Jump to content
Planeta.Ge

ზვიადის ფან-კლუბის წევრებს მინდა ვუთხრა


Recommended Posts

Siknadmo

 

არავითარი სამოქალაქო ომი არ ყოფილა. ეს იყო სამხედრო გადატრიალება. და მონაწილეობას მივიღებდი არა ზვიადის, არამედ კანონის მხარეს რათა არ დამეშვა არჩევნების გზით მოსული ხელისუფლების დამხობა.

ამ სამხედრო გადატრიალებას თბილისელების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაუჭირა მხარი,

იმ პერიოდში მომიწია რუსთაველზე არაერთხელ ყოფნამ და მინდა ვთქვა რომ რუსთაველის მეტროდან დაწყებული ვიდრე მთ. სასახლემდე თბილისელებით იყო გადატენილი და ზვიადისტების ჭაჭანება არ ყოფილა,

ზვიადისტები ძირითადად საქართველოს სხვადასხვა რაიონის, განსაკუთრებიტ კი სამეგრელოს მკვიდრნი იყვნენ,

 

ოჯახებში იყო დაპირისპირება, იყო უდიდესი ზიზღი ზვიადისტებსა და არა ზვიადისტებს შორის, რუსთაველის გარდა დაგნარებიც ხშირი იყო, გინება-შეურაცხყოფა მუშტი კრივი, ნუ ქართული ხასიათიდან გამომდინარე,

ასეთი დაპირისპირება ქართულ საზგოადოებაში არასდრო არ ყოფილა როგორც მაშინ,

 

დიახ ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება ზვიადისტებსა და არა ზვიადისტებს შორის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 95
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Saturn

რათა არ დამეშვა არჩევნების გზით მოსული ხელისუფლების დამხობა.

სულ შენს მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე იყო დამოკიდებული , ვინ გაიმარჯვებდა აი.

მანამდე უნდა გადამდგარიყო ცხონებული, ეგ იყომაგ სიტუაციაში გამოსავალი, მაგრამ არ ეთმობოდა სკამი.

ზვიადი თავისი ხალხით გასაყრელები იყვნენ, აბა რა იყვნენ. ხალხო, ხომ ყველა ხედავთ მანანა არჩვაძეს, რას წარმოადგენს. ხოდა ეგ ქალიმართავდა ქვეყანას. მაგის ხუშტურებზე იყო დამოკიდებული ყველა და ყველაფერი. ვინც უნდოდა აგენტი იყო, მოღალატის იარლიყებს აქეთ-იქით ისროდა. კაბინეტში ეჯდა ქმარს და ყველა შეხვედრას ესწრებოდა და გამოდიოდა იქიდან წივილ-კივილი. აზრზე ხართ?

ჯაბა და მხედრიონი რომ არა, ყველაფერი რიგზე იქნებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

სულ შენს მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე იყო დამოკიდებული , ვინ გაიმარჯვებდა აი.

მხოლოდ ჩემზე არა. ბევრ ჩემნაირს შეეძლო ქვეყნის არასწორი გზით წასვლის თავიდან აცილება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ბევრ ჩემნაირს შეეძლო ქვეყნის არასწორი გზით წასვლის თავიდან აცილება.

ხოდა ბევრ შენნარს, ჩემნაირს და ამ ფორუმელის ნაირს ამოსული ყავდა ყელში სულით ავადმყოფი მანანა და მისი ფსიქიატრიულის პაციენტთა ხროვა და მშვიდად უყურებდა მათ გაპანღურებას, ხელებსაც იფშვნეტდა.

ერთმა ზუგდიდელმა, რომელიც შევარდნაძის რეჟიმს ებრძოდა, მითხრა, მე ზვიადის გაგდებაზე რეაქცია არ მქონია, იარაღი მხედრიონმა ამაღებინა ხელშიო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა ბევრ შენნარს, ჩემნაირს და ამ ფორუმელის ნაირს ამოსული ყავდა ყელში სულით ავადმყოფი მანანა და მისი ფსიქიატრიულის პაციენტთა ხროვა და მშვიდად უყურებდა მათ გაპანღურებას, ხელებსაც იფშვნეტდა.

ენგრე იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

მომიწევს უფრო დეტალურად აღვწერო მაშინდელი პოლიტიკის აბრაკადაბრა. :)

 

1)80-ნი წლების ბოლოს ქართული ოპოზიციის მთავარი აქილევსის ქუსლი იყო "მრავალპარტიულობა" ,ჩამოყალიბდა ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი რამდენიმე არაფორმალური ორგანიზაცია,რაც აისახა ნოემბრის და აპრილის მოვლენების განვითარების დროს.

 

2)რუსთაველის საზოგადოებისა და სახალხო ფრონტის შექმნის მცდდელობას განსაკუთრებული აგრესიით დაუპირისპირდნენ ახალგაზრდა დისიდენტები, რომელთაც გარკვეულწილად დაეთანხმა ზვიად გამსახურდიაც.ისინი სუკის მიერ შექმნილ გაერთიანებებად გამოცხადნენ და თითი თითზეც კი არ გაანძრიეს ,რათა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ბრძოლის საშუალება ხელში ჩაეგდოთ. ეს იყო უდიდესი შეცდომა და შემდგომში განაპირობა ნომენკლატურული ოლიგარქიის რევანში.

 

3) ლიბერალთა და არაფორმალთა დაპირისპირება აპრილის მოვლენათა თანმდევი იყო.ის რომ სისხლი დაიღვარა, ორგანიზატორებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა . ლიბერალებმა ეს აქცია აფხაზეთის მოვლენების საპირისპიროდ დაიწყეს, მაგრამ არაფორმალებმა აქციის მართვის სადავეები ხელთ იგდეს და საკითხი სავსებით მართებულად დაისვა ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ ,მაგრამ გაიპარა დიდი შეცდომა-არ იქნა გარკვეული პროგრამა მინიმუმი ანუ მოთხოვნების უტოპიურობამ კიდევ უფრო მეტად გაუგებარი გახადა მისი მიზანი.

 

9აპრილის და კოსტავას სიკვდილის შემდეგ ,ოპოზიცია კვლავინდებურად შეიძლება გაიყოს ლიბერალებად და არაფორმალებად ,მაგრამ კიდევ უფრო მეტად უხერხულია ყოფილ დისიდენტთა ქცევა.

 

4)25მარტს დანიშნული არჩევნები ჩაიშალა ანუ საქართველომ დაკარგა ისტორიული სანსი ბალტიისპირეთისთვისაც კი გაესწრო სსრკდან გამიჯვნის ლეგიტიმურ პროცესში.დღეს ეჭვი არ მეპარება.ეს აწყობდა კრემლს და ვინ ითამაშა მოსკოვის თამაში ძალიან საინტერესოა.

 

5)შესწორება- გიორგი ჭანტურია და ახალგაზრდა დისიდენტები მუდმივად ეჭვის თვალით უყურებდნენ უფროსი თაობის ნაღვაწს.

 

იყო ასაკობრივი კონფრონტაციის ჩვეულობრივი მომენტი,მაგრამ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ შეეცადნენ მაინც ერთად დამდგარიყვნენ,შეიქმნა ეროვნული ხსნის კომიტეტი ,სადაც არ შეუშვეს ე.წ ლიბერალები (ნათაძე,ბაქრაძე ინტილიგენცია ,რესპები) .ეს ალიანსი უცებ დაიშალა და ეროვნულმა მოძრაობამ აირჩია უტოპიური "დაუმორჩილებლობის" გზა......

 

25 მარტის არჩევნების ბოიკოტი იყო შეცდომა . ლიბერალები ლამის მოღალატეებად გამოაცხადეს და

არაფორმალების ერთობამ მოიწვია ეროვნული მოძრაობის საგანგებო კონფერენცია,რომელმაც აირჩია ეროვნული ფორუმი. მასში შედიოდნენ ზვიად გამსახურდია , გიორგი ჭანტურია , ირაკლი წერეთელი ,რამდენიმე ჯუჯა პარტია ,მაგრამ ნათაძე და კომპანია გამოცხადდნენ სუკის აგენტების ხელშემწყობებად. :D

 

მათ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება "ეროვნული კონგრესის" ,როგორც ქართველი ხალხის ნების ერთადერთი გამომხატვლი ორგანოს შექმნის შესახებ საყოველთაო არჩევნებით ,თუმცა ზვიადის გუნდის მაშინდელმა ინტელექტუალურმა წარმომადგენლმა თ. პაატაშვილმა ღიად არ მოიწონა ეს სვლა და გამსახურდიაც მართალია სახალხო ფრონტს მოღალატეთა ერთობას უწოდებდა, მაგრამ ამ კაცის სიტყვას ყურადღება მიაქცია.აშკარად მას არ მოწონდა პოლიტიკური დომხალი , ახალგაზრდა ლიდერები ზვიადის ავტორიტეტს იყენებდნენ როგორც მედუზას თავის ეფექტს .გასაკვირი არაა გამსახურდიას დისკომფორტი.

 

6)ეროვნული მოძრაობის კონფერენციის დროს პრეზიდიუმში გამოჩნდა მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი.....,........თენგიზ სიგუა. ის საპატიო ლოჟაში განსაკუთრებული პატივით მიიღეს ,როგორც ინტილიგენციის სახე.

რატომ? არ რასებობდა არანანაირი საფუძველი ვინმეს მასზე ცუდი ეფიქრა, ღიად მხარი დაუჭირა ოპოზიციას და ფორუმის გვერდით დადგა . ეს იყო მისი დებიუტი სავსებით წარმატებული.

 

7)ცხინვალში და აფხაზეთში სიტუაციის დაძაბვის დროს ეროვნულმა მოძრაობამ დაუშვა დიდი შეცდომა ,როცა ჩამოყალიბდა რამდენიმე ფაქტიურად სამხედრო ორგანიზაცია. მათი სისუსტე იყო,რომ ვერ განსაზღვრეს ასეთი რაზმების ხიფათი შიდაპოლიტიკაში .მხედრიონს გამოეყო თეთრი გიორგის კავშირი და ზუსტად ამ კონფერენციის დროს ერთმანეთი ლამის შეჭამეს.

 

8)თეთრი გიორგის კავშირსა და მხედრიონს შორის მომხდარი ინციდენტი იმელთან იყო ეროვნული ფორუმის დაშლის საბაბი.ზვიადი და მისი მაშინდელი მხარდამჭერები გაემიჯნენ არაფორმალთა ახალგაზრდულ ფრთას.ცხადია იყო პოლიტიკური უთანხმოება ,რომელზეც ზევით ვილაპარაკე ,მაგრამ ტერმინი "ეროვნული მოძრაობა" კიდევ უფრო ვიწრო წრეს დაერქვა ,ხოლო მოღალატეთა რიცხვში გადავიდნენ ჭანტურია წერეთლითურთ.

 

9)შეიქმნა ახალი პოლიტიკური პოლუსები ოპოზიციაში-

1) მრგვალი მაგიდა -გამსახურდია ,სიგუა ,ასათიანი ,რომელიც სატაურიდანვე ცანს იყო პოლიტიკურ პარტიათა პარტიათა პარიტეტული გაერთიანების იდეით ჩამოყალიბებული,მაგრამ სრულიად სხვა გზით წავიდა. მრგვალი მაგიდის პოლიტიკური კონცეფცია საკმაოდ რაციონალური იყო ,მაგრამ გარკვეული ძალები როგორც ჩანს შეგნებულად აძლიერებდნენ ზვიადისგან ბელადის შექმნის ტენდენციებს, რომელმაც ზვიადიშივე დაამარცხა პრაგმატიკოსი.

 

2)ლიბერალების დიდი ნაწილი გაერთიანდს კონგრესისტებთან. ე.წ "ეროვნულ ყრილობაზე" მხარი დაუჭირეს რატა ცატარებულიყო კონგრესის და უზენაესი საბჭოს არჩევნებიც .აი ეს კი უკვე დანასაული იყო.თუ ადრე საუბარი შეეხებოდა კონგრესს ,როგორც ერთადერთ არჩევით ორგანოს......ეხლა ......

3 კონგრესს ბოიკოტს უცხადებდა ნათაძის ფლანგი, ბლოკი "თავისუფლება" . ისინი მრგვალ მაგიდასთანაც თანამშრომლობდნენ,მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული ერთი მომენტი-პროპორციულ არჩევნებში ხალხი ირჩევდა კომპარტიის ალტერნატივას და მივიღეთ შედეგი..........

 

მოკლედ 28 ოქტომბრამდე ჩემი ანალიზი შემოგთავაზეთ. შემდეგში კიდევ გავაგრძელებ-არ მგონია ოფტოპი იყოს ან უინტერესო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადლობთ ლაშა,

სუბიექტურმა ფაქტორებმა მნიშვნელოვნად განაპირობა საქ. ბედი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ჰიტლერი არა ისა კიდევ 001.gif

ძალიან სუბიექტურები ხართ ზვიადის მიმართ 001.gif

სუბიექტივიზმი კი არა სიბრმავე ჰქვია მაგას.

კონტექსტს გაეცანით და გაიგებთ, რა კავშირშიც არის

 

მკვდარზე ცუდს არ ამბობეეეეენ!!!

 

:buchti:

 

ჩემი პასუხი

დიდიება სტალინს და ჰიტლერს!!!

 

(ბოდიში გამოხტომისთვის, დღეს გურულმა გაიღვიძა ჩემში)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

დავაზუსტებდი -ვიყავი აღწერილი მოვლენების აქტიური მონაწილე.

 

სკოლის მოსწავლე,რომელსაც წამდა საქარტველოს დეოკუპაციის აუცილებლობა.ზოგიერთი თეზისი ჩემი სტუდენტობის დროინდელი წერილიდანაა .არსად არ გამომიქვეყნებია,ჩემთვის მაქვს არქივში.კორექტირებაა საჭირო და ვერ დავდებ. გაციებულობის გამო მიჭირს აზრთა კონცენტრაცია,რისთვისაც ბოდიში.შემდეგში მუზა რომ მომივა ,კიდევ უფრო მეტად შევეცდები დეტალურად გავყვე ფაქტებს. :)

აღვნიშნავ ერთს-

ზვიადი დიდი ქართველი იყო და თავს ვხრი მისი ხსოვნის წინაშე და ბოდიშს ვუხდი ე.წ ზვიადისტებს,რომ პატარა ბიჭი უფრო აქტიური არ ვიყავი ,როცა ილახებოდა მათი უფლებები. მე ბრალს ვდებ საკუთარ თავს და მოგიწოდებდით თვიტკრიტიკულნი ვიყოთ.

 

გამსახურდიას ხსოვნის პატივისცემაა მისი შეცდომების ანალიზიც.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ზვიადი დიდი ქართველი იყო და თავს ვხრი მისი ხსოვნის წინაშე და ბოდიშს ვუხდი ე.წ ზვიადისტებს,რომ პატარა ბიჭი უფრო აქტიური არ ვიყავი

 

შენისთანა პატარა ბიჭები ძალიან აქტიურები იყვნენ მაშინ აფხაზეთის ომის დროს. რამდენი ბიჭი საკუთარი სურვილით გაიქცა საომრად და იქ დარჩა სამუდამოდ . და ეგ "დიდი ქართველი" რას აკეთებდა მაშინ? გზები გადაკეტა და ზვიადისტებს უბრზანა, არ მიხმარებოდნენ ალყაში მოქცეულ ქართველებს.

ფუ, აღარ მინდა გახსენება და მორჩით რა დიდ ქართველებზე ლაპარაკს, ამნეზია თუ არ გაქვთ მართლა.

http://www.youtube.com/watch?v=zIHbkHgOdCw

 

არ გახსოვთ ეს ამბები?

Edited by vitaminC
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

არასდროს ვყოფილვარ ზვიადისტი.აქტიურად მხარს ვუჭერდი დეოკოპაციის აუცილებლობას და დღესაც იგივე აზრზე ვარ.არც მაშინ მხიბლავდა რადიკალური რიტორიკა და პოზიცია არ შემიცვლია ანუ ისტებში არ ჩამწეროთ. :pupuza:

და ეგ "დიდი ქართველი" რას აკეთებდა მაშინ?

მაგის წინააღმდეგ კრიმინალებმა მოწყვეს სამხედრო პუტჩი......სევარდნაზემ ჯერ დედა უტირა სამეგრელოს და შემდეგ ზურგის გარეშე ბრძოლა დაიწყო აფხაზეთსი. ეს იყო "შეცდომა "? ნწუ ..გასარკვევია სახელი. ზურგში სამოქალაქო ომი გაქვს და ამ დროს აფხაზეთს "ატავისუფლებ" ჯერ შეეცადე ქაღტველებსი იყოს ერთობა .ასე რომ მე გენეზისი არ მომწონს ამ ყველაფრის.

ზვიადისტებს უბრზანა, არ მიხმარებოდნენ ალყაში მოქცეულ ქართველებს.

დაგისახელო რამდენიმე ზვიადისტი, ვინც აფხაზეთში დაიღუპა? მართლ არაა საჭირო ამნეზია საჭირო და რომ არ ენდობოდნენ რაა გასაკვირია ბლინ? ომი მიდიოდა დასავლეთ საქართველოშიც....სამოქალაქო ფრონტზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდით ბატონებო დავაყენოთ ის კაცი საფლავში. ასეთი იყო თუ ისეთი 15 წლის მკვდარია.

მაგას ერთი ისეთი რამე აქვს გაკეთებული, ბევრი რამე ჩამოეწერება-საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.

შეცდომათ თუ იმას ჩავუთვლით, რომ ქვეყნის მართვა ვერ შესძლო, ეს სხვა საქმეა.მისი დანაშაულებები კი ედოსთან და მიშასთან შედფარებით, საბავშვო თამაშებებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდით ბატონებო დავაყენოთ ის კაცი საფლავში. ასეთი იყო თუ ისეთი 15 წლის მკვდარია.

მაგას ერთი ისეთი რამე აქვს გაკეთებული, ბევრი რამე ჩამოეწერება-საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.

შეცდომათ თუ იმას ჩავუთვლით, რომ ქვეყნის მართვა ვერ შესძლო, ეს სხვა საქმეა.მისი დანაშაულებები კი ედოსთან და მიშასთან შედფარებით, საბავშვო თამაშებებია.

აზერბეიჯანს და სასომხეთს ზვიადი რომ არ ჰყავდათ იმიტომაც ვერ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა,

არაფერიც არ ჩამოეწერება, ზვიადის გამო მოხდა სამოქალაქო ომი

და ეგ ფარატინა ფურცელია მხოლოდ,

განსხვავებაა დამოუკიდებლობას და დამოუკიდებილობას შორის,

 

ზვიადი რომ არა ედო ნაღდად ვერ გაიჩითებოდა საქ. პრეზიდენტად და ბუნებრივია მიშაც არ იქნებოდა,

ჯაჭვური რეაქცია, ბოროტებამ შვა ბოროტება,

 

 

შეხედეთ ბოლო ბოლო ზვიადის დანატოვარს და ნახავთ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიად გამსახურდია იყო იმ ქართული ნაციონალიზმის საბოლოო პროდუქტი რომელიც იქმნებოდა დიდი ხნის განმავლობაში და საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე რომ ფაქტიურად დაანგრია ჩვენი სახელწმიფო...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიადის გამო მოხდა სამოქალაქო ომი

არა. ზვიადი დაამხეს და ეს ხალხი დრესც ხელისუფლებაშია,ზოგი ოპოზიციაში.ზვიადიმ რამდენიმე სერიოზული იაღლისი დაუშვა , მაგრამ როცა კრწანისის ლომს ვიტანთ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...