Jump to content
Planeta.Ge

მილგრამის ექსპერიმენტი და ქართული პოლიტიკა


Recommended Posts

იყო ესეღუ ცბივუკუ ფსიქოლოგი მილგრამი, გერმანელი წარმოშობის, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობდა. ჩაატარა ძალზე საინტერესო ექსპერიმენტი.

 

ექსპერიმენტში 40 მოხალისემ მიიღო მონაწილეობდა. ექსპერიმენტი მდგომარეობდა იმაში რომ ადამიანი შემოდიდა და მას თან ხვდებოდა ერთი მოხალისე (რომელიც სინამდვილეში მსახიობი იყო) და დოქტორი-მეცნიერი. ამ მსახიობს შეაერთებდნენ დენის ხაზებზე (კაროჩე დენს რომ ურტყავს) ხოლო მეორეს ნამდვილ მონაწილეს კი მეორე ოთახში გაიყვანენ. ამ მსახიობს უნდა ეპასუხა რაღაც კითხვებისთვის, თუ სწორ პასუხს არ გაცემდა ამ ვოლტს აუწევდნენ და ეს აწევა გაგრძელდებოდა მაქსიმუმამდე, ხოლო იმ კნოპკისთვის რომელიც დენს დაარტყავდა ამ მსახიობს, ამისთვის უნდა დაეჭირა ექსპერიმენტის მონაწილეს. (სინამდვილეში დენს არ ურტყავდნენ ამ მსახიობს, იგი თამაშობდა) ყოველ შეკითხვაზე როდესაც შეცდომას უშვებდა მსახიობი, მეცნიერი უბრძანებდა მონაწილეს კნოპკისთვის დაეჭირა და ვოლტი აეწია. მსახიობი თამაშობდა ისე რომ იგი ღრიალებდა აღარ შემიძლია მომხენით, ექსპერიმენტის გაგრძელება აღარ შემიძლიაო, ხოლო მეცნიერი რომ უბრძანებდა მონაწილეს იმ მონაწილე მაინც აჭერდა კნოპკას ღილაკს. ეს მოხდა 40-ვე შემთხვევაში...

 

აქედან მილგრამმა დაასკვნა რომ ადამიანს აქვს თანდაყოლილი თვისება დაემორჩილოს ბრძანებას. (ის იკვლევდა იმ მოვლენას, თუ რატომ მოკლა გერმანელებმა ებრაელები და როგორ იქცნენ გერმანელები ნაცისტ-მკვლელებად)

 

ადამიანები რომლებიც ღილაკს აჭერდნენ ეუბნებოდნენ საკუტარ თავს რომ იქნებ საკმარისია, იქნებ შევჩერდეთ, მაგრამ როგორც კი მეცნიერისგან მიირებდნენ ბრძანებას მაინც ასრულებდნენ, ერთელ ისეც გაითამაშეს რომ მსახიობს ვითომ გული წაუვიდა, ხოლო მეცნიერის ბრძანებით ყველა მაინც აჭერდა ღილაკს კნოპკას. ადამიანებს იმის მიუხედავად რომ აშკარად შეეტყოთ აშლილობა, ბრძანებას მაინც ასრულებდნენ.

 

ერთი საინტერესო მომენტი იყო, გააკეთეს ასევე ისეც რომ ორი მეცნიორი იყო დამკვირვებელი და ვიტომ ერთმანეთში მოუვიდათ კონფლიკტი, ერთი ეუბნებოდა რომ ღილაკისთვის დაეჭირათ კნოპკას, ხოლო მეორე კი ეუბნებოდა რომ არ დაეჭირათ კნოპკას ხელი. მონაწილე უმოქმედოთ იყო, არ აჭერდა ღილაკს კნოპკას.

 

 

ეხლა ეს რა შუაშია ქართულ პოლიტიკაზე? ყველამ ვიცით თუ რა მხეცებად იქცევა პოლიცია განსაკუტრებულად 7 ნოემბრეი იყო ამის თვალსაჩინო მაგალითი. ესეა ადამიანი მოწყობილი, როცა იღებს საშინელ ბრძანებებს იგი ემორჩილება მას, ეს მას მოწონს თუ არა.

ანუ მათ ჩვენ ვერ გადმოვიბირებთ (გამონაკლისების გარდა) რომ არ შეასრულონ ეს სასტიკი ბრძანებები.

 

შIგნით ნაციონალებში რომ მოხდეს განხეტქილება, მაშინ შესაძლებელია როგორც ის ექსპერიმენტის მონაწილე, ასევე პოლიციელები და ა.შ უმოქმედოთ იყვნენ, ამ დროს კი სხვა დანარჩენი ძლაები თავისას გააკეთებენ და სააკაშვილს შეიძლება ბოლო მოეღოს..

 

რას იტყვით, სწორეა თუ არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

აუ ნანახი მაქ ეგ ესპერიმენტი ტელევიზორშI, იმენა მაგარი რაღაც იყო რა....

 

შIგნით ნაციონალებში რომ მოხდეს განხეტქილება, მაშინ შესაძლებელია როგორც ის ექსპერიმენტის მონაწილე, ასევე პოლიციელები და ა.შ უმოქმედოთ იყვნენ, ამ დროს კი სხვა დანარჩენი ძლაები თავისას გააკეთებენ და სააკაშვილს შეიძლება ბოლო მოეღოს..

უფრო მარტივად არის საქმე....როცა რეჟიმს იდეოლოგია ეცლება ან აღარ მუშაობს, დასასრული თავისით მოდის.

 

რაც არ უნდა ემორჩილებოდეს ბრძანებებს...არავის მოსწონს დანაშაულებებთან შეგუება (უკიდურეს ნამუსგარეცხილთა გარდა)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

მეც მაქვს ეგ ექსპერიმენტი ნანახი,

მაგრამ ერთ რამეს მაინც მინდა გავუსვა ხაზი, ყველაფერში მარტო სააკაშვილი და მისი ბანდა არა დამნაშავე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

აუ ნანახი მაქ ეგ ესპერიმენტი ტელევიზორშI, იმენა მაგარი რაღაც იყო რა....

მერე დასკვნა ის იყო რომ ყველა ადამიანი ესეთია...

უფრო მარტივად არის საქმე....როცა რეჟიმს იდეოლოგია ეცლება ან აღარ მუშაობს, დასასრული თავისით მოდის.

 

რაც არ უნდა ემორჩილებოდეს ბრძანებებს...არავის მოსწონს დანაშაულებებთან შეგუება (უკიდურეს ნამუსგარეცხილთა გარდა)

მოდი ის ვთქვათ რომ იდეოლოგია ამ ხელისუფლებას არც არასდროს არ ჰქონია, საქართველოში ხელისუფლებები ინგრევა არა იმიტომ რომ იდეოლოგია სუსტი აქვთ, არამედ იმიტომ რომ ხელისუფლების ჩამოშლა ხდება.. ამას თუ დაკვირვებიხარ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მოდი ის ვთქვათ რომ იდეოლოგია ამ ხელისუფლებას არც არასდროს არ ჰქონია, საქართველოში ხელისუფლებები ინგრევა არა იმიტომ რომ იდეოლოგია სუსტი აქვთ, არამედ იმიტომ რომ ხელისუფლების ჩამოშლა ხდება.. ამას თუ დაკვირვებიხარ?!

ვერ დაგეთანხმები

 

ზვიადის იდეოლოგია იყო საქართველოს დამოუკიდებლობა, მარა პარადოქსი ისაა, რომ როგორც კი ეგ მისია შესრულდა, ზვიადის იდეოლოგიაც ფაფუ (საერთო კავკასიური სახლი ეს მხოლოდ მცირე ნაწილს იტაცებდა)

 

ედიკას იდეოლოგია იყო სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა და დასავლური პროექტები, აქაც, როგორც კი სტაგნაცია დაიწყო, მორჩა ედიკას იდეოლოგია

 

მიშას იდეოლოგია ტერიტორიული მთლიანობა იყო, და ეგეც მორჩა..ეხლა მხოლოდ შიშველ ძალაზე არიან. და ვერც არიან, იმიტომ რომ დასავლეთი უხურებს მაგრად. ეხლა კიდე 8 პოლიტპატიმარი გაუშვიათ ციხიდან (ძალიანაც კარგი, მივესალმები)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მოდი იმას გეტყვი რომ ესენი რაც შენ ჩამოთვალე იდეოლოგია არ იყო. იდეოლოგია არის იდეათა კრებული, რომლის მიზანიცაა იდეალური სამყაროს, ქვეყნის შექმნა.

 

ეს რას შენ დაწერე იყო პოლიტიკური ამოცანები.

 

ზვიადის იდეოლოგია იყო საქართველოს დამოუკიდებლობა, მარა პარადოქსი ისაა, რომ როგორც კი ეგ მისია შესრულდა, ზვიადის იდეოლოგიაც ფაფუ (საერთო კავკასიური სახლი ეს მხოლოდ მცირე ნაწილს იტაცებდა)

თავითავად საქართველოს დამოუკიდებლობა არ არის იდეოლოგია, დამოუკიდებლობა იმიტომ რომ..... ამ იმიტომ რომის შემდეგ დგას იდეოლოგია. ეს იდეოლოგია რომ განვახორციელო მჭირდება დამოუკიდებლობა შესაბამისად ეს ჩემი პოლიტიკური ამოცანაა.

 

ზვიადის ჩამოშლა მოხდა, საკუტარი ხალხიდან, სიგუადან და კიტოვანიდან. ჩამოეშალა მთავრობა, ჩამოეშალა ძალოვანი სტრუქტურები. ანუ ზვიადის ხელისუფლების ჩამოშლა მოხდა, რომლის შედეგიც იყო მისი დამარცხება..

 

ედიკას იდეოლოგია იყო სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა და დასავლური პროექტები, აქაც, როგორც კი სტაგნაცია დაიწყო, მორჩა ედიკას იდეოლოგია

ესეგი სტაბილურობა სტაბილურობისთვის ვერ იქნება იდეოლოგია, ეს არის რაღაცის გამო გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი, სტაბილურობა იმიტომ მჭირდება რომ? (არ იცოდნენ რაში შჭირდებოდათ, რადგან იდეოლოგია არ გააჩნდათ)

 

შევარდნაძის ჩამოშლა მოხდა მას შემდეგ რაც მისი გუნდის წევრები მას "აუჯანყდნენ" ჟვანია, ბურჯანაძე, სააკაშვილი. ბურჯანაძე რეალურად თუ გახსოვს რაღაც იურიდიული უფლება ჰქონდა, ვარდების რევოლუციის დროს და მან უხელმძღვანელა სახელმწიფოს არჩDევნების დროს..

 

 

მიშას იდეოლოგია ტერიტორიული მთლიანობა იყო, და ეგეც მორჩა..ეხლა მხოლოდ შიშველ ძალაზე არიან. და ვერც არიან, იმიტომ რომ დასავლეთი უხურებს მაგრად. ეხლა კიდე 8 პოლიტპატიმარი გაუშვიათ ციხიდან (ძალიანაც კარგი, მივესალმები)

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არის იდეოლგოია, ეს არის პოლიტიკური ამოცანა, რაში მჭირდება ერთიანობა? იმიტომ რომ...(ეს იდეოლოგია მხოლოდ გაერთიანების შემდეგ არის შესაძლებელი) მარა არანაირი იდეოლოგია არ ჰქონია..

 

სააკაშვილის ხელისუფლების დამხობაც განპირობებული იქნება ასევე იმით თუ რა მოხდება მის ხელისუფლების შიგნით.. ესე ვხედავ მე პოლიტიკურ რეალობას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...