Saturn Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 ზვიად გამსახურდია: სუკ-ი წინ იხედებოდა როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა"შანსი", # 19, 16 სექტემბერი, 2001 წელი ...თუ მეცნიერება თავია საზოგადოებისა, რელიგია გულია მისი. როდესაც მტერი ჩვენს მოსპობას ცდილობს, თავში ან გულში გვიმიზნებს ტყვიას. სამოცდაათი წლის მანძილზე ანტიქრისტეს ხელისუფლება სწორედ ჩვენი თავისა და გულის განადგურებას ცდილობდა და არცთუ უშედეგოდ. ინტელიგენციის ნაწილი გადააგვარეს, სამღვდელოება კი თითქმის მთლიანად მოსპეს და შექმნეს ცრუ წითელი სამღვდელოება, რამაც თავი იჩინა ყველაზე მეტად პუტჩის ავბედით დღეებში. ნაცვლად იმისა, რომ იერარქები ჯვრით ხელში ჩამდგარიყვნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ურთიერთდაპირისპირებულ მოძმეთა შორის, ისინი ანტიქრისტეს მხედრობას ამოუდგნენ მხარში - ეკლესიები იარაღის საწყობებად მისცეს, ქაშუეთის ტაძარი ბლინდაჟად აქციეს, საიდანაც ჭურვებსა და ტყვიას უშენდნენ კანონიერ ხელისუფლებას; წმინდა პანტელეიმონის ტაძარში სნაიპერები ჩასვეს და ნაღმტყორცნები ჩადგეს, რომელნიც "კოლხურ კოშკს" უშენდნენ. ზოგიერთი სამღვდელო პირი ავტომატით ხელში იბრძოდა პუტჩისტებთან ერთად. რამდენიმე პატიოსანი სამღვდელო პირი კი, რომელმაც არ უღალატა კანონიერ ხელისუფლებას და ლოცვითა და ქადაგებით ამხნევებდა უზენაესი საბჭოს შენობაში გამომწყვდეულ მის წარმომადგენლებს, პუტჩისტმა პატრიარქმა განკვეთა და გააძევა საქართველოდანაც კი. ასე რომ, სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა. წითელი სამღვდელოება სუკ-ის ყველაზე საშინელი დამკვრელი ძალაა. ძნელია არ დაეთანხმო იმის გათვალისწინებით თუ რა გზით ცდილობს დღეს რუსეთი საქართველოზე გავლენის მოპოვებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 Saturn ძალიან ბევრი სისულელე წერია. სასაცილოც არაა. ინტელიგენციის ნაწილი გადააგვარეს, სამღვდელოება კი თითქმის მთლიანად მოსპეს და შექმნეს ცრუ წითელი სამღვდელოება, რამაც თავი იჩინა ყველაზე მეტად პუტჩის ავბედით დღეებში.მნიშვნბელოვანწილად კი,მაგრამ სრულად ნამდვილად არა.ეკლესია იყო განსხვავებული აზრის ტავშესაფარი მაინც ....და დისიდენტური მოძრაობის ბუდე. ეხლა ეს:ქაშუეთის ტაძარი ბლინდაჟად აქციესწმინდა პანტელეიმონის ტაძარში სნაიპერები ჩასვესზოგიერთი სამღვდელო პირი ავტომატით ხელში იბრძოდა პუტჩისტებთან ერთად., პუტჩისტმა პატრიარქმა განკვეთეს ბოდვაა რა დეტალებზე შემიძლია მსჯელობა. არაა პრობლემა ....იყო ნეგატიური ფაქტებიც ,მაგრამ .... ძნელია არ დაეთანხმო იმის გათვალისწინებით თუ რა გზით ცდილობს დღეს რუსეთი საქართველოზე გავლენის მოპოვებას.რუსეთი თუ ცდილობს ინექციას თავისი აგენტების და სიბნელის მეშვეობით ,ეს არ გულისხმობს ეკლესია მტრად გამოვაცხადოთ და მშვენიერი ველი დავუთმოთ მტერს.ნურას უკაცრავად !!!უნდა შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმი,რათა ეკლესია არ გახდეს კრიმინალების ან ვაიბიზნესმენების სათარეშო.ამაზე ხმა აუცილებლად უნდა ავიმაღლოთ ,მაგრამ" ეკლესია გვანგრევს ",ეს ტეორია აბსოლიტურად შეუსაბამოა რეალობასთან.......... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 ამ ვირუსმა სახე იცვალა მგონი და უკვე გადამდები გახდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 lasha_alo რუსეთი თუ ცდილობს ინექციას თავისი აგენტების და სიბნელის მეშვეობით ,ეს არ გულისხმობს ეკლესია მტრად გამოვაცხადოთარც აცხადებს არავინ მტრად. უნდა შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმი,რათა ეკლესია არ გახდეს კრიმინალების ან ვაიბიზნესმენების სათარეშოაი ეს რომ ეკლესიაზე თავდასხმად აღიქმება ეგაა პრობლემა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 Saturn ზვიად გამსახურდია: სუკ-ი წინ იხედებოდა როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა"შანსი", # 19, 16 სექტემბერი, 2001 წელი წყარო ოვა, ელი? ანუ 2001 წელს დაწერა ზვიადამ? თუ საიდანმე გადმოიწერა "შანსმა", მაშინ პირველწყარო მაინტერესებს. ისე, ზვიადასთვისაც კი ზედმეტი სისულელეები წერია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 (edited) ამ "წითელი ინტელიგენციის" და'წითელი სამღვდელოების" ძახილმა დაღუპა ზვიადი.ადამიანი 10 კაცში 11 მოღალატეს ხედავდა.აი, წარმოიდგინე, რომ ხარ შენთვის წყნარად, ბედნიერად. არავის არაფერს უშავებ. მოგდგება ვიღაცა და მოღალატეს, გაყიდულს და წითელს გეძახის. ამოგივა ყელში და თუ ვინმე გამოჩნდა იმის ჩამომგდები, მიემხრობი და ტაშსაც დაუკრავ.პეტრიაშვილი რომ იდეოლოგად გეყოლება, რას მოგიტანს ვერ უნდა განჭვრიტო? Edited November 20, 2009 by vitaminC Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 vitaminC ამ "წითელი ინტელიგენციის" და'წითელი სამღვდელოების" ძახილმა დაღუპა ზვიადიგეთანხმები მხოლოდ ერთი შესწორებით: დროზე ადრე ძახილმა. სანამ წითელ ინტელიგენციას და წითელ სამღვდელოებას დაუპირისპირდებოდა, მანამდე ქვეყანა უნდა გაეძლიერებინა შიგნიდან და ქვეყნის გარეთ პოტენციური მოკავშირეები ეპოვნა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 (edited) , Edited November 20, 2009 by Gagi 67 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 Saturn ძნელია არ დაეთანხმო იმის გათვალისწინებით თუ რა გზით ცდილობს დღეს რუსეთი საქართველოზე გავლენის მოპოვებას.აუ კარგი რა, მართლა კარგი რა...სამღვდელობის გარდა მტერი ვერ დაინახე?! და ზვიადი რომ სისულეებს ბჟუტურობდა, იმიტომაც დაამთავრა როგორც დაამთავრა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 (edited) newstudio იმიტომაც დაამთავრა როგორც დაამთავრა!დავწერე რატომაც დაამთავრა მასე:სანამ წითელ ინტელიგენციას და წითელ სამღვდელოებას დაუპირისპირდებოდა, მანამდე ქვეყანა უნდა გაეძლიერებინა შიგნიდან და ქვეყნის გარეთ პოტენციური მოკავშირეები ეპოვნა lasha_alo ეს ბოდვაა რაბაბუაგიორგიმ დაადასტურა ქაშვეთიდან სროლის ფაქტი და რა ვიცი აბა... Edited November 20, 2009 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 ბაბუაგიორგიმ დაადასტურა ქაშვეთიდან სროლის ფაქტი და რა ვიცი აბა... მეც დაგიდასტურებ რომ ისვროდნენ(ჩემი თვალით მაქვს ნანახი) და როგორ ფიქრობ მღვდელს შეეკითხებოდნენ მხედრიონელები შესვლაზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 (edited) ბატონოჩემო ეს ამბე მშვიდათ უნდა მიიღო.მაგალითდა ჩეხეთში ერთხელ ითქვა ამათ კარდინალზე რომ თანამსრომლობდაო და დამთავრდა ამაზე ბაზარი.არც კი დაინტერესებულა მეორედ ვინმე და არც ის უარყოფს თანამსრომლობას. ხალხი იძახის, ასეთი დრო იყო და რა ექნაო დაბა. თქვენ რა გჭირთ ვერ გავიგე?თანამშრომლობდა ვთქვათ ილია მეორე? ხო და რა ვუყო ეხლა. ალბათ სხვა გზა არ ჰქონდა. ხომ შეითლება ეს KGB ღმერთის თხოვნით იყო შექმნეილი.მე მაგაზე უფრო გაბრაზებული ვარ ედოს რომ დაუჩოქა ამოდენა ხალხი, ვიდრე მაგ თანამშრომლობაზე.ხო და ამ გაბრაზებამაც კარგა ხანია გამიარა. ასე რომ საერთოდ არ ღირს ამაზე საუბარ პ.ს. ეხლა ზვიადიმაც ნამეტანი მოცოცხა. გაიგეთ ახალი მომხდარი იყო გადატრიალება. Edited November 20, 2009 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 Saturn სანამ წითელ ინტელიგენციას და წითელ სამღვდელოებას დაუპირისპირდებოდა, მანამდე ქვეყანა უნდა გაეძლიერებინა შიგნიდან და ქვეყნის გარეთ პოტენციური მოკავშირეები ეპოვნარას ნიშნავს წითელი ინტელიგენცია, ვინც კომუნისტების დროს სამეცნიერო ან ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდა ყველა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 (edited) წითელ ინტელიგენციას ერთი ამიხსენი ვის ეძახი ამ წითელ ინტელიგენციას? მეორეც,კომუნისტების დროს სხვა რა გაზა ჰქონდათ ამიხსენი ერთი და მესამე,მიშამ „ჩარეცხა“ ეს ხალხი და „დემოკრატი ინტელიგენტები“ რომ დატოვა მხოლოდ, იმიტომაც ვართ ტრაკში. Edited November 20, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 newstudio რას ნიშნავს წითელი ინტელიგენციაlasha1997 ვის ეძახი ამ წითელ ინტელიგენციას?მატერიალური წახალისების ნაცვლად საქართველოში რუსული გავლენის და პოლიტიკის გატარების მსურველებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.