newstudio Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 machkatela დეპუტატ გია თორთლაძის ინიციატივა ტერორიზმის წინააღდმეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გაძლიერებულ დაცვას გულისხმობს. გია თორთლაძემ ჟურნალისტებს კანონპროექტი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო. “ანტიტერორისტული ღონისძიებები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სამოქალაქო კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის შესახებ” კანონპროექტი 7-მუხლიანია.ამ კაცმა სერიოზულად გაჭედა როგორც ჩანს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted November 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2009 დეპუტატ გია თორთლაძის ინიციატივა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გაძლიერებულ დაცვას გულისხმობსსიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 17 / 11, 2009 15:08Print Font size: დეპუტატ გია თორთლაძის ინიციატივა ტერორიზმის წინააღდმეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გაძლიერებულ დაცვას გულისხმობს. გია თორთლაძემ ჟურნალისტებს კანონპროექტი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო. “ანტიტერორისტული ღონისძიებები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სამოქალაქო კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის შესახებ” კანონპროექტი 7-მუხლიანია. საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გაძლიერებულ დაცვაზე კი მეხუთე მუხლშია საუბარი. პროექტის თანახმად, ტერორისტული აქტების აცილების და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის მიზნით, შს სამინისტროს ელექტრონული დაკვირვების სისტემის ბაზაზე, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ვიდეოდაკვირვების ერთიან სისტემაში ჩართვა ყველა სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების, რომელიც ანალოგიური ტექნიკითაა აღჭურვილი. ამას გარდა, შს სამინისტრომ უნდა განახორციელოს სტრატეგიული ობიექტების ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვა. კერძოდ, აეროპორტები, საზღვაო პორტები, რკინიგზა, ცენტრალური და საკვანძო სადგურები, მეტროპოლიტენი, სტრატეგიული ხიდები, ელექტროსადგურები, საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილები და სხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტები. ასევე, შს სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართვის მიზნით, ვიდეოდაკვირვების კამერებით უნდა აღიჭურვოს საქართველოს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების გამშვები პუნქტები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით განსაზღვრული ტერიტორიების პირობითი სასაზღვრო პუნქტები. ასევე, მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ შს სამინისტრომ საქართველოს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების გავლით, იმპორტის და რეექსპორტის სახით შემომავალი და გადაადგილებული ტვირთების მონიტორინგის უზრუნველსაყოფად და იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შემოსვლის აღკვეთის მიზნით, საბაჟო სამსახურებთან ერთად, საეჭვო ტვირთების გახსნა–დათვალიერება და მონიტორინგი უნდა მოახდინოს. გია თორთლაძის ინიციატივა “ანტიტერორისტული ღონისძიებების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის შესახებ” საორგანიზაციო დეპარტამენტს დღეს ჩაბარდება.მე მხარს ვუჭერ ამგვარ კანონს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.