choxa Posted November 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 ქართული სახელმწიფოს ორი სენი, ორი სიმსივნე, ორი ჭირი – ჯაყო და თეიმურაზი. მათ ხსენებაზე მუდამ ქართლის ისტორიული ჭირი გვახსენდება, მასპინძლად გამხდარი მომხდური და თავზე წამომჯდარი სტუმარი, მაგრამ მხოლოდ ესაა? მხოლოდ ამით იწურება პრობლემა? მოდით, გავაფართოვოთ ეს ეკრანი, ოდნავ მოვურღვიოთ ჩარჩო და თეიმურაზ–ჯაყოს ტანდემს სხვა კუთხით შევხედოთვინ „შექმნა“ ჯაყო, თუ არა თეიმურაზმა, სწორედ მისი მიმნებებლობის, ფუჭი მოლოდინების, მოუცლელობის, არასერიოზული მიდგომის და თავზე ხელის გადასმის პოლიტიკით შეიქმნა ჯაყო ისეთი, როგორსაც ვიცნობთ – ხარბი, დაუნდობელი, ალაგ–ალაგ პირფერი, ხშირად სასტიკი და შურისმაძიებელი, ძალაუფლების მოყვარული და ამისათვის ყველაფერზე წამსვლელი. თეიმურაზის ეს პირმშო ერთ დღეში არ ჩამოყალიბებულა, ის ნელნელა, წლების განმავლობაში ხვეწდა თავის სახეს, თავისი მშობელის უბეში მოკალათებული, გულდაგულ სწავლობდა მის სისუსტეებს, ნელნელა ითვისებდა მისი დამარცხების, განადგურების მეთოდებს, თანმიმდევრულად მოიპოვებდა მასზე გაბატონების ბერკეტებს, თავისზე დამოკიდებულს ხდიდა და საბოლოოდ იმასაც მიაღწია, რომ არჩევანი არ დაუტოვატაგედიაა თუ ტრაგიკომედია? ეს ბოლოში გადავწყვიტოთ, დასაწყისი კი ამ აქტისა ნამდვილად ტრაგედიაა თეიმურაზმა პირველი დარტყმა იქ მიიღო, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა, რაც უცებ არ მოტეხდა, თანდათანობით გახრწნიდა და მოუღებდა ბოლოს – ღირსება!!!სწორედ ამ ღირსებას (მეუღლე მარგოს სახით) წაეპოტინა პირველად ჯაყო და პირველივე ცდაზე წარმატებას მიაღწიარატომ? – ეს ყველაზე სუსტი წერტილი იყო და მიტომ.ახალ იდეებს, იდეალებს, მსოფლიო საზრუნავს გადაყოლილ თეიმურაზს აღარც ახსოვდა ღრსება, მან იცოდა, რომ ის უბრალოდ ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენება არ უწევდა, მის მიერ შექმნილ, ილუზორულ „ახალ სამყაროში“, მის ღირსებას არავინ ემუქრებოდა, ის ამ სამყაროს შემქმნელად, თანამონაწილედ გრძნობდა თავს და რეალურ საფრთხეს ვერც ამჩნევდა. თეიმურაზმა პირველი მარცხი განიცადა, ჯაყომ კი პირველი, სერიოზული წარმატების გემო გაიგო და როგორც ნადირი სისხლით, ძალაუფლებით, საკუთარი უპირატესობის გრძნობით, ისე ჩაერთო ამ სამკვდრო–სასიცოცხლო თამაშში. იცის ჯაყომ, კარგად იცის, რომ ჯერ ისევ სჭირდება თეიმურაზი, ძალიანაც სჭირდება, თავად ჯერ კიდევ სუსტია, მყარად ვერ დგას ფეხზე, აქვს ძალა, მაგრამ ეს ძალა ტლანქია, მოუქნელი, სილამაზე, კეთილშობილება აკლიაგანა რამ შეიძლება გადაფაროს ყოველი ეს ნაკლი თუ არა თეიმურაზის ფილოსოფიამ, ლამაზმა სიტყვებმა, თანადგომამ და აპოლოგეტობამ?!ან კი ვის იპივის ხალხთან უკეთეს შუამავალს, თუ არა თეიმურაზს, რომელსაც შეუძლია დროებით მაინც, ისინი მაღალ იდეალებზე საუბრით გააბრუოს, რეალობას მოსწყვიტოს? მშვენიერია, თეიმურაზი აგრძელებს საკუთარი პირმშოს სრულქმნას, თვალს ხუჭავს მის „ანცობებზე“ და „ოინბაზობაზე“, შიგადაშიგ სერიოზულ დანაშაულებზეც კი, ამისათვის კი, საკუთარ სინდისთან გასამართლებლად ორი ურყევი საბუთი აქვს: „ჯაყო ბრიყვია, უნდა ვაპატიოთ, დავეხმაროთ და გავზარდოთ“ და მეორე „მე ჯაყო მარჩენს, უხერხულია მასთან დაპირისპირება, საყვედურის თქმა“ და სინდისი, ღირსება?ის დუმს!მან კარგად იცის, რომ ჯაყო ასეთი თავად თეიმურაზმა შექმნა, მან კარგად იცის, რომ ამ მხეცმა უკვე იძალადა თეიმურაზზე, იცის, რომ ის ვეღარ იქნება სინდისი და ღირსება, რადგან უკვე ჯაყოს ხასად გამხდარაიცის და დუმს! ძლიერდება ჯაყო, თვალსა და ხელს შუა იკრეფს ძალას, სიმდიდრეს, კავშირებს, ნელნელა თეიმურაზი მისთვის ტვირთი უფრო ხდება, ვიდრე მშობელი და შემქმნელი, თეიმურაზის არსებობისათვის კი ჯაყო სულ უფრო აუცილებელი, უპირობო ხდება, უფრო და უფრო მეტად ხდება მასზე დამოკიდებულითეიმურაზი ტყვეამისი ღირსება ჯაყოს ხელშიაიდეალები ფუჭი აღმოჩნდასაკუთრივ მას კი შექმნა რაიმე ღირებულის არ შეუძლიაცხოვრებამ ნელნელა ჩამოიხსნა ნიღაბი და რეალობა მოაშიშვლაგამოსავალი?!გამოსავალი რადიკალიზმშია, ღირსებას და დამოუკიდებლობას, წართმეულს არავინ დაგიბრუნებს შეგონებითა და სიტყვით, გზა ერთია, თეიმურაზმა საკუთარი პირმშო უნდა შემუსროს, უნდა დაამხოს და გაანადგუროს, მაგრამ........შეუძლია ეს? –არამისი იარაღი ყოველთვის სიტყვა იყო, ხან ხისტი, ხან მაამებლური, ხან ირონიულისიტყვა კი ამ შემთხვევაში იარაღად აღარ გამოდგებაქმედება?თეიმურაზი და ქმედება?მითუმეტეს რადიკალური?!ვერასოდეს გაბედავს ბატონად ქცეული პირმშოს წინააღმდეგ ხელის აღმართვას, ხმის ამაღლებას, რადგან ღირსება აღარ შერჩა, გამბედაობა კი არც არასოდეს ჰქონია. სხვა რა გზააისევ ჯაყოს უნდა ემსახუროს თეიმურაზი, მერე რა, თუ მას ვაჭრობაზე, მოსამსახურეობაზე არასოდეს უფიქრია? სამაგიეროდ ამისათვის განათლება საკმარისზე მეტი აქვს და ორ გროშზეც ვერ იტყვის უარს; მაგრამ ეს აღარაა კმაყოფილი და ბედნიერი სამსახური, ჯაყოც, რომელსაც აღარაფერში სჭირდება თეიმურაზი, სულ უფრო ნაკლებად ზრუნავს მის კომფორტზეგვიან, მაგრამ მაინც შეამჩნია თეიმურაზმა კისერზე ჩამოკიდებული ძაღლის მძორი, სუნიც იგრძნო, შეწუხდა, სუნთქვა გაუჭირდამიხვდა, რომ რაც აქამდე სიკეთე ეგონა, სულაც არ ყოფილა კეთილიიძულებული გახადეს ეღიარებინა, რომ ღირსება აღარ აქვსსინამდვილე ძალათი ჩასჩარეს ხახაში, რათა მისი გემო გაეგოდა მიატოვეს „სიმყრალით იხრჩობა თეიმურაზ ხევისთავი. დაბნედილი მწიგნობარი ზეზე წამოვარდება, ფანჯარას გამოაღებს და ბნელ ეზოში გაიხედავს. მაღალი კოშკი შავ სივრცეში უუზარმაზარ გარუჯულ ბოძივით ასვეტილა. იმ კოშკში სცხოვრობს თეიმურაზის ნაცოლარი - მარგო ჯივაშვილი. კოშკის სარკმლიდან კვლავ მოსჩანს იმედის შუქი. ისევ თავის ოთახში შეიხედავს სულმოთქმული თეიმურაზი. შეიხედავს და კედელზე მარგოს წარწერას წააწყდება: \\\"ვნახე. განვიცადე. მწამდა. ვსტიროდი\\\". და ნაქვითინევის გვერდით თვითონაც სწერს მთრთოლვარე ხელით: - \\\"მეც ვნახე, მეც განვიცადე. ეხლაც მწამს. ეხლაც ვსტირი\\\". მერმე მობრუნდება და ძველს კიდობანს მიადგება. იმ კიდობანში ძველი ხატი აქვს დამალული. იმ ხატს კუთხეში დაასვენებს, სანთელს აუნთებს და პირქვე დაემხობა. მეტანიით, სასოებით და ცრემლით ლოცულობს თეიმურაზ ხევისთავი: - წმიდაო ღმერთო! წმიდაო ძლიერო! წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ!.. უფალო ძლიერო! ყოვლისა შემძლევ და სათნოიანო! მოგვეც ჩვენ, დავრდომილთა და უღირსთა ძეთა შენთა, მოთმინება ულეველი, მშვიდობა უსაზღვრო და რწმენა უძირო. კვლავ გარეთ გაიხედავს ნუგეშისცემული თეიმურაზი. ისევ ასვეტილა ბნელ სივრცეში ბნელი კოშკი. იმ კოშკიდან კვლავ მოსჩანს იმედის სანთელი. ისევ მობრუნდება თეიმურაზ ხევისთავი და გულშვებით გაიღიმებს: აღარსად სჩანან ძაღლის მძორები. აღარც მათი სუნი მოსდის იმედნაკრავ ნაკაცარს. ისევ ელის ნაქმრევი ნაცოლარს. ისევ დაყუდებულ შიო მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი.“ პ.ს. და ჯაყო? განა მას დასასრული არ აქვს?ჯაყო და თეიმურაზი – ეს ერთი მთლიანია, ორ ნაწილად გან–ხორციელებული და ერთმანეთზე დამოკიდებული, ისინი უერთმანეთოდ ვერ არსებობენ, როგორც კი პირმშო მშობელს ბოლოს მოუღებს, საკუთარ განაჩენსაც აწერს ხელს, რადგან ჯაყო თეიმურაზების გარეშე ვერ იარსებებს, ისიც დაიღუპება და_იღუპება კიდეც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted November 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 ისე ჯაყო კარგად მახსოვს ერთადერთი პირველი ქართული ნაწარმოები იყო რომელიც მე მომეწონა მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ ჭაყომ დიდი როლი შეასრულა მის დროზე ოსეის დემონიზაციაში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 ჭაყომ დიდი როლი შეასრულა მის დროზე ოსეის დემონიზაციაში...ჯაყო რეალობა იყო .....სამწუხაროდ. დავაშავეთ ,მაგრამ თვითგვემაც ზედმეტობაა. არსებობდა ეს ფენომენი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 როგორც ტეიმურაზის ფენომენი -მეორესმხრივ-რაც დაგვავიწყდა ჯაყოს დევნაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted November 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 ჯაყო რეალობა იყო .....სამწუხაროდ იყოო ლაშა ბატონო? ჩემის აზრით ჯაყო,ისევე,როგორც ყვარყვარე, დღესაც ძალიან კარგად გრზნობს თავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted November 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 იყოო ლაშა ბატონო? ჩემის აზრით ჯაყო,ისევე,როგორც ყვარყვარე, დღესაც ძალიან კარგად გრზნობს თავს.და კნეინა მარგოს უპირველეს ყოვლისა:) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted November 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 nikusha_marx lasha_alo TATASTROFA prologic maliari მოდით, გავაფართოვოთ ეს ეკრანი, ოდნავ მოვურღვიოთ ჩარჩო და თეიმურაზ–ჯაყოს ტანდემს სხვა კუთხით შევხედოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 ჩოხაჯან საით უმიზნებ ამ თემით, ვითამ ქართველები თეიმურაზ ხევისთავები ვართ და მიშნაციონალები ჯაყოები? არა, გენაცვა, ჯაყოებიც, მარგოებიც და ხევისთავებიც ყველა ერში და ყველა დროში თანაბრად არიან, მეტნაკლებობით. ჩვენში კი სამწუხაროდ მარგოები უფრო მეტობენ, საითაც ფული და ძალაუფლებაა იქითკენ აპლაკავენ ფეხებს ანაც ფართოდ გაშლილი მუხლებით და ძირს დადებული შუბლით მადიანად აიზნიქავენ გავა-კუდუსუნს. ხევისთავები ე.წ. "ჩარეცხილები" არიან. ეგ არის და ეგა, თორე ყველა ადამიანი შინაგანად ჯაყოა... Homo Homini Lupus. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted November 19, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 analgin ჩოხაჯან საით უმიზნებ ამ თემით, ვითამ ქართველები თეიმურაზ ხევისთავები ვართ და მიშნაციონალები ჯაყოები? :no2: ქართული „ლიბერალიზმი“ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 "ლიბერალების" ზედმიწევნით ზუსტი დახასიათებაა... მაგრამ აქ პრობლემა კიდევ სხვა რამეშია....ბოლო 20 წელია ჯაყოები მძლავრობენ ზოგადად...ხოლო თეუმურაზები ეკედლებიან. რაც ბუნებრივია თეიმურაზი კი არ უნდა გავლანძოთ არამედ უნდა ვიკითხოთ რატომ ზეობენ ჯაყოები?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted November 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 newstudio თეიმურაზი კი არ უნდა გავლანძოთ არამედ უნდა ვიკითხოთარ შველით კითხვაძალიან ღრმად არიან შესულნი როლში, ძალიან არიან ჯაყოზე დამოკიდებულები თუ ინტენსიურად არ ულაწუნე, თუნდაც მსგავსი "პასკვილებით", გონს ვერ მოეგებიან ან მოეგებიან კი საერთოდ? ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 choxa ან მოეგებიან კი საერთოდ?ახალ ბატონს იპოვნიან მაგაზე არ იდარდო))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 არადა კარგი თემაა, თუმცა ჩემეულ ინტერპრეტაციას მივცემ. თეიმურაზ ხევისთავებთან შეკედლება ქართული პოლიტიკის თვისებაა. წამით წარმოვიდგინოთ ედუარდ მელა და მისი დეფორმატორი ხიზნები, რომლებმაც თავიდან გააპატიურეს არასამთავრობო სექტორი, ერორი , ხოლო შემდეგ მის სასახლესაც დაეპატრონნენ. "მაშა, მაშა ეგრე იცის ჯაყომა" -წარმატებული პოლიტიკური სვლაა , ვიდრე რაციონალური პროდუქტით თვითრეალიზაცია. "ლიბერალები" დეფორმატორებზე უფრო მეტად რეგრესული ძალაა, გაცილებით შორს შეტოპეს ,ჯაყოს ჯაყოობა უმადურობაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.