Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

[ნინო მიქიაშვილი]

რადგან დიმიტრი შაშკინის უწყება გურამ შარაძის, ამირან (ბუტა) რობაქიძისა და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების მდგომარეობასა და მათ ადგილსამყოფელს ისევ საგულდაგულოდ მალავს - განცხადებაზე გვპასუხობს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის, ხოლო ჩვენს ადმინისტრაციულ საჩივარს განუხილველს ტოვებს, პრესა.გე იძულებულია სასამართლოს მიმართოს.

 

ვეცდებით ამ გზით მოვიპოვოთ ინფორმაცია, რომელიც არც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, არც პროფესიულს და არც კომერციულს; ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია საჯაროა და ამასთან, საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს, რის მოწოდებაზეც, შაშკინის უწყება, უარს კანონის დარღვევით გვეუბნება.

 

შეგახსენებთ, რომ ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი სახელმწიფო, პროფესიულ, ან კომერციულ საიდუმლოებას არ შეიცავენ.

 

ჩვენს უფლებებს სასამართლოში საია-ს წარმოამდგენლები, თამარ გურჩიანი და თათული თოდუა დაიცავენ, ამავე ორგანიზაციაში შექმნილი მედიის სამართლებრივი დახმარების ცენტრის ფარგლებში.

 

18 ნოემბერს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან წამოვიღეთ პასუხი ჩვენს ადმინისტრაციულ საჩივარზე, რომელშიც ვითხოვდი: ამირან (ბუტა) რობაქიძის, გიორგი გამცემლიძისა და გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების: გრიგოლ ბაშალეიშვილის, ვახტანგ აბუაშვილის და გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას;

 

იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რომელიც 15 ოქტომბრითაა დათარიღებული და მასში წერია, რომ ინფორმაცია ბარათელის, აბუაშვილისა და ბაშალეიშვილის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ საჯარო არ არის. ამასთან, ადმინისტრაციულ საჩივარში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს ვთხოვდით, ბატონი ანჩაბაძისთვის დაეკისრებინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა, მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების გამო (საქმე იმაშია, რომ 15 ოქტომბრით დათარიღებულ წერილს ხელს აწერს მ. ანჩაბაძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამსახურის უფროსი).

 

- ”თქვენი 2009 წლის 29 ოქტომბრის საჩივართან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული კოდექსით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ისეთ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ”სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან”. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენი საჩივარი ვერ იქნება განხილული. პატივისცემით, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ბ. მეტრეველი”, - ესაა იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსი, რომელიც 10 ნოემბრითაა დათარიღებული.

 

ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის 182-ე მუხლში (”ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე, ან განხილვაზე უარის თქმა”) მითითებულია, რომ უარის თქმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, ან განჩინება, იმავე დავის საგანზე; თუ სასამართლო წამოებაშია საქმე დავაზე, იმავე მხარეებს შორის; თუ არსებობს ამ ორგანოს, ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, ამავე საკითხზე; თუ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, იმავე ადმინისტრაციულ საჩივარზე; თუ საჩივარი ქმედუუნარო პირმა შეიტანა და თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

 

ჩამოთვლილ პუნქტთაგან პრესა.გე-ს არც ერთი არ დაურღვევია, მაგრამ შაშკინის უწყებამ ჩვენი ადმინისტრაციული საჩივარი მაინც არ განიხილა.

 

ამასთან, 182-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულია, რომ ”ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე, ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა”. პრესა.გე-სთვის არც ეს შესაძლებლობა მოუციათ.

 

- ”ამიტომ, ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად, რომ დატოვეს, ეს არის უკანონო”, - ამბობს საია-ს წარმომადგენელი თამარ გურჩიანი და იქვე დასძენს, რომ ადმინისტრაციული ორგანოებიდან ამგვარი პასუხები ხშირია:

 

- ”სამწუხაროდ, ასეთი კანონდარღვევის ძალიან ბევრი პრეცენდენტი არსებობს. სასამართლოში ხშირად გვიწევს იმაზე დავა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს წარმოებაში ვერ იღებენ და სათანადო წესით ვერ იხილავენ”.

 

ადმინისტრაციული სარჩელის შეტანამდე, პრესა.გემ, 26 ოქტომბერს გამოაქვეყნა მასალა, შაშკინის უწყებიდან მოსულ პასუხზე, სათაურით: ”სოსო რობაქიძე: ბუტას დონაძემ ესროლა”, რომელშიც შავით თეთრზე ეწერა, რომ ჩვენ ადმინისტრაცოული საჩივრის შეტანას ვაპირებდით და რომ საჩივრის მომზადებაში, საია გვეხმარებოდა. ამ მასალის გამოქვეყნებიდანმესამე დღეს, 28 ოქტომბერს, შასკინის უწყებამ, სააგენტო ”ინტერპრესნიუსით” ინფორმაცია გაავრცელა, რომ აბუაშვილი, ბაშალეიშვილი და ბარათელი სასჯელს იხდიან, მაგრამ რომელ საპყრობილეში, ამას არ ვიტყვით, რადგან ეს საჯარო ინფორმაცია არ არისო.

 

- ”დაუყოვნებლივ რეაგირება რომ ჰქონდათ, ეს ცუდი არ არის; ეს მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების ფორმა არის და არა პროცედურის დაცვა. პროცედურა მათ ავალებდათ ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებას და განხილვას. არის ფორმალური კრიტერიუმები (182-ე მუხლი), რომლის დაუცველობის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს საჩივრის განუხილველად დატოვების უფლება აქვს, თორემ, სხვა შემთხვევაში, იმ პასუხისთვის, რასაც ის სცემს თქვენს ადმინისტრაციულ საჩივარს, განხილვის ერთთვიანი ვადა ჰქონდათ.

 

შეიძლება იგივე გადაწყვეტილება მიეღოთ, მაგრამ ადმინისტრაციული საჩივრის არსი ისაა, რომ განიხილოს, მოისმინოს მომჩივნის არგუმენტაცია და ამის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს”, - ამბობს თამარ გურჩიანი და ჩვენს კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა შაშკინის უწყებამ განაცხადოს, ”რაღა გინდათ, ჩვენ ხომ სააგენტოს მეშვეობით გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულები სასჯელს იხდიანო?!” პასუხობს:

 

- ”ეს იცით რას ჰგავს?! სასამართლოს რომ მიმართოთ და შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარე გამოვიდეს და ზეპირად უპასუხოს თქვენს სარჩელს. ეს საქციელი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება”.

 

პრესა.გე საია-ს დახმარებით მომზადებულ სარჩელს სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანს. სარჩელის შეტანის ვადა 18 დეკემბრამდე გვაქვს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=10970

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფხენიანში ვართ

 

 

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ გათამაშებაში გავიდა. :D ხო ფეხბურთში. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ გათამაშებაში გავიდა. ხო ფეხბურთში.

ჩრდ. კორეა 1966 წელსაც გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე და იტალია ჩატოვა ქვეჯგუფში სხვათაშორის. სსრკ და ჩრდ. კორეა გავიდნენ მეოთხედფინალში. იქიდან პორტუგალიამ დაიქნია. ვიასათ ჰისთორიზე იყო ცოტა ხნის წინ ამაზე ფილმი. ფეხბურთის მაგივრად ბელადზე ლაპარაკობდნენ ეს ჩემისები, მაშინდელი ფეხბურთელები :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფეხბურთის მაგივრად ბელადზე ლაპარაკობდნენ ეს ჩემისები, მაშინდელი ფეხბურთელები

 

 

მერე,ბელადი ჩვენ არა გვყავს თუ როგორ არის შენი საქმე? :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მერე,ბელადი ჩვენ არა გვყავს თუ როგორ არის შენი საქმე?

ამას აბრალებენ. სინამდვილეში არავინ არ ლაპარაკობს მასზე მოწიწებით, აღტაცებით და ა.შ. აი ის ფეხბურთელები უნდა გენახა შენ :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ის ფეხბურთელები უნდა გენახა შენ

 

 

შენ კარდუ ნახე როგორ ბაზრობს ბელადზე და მერე კორეელებზე ილაპარაკე. :D:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

რადგან დიმიტრი შაშკინის უწყება გურამ შარაძის, ამირან (ბუტა) რობაქიძისა და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების მდგომარეობასა და მათ ადგილსამყოფელს ისევ საგულდაგულოდ მალავს - განცხადებაზე გვპასუხობს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის,

რა შუაშია ფეხბურთი

 

მსჯავრდებულები არიან გამქრალები...ან მოკლულები არიან, ან "სვაბოდაზე" იმჰო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...