Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება კვლავ აქტუალურია

 

3-4 დეკემბერს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან. გუშინ ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ბრიუსელის მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭების საკითხზე იმსჯელებენ. თბილისში ამ განცხადებას ნატო-ს მიერ საკუთარი პრინციპების დასაცავად გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამენ.

 

ნატო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტერიალში ალიანსის 28 წევრი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ბრიუსელში პირველად გაიმართება ნატო-რუსეთის ფორმალური სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ამავე დროს, დაგეგმილია ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის კომისიების სხდომების ჩატარება.

 

ბელგიის დედაქალაქში საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხის განხილვა კანონზომიერად მიაჩნია პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილს. როგორც მან “24 საათთან” საუბარში განაცხადა, “ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ მოხსნილა. ამ ყველაფერს, უბრალოდ, სჭირდება დრო და როგორც ინ “პრინციპების, ღირებულებების დონეზე ყველაფერი რომ გაკეთებულიყო და ნატო-ს მაინც არ გაეხსნა კარი - ეს ძირითადი ღირებულებების ღალატი იქნებოდა, რასაც ნატო არ დაუშვებს. ამაზე უფრო ადვილი წარმოსადგენია ის, რომ ალიანსი დაიშალოს,” - განაცხადა დარჩიაშვილმა. პარლამენტარი განმარტავს, რომ ამ საკითხს მხოლოდ მორალური არგუმენტები არ ამყარებს, არამედ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისითაც ამას პატივს სცემს, უფრთხილდება და, ბუნებრივია, მის შერყევას არ დაუშვებს ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელიც ძალასა და გავლენას ფლობს. დარჩიაშვილის თქმით, “ნებისმიერ ვითარებაში საქართველოსთვის კარების ჩაკეტვა ორგანიზაციის გავლენისა და პრესტიჟის შერყევა იქნებოდა. როდის და როგორ განხორციელდება, ეს, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებსა და მთელი რიგი საკითხების შესრულებაზეა დამოკიდებული. ვნახოთ, ბრიუსელში უახლოეს მომავალში რა ითქმება.” დარჩიაშვილი დღეისთვის ნატო-ში ინტეგრაციის შანსებზე საუბარს მიზანშეუწონლად მიიჩნევს. “როდესაც 2005 წელს, მაშინდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც დღეს აღარც არის ხელისუფლებაში, აცხადებდა, რომ ერთ წელიწადში ნატო-ში ვიქნებოდით, ეს შეცდომა იყო. ამას დრო და ბევრი ფაქტორის გათვალისწინება სჭირდება, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს. აჩქარება და აჟიოტაჟი და შემდეგ იმედგაცრუებები საჭირო არ არის. ეს გზა გასაგრძელებელია და რამდენ ხანსაც მოითხოვს, იმდენ ხანს უნდა ვიაროთ,” - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

რაც შეეხება ალიანსთან დაახლოების გზებს, დარჩიაშვილის აზრით, გამორიცხული არ არის, რომ გარკვეულ ვითარებაში ნატო-ს რიგებში ესა თუ ის ქვეყანა მაპ-ის გარეშე მიიღონ. “მაპ-ის აუცილებლობა ბიბლიური წესივით არ არის დადგენილი, მიუხედავად ამისა, დღევანდელ სიტუაციაში მაინც ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის დასრულებაზეა საუბარი. ამავე დროს, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ყველაფერი უნდა შეფასდეს, რომ ქვეყანა შემდეგ მაპ-ზე გადავიდეს,” - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

 

ბრიუსელის მინისტერიალზე საქართველოს საკითხის განხილვის შესახებ “24 საათი” “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” პრეზიდენტ ალექსანდრე რონდელს ესაუბრა. მან საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხის გააქტიურების მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება. “საქმე ის არის, რომ საქართველოს კონტექსტში მაპ-ის თემა ცოტა მინელდა, მაგრამ ნატო-ს ვალდებულებებში არის საქართველოს მიღება. საქართველო და ნატო ამ მიმართულებით მუშაობენ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დროდადრო დადგება და ალბათ - მინისტერიალზეც, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს დღეს მოხდეს, თანდათანობით კი შესაძლებელი იქნება,” - აცხადებს რონდელი. მიუხედავად იმისა, რომ მაპ-ის მიღებას საქართველო უახლოეს მომავალში არ უნდა ელოდოს, რონდელს ამ საკითხის გააქტიურება მნიშვნელოვნად მიაჩნია. “თუ არ უკაკუნე კარზე, ისე კარს არ გაგიღებენ და ამიტომ მაპ-ის საკითხი ხშირად უნდა შევახსენოთ. ამავდროულად, კარგია, რომ ეს მათაც ახსოვთ. ჩვენ უარი არ გვითქვამს, პირიქით - ნატო-ს მიმართულებით სვლას ვაგრძელებთ. ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩვენ ნატო-ს თანდათანობით ვუახლოვდებით. რაც უფრო დემოკრატიული ქვეყანა იქნება საქართველო, რაც უფრო გაუმჯობესდება შეიარაღებული ძალები, მით უფრო ახლოს ვიქნებით ნატო-სთან,” - აღნიშნა ალექსანდრე რონდელმა. თუმცა ის გართულებებს საკუთრივ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შიგნით ხედავს. “ნატო რა არის და რა იქნება, ეს არის დიდი პრობლემა. ნატო-ში ინტეგრაციას ადრე ძალიან ვუჭერდი მხარს, მაგრამ ახლა, როცა ვუყურებ, რას დაემსგავსა, ხანდახან გავიფიქრებ-ხოლმე, იქნებ შესვლა არც ღირდეს. მაგრამ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ აღებული მიმართულებით სვლას და იმედია, ნატო დაუბრუნდება პირვანდელ ძალასა და შესაძლებლობებს. აი, მაშინ ჩვენი იქ შესვლა ძალიან მისასალმებელი იქნება,” - მიიჩნევს იგი. რონდელმა ნატო-ს დეგრადირების მაჩვენებლები განმარტა. მაგალითად, რუსეთის ფედერაციამ ნატო-ს რამდენიმე წევრთან ისეთი ორმხრივი ურთიერთობები განავითარა, რომ მათზე გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ნატო, როგორც ევროატლანტიკური კავშირი, შიდა პრობლემებს განიცდის, მათ შორის, აშშ-დასავლეთ ევროპის ურთიერთობებში (მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს გაუმჯობესდა). რონდელი კრიტიკულ მომენტში ნატო-ს ერთიანობას ეჭვქვეშ აყენებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს და ძლიერი უსაფრთხოების და გაერთიანების ნაწილი უნდა გახდეს, რადგან სხვანაირად საქართველო თავს ვერ დაიცავს. თუმცა, რონდელს რუსეთის მხრიდან 2008 წლის მსგავსი აგრესიის განმეორება ძნელად წარმოუდგენია. მისი თქმით, რუსეთს დღეს საკუთარი პრობლემები გაცილებით მეტი აქვს და დასავლეთთანაც ბევრი ინტერესით არის გადახლართული. ალექსანდრე რონდელის აზრით, “რუსეთს პირდაპირი, ღია აგრესიისთვის არ სცალია. თუმცა, საქართველოს წინააღმდეგ მაინც ეწევა ჩვეულ საქმიანობას და ამისთვის მოღალატეებს კვლავ გამოიყენებს.”

 

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/news/...11-20/1498.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...