Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

"არაფრის მეშინია!"

 

"К нам едет Нани Брегвадзе!" - ასეთი სათაურებით არის აჭრელებული რუსული მასმედია, რომელიც იუწყება, რომ 22 ნოემბერს ქართველი მომღერალი იაკუტიის რესპუბლიკაში კონცერტს გამართავს. მოსკოვში, ოქტომბრის ბოლოს გრანდიოზულად აღინიშნა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვის 80 წლის იუბილე. მას დაბადების დღე პირადად მიულოცეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც იმ საიუბილეო საღამოსაც დაესწრო, სადაც ქალბატონი ნანი ბრეგვაძეც იყო მიწვეული.

 

- ჩემ გარდა, საიუბილეო საღამოს არაერთი ქართველი დაესწრო. ევგენი პრიმაკოვს 1957 წლიდან ვიცნობ. მასთან და მის მეუღლესთან, ქალბატონ ლაურასთან ყოველთვის თბილი ურთიერთობა მქონდა. მათ ოჯახში ხშირად ვყოფილვარ. ევგენი ჩემთვის უახლოესი ადამიანია. ჩვენს ურთიერთობასთან პოლიტიკას არაფერი ესაქმება, ამიტომაც ვერ დავაკლდებოდი მის იუბილეს. მისგან ბევრი სიკეთე მახსოვს, მოგეხსენებათ, თბილისშია დაბადებული და სანახევროდ ქართველია.

 

- ქართველთაგან კიდევ ვინ ესწრებოდა ამ საღამოს?

- ძირითადად, იქაური ქართველები - ზურაბ წერეთელი, გიორგი დანელია და სხვები...

 

- იმღერეთ, ქალბატონო ნანი?

- რა თქმა უნდა. აბა, ისე ვინ გამაჩერებდა?! ჯერ რუსული სიმღერა შევასრულე, რის შემდეგაც სიტყვით გამოსვლის სურვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა. მან საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ილაპარაკა.

 

- მაინც, რა თქვა?

- ისე ვნერვიულობდი, კარგად ვერც მოვუსმინე. სულაც არ მსიამოვნებდა პუტინის გვერდით ყოფნა, თუმცა, როგორც მერე მითხრეს, ბევრი კარგი სიტყვა უთქვამს ჩვენი მისამართით, რომ უყვარს ქართველები და წუხს იმის გამო, რაც მოხდა. სიმართლე გითხრათ, შარშანდელი ომის შემდეგ ამ სიტყვების დაჯერება ძალიან მიჭირს. პუტინის გამოსვლის შემდეგ შევასრულე "თბილისო", ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა დარბაზში. ეგონათ, ეს ყველაფერი დადგმული იყო, არადა, სპონტანურად მოხდა... იმ კონცერტზეც და მოსკოვის ქუჩებში გავლისასაც უამრავი რუსი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, - "მრცხვენიაო!" უბრალო ხალხი იქაც ძალიან წუხს იმის გამო, რაც შარშან მოხდა.

ისე, პუტინს კარგა ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ იქიდან, როდესაც პეტერბურგის მერი ანატოლი სობჩაკი იყო. სობჩაკი პეტერბურგში გამართულ ჩემს ყველა კონცერტს ესწრებოდა. მას ყოველთვის ახლდა პუტინიც. უფრო ახლოს კი გავიცანი რამდენიმე წლის წინ, რასულ გამზათოვის 80 წლის იუბილეზე, სოჭში, სადაც დიდი ოვაციით შემხვდა და მომიკითხა.

 

- ქალბატონო ნანი, თქვენ 22 ნოემბერს კონცერტი გაქვთ რუსეთის ქალაქ იაკუტსკში, იაკუტიის რესპუბლიკაში. როგორც ინტერნეტგვერდები იტყობინებიან, ამ კონცერტის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია...

- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლოდ ვარ, მაინც წავალ და ვიმღერებ. ეს ღონისძიება იქაური ქართველების ორგანიზებულია, რის შესახებაც კარგა ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება. არ იფიქროთ, რომ უზარმაზარ ჰონორარს მიხდიან და იმიტომ მივდივარ, უბრალოდ, რადგან ქართველებმა მთხოვეს, უარი ვერ ვთქვი. ისე, ცოტა ხნის წინ კონცერტი მქონდა სანკტ-პეტერბურგშიც, დახურული, უაფიშო კონცერტი იყო. ნახევარი საათის განმავლობაში სიმღერა ვერ დავიწყე, რადგან მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, ტაშს უკრავდა და ტიროდა...

 

- მოგეხსენებათ, ცნობილი ქართველი მომღერალი პაატა ბურჭულაძე მოსკოვში საქველმოქმედო კონცერტზე გამოსვლის გამო რა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვდა. საქართველოს ხელისუფლებაში მაინცდამაინც არ სწყალობენ ადამ იანებს, რომლებიც რუსეთთან თუნდაც კულტურულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. არ გეშინიათ, რომ თქვენც გაგაკრიტიკებენ?

- არაფრის მეშინია! ეს ჩემი საქმეა, თუ არ ვიმღერე და კონცერტებზე არ გამოვედი, ჩემი კარიერაც დასრულდება და ცხოვრებაც. ჩემი აზრით, ასეთი რადიკალურად უარყოფითი დამოკიდებულება არასწორია. ჯერჯერობით არ ვაპირებ მოსკოვში რამე გრანდიოზულ პროექტში მონაწილეობას ან სოლო-კონცერტის გამართვას, თუმცა არ ვიტყვი უარს, თუ შემოთავაზება მექნება პერიფერიული ქალაქებიდან. ისე, ერთ-ერთი წამყვანი რუსული არხიდან მთხოვეს საახალწლო გადაცემაში მონაწილეობა, რაზეც უარი ვთქვი.

 

 

 

”ყველა სიახლე”19-11-2009

 

ლიცემერი: "ხელოვნება ხანგძლივია, სიცოცხლე ხანმოკლე" და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ვერავინ გაატარებს "კრიტიკის ქარ-ცეცხლში" ქალბატონი ნანის ამ ნაბიჯს . უბრალოდ არავის აქვს ამის უფლება, თუ ვცდები? მოკლედ, თქვენი აზრით, დაემატება თუ არა ნანი ბრეგვაძე "რუსეთის აგენტების" რიცხვს?

 

 

 

პ.ს. და კიდევ ერთი: ჩემი აზრით, დაუძლეველი მტრობა არ არსებობს. ასე რომ, ნებისმიერი კონფრონტაცია, ნებისმიერი ანტაგონიზმი ერებს შორის, რა ხარისხშიც არ უნდა იყოს- ხელოვნებამ და სულიერებამ უნდა დაასრულოს. რავი, მე ასე ვფიქრობ-თქვენ?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 51
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

კარგი ქალია.პირი გამოირეცხოს ვინც მაგას გალანძღავს. ქარტული ეკონომიკის რუსებზე გადაბარება არაა აგენტობა და სიმგერა აგენტობაა?

ჰოლაკოსტის მერე მშვენივრად ცხოვრობენ ებრაელები გერმანიაში -ასე რომ პუტინ -სააკაშვილის დედამაგატების ნაჭამს ნუ გავასიგრძესიგანებთ დროში და მასაში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

მოკლედ, თქვენი აზრით, დაემატება თუ არა ნანი ბრეგვაძე "რუსეთის აგენტების" რიცხვს?

 

დიდი ალბათობით დაემატება, ოღონდ ზემოდან ცირკულარს ელოდებიან და შემდეგ ყველა აიშვებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. და კიდევ ერთი: ჩემი აზრით, დაუძლეველი მტრობა არ არსებობს. ასე რომ, ნებისმიერი კონფრონტაცია, ნებისმიერი ანტაგონიზმი ერებს შორის, რა ხარისხშიც არ უნდა იყოს- ხელოვნებამ და სულიერებამ უნდა დაასრულოს. რავი, მე ასე ვფიქრობ-თქვენ?

დღეს რათ არ აგინებ რუსებსა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წერეტელი არის მოღალატე? ეგ თუ არ გამოგვიცხადებია ნანი რატომაა? ისე მკიდია ეს ტანცი მანციები-მე დიპურტიერტობები როდის აეწყობა მაგას ვუყურებ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"დღეს რათ არ აგინებ რუსებსა"?

 

 

რა მეჩქარება :):

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალი ხარ ლიც, 100%.

 

ამ გაბუტვებმა და გინებებმა წაგვლეკეს რა.

 

რა, სულ რაღაც 20 წლის წინ არ ვიცოდით, იგივე მიშნაციონალებმა არ იცოდნენ ვინ და რა იყო რუსეთი?

არ იცოდნენ 1956, 1937, 1922, 1832 და უფრო უკან, უკან და უკან წლები???

მაგრამ ხომ დადიოდნენ რუსეთში (დიდი სიამოვნებით), მეგობრობდნენ რუსებთან, საქმეებს აკეთებდნენ.

ჩემს ოჯახში და ჩემს ირგვლივ ასე იყო: მზრდიდნენ რუსების სიძულვილით, აგინებდნენ და ლანძღავდნენ რუსებს, ვიცოდი, რომ რუსი ცუდი იყო, მაგრამ არავის უთქვამს წადი, ქვა ესროლე და აფურთხე რუსსო, არავის დაუშლია რუსთან მეგობრობა, მითუმეტეს ლაპარაკი.

ეხლა კი რა, რადგან ეს ჩვენი დორბლიანი და ძუნძგლიანი დადგა და იმდენი უწკავწკავა დათვს, იმდენი თავისი მურდალი ენა და კბილი გაკრა, სანამ ტორი არ შემოსცხო, ამის გამო დავდგეთ და ჩვენც "მასტი ავუღოთ" ამ გოშიას?

შორაპანში ჩაცხრილული ვაგონებიდან ჩემი წინაპრების სისხლიც გადმოდიოდა, 37-ში ჩემი წინაპარიც გააქრეს უგზო-უკვლოდ და ჩემზე მეტად იმ ადამიანს სძულს რუსეთი, რომელიც კაგებეს პოლკოვნიკის კისერზე შემომჯდარი გაიზარდა და კაგებეს ჯარში იმსახურა?

 

ადამიანს (ნანი ბრეგვაძეს) მთელი ცხოვრება იმ სამყაროსთან აკავშირებს და ის სამყარო რო შეიძულოს, აი მაშინ იქნებოდა ჩემთვის საგინებელი, როგორც გამოთაყვანებული უმადური.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ეს ჩვენი დორბლიანი და ძუნძგლიანი დადგა და იმდენი უწკავწკავა დათვს, იმდენი თავისი მურდალი ენა და კბილი გაკრა, სანამ ტორი არ შემოსცხო

პრიმიტივიზმ ფორევა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

OK.

 

მიშა არაფერ შუაშია.

 

ნუ ეხლა, დაგესესხებოდი შენსავე გამოთქმას, მაგრამ პლაგიატობა არ ვარგა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მიშა არაფერ შუაშია

მიშა შუაში კი არა თავშია. მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა საქართველოს საბოლოოდ განთავისუფლება რუსული გავლენისგან და მიზეზიც ეგ იყო და არა

თავისი მურდალი ენა და კბილი გაკრა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესე ხელაღებით ლანძვა და სიძულვილი უბრალოდ სისუსტის და უსუსურობის მაჩვენებელია ჩვენი მხრიდან

 

რუსეთი მტერია... მაგრამ იმ დონეზე როგორ უნდა გვეშინოდეს რომ ყოველგვარ ურთიერთობებზე უარს ვამბობდეთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშა შუაში კი არა თავშია. მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა საქართველოს საბოლოოდ განთავისუფლება რუსული გავლენისგან

:yba:

 

ისე, თუ ხუმრობ სმაილიც უნდა მოაყოლო ხოლმე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მიშა შუაში კი არა თავშია. მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა საქართველოს საბოლოოდ განთავისუფლება რუსული გავლენისგან

ეგ სერიოზულად დაწერე?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეგ სერიოზულად დაწერე?!

დიახთ. ქართულ პოლიტიკაში რუსეთის გავლენა ნულის ტოლია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...