SHARI Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 5 წუთის განმავლობაში რასაც ვუყურე რ2-ზე . ეს ჩემთვის არ ვიცი როგორ ვთქვა რა იყოო.. ნეტავ ჩემი თაობის ყველა წარმომადგენელს ეყურებინა... არ ვიცი მე როგორ შევძლებ აფხაზების გვერდით ცხოვრებას... არ ვიცი... ჩემთვის სიტყვა ძმა აფხაზთან აღარ ასოცირდება... და აღარასოდეს არ მითხრას არავინ რომ აფხაზები ჩვენი ძმები არიან.. ნეტავ არ მეყურებინა ამ კინოს 5 წუთიანი ნაწილისთვის.. იმედი მაქვს ოდესმე დავიბრუნებთ აფხაზეთს სადაც მე ნამყოფიც არ ვარ... უფრო დიდი იმედი მაქვს რომ ჩემი თაობა დაიბრუნებს აფხაზეთს... ვისაც არ გვინახავს აფხაზეთი იმათ უნდა დავიბრუნოთ.. მერე მე ჩემ შვილს ვერ მოვუყვები მამაჩემმა მითხრა აფხაზეთი ძალიან ლამაზი კუთხეა თქო.. მე უნდა ვნახო აფხაზეთი და მე უნდა მოვუყვე ჩემ შვილს.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 მეც ვუყურე, ოღონ დაახლოებით ერთი კვირის წინ. ისეთ დეპრესიაში ჩამითრია ძლივს გამოვედი. უფრო დავრწმუნდი რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება თანდათან უფრო შეუძლებელი ხდება. რადგან გაუცხოება იზრდება და იქმნება მტრის ხატი. ყველაზე მეტად შემზარა ოსი გოგონების ნათქვამმა. ისინი ამბობდნენ რომ ყველა ქართველი ეზიზღებათ. მთელი გულით სძულთ. ვერ ვხვდები რატომ. ნუთU ყველა ოსი და აფხაზი ასე ფიქრობს ჩვენზე. რა დავუშავეთ ასეთი? ნუთუ ქართველები იქ ასე სასტიკად იქცეოდნენ? დღემდე ვერ ვიჯერებ რომ ადამიანი ადამიანისთვის მართლაც მგელია. ჩემს თავს ვაჯერებ იმ ფილმის მერე რომ ომი აღარ იქნება, მაგრამ ვაი რომ არ გამომდის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 იმედი მაქვს ოდესმე დავიბრუნებთ აფხაზეთს სადაც მე ნამყოფიც არ ვარ... უფრო დიდი იმედი მაქვს რომ ჩემი თაობა დაიბრუნებს აფხაზეთს... ვისაც არ გვინახავს აფხაზეთი იმათ უნდა დავიბრუნოთ.. მერე მე ჩემ შვილს ვერ მოვუყვები მამაჩემმა მითხრა აფხაზეთი ძალიან ლამაზი კუთხეა თქო.. მე უნდა ვნახო აფხაზეთი და მე უნდა მოვუყვე ჩემ შვილს....ეეჰ... ცხინვალისკენ ხარ ნამყოფი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted November 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 Jonathan Livingston ნწ... რო დავკარგეთ დაბადებულიც არ ვიყავი. i'm only 16 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 ნწ... რო დავკარგეთ დაბადებულიც არ ვიყავი. i'm only 16ჯავა - ულამაზესია... პატარა ლიახვის ხეობა - ულამაზესი ნაკრძალები, ჯიხვი, შველი, დათვი, მგელი და რამე... ჩემი სოფლის კანტორის ეზოში ირემი ჰყავთ დაჭერილი ცოცხლად... ჩემს სოფელში სხვათა შორის 788-მდე დავდიოდი ჩვეულებრივად, ჩერეზ ოსური სოფლები და რამე... , ერთმანეთის დღეობებში დადიოდა ხალხი, ქეიფობდნენ, ჩხუბობდნენ, ქორწინდებოდნ, მწუხრზე დადიოდნენ, ბიცოლაჩემი დაჟე ცინვალში მუშაობდა ფოსტაში - ოსია, ახლა წეროვანში ცხოვრობს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted November 18, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 Jonathan Livingston აბა რა გითხრა... ნამყოფი არ ვარ და ვგიჟები ისე მინდა იქ... და წარმომიდგენია ვისაც იქ სახლი ქონდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 ოსი გოგოები სულ არ მადარდებენ, 1 საათის ბაზარია და ბიჭიც და გოგოც დაკერილია.... საითაც დაუქშევ იქით წანიავდებიან.. სხვა რამაა საფიქრალი და სანერვიულო... ჩვენი საკუთარი ხელისუფლების აბსოლუტური შეგნებული თუ შეუგნებელი გულგრილობა ტერიტორიული პრობლემებისადმი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 ჯავა - ულამაზესია... პატარა ლიახვის ხეობა - ულამაზესი ნაკრძალები, ჯიხვი, შველი, დათვი, მგელი და რამე... ჩემი სოფლის კანტორის ეზოში ირემი ჰყავთ დაჭერილი ცოცხლად... ჩემს სოფელში სხვათა შორის 788-მდე დავდიოდი ჩვეულებრივად, ჩერეზ ოსური სოფლები და რამე... , ერთმანეთის დღეობებში დადიოდა ხალხი, ქეიფობდნენ, ჩხუბობდნენ, ქორწინდებოდნ, მწუხრზე დადიოდნენ, ბიცოლაჩემი დაჟე ცინვალში მუშაობდა ფოსტაში - ოსია, ახლა წეროვანში ცხოვრობს... ხოდა აი ეგ მიკვირს - ეს ურთიერთობა და სიყვარული რატომ გადაიზარდა ასე უცბად სიძულვილში? თქვენ როგორც იმ მხარის პირმშო რას ფიქრობთ, რისი ბრალი უნდა იყოს ეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Bexx Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 ფიფ,არ ვიცოდი,ვერ ვუყურე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 ხოდა აი ეგ მიკვირს - ეს ურთიერთობა და სიყვარული რატომ გადაიზარდა ასე უცბად სიძულვილში? თქვენ როგორც იმ მხარის პირმშო რას ფიქრობთ, რისი ბრალი უნდა იყოს ეს?ზუსტად ვერ გეტყვით...ჩემსა და ჩემს გარშემო მაგალითებზე დაყრდნობით კი...ცხინვალის რეჟიმის, დამახინჯებული აღზრდის, იოდის ნაკლებობის ( ), ფულის და სხვა ამგვარი ფატორების გამოა ახალგაზრდობის ტვინი დეფორმირებული, რომლის გამოსწორებაც ჩვენს სასარგებლოდ ვიმეორებ ძალიან ადვილია... ცოტა უფრო მოზრდილ თაობას (ნაწილს) რაც შეეხება - ზიზღი და სიძულვილი ჩამოყალიბებულია არა მხოლოდ ქართველები მიმართ... მათ ნებისმიერი ეზიზღებათ, რომელიც მათ პირად ინტერესებს დაუპირისპირდება, ქართველი იქნება, ოსი, რუსი თუ იაპონელი... ნაგავი და ნაძირალა ყველგანაა... უდუდეს ოსურ ნაწილს უბრალო მოსახლეობისა ნათესაური და მეგობრული კავშირი აქვთ ქართველებთან, რომელიც დღესაც არ გაწყვეტილა...ბიძაჩემის ქვისლი, რომელმაც ქართული კი არა, რუსულიც არ იცოდა ხეირიანად ბიძაჩემის უალოესი მეგობარი და ნათესავი იყო სიკვდილამდე... ცხინვალიდან ჩემს სოფელში, ჩემს სახლში 10 ოს ახალგაზრდამდე ამოდიოდა ხოლმე დღეობაზე... მათ შორის იყო ცხინვალის გენ-პროკურორის თანაშემწე... მე ბებია მყავს ოსი, ბიცოლა, ბიძაშვილის შვილები, მამიდაშვილები და მათი შვილები... რომელთა ნაწილი წეროვანში ცხოვრობს, ნაწილი ცხინვალში... ჩვენსა ოსებს შორის ძმობა ძალიან ადვილი რამაა, ტვინის დაყოლება უნდა უბრალოდ მაღალ დონეზე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 ცოტა იმედი მომეცა შენ გაიხარე ცოტა ოსური სისხლი მეც მირევია დიდი პაპა მყავდა ოსი. ჩემი ნათესავები ეხლაც არიან იქ, მაგრამ არ ვიცნობ სმწუხაროდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.