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

და რზე უნდა ვისაუბროთ?

 

საქართველოსი ბევრს ჰგონია წამგებიანი სუსტი პრეზიდენტს მოდელი.

 

არა და ევროპაში ნათლად სჩანს რომ მომგებიანია.

ამაზეა საჭირო საუბარი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი ევროპის მმართვის ახალი სტრუქტურა ყალიბდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

პახმელიაზე ხარ თუ................პრეზიდენტი ძლიერი რომ იყოს არ შაიძლება? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

პახმელიაზე ხარ თუ................პრეზიდენტი ძლიერი რომ იყოს არ შაიძლება? :D

 

 

კი.

:): თუ ისევ მიშა გვინდა მაშინ იყოს ძლიერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

საქართველოსი ბევრს ჰგონია წამგებიანი სუსტი პრეზიდენტს მოდელი.

 

არა და ევროპაში ნათლად სჩანს რომ მომგებიანია.

 

სწორი ბრძანდებით

 

ვან რომპეი წარმოშობით მემარჯვენე-ცენტრისტული ყაიდის პოლიტიკოსთა ოჯახიდანაა. სპეციალობით ეკონომისტია, ბელგიას ერთ წელიწადზე ნაკლებია რაც ხელმძღვანელობს. ის წერს ჰაუკუს (იაპონურ ლექსებს) და მოკრძალებული ცხოვრების წესით და იუმორით გამოირჩევა. ცნობილია, რომ შვებულების დროს, როგორც წესი საკუთარი ავტომობილით და მასზე მიმაგრებული საცხოვრებელი ვაგონით მოგზაურობს.

 

ვან რომპეი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე კვირის წინ გერმანია და საფრანგეთი ერთმანეთში მისი კანდიდატურის წარდგენაზე შეთანხმდნენ. მოგვიანებით, რამდენიმე დიპლომატმა განაცხადა, რომ პრემიერის პოსტზე ხანმოკლე მუშაობის გამოცდილება მას უპირატესობას ანიჭებს, რადგან ვან რომპეიმ ევროკავშირის სხვა ლიდერებიდან მტრების შეძენა ჯერ ვერ მოასწრო.

 

ეს გადაწყვეტილება (პრეზიდენტად პატარა ქვეყნის წარმომადგენლის, საერთაშორისო არენაზე უცნობი პირის არჩევა) ბოლო კვირებში გავრცელებულ ხმებს ადასტურებს იმის თაობაზე, რომ წევრი-ქვეყნების უმრავლესობას ისეთი ხელმძღვანელის არჩევა სურდა, რომლის მთავარი ფუნქციაც შიდა საკითხების მოგვარებით შემოიფარგლებოდა, ბლოკის წევრების დიდ ნაწილს არ სურდა ისეთი ფიგურის არჩევა, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვში კარს უპრობლემოდ შეაღებდა.

 

ვან რომპეიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდად და ზეწოლის გარეშე იმუშავებს. მან განაცხადა, რომ კეთილგონიერებას გამოავლენს და მისი პირადი აზრი ევროპის კავშირის მოსაზრებას დაექვემდებარება.

 

ახალმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა წევრი ქვეყნების მნიშვნელობას და მათ მრავალფეროვნებას, ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო შეხვედრებზე ”იმ პოზიციათა წინსვლას შეუწყობს ხელს, რომლებსაც კავშირი დაამტკიცებს”, ისე რომ ევროკომისიის თავმჯდომარის პოზიციებს პრობლემას არ შეუქმნის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდესაც ევროპაში მმართვის მოდელის ახალი (ძველი) სტრუქტურა ყალიბდება და ამაზე ადრე მიტინგების დროს ბევრი საუბარი იყო, კარგი იქნება თემის წამწევა.

 

რაც უცნაურია ამ შემთხვევასი ოპოზიციის დუმილი.

კარგი პოლიტიკოსი არ გაუშვებდა ამ შანს ხელიდან. :D

 

პ.ს. თან ეჭვს იწვევს. უნდოდა ოპოზიციას სუსტი პრეზიდენტი, თუ ეს იყო მიტინგური პიარი?

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

პ.ს. თან ეჭვს იწვევს. უნდოდა ოპოზიციას სუსტი პრეზიდენტი, თუ ეს იყო მიტინგური პიარი?

 

ერთი კარგად ვერ გავიგე ბაბუ ბატონო. რას გულისხმობთ ინსტუციონალურად სუსტ პრეზიდენტს,თუ პიროვნულად.

ევროკავშირის პრეზიდენტის უფლებებზე არაფერი არ ვიცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ერთი კარგად ვერ გავიგე ბაბუ ბატონო. რას გულისხმობთ ინსტუციონალურად სუსტ პრეზიდენტს,თუ პიროვნულად.

ევროკავშირის პრეზიდენტის უფლებებზე არაფერი არ ვიცი.

 

სუსტი საპრეზიდენტო მმართველობას.

პიროვნბის სიძლიერეზე არ უნდა იყოს ქვეყნის მმართვა დამოკიდებული. სახელმწიფო არ არის ერთი პიროვნება, არამედ სისტემა.

 

აქ ძალიან მნიშვნელობა აქვს მანდატის მინიჭებას.

მაგალითად ჩეხეთში არ არის პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნები. ირჩევენ პარლამენტში, რაც არის მანდატის სისუტე.

მეორე რა თქმა უნდა საკანონმდებლო ბაზა, სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილება იქნება სეზღუდული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

მაგალითად ჩეხეთში არ არის პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნები. ირჩევენ პარლამენტში, რაც არის მანდატის სისუტე.

მეორე რა თქმა უნდა საკანონმდებლო ბაზა, სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილება იქნება სეზღუდული.

 

--------------------

 

ცალკეული ქვეყნებისათვის გასაგებია. მე ევროკავშირის პრეზიდენტის უფლებები არ ვიცი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ის როგორც პოლიტიკოსი არაა ცნობილი ევროპის ფართო საზოგადებისთვის და მის ამ სისუტეზე ხდება აქცენტირება და არა მის პოსტის გავლენაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...