machkatela Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 - საპარლამენტო უმრავლსობაში ადგილობირივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის კიდევ ერთ გარანტიად, გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ახალ ფორმულას ასახელებენ.ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან ბუცხრიკიძემ განაცხადა.ახალი ფორმულის შემადგენელი ნაწილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი, რომელიც გამოიანგარიშება სტატისტიკური მონაცემების და გამოთანაბრებითი კოეფიციენტების საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამიჯვნით.სტატისტიკურ მონაცემებში შედის მოსახლეობის რაოდენობა, 6 წლამდე ბავშვების რაოდენობა, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა, იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის მაჩვენებელი ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე. ასევე, გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ფართობი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე.აღნიშნული მაჩვენებელი ფორმულაში აღნიშნულია როგორც E.რაც შეესხება კიდევ ერთ მაჩვენებელს, რომელიც გამოსაყოფი ტრანსფერის დასადგენად, ზემოთაღნიშნულ მაჩვენებელს უნდა გამოაკლდეს, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები გრანტების გარდა. ეს მაჩვენებელი ფორმულაში აღინიშნება როგორც R.ზოგადად ფორმულა არის T=E-R., სადაც T, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერია.‘’საბიუჯეტო კოდექსის’’ პროექტითვე, გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციას, მათ შორის გაანგარიშებისას გამოყენებულ სტატუსის, შემასწორებელ და მნხარდაჭერის კოეფიციენტებს, ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს.საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს კოეფიციენტები, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, თუმცა მათ არც მთავრობა დაეთანხმა და არც საპარლამენტო უმრავლსობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 და ვინ გეგულება ამის გამშიფრავი გაფიცებ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted November 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 და ვინ გეგულება ამის გამშიფრავი გაფიცებ?! ხოდა, გასაჭირში ვარ და დახმარებას ვითხოვ... ცუდია თუ კაი, ვერ მივხვდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 ეკონომისტი კი ვარ მაგრამ ამის თვლას ისევ გრამშიც კითხვა მირჩევნია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 ვინ გეგულება ამის გამშიფრავი გაფიცებ?!რა გაშიფრვა უნდა? ელემენტარული ფორმულაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 machkatela ძალიან მარტივი ქვეტექსტი იმალება მაგ ფორმულის უკან თუ გავითვალისწინებთ, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი ასევე მთავრობის, ანუ უმრავლესობის ხელშია, ხოლო ფინანსთა მინისტრის მიერ ამ გადაწყვეტლების მიღება მოხდება ფაქტიურად ერთპიროვნულად (ანუ ოპოზიციის მონაწილეობის) გარეშე, მივიღებთ რეალობას, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი განიკარგება პირდაპირ მთავრობის მიერ, პარლამენტის გვერდის ავლით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.