Jump to content
Planeta.Ge

რა ხნისა დედამიწა?


რა ხნისა დედამიწა?  

10 members have voted

  1. 1. დედამიწა არის:

    • 5000 წლის ან უფრო ახალგაზრდა
      0
    • 5 000 - 15 000 წლის
      1
    • დააახლოებით 4,6 მილიარდი
      9


Recommended Posts

Guest ჭანო

utilizatori

შენს ბლოგს თუ დავუჯერებს დაახლოებით 1.5 მილიონი წლის წინ მინიმუმ

დმანისში ნაპოვნი ნაშთები კიდევ უფრო ძველად ითვლება(თუ არ ვცდები 1,8 მილიონი წელი)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 31
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

დმანისში ნაპოვნი ნაშთები კიდევ უფრო ძველად ითვლება(თუ არ ვცდები 1,8 მილიონი წელი)

 

ჭანო

 

თუმცა თემა დედამიწის ასაკს ეხება, რადგან ცოტა გადაუხვიეთ თემას, მეც მივცემ თავს უფლებას დავაზუსტო ზოგიერთი საკითხი შენთან:

 

1. ჭანო, ხომ არ იცი, რა მეთოდის გამოყენებით გამოიანგარიშეს დმანისში ნაპოვნი ნაშთების ასაკი?

2. ვინ გამოიანგარიშა (დაათარიღა)?

3. აღიარებულია თუ არა მსოფლიოს წამყვანი პალეონტოლოგების მიერ დმანისის ნაშთების 1,8 მილიონი წლით დათარიღება?

4. წყაროს ხომ ვერ დადებდი, სადაც ოფიციალურად არის დასახელებული დმანისის ნაშთების ასაკი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ხნისა დედამიწა?

ისე ამ თემას რა უნდა რელიგიაში?

 

გაქანებული სამეცნიერო თემაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ამ თემას რა უნდა რელიგიაში?

 

გაქანებული სამეცნიერო თემაა...

 

Nukriko

 

მართალი ხარ, ნამდვილად არაა რელიგიური თემა. უბრალოდ, რა ასაკის ითვლება დედამიწა რელიგიური თვალსაზრისით, შეიძლება ამ მხრივ განიხილებოდეს რელიგიურ თემაშიც. საინტერესოა თემის გამხსელის აზრი ამაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
4. წყაროს ხომ ვერ დადებდი, სადაც ოფიციალურად არის დასახელებული დმანისის ნაშთების ასაკი?

1,75 Millionen Jahre.(მილიონი წელი) წყარო GEO გერმანული ჟურნალის სპეციალურ გამოცემაში(GEO Kopakt N 4).

 

 

1. ჭანო, ხომ არ იცი, რა მეთოდის გამოყენებით გამოიანგარიშეს დმანისში ნაპოვნი ნაშთების ასაკი?

არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომლის საშუალებიტ ხდება ასაკის დადგენა,თუ დაწვრილებით გაინტერსებს გახსენი ცალკე თემა შესაბამის განყოფილებაში.

და რის შედაგადც ითვლიან ასაკს.

ვინ ითვლის და შესაბამისი სპეციალისტები.

 

3. აღიარებულია თუ არა მსოფლიოს წამყვანი პალეონტოლოგების მიერ დმანისის ნაშთების 1,8 მილიონი წლით დათარიღება?

როგორც ვიცი ბევრმა სერიოზლმა გამოცემამ დაუთმო ადგილი, ხოლო სხვა მეცნიერების აზრებს არ გავცნობივარ სხვადასხვა მიზეზების გამო.

 

ისე ამ თემას რა უნდა რელიგიაში?

 

გაქანებული სამეცნიერო თემაა...

გამოკითხვა, თეორიულად ორივეგან შეიძლებოდა გახსნა, მაგრამ მე ეს განყოფილება ვამჯობინე. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია.

 

 

 

რა ასაკის ითვლება დედამიწა რელიგიური თვალსაზრისით, შეიძლება ამ მხრივ განიხილებოდეს რელიგიურ თემაშიც

შენი აზრი მაინტერესებს ტუ რამდენი ხნისა დედამიწა ქრისტიანული შეხედულების მიხედვით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1,75 Millionen Jahre.(მილიონი წელი) წყარო GEO გერმანული ჟურნალის სპეციალურ გამოცემაში(GEO Kopakt N 4).

ელექტრონული ვერსია ხომ არ იცი რომ გადავამოწმო?

 

 

არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომლის საშუალებიტ ხდება ასაკის დადგენა,თუ დაწვრილებით გაინტერსებს გახსენი ცალკე თემა შესაბამის განყოფილებაში.

და რის შედაგადც ითვლიან ასაკს.

ვინ ითვლის და შესაბამისი სპეციალისტები.

მე არ მიკითხავს რა მეთოდები ან რამდენი მეთოდები არსებობს პალეონტოლოგიაში, ნაპოვნი ნივთებისა თუ ნაშთების ასაკის დასადგენად. საკმაოდ კარგად ვარ გათვიცნობიერებული ამ საკითხებში. მე კონკრეტული კითხვა დავსვი: "1. ჭანო, ხომ არ იცი, რა მეთოდის გამოყენებით გამოიანგარიშეს დმანისში ნაპოვნი ნაშთების ასაკი?"

 

როგორც ვიცი ბევრმა სერიოზლმა გამოცემამ დაუთმო ადგილი, ხოლო სხვა მეცნიერების აზრებს არ გავცნობივარ სხვადასხვა მიზეზების გამო.

სამწუხაროა რომ ზუსტად არ იცი, მაგრამ არაუშავს.

 

შენი აზრი მაინტერესებს ტუ რამდენი ხნისა დედამიწა ქრისტიანული შეხედულების მიხედვით?

 

ქრისტიანული შეხედულება ჩემი გადმოსახედიდან არის ის, რასაც I საუკუნის ქრისტიანები ასწავლიდნენ და განმარტავდნენ და ის, რასაც ბიბლია ამბობს. ამიტომ, ეგრეთ წოდებულ "ქრისტიანულ" სამყაროში არსებულ განსხვავებულ და ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს მე არც ვიზიარებ და არც ვეყრდნობი. ნამდვილი ქრისტიანული თვალსაზრისიდან და იქიდან გამომდინარე, რასაც ბიბლია ამბობს დედამიწაზე, ზუსტად ვერ ვიტყვი რა ასაკისაა დედამიწა. ბიბლია დედამიწის ასაკს არ ასახელებს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ქრისტიანობის და ბიბლიის სახელით ხმამაღალ განაცხადებს გააკეთებს, აუცილებლად მოუწევს, დაასაბუთოს თავისი სუბიექტური მოსაზრებების მართებულობა.

 

ბიბლიის თანახმად, შემოქმედებითი დღეების დაწყებამდე დედამიწა ჩვენთვის უცნობი დროის განმავლობაში არსებობდა. მეცნიერული შეხედულება რომც გადაისინჯოს და მეცნიერებმა დედამიწის სხვა ასაკი შემოგვთავაზონ იმ ასაკისგან განსხვავებით რასაც დღესდღეობით გვთავაზობს მეცნიერბა, ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები კვლავ სინამდვილედ დარჩება. მეცნიერება კი არ ეწინააღმდეგება ბიბლიას, არამედ პირიქით, ამ და ბევრ სხვა შემთხვევაშიც იგი ვრცელ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის ფიზიკური სამყაროს როგორც აწმყოს, ისე წარსულის შესახებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ელექტრონული ვერსია ხომ არ იცი რომ გადავამოწმო?

http://www.geo.de/GEO/heftreihen/geokompakt/20114.html

მაგრამ სრული სტატიები არა.

"1. ჭანო, ხომ არ იცი, რა მეთოდის გამოყენებით გამოიანგარიშეს დმანისში ნაპოვნი ნაშთების ასაკი?"

არ ვიცი,ტუ რა მეტოდი გამოიყენეს დმანისში, მაგრამ დიდი შანსია რომ სხვადასხვა მეტოდით გადაამოწმეს.

სამწუხაროა რომ ზუსტად არ იცი, მაგრამ არაუშავს.

მე მგონი გეო სოლიდური ჯურნალია, ასევე ცაიტს თუ ველტსაც ქონდა სტატია.

 

 

 

ბიბლიის თანახმად, შემოქმედებითი დღეების დაწყებამდე დედამიწა ჩვენთვის უცნობი დროის განმავლობაში არსებობდა. მეცნიერული შეხედულება რომც გადაისინჯოს და მეცნიერებმა დედამიწის სხვა ასაკი შემოგვთავაზონ იმ ასაკისგან განსხვავებით რასაც დღესდღეობით გვთავაზობს მეცნიერბა, ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები კვლავ სინამდვილედ დარჩება. მეცნიერება კი არ ეწინააღმდეგება ბიბლიას, არამედ პირიქით, ამ და ბევრ სხვა შემთხვევაშიც იგი ვრცელ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის ფიზიკური სამყაროს როგორც აწმყოს, ისე წარსულის შესახებ.

ე.ი. დღეების ნაცვლად ერეებია ნაგულისხმები ბიბლიაში?

და რამდენად ზუსტი ინფორმაცია გვაქვს ადამიანების წარმოსობაზე იგივე ბიბლის მიხედვით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

ერთერთი სამეცნიერო მოხსენებსიას გამოყენებული მასალები(მიუნხენში)

http://www.muenchner-wissenschaftstage.de/...e_klein_ger.pdf

 

გერმანის პრიმატების კვლევისცენტრი

http://www.dpz.gwdg.de/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ე.ი. დღეების ნაცვლად ერეებია ნაგულისხმები ბიბლიაში?

ჭანო

 

ზოგი ფუნდამენტალისტი "ამტკიცებს", რომ ყველა ფიზიკური ქმნილება (არსება) ზუსტად ექვს 24 საათიან დღეში შეიქმნა სადღაც 6 000—10 000 წლის წინათ. მაგრამ, რასაც ისინი ასწავლიან, არაბიბლიურია და ამან საღვთო წერილი მრავალი ადამიანის დასაცინი გახადა.

სინამდვილეში, სიტყვა "დღე" ბიბლიაში ყოველთვის 24 საათიანი პერიოდის გაგებით არ გამოიყენება. დაბადების 2:4-ში "დღედ" არის მოხსენიებული მთელი ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ღმერთი დედამიწასა და ცას ქმნიდა (წაიკითხე ბერეშით (დაბადება) 2:4, თორა-ში, გამოცემული 1995წ.). ეს ერთი დღე (ქართული ბიბლიებში) წიგნ "დაბადების"* 1-ლ თავში მოხსენიებულ ექვსივე შემოქმედებით დღეს მოიცავს. ბიბლიური გაგებით დღე არის დროის რაღაც განსაზღვრული პერიოდი და შეიძლება ათას ან რამდენიმე ათას წელს მოიცავდეს. ამიტომ, დასაშვებია, რომ ბიბლიაში მოხსენიებულმა თითოეულმა შემოქმედებითმა დღემ რამდენიმე ათასი წელი გასტანა. თანაც, დედამიწა უკვე არსებობდა შემოქმედებითი დღეების დაწყებამდე (დაბადება 1:1).* მაშასადამე, ბიბლიური მონათხრობი მთლიანად ეთანხმება ჭეშმარიტ მეცნიერებას (აუცილებლად წაიკითხე 2 პეტრე 3:8).*

იმ მოსაზრების თაობაზე, რომ შემოქმედებითი დღეები მხოლოდ 24 საათი გრძელდებოდა, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტმა ფრანსის კოლინზმა ასეთი აზრი გამოთქვა: "ჩვენს ეპოქაში კრეაციონიზმა [ფუნდამენტალისტურმა მოძღვრებამ შემოქმედების შესახებ] უფრო დიდი ზიანი მიაყენა საღად მოაზროვნე ადამიანების რწმენას, ვიდრე სხვა რამემ". - ამ სიტყვებს აბსოლუტურად ვეთანხმები. ეკლესიის სწავლებებისა (ანუ შეთხზული არაბიბლიური დოგმატებისა) არ იყოს, ზოგიერთი ფუნდამენტალის ინტერპრეტაციების გამო, მრავალ ადამიანს, მცდარი თვალსაზრისი უყალიბდება როგორც ღმერთზე, ისე მის სიტყვაზე - ბიბლიაზე*.

 

და რამდენად ზუსტი ინფორმაცია გვაქვს ადამიანების წარმოსობაზე იგივე ბიბლის მიხედვით?

 

რას გულისხმობ სიტყვებში 'რამდენად ზუსტი ინფორმაცია გვაქვს'? ადამიანის წარმოშობის დეტალურ აღწერას გულისხმობ თუ რას? ვერ ვხვდები. ბიბლიის მიხედვით, ადამიანი წარმოადგენს შემოქმედების ნაყოფს, და არა შემთხვევითობის პროდუქტს. მრავალი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ადამიანი შემოქმედების საშუალებით წარმოიშვა. მეცნიერების მიერ შესწავლილის საფუძველზე, მრავალი ადამიანი დარწმუნდა, რომ უტყუარი ფაქტობრივ მტკიცებულები ადასტურებს, რომ ადამიანი, ისევე როგორც სხვა ცოცხალი ქმნილებები (ორგანიზმები) შექმნილები არიან. ევოლუციის თეორიის პოპულარობის მიუხედავად, ბევრი მოაზროვნე ადამიანი, მათ შორის მრავალი მეცნიერი, დარწმუნებულია, რომ არსებობს ბრძენი შემოქმედი (ინსტრუქტორი).

ამ თემაში ამ საკითხების დაწვრილებით განხილვა ალბათ გაიფება იქნება. თუ გულწრფელად გაინტერესებს ეს საკითხები, სხვა თემაში შეგვიძლია გადავინაცვლოთ.

 

არ ვიცი,ტუ რა მეტოდი გამოიყენეს დმანისში,

თუ არ იცი, როგორღა გჯერა იმის, (თუ გჯერა), რომ დმანისში ნაპოვნი ნაშთები, 1.75 მილიონი წლისაა... :blink:

 

მაგრამ დიდი შანსია რომ სხვადასხვა მეტოდით გადაამოწმეს.

ჩემი აზრით, მსგავსი დამოკიდებულება ასეთი სერიოზული საკითხისადმი, არის არასერიოზული დამოკიდებულებაა. დიდი შანსია რას ნიშნავს...(?!) ვარაუდებით ვერ ვიმსჯელებთ, ან თუ ვიმსჯელებთ, სარწმუნო არ იქნება დასკვნების გაკეთება იმის საფუძველზე რომ "დიდი შანსია" ვთქვათ და ისე დავასკვნათ ხოლმე.. ანუ, დასკვნების ხარისხი იქნება დაბალი...

სასურველი იქნებოდა, მსგავსი ასაკის დასახელებისას, სარწმუნო არგუმენტები მოიყვანო ხოლმე. რა მეთოდებით განსაზღვრეს ნაპოვნი ნაშთების ასაკი, ვინ და როდის.

 

 

____

*

პ.ს.

თუ ქართულ ბიბლიაში წაიკითხავ ბიბლიის ციტატებს, ეცადე წაიკითხო თანამედროვე ენაზე გადათარგმნილი ბიბლიიდან, რადგან ძველქართულ ეკლესიურ გამოცემებში ზღვა შეცდომები და თვითნებული გადაკეთებებია და არაა სანდო. მაგალითად უამრავ შეცდომებს შეიცავს "გიორგი მთაწმინდელის რედაქციით გამოცემული ახალი აღთქმა" და სხვა, ძველ ქართული ბიბლიების უმეტესობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი,ტუ რა მეტოდი გამოიყენეს დმანისში, მაგრამ დიდი შანსია რომ სხვადასხვა მეტოდით გადაამოწმეს.

საერთოდ ადამიანის ნაშთებზე რადიოტოპიურ ანალიზს იყენებენ ხოლმე, ზეზვაზე და მზიაზე როგორც მახსოვს C14 გამოიყენეს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ ადამიანის ნაშთებზე რადიოტოპიურ ანალიზს იყენებენ ხოლმე, ზეზვაზე და მზიაზე როგორც მახსოვს C14 გამოიყენეს :)

C14-ის ნახევარდაშლის პერიოდია 6000 წელიწადზე ცოტა ნაკლები. მაქსიმალური ასაკი, რისი დადგენაც ამ მეთოდითაა შესაძლებელი, შეადგენს 10 ნახევარდაშლის პერიოდს, ანუ დაახლოებით 60 000 წელს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ ადამიანის ნაშთებზე რადიოტოპიურ ანალიზს იყენებენ ხოლმე, ზეზვაზე და მზიაზე როგორც მახსოვს C14 გამოიყენეს :)

 

Student

 

 

საერთოდ რა მეთოდს იყენებენ ბევრმა ვიცით. მე კონკრეტული შეკიტხვა დავსვი, რომელზეც არ მიმიღია კონკრეტული და ზუსტი პასუხი. მე ვიკითხე:

 

"1. ჭანო, ხომ არ იცი, რა მეთოდის გამოყენებით გამოიანგარიშეს დმანისში ნაპოვნი ნაშთების ასაკი? "

 

გასაგებია რომ ჭანომ არ იცის ზუსტად რა მეთოდის გამოყენებით ვარაუდობენ დმანისში ნაპოვნი ნაშთების ასაკს, მაგრამ, ვინმემ თუ იცით, დაწერეთ. თუ არა და, გაგონილი და ტელევიზორში ნათქვამის ატაცებით ვერ დავასაბუთებთ იმას, რომ თითქოს 1.75 მილიონი წლის წინათ უკვე არსებობდა ადამიანი. :)

 

paolo-მ კარგად დაწერა, რომ ამ პოსტის ზემოთ რაც უწერია. მეც დავამატებ ცოტას, რომ რაც დრო გადის, დათარიღების ახალ და ახალ მეთოდებს იგონებენ ადამიანები (მეცნიერები). ახალი მეთოდების გამოგონება, იმაზე მეტყველებს რომ უკვე არსებული მეთოდები არასაიმედო და არადამაკმაყოფილებელია. მაგალითად, ერთ-ერთი მეთოდის, თერმოლუმინესცენციის, შესახებ "ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში" ნათქვამია: "დღესდღეობით ჩვენი იმედები, ძირითადად, დაკავშირებულია არა რეალურ შედეგებთან, არამედ იმ მნიშვნელობასთან, რომელსაც დათარიღების თერმოლუმინესცენციურ მეთოდს ვანიჭებთ". უფრო მეტიც, ჟურნალში "Science", (საიენსი) ასეთი რამე წერია, რომ ჩონჩხი, რომლის ასაკიც ამინომჟავების რაცემიზაციის მეთოდით დათარიღებისას 70 000 წლით განსაზღვრეს, რადიოაქტიური მეთოდით დათარიღებისას მხოლოდ 8 300 ან 9 000 წლის აღმოჩნდა. ახლა ვნახოთ რას ამბობს ერთ სამეცნიერო ჟურნალი "Popular Science": "[ფიზიკოსი რობერტ ჯენტრი] თვლის, რომ რადიოაქტიური დაშლის საფუძველზე დადგენილი ყველა თარიღი შეიძლება მცდარი იყოს არა მხოლოდ რამდენიმე წლით, არამედ უდიდესი დროით, რომლის გამოსახვისთვისაც საჭირო იქნება ათის აყვანა მთელ რიგ ხარისხებში". როგორც ამ ჟურნალის სტატიაში იყო აღნიშნული, მის აღმოჩენებს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ "დედამიწაზე ადამიანის არსებობა შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე ათას წელს ითვლიდეს და არა 3,6 მილიონ წელს".

 

აქ რა მეთოდებზეც გავამახვილე ჩემი ყურადღება, არის ყველაზე ცნობილი მეთოდები ნაპოვნი ნაშთების ასაკის დასადგენად. ამიტომ, თუ აქ ჩამოთვლილი მეთოდები იქნა გამოყენებული დმანისში ნაპოვნი ნაშთების ასაკის დასადგენად, მაშინ ამ მეთოდებზე დასკვნების გაკეთებით ვერავინ ვერ იტყვის დარწმუნებით რომ ისინი 1,75 მილიონი წლის წინანდელი ნაშთებია.

 

ასე რომ, თუ ვინმეს დმანისში ნაპოვნი ნაშთების ასაკი დადგენის შესახებ რაიმე ახალი მეთოდების გამოყენება გსმენიათ ან ის რა მეთოდიც გამოიყენეს დაწერეთ, ვნახოთ რასთან გვაქვს საქმე, თო არა და, მაშინ დავასრულოთ ვარაუდებით დასკვნების გაკეთება, ისედაც გავცდით დედამიწის ასაკის თემას და ოფტოპიკებში ვიმყოფებით. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
აქ რა მეთოდებზეც გავამახვილე ჩემი ყურადღება, არის ყველაზე ცნობილი მეთოდები ნაპოვნი ნაშთების ასაკის დასადგენად. ამიტომ, თუ აქ ჩამოთვლილი მეთოდები იქნა გამოყენებული დმანისში ნაპოვნი ნაშთების ასაკის დასადგენად, მაშინ ამ მეთოდებზე დასკვნების გაკეთებით ვერავინ ვერ იტყვის დარწმუნებით რომ ისინი 1,75 მილიონი წლის წინანდელი ნაშთებია.

აქ საუბარია კავკასიაზე, კეძოდ საქართველოზე. კიდევ უფრო ძველი ნაშთებია აფრიკაში ნაპოვნი 2,2-2,4 მილიონი თუ არ ვცდები.

 

 

paolo-მ კარგად დაწერა, რომ ამ პოსტის ზემოთ რაც უწერია. მეც დავამატებ ცოტას, რომ რაც დრო გადის, დათარიღების ახალ და ახალ მეთოდებს იგონებენ ადამიანები (მეცნიერები). ახალი მეთოდების გამოგონება, იმაზე მეტყველებს რომ უკვე არსებული მეთოდები არასაიმედო და არადამაკმაყოფილებელია. მაგალითად, ერთ-ერთი მეთოდის, თერმოლუმინესცენციის, შესახებ "ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში" ნათქვამია: "დღესდღეობით ჩვენი იმედები, ძირითადად, დაკავშირებულია არა რეალურ შედეგებთან, არამედ იმ მნიშვნელობასთან, რომელსაც დათარიღების თერმოლუმინესცენციურ მეთოდს ვანიჭებთ". უფრო მეტიც, ჟურნალში "Science", (საიენსი) ასეთი რამე წერია, რომ ჩონჩხი, რომლის ასაკიც ამინომჟავების რაცემიზაციის მეთოდით დათარიღებისას 70 000 წლით განსაზღვრეს, რადიოაქტიური მეთოდით დათარიღებისას მხოლოდ 8 300 ან 9 000 წლის აღმოჩნდა. ახლა ვნახოთ რას ამბობს ერთ სამეცნიერო ჟურნალი "Popular Science": "[ფიზიკოსი რობერტ ჯენტრი] თვლის, რომ რადიოაქტიური დაშლის საფუძველზე დადგენილი ყველა თარიღი შეიძლება მცდარი იყოს არა მხოლოდ რამდენიმე წლით, არამედ უდიდესი დროით, რომლის გამოსახვისთვისაც საჭირო იქნება ათის აყვანა მთელ რიგ ხარისხებში". როგორც ამ ჟურნალის სტატიაში იყო აღნიშნული, მის აღმოჩენებს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ "დედამიწაზე ადამიანის არსებობა შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე ათას წელს ითვლიდეს და არა 3,6 მილიონ წელს".

:)

 

მოდი აქედან დავიწყოთ, თავიდან ყველას ეგონა რომ დედამიწა სამყარის ცენტრია, ხო?

მერე აღმოჩნდა რომ არა, თან მზის გარჩემო მოძრაობს და ა.შ.

მოკლედ ბევრ რევოლუციას ქონდა ადგილი და ხშირად ერთ დროს ჭეშმარიტად მიჩნეული მოვლენა მცადი აღმოჩნდა.

 

ხოლო რაც შეეხება თარიღის დადგენის მეთოდებს, ერთი მეტოდით დადგენილი თარიღი ძალიან შორს შეიძლება იყოს რეალობისგან, ამაზე არც მეცნიერები არ დავობენ, მაგრამ სხვადასხვა მეთოდებით მიღებული პასუხებიდან ჩეგიძლია ესათუ ის შედეგი საკმაოდ რეალურად ჩათვალო.

მეცნიერებაში არ არსებობს ბევრ საკითხზე 100% პასუხი და რაზეც არსებობს შეიძლება ისიც არ არმოჩნდეს მთლად მარტალი, როგორც ნიუტონის კანონები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ საუბარია კავკასიაზე, კეძოდ საქართველოზე. კიდევ უფრო ძველი ნაშთებია აფრიკაში ნაპოვნი 2,2-2,4 მილიონი თუ არ ვცდები.

 

ჭანო

 

არ ცდები, მილიონობით ნაშთებია ნაპოვნი. მაგრამ ნაპოვნი ნაშთების რაოდენობით არ განისაზღვრება მათი ასაკი. :)

 

მოდი აქედან დავიწყოთ, თავიდან ყველას ეგონა რომ დედამიწა სამყარის ცენტრია, ხო?

ხო.

 

 

მერე აღმოჩნდა რომ არა, თან მზის გარჩემო მოძრაობს და ა.შ.

კი, ნამდვილად მასე იყო, მერე აღმოჩნდა რომ არასწორად ესმოდათ "მეცნიერული" საკითხები წარსულში მცოხრებ "მეცნიერებს".

 

მოკლედ ბევრ რევოლუციას ქონდა ადგილი და ხშირად ერთ დროს ჭეშმარიტად მიჩნეული მოვლენა მცადი აღმოჩნდა.

ნამდვილად.

 

ხოლო რაც შეეხება თარიღის დადგენის მეთოდებს, ერთი მეტოდით დადგენილი თარიღი ძალიან შორს შეიძლება იყოს რეალობისგან, ამაზე არც მეცნიერები არ დავობენ, მაგრამ სხვადასხვა მეთოდებით მიღებული პასუხებიდან ჩეგიძლია ესათუ ის შედეგი საკმაოდ რეალურად ჩათვალო.

მე რამოდენიმე მეთოდი დავასახელე და ისიც დავწერე, რომ მათზე დაყრდნობით დარწმუნებით ვერცერთი (მეცნიერებიც კი) ვერ იტყვიან დანამდვილებით და ზუსტად რა ასაის არიან ნშთები. :) ეს ფაქტია რომ ასეა.

 

 

მეცნიერებაში არ არსებობს ბევრ საკითხზე 100% პასუხი და რაზეც არსებობს შეიძლება ისიც არ არმოჩნდეს მთლად მარტალი, როგორც ნიუტონის კანონები.

გეთანხმები; სწორედ ამიტომ, იმის თქმა რომ ადამიანები მილიონობით წლების წინ უკვე არსებობდნენ, ძალიან ხმამაღალი და დაუსაბუთებელი განაცხადია. ესაა და ეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
მაგრამ ნაპოვნი ნაშთების რაოდენობით არ განისაზღვრება მათი ასაკი.

2,2-2,6 მილიონი წელი ვიგულისხმე :)

 

გეთანხმები; სწორედ ამიტომ, იმის თქმა რომ ადამიანები მილიონობით წლების წინ უკვე არსებობდნენ, ძალიან ხმამაღალი და დაუსაბუთებელი განაცხადია. ესაა და ეს

ამის გამო ხდბა ყველაფრის სხვადასხვა მეთოდებით გადამოწმება, რადგან ცდომილების ალბათობა ნულამდე დაიყვანონ. ასევე ხდება უკვე არსებული მეთოდების პერმანენტული კითხვის ქვეშ დასმა და გამოცდა. ზოგი უძლებს ზოგიც ვერა, და ა.ს.

მეცნიერება არის ძიება!

 

 

 

 

 

 

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ კრეაციონიზმისკენ იხრები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...