Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Nukriko

რა არის ცხოვრების აზრი?

ამ თემის გახსნის შემდეგ შემეცვალა შეხედულებები

 

და ეხლა ვთვლი რომ ცხოვრებას არ გააჩნია აზრი, მაგრამ ეს უაზროს არ ხდის მას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 years later...
  • Replies 86
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

უკვეე რამდენი ხანიაა ამ კითხვაზე ვცდილობ პასუხის გაცემას,რამდენიი პასუხიი გავეცი უკვე ამ კითხვვას ჩემს თავში მაგრამ არცერთმა დამაკმაყოფილა....რა ვქნა არ შემიძლია,ვერ ჩავთვლი რომ ვცხოვრობთ განმღრთოებისთვის,ჩემთვის ეს ყველაფერი ზღაპარი და აფსურდია,ალბათ ჩემზე ჭკვიანმა ადამიანებმაც ვერ გაცეს პასუხი ამ კითხვას და ეს ყველაფერი მოიგონესს.ვფიქრობ ამ კითხვაზე ვერ ვცემ პასუხს მარაა ცხოვრებას კვლავ ჩვეულებრივვ ვაგრძელებ იგივე რუტინით,ასეე რომ ვფიქრობბ საუკეთესო ვვაიანტია ვიყოთ ოპტიმისტები და ცხოვრების მიზანი მთელი ცხოვრება ვეძიოთ,მივყვეთ ცხოვრების დინებას,მჯერა რომ ვიპოვით(ჰო გაგიგიათ ვინც ეძებს პოულობსო).ცხოვრების მიზანიი თუ ბედნიერება იქნებაა ამ პასუხითაც დავკმაყოფილდები^_^
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იცხოვრე! დაიბადე, გაიზარდე, ისწავლე, იმუშავე, იცინე, იტირე და ყველაფერი, რაც კიდო იქნება, შენს ცხოვრებაში :) და ბოლოს დაიძინე სამუდამოდ :titebi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1000 მზის ძალა რომც მქონდეს მე მაინც არარაობად დავრჩები, მაგრამ თუ შევძლებ საკუთარ თავში ჩაწვდომას, მაშინ გავხდები სამყაროს ბრძანებელი. სამწუხაროდ საკუთარ თავს ვერავინ ვერ ჩაწვდება, ეს უფსკერო სიღრმეა. ცხოვრების აზრი ყველას თავისი აქვს და ყველამ ეს აზრი იქ უნდა ეძებოს სადაც სხვები ვერაფერს ვერ გაიგებენ, ანუ საკუთარ უფსკერო აზროვნებაში... ჩემი აზრით :titebi: Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor

 

 

საკუთარ თავს ვერავინ ვერ ჩაწვდება,

 

საკუთარ არსს, როდესაც ჩავწვდი იქ ის დავინახე ვისაც თქვენ ღმერთს უწოდებთ და სწორედ ამიტომ დავწერე ეკლესიასტეს სიტყვები, ნამდვილად არ აქვს აზრი წუთისოფლის ამაოებას, რომელიც მაქსიმუმ 50 წელში დასრულდება ჩემთვის თუ უფრო ადრე არა, იქ სადაც სიკვდილი მეფობს აბა სიცოცხლის აზრი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor

 

 

 

 

საკუთარ არსს, როდესაც ჩავწვდი იქ ის დავინახე ვისაც თქვენ ღმერთს უწოდებთ და სწორედ ამიტომ დავწერე ეკლესიასტეს სიტყვები, ნამდვილად არ აქვს აზრი წუთისოფლის ამაოებას, რომელიც მაქსიმუმ 50 წელში დასრულდება ჩემთვის თუ უფრო ადრე არა, იქ სადაც სიკვდილი მეფობს აბა სიცოცხლის აზრი?

 

საკუთარ არსს ჩაწვდი? ანუ შენ ამბობ რომ მიხვდი შენს ნამდვილ პოტენციალს... შეძელი გრძნობების, ინსტინქტების და ყველა გარე ფაქტორის გაკონტროლება... მიაღწიე სულიერ ნირვანას და წესრიგს... მიხვედრილხარ ყველაფრის აზრს. რაღაც ეჭვი მეპარება. საკუთარ არსს შეიძლება ჩაუღრმავდე მაგრამ მას ვერასოდეს ვერ ჩაწვდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor

 

 

საკუთარ არსს ჩაწვდი?

 

დიახ და თან ეს "დიახ" თამამად შემიძლია ვთქვა.

 

 

ანუ შენ ამბობ რომ მიხვდი შენს ნამდვილ პოტენციალს... შეძელი გრძნობების, ინსტინქტების და ყველა გარე ფაქტორის გაკონტროლება.

 

მე ჯერ არ განმღრთოვდი, მე უბრალოდ მივხვდი სინამდვილეში ვინ ვარ, ეს კი საკუთარი არსის წვდომაა, კონტროლს რაც შეეხება პერსპექტივაში ვაკონტროლებ ყველაფერს და დროს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ როდესაც ფინალი უკვე ცნობილია.

 

 

მიაღწიე სულიერ ნირვანას და წესრიგს

 

ზოგი ამ მდგომარეობას ნირვანას უწოდებს, ზოგი სასუფევლის ნეტარებას, ზოგი ადამ კადმონს, ზოგი სამოთხეს, მაგრამ მდგომარეობები ცვალებადია. საკუთარი არსის წვდომა არ ნიშნავს, იმას რომ ერთ მთლიანს შეუერთდე, მე ჯერ კიდევ ერთი ეგოისტი უჯრედი ვარ, რომელიც მიხვდა რომ მთლიანის ნაწილია და იმასაც მიხვდა, რომ პერსპექტივაში თავად არის ეს მთლიანი.

Edited by Mona
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Mona არა მეგობარო არ გეთანხმები... გასაგებია რომ შენ შეიძლება სხვებზე მეტად ჩაუღრმადი საკუთარ თავს მაგრამ ვერასოდეს ვერ ჩაწვდები საკუთარ თავს... შენ ამბობ რომ მიხვდი სინამდვილეში ვინ ხარ, მაგრამ რამდენი ნერვებ მოშლილი წყობილებიდან გამოხვალ ან უცნაურად მოიქცევი, ისე რომ საკუთარი თავის გაგიკვირდება იმის მანიშნებელია რომ საკუთარ თავს არ იცნიბ. რაც არ უნდა თქვა ვერასდროს ვერ იქნები დარწმუნებული რომ რაიმე სიტუაციაში თუნდაც ექსტრემალურში შენ შენ არ იქნები.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამბობ რომ მიხვდი სინამდვილეში ვინ ხარ, მაგრამ რამდენი ნერვებ მოშლილი წყობილებიდან გამოხვალ ან უცნაურად მოიქცევი, ისე რომ საკუთარი თავის გაგიკვირდება იმის მანიშნებელია რომ საკუთარ თავს არ იცნიბ. რაც არ უნდა თქვა ვერასდროს ვერ იქნები დარწმუნებული რომ რაიმე სიტუაციაში თუნდაც ექსტრემალურში შენ შენ არ იქნები.

Proessor

 

მე ვსაუბრობ ადამიანის არსზე და არა იმაზე რომ ადამიანი დაცემული და არასრულყოფილია. რეალური არსი ადამიანისა = ღმერთს.

ეხლა ნაკლოვანებები რომ მაქვს და ასე შემდეგ ეს გასაკვირი არ არის, მე ჯერ "ძერწვის" პროცესში ვარ დაუსრულებელი სურათი ვერ არის შედევრი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor

 

მე ვსაუბრობ ადამიანის არსზე და არა იმაზე რომ ადამიანი დაცემული და არასრულყოფილია. რეალური არსი ადამიანისა = ღმერთს.

 

გასაგებია და გეთანხმები კიდეც რაღაც-რაღაცეებში, მაგრამ ადამიანის რეალური სახე(აზროვნება) ვერასოდეს ვერ გაუტოლდება ყოვლადბრძენ სუბიექტს... ეს ისეთივე კონსტანტაა როგორც 0 ვერასოდეს ვერ გახდება 1. ის შეიძლება მიუახლოვდეს მოცემულს, მაგრამ ვერასოდეს ვერ გახდება "ის"!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთადერთი ცხოვრების აზრის წყარო არის საკუთარი თავი... არ არსებობს ყველასთვის ერთი ცხოვრებისეული აზრი - კოლექტიურ "აზრში" გაქცევა - საკუთარ თავისგან გაქცევაა და სხვა არაფერი... :))

 

 

ეხლა ცხოვრების იმ სტადიაზე ვარ, რომ რაღაც მაშტაბურ, საყოველთაო და რაც მთავარია ხანგრძლივ ცხოვრებისეულ აზრს ვერ ვხედავ. ვხედავ რაღაც მიზნებს და ამ მიზნების მიღწევას ვაპირებ... ესაა და ეს.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor

როგორც 0 ვერასოდეს ვერ გახდება 1. ის შეიძლება მიუახლოვდეს მოცემულს, მაგრამ ვერასოდეს ვერ გახდება "ის"!

 

სინამდვილეში 0 არ არსებობს ყველაფერი და ყოველივე ის 1-ია, 0 ეს ილუზორული წარმოსახვებია იმ 1-ის ცალკეული ნაწილებისა პიროვნული ეგოს ინდივიდუალურობის შეგრძნება ყოფს შვილს მამისაგან, ამიტომაც ვეღარ ამბობს უბრალო ადმიანი "მე და მამა ერთი ვართ", მაგრამ გვაქვს სიხარული და ხსნა, რომელიც ამბობს:

 

16. ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: „ორივე იქნება ერთ ხორც“. 17. ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად.

 

სულში იდენტობაზედ ვამბობ, თორემ პიროვნული სხვაობა აგერ ერთარსის სამ ჰიპოსტასს შორისაც არის.

 

და თუ იმასაც გამოიკვლევ რა არის ღმერთი, მაშინ ამ სიტყვების არსსაც გაითავისებ:

 

1. ფსალმუნი ასაფისა. უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ღმერთებს შორის ჰქმნა სამართალი.

 

6. მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი. 7. მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი.

 

გაიგებ რა განსხვავებაა იმ ცოცხალ კაცსა (რომელსაც ღმერი უწოდა უფალმა) და იმ ჰომო საპიენსს შორის რომელზედაც ისევ უფალი ამბობს:

 

21 ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: ,,უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამა ჩემი დავმარხო.“ 22 იესომ კი უთხრა მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ.“

 

 

ასე რომ მართლ სიტყვას წერს აქ ხალხი "მკვდართა სიცოცხლეს" რა აზრი აქვს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Mona პირდაპირ გესმის შენ როგორც ჩანს ყველაფერი. :) მაშინ მითხარი სამყარო 7 დღეში შეიქმნა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...