lasha_alo Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარტია "ჩვენ თვითონ" დატოვა. დეპუტატი პარტიის ლიდერთან პაატა დავითაიასთან დაპირისპირებაზე ღიად არ საუბრობს, თუმცა საკუთარ გადაწყვეტილებას იმ გარემოებით ხსნის, რომ სურვილი აქვს, საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებელი და თავისუფალი გახადოს. "არ მაქვს სურვილი, ჩემი ყოველი იდეა, ინიციატივა შეთანხმების და განსჯის საგანი ხდებოდეს. არც ის მსურს, საკუთარი მოსაზრებები და აზრები ვინმეს თავს მოვახვიო. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიიდან წამოსვლის შესახებ", - განუცხადა "პირWელს" დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარის პაატა დავითაიას სახელზე უკვე დაწერა და პარტიის პოლიტსაბჭოს ჩააბარა.რაც შეეხება მის მიერ ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" შესაძლო დატოვების საკითხს, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ გარკვეული ვალდებულებების გამო იგი ფრაქციაში ჯერჯერობით რჩება, თუმცა ამ ფრაქციის დამოუკიდებელი სუბიექტი იქნება. დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარტიის "ჩვენ თვითონ" სახით რიგით მეორე პოლიტიკური გაერთიანება დატოვა. იგი პოლიტიკაში სალომე ზურაბიშვილის პარტიიდან გამოჩნდა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო სიაში "საქართველოს გზის" ქვოტით მოხვდა. ან მოსვლა რა იყო ან წასვლა? ან როგორ გახდა ეს კაცი ოპოზიციის ფეისი?!http://pirweli.com.ge/index.php?option=com...7&Itemid=29 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 lasha_alo ან როგორ გახდა ეს კაცი ოპოზიციის ფეისი?!პარლამენტში მყოფთაგან ვინმეს ოპოზიციად აღიქვამ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.