Nukriko Posted November 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2009 რა არის ცხოვრების აზრი? ყველამ გამოვთქვათ საკუთარი აზრი... მე მოგვიანებით დავწერ ჩემ აზრს..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted November 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 Nukriko ალბათ ინდივიდის ცხოვრებას გულისხმობ?მე არ ვიცი საიდან მოვედი, ვინ ვარ, საით მივდივარ...არ თქვათ ეხლა შთამომავლობის გაგრძელებაო. მერე იმათი ცხოვრების აზრი რაღაა?მომავალი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ აწმყო, აი ეს წამი. სიკვდილიც აწმყოში დადგება და არა მომავალში. სრული სასოწარკვეთილება და უიმედობა?- არა, სწორედ ამის ყოველდღიური და ყოველწამიერი გაცნობიერება და მხოლოდ ამგვარად და ასე მისი დაძლევა. მაგრამ არა იმით, რომ ამაზე არ ვიფიქროთ, ან ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ (ოჯახზე, სამსახურზე, გართობაზე). კი ბატონო ესეც იყოს, მაგრამ მაინც ვერ გავექცევით რეალობას, რომელიც მუდამ "სიკვდილის ენაზე გველაპარაკება".ცოტა არეულად დავწერე, სორრი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2009 paolo მე ვფიქრობ რომ ადამიანი არის მატარებელი გენების მატარებელი. გენები უნდა გადასცეს, საბოლოოდ ადამიანი ალბათ განიცდის ევოლუციას.. რაც შეეხება ინდივიდის ცხოვრების აზრს, ცხოვრების აზრი ამის გარდა რაც მე დავწერე რეალურად არის ყველა ფსევდო-ცხოვრების აზრი, ანუ რას ნიშნავს ეს, ყველაფერი რასაც ჩვენ ცხოვრების აზრს დავარქმევთ (ამის გარდა) იქნება ილუზია და მეტი არაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 მატრიცა ყველგანაა... :disco: სერიოზულად კი, ამაზე ბევრი ფიქრი არ შეიძლება, თორემ ძალიან ბევრ რამეს დავიკიდებთ და ქვეყანა დაინგრევა. უფრო მეტს თუ ვიფირებთ კი, დაინგრეს, დედაც მოსდღვნიაო - ამ აზრზეც მივალთ. სამწუხაროდ ადამიანი (მხოლოდ და მხოლოდ იმხო და ჩემი დაკვირვებით) ჩვეულებრივი ცხოველისგან ბევრით არ განსხვავდება... მოქმედებს ინსტიქტებით, იმპულსებით... ეს ჩვენი ყბადაღებული ინტელექტი კი კალკულატორია, მეტი არაფერი... ფარსია, დადგმულია... ინტელექტი ადამიანისთვის ისეთივე თვითგადარჩენისა და ბრძოლის იარაღის ფუნქციას ასრულებს, როგორც მაგალითად მარტორქისთვის რქა, ლომისთვის ბრჭყალი და ეშვი, სპილოსთვის ეშვი... ადამიანი ფსიოლოგიურად ისეთივე პრიმიტიული არსებაა, როგორიც სიტყვაზე... ბოცვერი თვითგადარჩენაა მხოლოდ ადამიანის არსებობის აზრი, გნებავთ ცხოვრების აზრი... მხოლოდ და მხოლოდ თვითგადარჩენა! მუზა თუ მესტუმრა განვავრცობ მერე :sorry: არ გამომდის ახლა.... ისეთ აბდაუბდას დავწერ, მეთვითონაც ვერ გავიგებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 Jonathan Livingston ანუ, უხეში მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შოთა რუსთაველის ცხოვრების აზრი და იმავე საუკუნეში რომელიმე ცხოველის ცხოვრების აზრი ერთიდაიგივეა??? ------ ჩემი აზრით მით უფრო მეტად შეიძლება ეწოდოს ადამიანის განვლილ ცხოვრებას აზრიანი, რაც უფრო მეტი კარგი საქმე აკეთა, რაც უფრო მეტი სარგებელი მოუტანა მისი არსებობით გარშემომყოფებს, ქვეყანას, და რაც უფრო მაგარი სახელი დატოვა წასლის შემდეგ!!! ერთადერთი რაც ჩვენი გარდაცვალებსი შემდეგ რჩება ეს არის სახელი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 ანუ, უხეში მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შოთა რუსთაველის ცხოვრების აზრი და იმავე საუკუნეში რომელიმე ცხოველის ცხოვრების აზრი ერთიდაიგივეა???დიახთ თვითრეალიზება, თვითგადარჩენა... სხვა საქმეა როგორ გამოხატავს ამას გარეგნულად ინდივიდი... ჩემი აზრით მით უფრო მეტად შეიძლება ეწოდოს ადამიანის განვლილ ცხოვრებას აზრიანი, რაც უფრო მეტი კარგი საქმე აკეთა, რაც უფრო მეტი სარგებელი მოუტანა მისი არსებობით გარშემომყოფებს, ქვეყანას, და რაც უფრო მაგარი სახელი დატოვა წასლის შემდეგ!!!კარგ საქმეში რა იგულისხმება? შვილებზე ზრუნვა? - ინსტიქტი მხოლოდ და მხოლოდ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted November 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 დიახთ თვითრეალიზება, თვითგადარჩენა... სხვა საქმეა როგორ გამოხატავს ამას გარეგნულად ინდივიდი...კარგ საქმეში რა იგულისხმება? შვილებზე ზრუნვა? - ინსტიქტი მხოლოდ და მხოლოდ... არა! არანაირად არა! ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაც შვილებზე ზრუნვა და ინსტიქტი იყო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 23, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2009 zeppelina ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაც შვილებზე ზრუნვა და ინსტიქტი იყო?ადამიანი არის ასევე ჯოგური ცხოველი ჯოგში რომ ცხოვრობ, მასზე ზრუნვას იწყებს... ეს ფსიქოლოგიაა და არა საზრისი ესე მგონია მე და რა ვიცი აბა..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted December 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2009 ყოველი წამით რომ ისარგებლო///// არაფერზე რომ არ თქვა უარი...იმიტომ.... რომ მეორედ აღარ მოხვალ და აზრი არ აქვს არაფერს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Student Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 ყველა თვითონ წყვეტს რა არის მისი ცხოვრების აზრი.. ადამიანი ინდივიდია და შეუძლებელია რაიმე საკითხზე ერთი დასკვნა აბსოლუტურად ყველას მოერგოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 ცხოვრების აზრი გონებისა და გრძნობის იმ წიაღში უნდა ვეძებოთ, სადაც დრო უსუსურია. სიცოცხლის აზრი მაშინ იკვეთება, როცა საკუთარი თავისთვის ის სიკეთე გვინდა, რომელიც ჩვენთვისაც სიკეთე იქნება და შენთვისაც. თუ ჩვენთვის სიკეთე შენთვის ბოროტება აღმოჩნდა, ამგვარ სიკეთეს არ ვაღიარებ!ჩვენს სამყაროში ყველაფერი ფარდობითია _ სინათლეს აზრს სიბნელე აძლევს, სამოთხეს _ ჯოჯოხეთი. თუ ჩვენს რეალობაში დამკვიდრებულ უაზრობას საფუძველი აქვს, მაშინ მის დასათრგუნად უდიადესი სიმართლის კანონიც უნდა არსებობდეს. იმისათვის, რომ ცხოვრებას აზრი ჰქონდეს, ჩვენ ორი ჭეშმარიტება უნდა ვაღიაროთ: პირველი _ არსებობს უზენაესი სიმართლის კანონი!მეორე _ ადამიანში ჩადებულია თავისუფლებისაკენ სწრაფვა!რადგან ამ ამოცანის მიუკერძოებლად ამოხსნა, ჭეშმარიტი პასუხის პოვნა მხოლოდ თავისუფალს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 ყველა მოაზროვნე ადამიანი, რომელიც საკუთარ, ოჯახის, ერის, სამშობლოს ბედნიერებაზე ფიქრობს, ჭეშმარიტების ძიების წყურვილით უნდა იყოს გაჟღენთილი. ყველაფერი სხვა ბუნდოვანი და მოჩვენებითია.კერძო და ზოგადი ინტერესები აბსოლუტურთან ჰარმონიაში უნდა იყოს და ამ ჰარმონიის ძიებას, დამკვიდრებას გააზრებულად უნდა ემსახურებოდეს.ფასეულობათა იერარქია არასდროს უნდა დაირღვეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეორადზე დაფუძნებული ყოველთვის მეორადი იქნება.აბსოლუტური ფასეულობა მხოლოდ მის საპირისპიროსთან თანაფარდობით მოიძიება.ჩვენ უფლება არა გვაქვს ღმერთი ჩვენი ცხოვრებისაგან გავაცალკევოთ. არც ის შეიძლება ღვთის კალთას ამოვეფაროთ და ცხოვრებას ზიზღით ვუყუროთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აპეირონი Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 ყველა მოაზროვნე ადამიანი, რომელიც საკუთარ, ოჯახის, ერის, სამშობლოს ბედნიერებაზე ფიქრობს, ჭეშმარიტების ძიების წყურვილით უნდა იყოს გაჟღენთილი. ყველაფერი სხვა ბუნდოვანი და მოჩვენებითია.კერძო და ზოგადი ინტერესები აბსოლუტურთან ჰარმონიაში უნდა იყოს და ამ ჰარმონიის ძიებას, დამკვიდრებას გააზრებულად უნდა ემსახურებოდეს.ფასეულობათა იერარქია არასდროს უნდა დაირღვეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეორადზე დაფუძნებული ყოველთვის მეორადი იქნება.აბსოლუტური ფასეულობა მხოლოდ მის საპირისპიროსთან თანაფარდობით მოიძიება.ჩვენ უფლება არა გვაქვს ღმერთი ჩვენი ცხოვრებისაგან გავაცალკევოთ. არც ის შეიძლება ღვთის კალთას ამოვეფაროთ და ცხოვრებას ზიზღით ვუყუროთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აპეირონი Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 ბევრია, ვინც ამ კითხვას ემალება და მალვით ცდოლობს ცხოვრებას მოუგოს. ეს თამაში სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს. უკანასკნელი წუთი მაინც ჩაგვაფიქრებს და ეს საშინელება იქნება, რადგან უკვე ვერაფერს მოვასწრებთ...კმაყოფილად (და არა ბედნიერად) განვლილი ცხოვრების გახსენება აღარ გვიშველის და რაც უფრო ღრმა კმაყოფილებას განვიცდით განვლილი ცხოვრებით, მით ღრმა იქნება ის საფლავი, სადაც ეს კითხვა ჩვენთან ერთად სამუდამოდ ჩაიმარხება... დეფექტი იმ, უნიკალურ ფენომენში გვაქვს, რასაც მეხსიერება ჰქვია და თუ გადავხედავთ კაცობრიობის განვლილ გზას, მაშინ იქნებ მივხვდეთ სინამდვილეში საით მივყავართ ამ გზას და რა არის მისი არსი... ცხოვრების აზრი სამყაროს წარმოქმნიდან დღემდე უცვლელი ფასეულობა უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი არსებობა აზრს დაკარგავდა... უაზროა თითო ადამიანის აკინძული კაცობრიობის ცხოვრება... გადარჩენის გზის და ცხოვრების აზრის განცალკევებულად ძიება არ არის მთავარი, არამედ იმ ადამიანების ძიება, ვინც ამ კითხვას არ ივიწყებს... გავერთიანდეთ და ამ კითხვაზე ერთიანი ძალით პასუხს აუცილებლად ვიპოვნით!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 (edited) ამ თემას რაღაც საერთო უნდა ჰქონდეს ამასთანhttp://planeta.ge/index.php?showtopic=33401 Edited July 23, 2010 by gendolf Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.