Siknadmo Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 (edited) მოიცა და ეგ ედპ არ იყო წამყვანი პარტია მაგ კონგრესში?ხოდა მეც მაგას ვამბობ რომ მაგარი სიგიჟე გააკეთეს რომ არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა, პრაქტიკულად ეს გახდა დაპირისპირების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი,30% მაინც მიიღებდა ედეპე და პარლამენტი (უზ. საბჭო) მეტ ნაკლებად გაწონასწორებული იქნებოდა,ზვიადი კი, რომელიც არ იყო ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი თავისი პარტიის წარმატებამ საერთოდ დააკარგინა რეალობის შეგრძნება, პრაქტიკულად პარლამენტში ოპონენტი არ ჰყავდათ თუ არ ჩავთვლით ნათაძეს, რომელსაც სერიოზულად არც განიხილავდნენ და დასცინოდნენ, ედპ პარლამენტში უნდა ყოფილიყო ქართული საზოგადოების არაზვიადისტური ნაწილის ხმა, მათი ინტერესების დამცველი Edited November 17, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 Saturn ყველაზე მანკიერი სისტემა შექმნეს, რაც კი არსებულა კაცობრიობის არსებობის ბოლო საუკუნეების მანძილზე.და ის როგორი სისტემა იყო, ჯაბა იოსელიანმა და თენგიზ კიტოვანმა რომ შექმნეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 Siknadmo ხოდა მეც მაგას ვამბობ რომ მაგარი სიგიჟე გააკეთეს რომ არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა, პრაქტიკულად ეს გახდა დაპირისპირების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი,30% მაინც მიიღებდა ედეპე და პარლამენტი (უზ. საბჭო) მეტ ნაკლებად გაწონასწორებული იქნებოდამოიცა და ედპ, ზვიადი და ყველა ეროვნული ერთად როცა იყო, რა ეტყობოდათ მათ გაწონასწორების? ცხინვალის ამბები როცა იწყებოდა ყველა ერთად არ იყო მაშინ? და ისიც მაინტერესებს, კიტოვანმა და იოსელიანმა სამხედრო ხუნტას რომ დაუქვემდებარეს მთელი ქვეყანა, მერე რატომ აღარ შესტკიოდათ ედპეშნიკებს გული დემოკრატიაზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 (edited) Siknadmo მოიცა და ედპ, ზვიადი და ყველა ეროვნული ერთად როცა იყო, რა ეტყობოდათ მათ გაწონასწორების? ცხინვალის ამბები როცა იწყებოდა ყველა ერთად არ იყო მაშინ? და ისიც მაინტერესებს, კიტოვანმა და იოსელიანმა სამხედრო ხუნტას რომ დაუქვემდებარეს მთელი ქვეყანა, მერე რატომ აღარ შესტკიოდათ ედპეშნიკებს გული დემოკრატიაზე?ცხინვალისკენ ლაშქრობა მოაწყო წერეთელმა და ზვიადმა,დაპირისპირება მრგვალებსა და ედეპეშნიკებს შორის უკვე არსებობდა,ედპ მრგვალი მაგიდაში არ შედიოდა და კრიტიკულად იყო განწყობილი ნაციონალისტური ისტერიის მიმართ,ოსების დარბევის შესახებაც არა ერთხელ ამოუღიათ ხმა ედეპეშნიკებს, რის გამოც მოღალატის იარლიყიც მიაწებეს, თავდაპირველად სწორად კიტოვანის გვარდიელებმა გაათავისუფლეს გია ციხიდან, ზვიადს ჰყავდა დატყვევებული და ბუნებრივია დადებითად იყო განწყობილი პუტჩისტების მიმართ, მაგრამ მერე შეიცვალა მისი დამოკიდებულება, შევარდნაძესთან, კიტოვანთან, ჯაბასთან და გიორგაძესთან დაპირისპირების გამო იგი მოკლულ იქნა, ამაზე მეტი რა გინდა Edited November 17, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 ჰიტლერი არა ისა კიდევ ძალიან სუბიექტურები ხართ ზვიადის მიმართ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 lasha_alo ჰიტლერი არა ისა კიდევ ძალიან სუბიექტურები ხართ ზვიადის მიმართსუბიექტივიზმი კი არა სიბრმავე ჰქვია მაგას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 (edited) 1990 წლიდან გამწვავდა ჭანტურიას ურთიერთობა ზვიად გამსახურდიასთან. პირველი დაპირისპირება სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტის გარშემო მოხდა. ჭანტურია აკრიტიკებდა გამსახურდიას მიდგომას ეთნიკური პრობლემებისადმი და ამტკიცებდა, რომ ეროვნული მოძრაობის პირველადი ამოცანა დამოუკიდებლობის მოპოვება უნდა ყოფილიყო. 1990 წლის 11-13 მარტის კონფერენციაზე საბოლოოდ გაიყო მათი პოლიტიკური გზები. ჭანტურიამ, გამსახურდიასგან განსხვავებით, არ მიიღო მონაწილეობა 1990 წლის არჩევნებში და სცადა პარალელური საკანონმდებლო ორგანოს — ეროვნული კონგრესის ორგანიზება, მაგრამ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა ერთის მხრივ კონგრესის არაპოპულარობისა და მეორე მხრივ მის ლიდერთა შორის მზარდი კონფრონტაციის გამო. 1991 წელს გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჭანტურიას პოზიცია კიდევ უფრო შეურიგებელი გახდა. ედპ აქტიურად ჩაება მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში და გამსახურდიას გადაგომა თავის ლოზუნგად აქცია. 1991 წლის 17 სექტემბერს მოსკოვში გასაფრენად გამზადებული ჭანტურია პოლიციამ დააკავა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით დააპატიმრა. გათავისუფლების შემდეგ ჭანტურია კვლავ მონაწილეობდა გამსახურდიას წინააღმდეგ მიმართლ გამოსვლებში. 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შემდეგ ჭანტურია ედუარდ შევარდნაძის მიმართ ზომიერ ოპოზიციაში იყო, თუმცა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის შემდეგ მისი პოზიცია უფრო კრიტიკული გახდა. 1994 წ. ჭანტურიამ ღიად გააკრიტიკა შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა კვირაია, უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე და თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე და მათ პრორუსულ ორიენტაციაში დასდო ბრალი. სუბიექტივიზმი კი არა სიბრმავე ჰქვია მაგას.ყველაფერ სიკეთესთან ერთად ზვიადისტიც ხომ არ იყავი Edited November 17, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 Siknadmo ყველაფერ სიკეთესთან ერთად ზვიადისტიც ხომ არ იყავიარავისტი არ ვყოფილვარ არასდროს. გამსახურდია როგორც პოლიტიკური ლიდერი არ მომწონდა და მისი ჩამოგდების დროს ნეიტრალური პოზიცია მეკავა, რაც არასწორი იყო როგორც შემდეგ გამოჩნდა. ბევრი ქართველი რომ გამოსულიყო იმ ნაძირლების წინააღმდეგ, საქართველო აცდებოდა შევარდნაძის ეპოქას, მხედრიონებს, საძმოებს და საერთოდ იმ წუმპეს რაშიც აღმოჩნდა საქართველო სამხედრო გადატრიალების შემდეგ მრავალი წლის მანძილზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 გია ჭანტურიაც კაი გარეკილი იყო. ეგ რომ მოსულიყო ხელისუფლებაში, გგონიათ, ზვიადიზე უკეთესი იქნებოდა? მაშინდელ ეროვნულ მოძრაობაზე გაცილებით ნორმალური და დაბალანსებულები მაშინდელი კომუნისტები იყვნენ.მათ აღარაფერი ჰქონდათ საერთო ძველ ბოლშევიკებთან , ძერჟინსკებთან, სტალინთან და ა.შ. ამიტომ, სსრკ-ს დაშლის შემდეგ , სანამ ახალი ნორმალური ძალა მოვიდოდა, სჯობდა მართლა ეგ ხალხი დარჩენილიყო ხელისუფლებაში, მით უმეტეს , სკამებს არ ებღაუჭებოდნენ . და ყველაფერი უმტკივნეულოდ შეიცვლებოდა.გამსახურდიას ძალიან უყვარდა საქართველო თავიდან , მაგრამ სკამის გემო გაიგო თუ არა, სკამი უფრო მეტად შეუყვარდა სამწუხაროდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 Siknadmo არავისტი არ ვყოფილვარ არასდროს. გამსახურდია როგორც პოლიტიკური ლიდერი არ მომწონდა და მისი ჩამოგდების დროს ნეიტრალური პოზიცია მეკავა, რაც არასწორი იყო როგორც შემდეგ გამოჩნდა. ბევრი ქართველი რომ გამოსულიყო იმ ნაძირლების წინააღმდეგ, საქართველო აცდებოდა შევარდნაძის ეპოქას, მხედრიონებს, საძმოებს და საერთოდ იმ წუმპეს რაშიც აღმოჩნდა საქართველო სამხედრო გადატრიალების შემდეგ მრავალი წლის მანძილზე.და რატომ არ გახვედი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 Siknadmo და რატომ არ გახვედი?ჯერ ერთი დავწერე, რომ არც გამსახურდია მომწონდა როგორც პოლიტიკური ლიდერი მეთქი. და მეორეც, იარაღით ხელში სირბილი არასდროს არ მიზიდავდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 გია ჭანტურიაც კაი გარეკილი იყო. ეგ რომ მოსულიყო ხელისუფლებაში, გგონიათ, ზვიადიზე უკეთესი იქნებოდა? მაშინდელ ეროვნულ მოძრაობაზე გაცილებით ნორმალური და დაბალანსებულები მაშინდელი კომუნისტები იყვნენ.მათ აღარაფერი ჰქონდათ საერთო ძველ ბოლშევიკებთან , ძერჟინსკებთან, სტალინთან და ა.შ. ამიტომ, სსრკ-ს დაშლის შემდეგ , სანამ ახალი ნორმალური ძალა მოვიდოდა, სჯობდა მართლა ეგ ხალხი დარჩენილიყო ხელისუფლებაში, მით უმეტეს , სკამებს არ ებღაუჭებოდნენ . და ყველაფერი უმტკივნეულოდ შეიცვლებოდა.გამსახურდიას ძალიან უყვარდა საქართველო თავიდან , მაგრამ სკამის გემო გაიგო თუ არა, სკამი უფრო მეტად შეუყვარდა სამწუხაროდ.ნამდვილად, ნამდვილად ზვიადზე უკეთესი იქნებოდა, ეთნოკონფლიქტებს დიდის ალბათობით ავიცილებდით და არც კაგებეს აგენტად გამოაცხადებდნენ საქ. ინტელიგენციის ცნობად სახეებს, არ იქნებოდა სამოქალაქო ომი Siknadmo ჯერ ერთი დავწერე, რომ არც გამსახურდია მომწონდა როგორც პოლიტიკური ლიდერი მეთქი. და მეორეც, იარაღით ხელში სირბილი არასდროს არ მიზიდავდა.აბა სხვებს რაღაც მოუწოდებ "ბევრი ქართველი რომ გამოსულიყოო იმ ნაძირლების წინააღმდეგ" სხვას უნდა ერბინა და ტყვიაზე წასულიყო და შენ თბილად მჯდარიყავი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 Siknadmo აბა სხვებს რაღაც მოუწოდებ "ბევრი ქართველი რომ გამოსულიყოო იმ ნაძირლების წინააღმდეგ" სხვას უნდა ერბინა და ტყვიაზე წასულიყო და შენ თბილად მჯდარიყავი?როგორ უნდა მოვუწოდო როცა იმ ამბებმა დიდი ხანია ჩაიარა? შეცდომა იყო მეთქი დავწერე, შე-ცდო-მა! ახლანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ ჯობდა იარაღის აღება და იოსელიან-კიტოვან-სიგუა-ხუინდრავას განადგურება. ახლა რომ დამაბრუნდა იმ დროში მასეც მოვიქცეოდი ანუ ორი ბოროტებიდან (იარაღით სირბილი და შევარდნაძის მმართველობა) ნაკლებ ბოროტებას ავირჩევდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 Siknadmo როგორ უნდა მოვუწოდო როცა იმ ამბებმა დიდი ხანია ჩაიარა? შეცდომა იყო მეთქი დავწერე, შე-ცდო-მა! ახლანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ ჯობდა იარაღის აღება და იოსელიან-კიტოვან-სიგუა-ხუინდრავას განადგურება. ახლა რომ დამაბრუნდა იმ დროში მასეც მოვიქცეოდი ანუ ორი ბოროტებიდან (იარაღით სირბილი და შევარდნაძის მმართველობა) ნაკლებ ბოროტებას ავირჩევდი.ანუ მონაწილეობას მიიღებდი სამოქალაქო ომში ზვიადის მხარეს, გასაგებია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 Siknadmo ანუ მონაწილეობას მიიღებდი სამოქალაქო ომში ზვიადის მხარეს, გასაგებიაარავითარი სამოქალაქო ომი არ ყოფილა. ეს იყო სამხედრო გადატრიალება. და მონაწილეობას მივიღებდი არა ზვიადის, არამედ კანონის მხარეს რათა არ დამეშვა არჩევნების გზით მოსული ხელისუფლების დამხობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.