shamili Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 მაინტერესებს ემხრობით თუ არა ამ კანონპროექტის მიღებას , ჩემის აზრით ეამ კანონპროექტის მიღება მკვეთრად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 პოპულისტური ნაბიჯია და მეტი არაფერი... ისეთი არაფერი წერია იქ, რომ განსაკუტრებულ აჟიოტაჟად ღირდეს,,,, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 გია თორთლაძე და კანონპროექტი? კარგით რა...წაკითხული არ მაქვს, მარა მეტი დარდი არ მაქ ვანოს უფლებები გავუფართოვო უკვებარემ შუბლზე კამერები დაგვამაგრონ ყველას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 იყო ამაზე თემა ხელისუფლების მცდელობაა, ყველაფრის უფლები ქონდეს "კანონიერად" , მაგრამ განწირულის ფართხალს მაგონებს ეგ ყველაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 გია თორთლაძე და კანონპროექტი? კარგით რა...წაკითხული არ მაქვს, მარა მეტი დარდი არ მაქ ვანოს უფლებები გავუფართოვო უკვებარემ შუბლზე კამერები დაგვამაგრონ ყველას.+10000 ეს კანონპროექტი რეალურად იქნება სააკაშვილის ხელისუფლების განმტკიცებისთვის გადადგმული ნაბიჯი და საერთო არაფერი ექნება, იმ ტერორისტულ მოვლენებზე რომლებიც კონფლიკტურ რეგიონებში ხდება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 shamili ჩემის აზრით ეამ კანონპროექტის მიღება მკვეთრად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ეგ როგორ იქნება ხომ არ გვეტყვით?ტანკებს გარედან გადავაკრავთ და ვეღარაფერი ვეღარ დააკლებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 რავა ყოლიფერში ამერიკელებს ვბაძავთ დაერქვა ამ კანონისათვის თორთლაძის აქტი ან პადოშას აქტი ან რამე სხვა საზღვრების დაცვას და გაძლერებას რაში სჭირდება კანონი სხვა კანონები ხომ ისე სრულდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 ამერიკელებდსაც მივაბზავთ და რუსებსაც, თუ ისინი რაიმე კარგს ქმნიან.. კარგ საქმეში მობაძვა არაა სასირცხვილო საქმე- მივბაძოთ რუსებს ბალეტის სკოლის ჩამოყალიბებაში, მაგრამ სახელმწიფოებრივი ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში მივიღოთ და გავიზიაროთ გამოცდილებები ყველა თავისუფლემისმოყვარე ძლიერი სახელმწიფოსაგან- ამაში ამერიკაც იგულისხმება თავისტავად.. და არა ყვერთმოყვარული პუტინის ტოტალიტარული სამმართველო ერთეული.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 ამერიკელებდსაც მივაბზავთ და რუსებსაც, თუ ისინი რაიმე კარგს ქმნიან.. კარგ საქმეში მობაძვა არაა სასირცხვილო საქმე- მივბაძოთ რუსებს ბალეტის სკოლის ჩამოყალიბებაში, მაგრამ სახელმწიფოებრივი ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში მივიღოთ და გავიზიაროთ გამოცდილებები ყველა თავისუფლემისმოყვარე ძლიერი სახელმწიფოსაგან- ამაში ამერიკაც იგულისხმება თავისტავად.. და არა ყვერთმოყვარული პუტინის ტოტალიტარული სამმართველო ერთეული.. ჯერ რაც გვაქვს ის კანონები შევასრულოთ ანუ იმ ამერიკას კანონების შესრულებაში მივბაძოთ. მივბაძოთ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში , რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს ვიღაცისტური ბრბოები. და წეღანაც აღვნიშნე რატომაა აუცილებელი კანონის მიღება, საზღვრებზე კონტროლის გასაძლერებლად?საზღვრის დაცვის შესახებ კანონში ხომ ყველაფერია გათვალისწინებული ტერორიზმთან ბრძოლაც, ნარკოტრეფიკინგის აღკვეთაც და ა.შ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted November 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 18, 2009 განა ამერიკელებს არ ქონდათ ეგ კანონები, მაგრამ ფორს მაჟორულ სიტუაციაში დროებითი საგანგებო ნორმატიული აქტები აუცილებელია, ესაა განსხვავება სახელმწიფოს განსაკუთრებულ საშიშ და მშვიდობიანი მდგომარეობებს შორის. ნორმატიული დროებითი აქტები მხოლოდ სახელმწიფოს რეაქციააა, და სავსებით ნორმალური რეაქცია საგანგებიო ვიტარებასთან დაკავშირებით! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 Gagi 67 განა ამერიკელებს არ ქონდათ ეგ კანონები, მაგრამ ფორს მაჟორულ სიტუაციაში დროებითი საგანგებო ნორმატიული აქტები აუცილებელია, ესაა განსხვავება სახელმწიფოს განსაკუთრებულ საშიშ და მშვიდობიანი მდგომარეობებს შორის. ნორმატიული დროებითი აქტები მხოლოდ სახელმწიფოს რეაქციააა, და სავსებით ნორმალური რეაქცია საგანგებიო ვიტარებასთან დაკავშირებით!აბა საგანგებო ვიტარება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted November 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 19, 2009 ,,პატრიოტის აქტი '', რას ფიქრობთ ამ კანონპროექტზეიგივეს, რასაც მის ავტორზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 განა ამერიკელებს არ ქონდათ ეგ კანონები, მაგრამ ფორს მაჟორულ სიტუაციაში დროებითი საგანგებო ნორმატიული აქტები აუცილებელია, ესაა განსხვავება სახელმწიფოს განსაკუთრებულ საშიშ და მშვიდობიანი მდგომარეობებს შორის. ნორმატიული დროებითი აქტები მხოლოდ სახელმწიფოს რეაქციააა, და სავსებით ნორმალური რეაქცია საგანგებიო ვიტარებასთან დაკავშირებით! ეკა ტყეშელაშვილის აზრით, ”რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა საქართველოსთვის საფრთხის შემცველი არ არის” სიახლე — თავფურცელი17:30 20.11.2009ვერსია პრინტერისთვის •დაამატე რჩეულებში •[პირwელი]საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ეკა ტყეშელაშვილის აზრით, ”რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა საქართველოსთვის საფრთხის შემცველი არ არის”.როგორც ტყეშელაშვილმა დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ”რუსეთის მუქარები ატომური იარაღის გამოყენების შესახებ მხოლოდ პოლიტიკური პროპაგანდაა, რეალურად კი მის მიერ ამ ტიპის იარაღის სამეზობლო არეალში გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა”. ამასთან, მისივე აზრით, ”საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს თავად ის ფაქტი, რომ რუსეთი მსგავსი პროპაგანდისტული განცხადებების კეთებას არ ერიდება”. ”ატომური იარაღის ასეთ რეჟიმში გამოყენების შესახებ გაკეთებული განცხადებები არამომგებიანია ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის” - მიიჩნევს ტყეშელაშვილი. შეგახსენებთ, რომ რუსეთი ახალ სამხედრო დუქტრინას ამზადებს, რომლის თანახმად, მას საჭიროების შემთხვევაში ატომური იარაღის გამოყენების უფლება ექნება. თუ ტყეშელაშვილი მართალს ბრძანებს ე.ი რუსეთისგან საფრთხე არ გვემუქრება ????????? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 nostradamusi ეკა ტყეშელაშვილის აზრით, ”რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა საქართველოსთვის საფრთხის შემცველი არ არის”ვაბშე ტა ეს განცხადება ცალკე თემასაც იმსახურებს იმჰო ერთი კომენტარი მაქვს "პ####ც" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted November 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2009 დეპუტატ გია თორთლაძის ინიციატივა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გაძლიერებულ დაცვას გულისხმობსსიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 17 / 11, 2009 15:08Print Font size: დეპუტატ გია თორთლაძის ინიციატივა ტერორიზმის წინააღდმეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გაძლიერებულ დაცვას გულისხმობს. გია თორთლაძემ ჟურნალისტებს კანონპროექტი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო. “ანტიტერორისტული ღონისძიებები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სამოქალაქო კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის შესახებ” კანონპროექტი 7-მუხლიანია. საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გაძლიერებულ დაცვაზე კი მეხუთე მუხლშია საუბარი. პროექტის თანახმად, ტერორისტული აქტების აცილების და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის მიზნით, შს სამინისტროს ელექტრონული დაკვირვების სისტემის ბაზაზე, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ვიდეოდაკვირვების ერთიან სისტემაში ჩართვა ყველა სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების, რომელიც ანალოგიური ტექნიკითაა აღჭურვილი. ამას გარდა, შს სამინისტრომ უნდა განახორციელოს სტრატეგიული ობიექტების ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვა. კერძოდ, აეროპორტები, საზღვაო პორტები, რკინიგზა, ცენტრალური და საკვანძო სადგურები, მეტროპოლიტენი, სტრატეგიული ხიდები, ელექტროსადგურები, საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილები და სხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტები. ასევე, შს სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართვის მიზნით, ვიდეოდაკვირვების კამერებით უნდა აღიჭურვოს საქართველოს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების გამშვები პუნქტები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით განსაზღვრული ტერიტორიების პირობითი სასაზღვრო პუნქტები. ასევე, მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ შს სამინისტრომ საქართველოს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების გავლით, იმპორტის და რეექსპორტის სახით შემომავალი და გადაადგილებული ტვირთების მონიტორინგის უზრუნველსაყოფად და იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შემოსვლის აღკვეთის მიზნით, საბაჟო სამსახურებთან ერთად, საეჭვო ტვირთების გახსნა–დათვალიერება და მონიტორინგი უნდა მოახდინოს. გია თორთლაძის ინიციატივა “ანტიტერორისტული ღონისძიებების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის შესახებ” საორგანიზაციო დეპარტამენტს დღეს ჩაბარდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.