Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს ისტორია 1921-1991 წლები


Recommended Posts

საქართველოს ისტორიის საბჭოთა მონაკვეთი არის ძალიან შეუსწავლელი და მითებით სავსე...

 

ამ პერიოდის ჩვენ ყველას გვრცხვენია და გვეზიზღება, რამოდენიმე მიზეზის გამო, ერთ-ერთი უმთავრესი ის არის რომ საბჭოთა კავშირის შექმნაში უდიდესი როლი ითამაშა ქართველებმა..

 

 

1921 წელს ქართველმა სერგო ორჯონიკიძემ, სტალინის ბრძანებით საქართველო იგდო ხელთ.. ისე ოკუპაცია, გამოდის ისე რომ ქართველმა საქართველო დაიპყრო..

 

სტალინმა და ბერიამ, ასევე უამრავმა ქართველმა დაიწყეს შენება საბჭოთა კავშირის..

 

ძალიან კომფორტულად ცხოვრობდნენ ქართველები, ამას თითქმის არავინ უარყოფს. ქართული საზოგადოება მოერგო, საბჭოთა სივრცეს..

 

მოდით ამაზე დაწვრილებით ვილაპარაკოთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

Nukriko

ძალიან კარგი თემა, მე ხოლოდ ერთს დავამატებდი რომ მაღალი კორუფციის გამო, ბევრ ქართველს გაუჩნდა სურვილი რომ საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი, მარტივი მიზეზის გამო: ტომრებში და მუთაქებში დაობებული ფული ლეგალურად მოეხმარა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ ყველას გვრცხვენია და გვეზიზღება

კარგი თემაა.იმედია ძალა მეყოფა და ბევრ საინტერესო ინფორმაციას თუ მასალას დავდებ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1953 წ 5 მარტს გარდაიცვალა ი.სტალინი. სსრკ-ს სახელმწიფოსა და პარტიის სათავეში მოექცა მალენკოვ-ბერიას ჯგუფი. რამდენიმე თვის შემდეგ, ხრუშოვის ხელმძღვანელობით, მოეწყო შეთქმულება ბერიას წინააღმდეგ. ის დააპატიმრეს, გამოაცხადეს პარტიისა და ხალხის მტრად, გაასამართლეს და დახვრიტეს. კომუნისტურ პარტიის გენერალურ მდივნი გახდა ნიკიტა ხრუშჩოვი.

ლ.ბერიას დახვრეტის შემდეგ საქართველოში დააპატიმრეს მის მიერ დაწინაურებული პირები. 1955 წ. სექტემბერში საბჭოთა კავშირის უმაღლეს სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ განიხილა ა.რაფავას, ნ.რუხაძის, შ.წერეთლის, კ.სავიცკის, ნ.კრიმიანის, ა.ხაზანის, მ.პარამონოვის და სხვათა სისხლის სამართლის საქმე. რუხაძეს, რაფავას, წერეთელს სხვადასხვა დროს ეკავათ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ან მისი მოადგილის თანამდებობები. კრიმიანი, სავიცკი, ხაზაი, პარანომოვი და სხვები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები. მათ ბრალად წაუყენეს, რომ სპოობდნენ პატიოსან ადამიანებს, ადგენდნენ ყალბ საგამომძიებლო საქმეებს, აწამებდნენ პატიმრებს. სასამართლო განაჩენით ისინი დახრიტეს.

1956 წ თებერვალში შედგა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობა, რომელმაც განსაზღვრა "კომუნისტური მშენებლობის პერსპექტივები" დაჰგმო სტალინის პიროვნების კულტი. ამის შესახებ მოხსენება გააკეთა ნ.ხრუშოვმა. ყველა ის დანაშაული რასაც ადგილი ჰქონდა 30-40-იან წლებში გამოცხადდა ერთი პიროვნების - ი.სტალინის დანაშაულად. თავად პიროვნებიუს კულტის არსებობა, კვლავ ძალაში დარჩა.

 

ამ ე.წ გადატრიალებით ქართული ჯგუფის მართველობა კრემლში დასრულდა.

 

XX ყრილობაზე სტალინის კულტზე ნ.ხრუშჩოვის მოხსენება პრესაში არ გამოქვეყნებულა.

საქართველოშI სტალინის კრიტკამ მოისახლეობაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რადგან ეს მიიჩნიეს შოვინისტურ შეტევად სტალინის, როგორც ქართველის წინააღმდეგ. ამას თავისი რეალური საფუძველი ჰქონდა, რადგანაც სტალინისა და ბერიას კრიტიკაში საბჭოთა პრესა მათ ქართულ წარმომავლობას უსვამდა ხაზს და ქართულ ფენომენს ანიჭებდა გარკვეულ როლს მათ დანაშულში. რუსი ობივატელებში აღვივებდნენ ქართველ ხალხისადმი ზიზღსა და სიძულვილის გრძნობას.

ასეთმა ვითარებამ ემოციურ და ამაყ ქართველებში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, გამოიწვია მწვავე რეაქცია, სტალინის კრიტიკა მათ ეროვნულ შეურაცხყოფად აღიქვა.

 

ეხლა მეზარება მოგვიანებით დავწერ 1956 წლის 9 მარტის ამბებს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რა ვიცი:როცა დამოუკიდებლობა გამოცხადდა 18 წელს--ახალი სახელმწიფო გერბზე იყო მსჯელობა.კაკი წერეთლის ინციატივა იყო ცალი ხელი-ფეხიტ განტავისუფლებული ამირანის გამოსახულება. სასტიკი უკურეაქცია ქონდა საზოგადოებისგან ამას. მაშინდელკ მთავრობაში იყო ხელოვნების კომისია(!) და ივანე ჯავახიშვილმა გააკეტა მწვავე მოხსენება და დაასაბუთა, მიიღეს მისი წინადადება რომ ქარტველტა ღერბი მუდამ იყო ტეტრი გიორგი და 7 მანატობელი. მიუხედავად იმისა რომ მენშევიკებს ლიბერასტული:) დამოკიდებულება ქონდათ რელიგიასტან( მატი გამოცემული კანონი 1918-ში სკოლებში საღვტო სჯულის სწავლების აკრძალვის შესახებ)-ჯავახიშვილის შეტავაზება -ტუ ნიმბი და ჯვარი მოცილდებოდა ტეტრ გიორგის იქნებოდა საქარტველოს განსახიერება და რელიგიური დატვირტვა არ ექნებოდა -მენშევიკურმა მტავრობამ მიიღო. გერბი მეწამულ ფონზე ტეტრი გიორგი 7 მნატობიტ გააკეტა შალიმანმა( იოსებმა ტუ არ ვცდები) სხვატაშორის გასაბჩოებული საქარტველოს გერბიც მისი შექმნილია.

1990 წელს ეროვნულმა საბჭომ აღადგინა ძველი გერბი მხოლოდ წნულებში ბოლნური ჯვრის გამოსახულებები ჩაუმატეს( ავტორი არ ვიცი იქნებ მიმიწეროტ)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რა ვიცი:როცა დამოუკიდებლობა გამოცხადდა 18 წელს--ახალი სახელმწიფო გერბზე იყო მსჯელობა.კაკი წერეთლის ინციატივა იყო ცალი ხელი-ფეხიტ განტავისუფლებული ამირანის გამოსახულება. სასტიკი უკურეაქცია ქონდა საზოგადოებისგან ამას. მაშინდელკ მთავრობაში იყო ხელოვნების კომისია(!) და ივანე ჯავახიშვილმა გააკეტა მწვავე მოხსენება და დაასაბუთა, მიიღეს მისი წინადადება რომ ქარტველტა ღერბი მუდამ იყო ტეტრი გიორგი და 7 მანატობელი. მიუხედავად იმისა რომ მენშევიკებს ლიბერასტული001.gif დამოკიდებულება ქონდათ რელიგიასტან( მატი გამოცემული კანონი 1918-ში სკოლებში საღვტო სჯულის სწავლების აკრძალვის შესახებ)-ჯავახიშვილის შეტავაზება -ტუ ნიმბი და ჯვარი მოცილდებოდა ტეტრ გიორგის იქნებოდა საქარტველოს განსახიერება და რელიგიური დატვირტვა არ ექნებოდა -მენშევიკურმა მტავრობამ მიიღო. გერბი მეწამულ ფონზე ტეტრი გიორგი 7 მნატობიტ გააკეტა შალიმანმა( იოსებმა ტუ არ ვცდები) სხვატაშორის გასაბჩოებული საქარტველოს გერბიც მისი შექმნილია.

1990 წელს ეროვნულმა საბჭომ აღადგინა ძველი გერბი მხოლოდ წნულებში ბოლნური ჯვრის გამოსახულებები ჩაუმატეს( ავტორი არ ვიცი იქნებ მიმიწეროტ)

ეს არ ეხება საბჭოთა ეპოქას, შეგიძლიათ თემა გახსნათ საქართველოს პირველ რესპუბლიკის შესახებ და იქ იმსჯელოთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უი ბოდიში 1918 დან წავიკიტხე სათაურში:)

წაშალეთ ჩემი პოსტი ტუ შეიძლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

TATASTROFA

მოგვიანებით გავსხნი თემას საქართველოს პირველ რესპუბლიკის შესახებ და გადავიტან შენ ნაწერს და მერე წავშლი, ეხლა მეზარება..

 

თუ გინდა შენ გახსენი...

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქაც დავპოსტავ :)

88-90წლების ზოგიერთი მომენტის ჩემეულ ხედვას.

მომიწევს უფრო დეტალურად აღვწერო მაშინდელი პოლიტიკის აბრაკადაბრა.

 

1)80-ნი წლების ბოლოს ქართული ოპოზიციის მთავარი აქილევსის ქუსლი იყო "მრავალპარტიულობა" ,ჩამოყალიბდა ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი რამდენიმე არაფორმალური ორგანიზაცია,რაც აისახა ნოემბრის და აპრილის მოვლენების განვითარების დროს.

 

2)რუსთაველის საზოგადოებისა და სახალხო ფრონტის შექმნის მცდდელობას განსაკუთრებული აგრესიით დაუპირისპირდნენ ახალგაზრდა დისიდენტები, რომელთაც გარკვეულწილად დაეთანხმა ზვიად გამსახურდიაც.ისინი სუკის მიერ შექმნილ გაერთიანებებად გამოცხადნენ და თითი თითზეც კი არ გაანძრიეს ,რათა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ბრძოლის საშუალება ხელში ჩაეგდოთ. ეს იყო უდიდესი შეცდომა და შემდგომში განაპირობა ნომენკლატურული ოლიგარქიის რევანში.

 

3) ლიბერალთა და არაფორმალთა დაპირისპირება აპრილის მოვლენათა თანმდევი იყო.ის რომ სისხლი დაიღვარა, ორგანიზატორებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა . ლიბერალებმა ეს აქცია აფხაზეთის მოვლენების საპირისპიროდ დაიწყეს, მაგრამ არაფორმალებმა აქციის მართვის სადავეები ხელთ იგდეს და საკითხი სავსებით მართებულად დაისვა ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ ,მაგრამ გაიპარა დიდი შეცდომა-არ იქნა გარკვეული პროგრამა მინიმუმი ანუ მოთხოვნების უტოპიურობამ კიდევ უფრო მეტად გაუგებარი გახადა მისი მიზანი.

 

9აპრილის და კოსტავას სიკვდილის შემდეგ ,ოპოზიცია კვლავინდებურად შეიძლება გაიყოს ლიბერალებად და არაფორმალებად ,მაგრამ კიდევ უფრო მეტად უხერხულია ყოფილ დისიდენტთა ქცევა.

 

4)25მარტს დანიშნული არჩევნები ჩაიშალა ანუ საქართველომ დაკარგა ისტორიული სანსი ბალტიისპირეთისთვისაც კი გაესწრო სსრკდან გამიჯვნის ლეგიტიმურ პროცესში.დღეს ეჭვი არ მეპარება.ეს აწყობდა კრემლს და ვინ ითამაშა მოსკოვის თამაში ძალიან საინტერესოა.

 

5)შესწორება- გიორგი ჭანტურია და ახალგაზრდა დისიდენტები მუდმივად ეჭვის თვალით უყურებდნენ უფროსი თაობის ნაღვაწს.

 

იყო ასაკობრივი კონფრონტაციის ჩვეულობრივი მომენტი,მაგრამ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ შეეცადნენ მაინც ერთად დამდგარიყვნენ,შეიქმნა ეროვნული ხსნის კომიტეტი ,სადაც არ შეუშვეს ე.წ ლიბერალები (ნათაძე,ბაქრაძე ინტილიგენცია ,რესპები) .ეს ალიანსი უცებ დაიშალა და ეროვნულმა მოძრაობამ აირჩია უტოპიური "დაუმორჩილებლობის" გზა......

 

25 მარტის არჩევნების ბოიკოტი იყო შეცდომა . ლიბერალები ლამის მოღალატეებად გამოაცხადეს და

არაფორმალების ერთობამ მოიწვია ეროვნული მოძრაობის საგანგებო კონფერენცია,რომელმაც აირჩია ეროვნული ფორუმი. მასში შედიოდნენ ზვიად გამსახურდია , გიორგი ჭანტურია , ირაკლი წერეთელი ,რამდენიმე ჯუჯა პარტია ,მაგრამ ნათაძე და კომპანია გამოცხადდნენ სუკის აგენტების ხელშემწყობებად.

 

მათ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება "ეროვნული კონგრესის" ,როგორც ქართველი ხალხის ნების ერთადერთი გამომხატვლი ორგანოს შექმნის შესახებ საყოველთაო არჩევნებით ,თუმცა ზვიადის გუნდის მაშინდელმა ინტელექტუალურმა წარმომადგენლმა თ. პაატაშვილმა ღიად არ მოიწონა ეს სვლა და გამსახურდიაც მართალია სახალხო ფრონტს მოღალატეთა ერთობას უწოდებდა, მაგრამ ამ კაცის სიტყვას ყურადღება მიაქცია.აშკარად მას არ მოწონდა პოლიტიკური დომხალი , ახალგაზრდა ლიდერები ზვიადის ავტორიტეტს იყენებდნენ როგორც მედუზას თავის ეფექტს .გასაკვირი არაა გამსახურდიას დისკომფორტი.

 

6)ეროვნული მოძრაობის კონფერენციის დროს პრეზიდიუმში გამოჩნდა მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი.....,........თენგიზ სიგუა. ის საპატიო ლოჟაში განსაკუთრებული პატივით მიიღეს ,როგორც ინტილიგენციის სახე.

რატომ? არ რასებობდა არანანაირი საფუძველი ვინმეს მასზე ცუდი ეფიქრა, ღიად მხარი დაუჭირა ოპოზიციას და ფორუმის გვერდით დადგა . ეს იყო მისი დებიუტი სავსებით წარმატებული.

 

7)ცხინვალში და აფხაზეთში სიტუაციის დაძაბვის დროს ეროვნულმა მოძრაობამ დაუშვა დიდი შეცდომა ,როცა ჩამოყალიბდა რამდენიმე ფაქტიურად სამხედრო ორგანიზაცია. მათი სისუსტე იყო,რომ ვერ განსაზღვრეს ასეთი რაზმების ხიფათი შიდაპოლიტიკაში .მხედრიონს გამოეყო თეთრი გიორგის კავშირი და ზუსტად ამ კონფერენციის დროს ერთმანეთი ლამის შეჭამეს.

 

8)თეთრი გიორგის კავშირსა და მხედრიონს შორის მომხდარი ინციდენტი იმელთან იყო ეროვნული ფორუმის დაშლის საბაბი.ზვიადი და მისი მაშინდელი მხარდამჭერები გაემიჯნენ არაფორმალთა ახალგაზრდულ ფრთას.ცხადია იყო პოლიტიკური უთანხმოება ,რომელზეც ზევით ვილაპარაკე ,მაგრამ ტერმინი "ეროვნული მოძრაობა" კიდევ უფრო ვიწრო წრეს დაერქვა ,ხოლო მოღალატეთა რიცხვში გადავიდნენ ჭანტურია წერეთლითურთ.

 

9)შეიქმნა ახალი პოლიტიკური პოლუსები ოპოზიციაში-

1) მრგვალი მაგიდა -გამსახურდია ,სიგუა ,ასათიანი ,რომელიც სატაურიდანვე ცანს იყო პოლიტიკურ პარტიათა პარტიათა პარიტეტული გაერთიანების იდეით ჩამოყალიბებული,მაგრამ სრულიად სხვა გზით წავიდა. მრგვალი მაგიდის პოლიტიკური კონცეფცია საკმაოდ რაციონალური იყო ,მაგრამ გარკვეული ძალები როგორც ჩანს შეგნებულად აძლიერებდნენ ზვიადისგან ბელადის შექმნის ტენდენციებს, რომელმაც ზვიადიშივე დაამარცხა პრაგმატიკოსი.

 

2)ლიბერალების დიდი ნაწილი გაერთიანდს კონგრესისტებთან. ე.წ "ეროვნულ ყრილობაზე" მხარი დაუჭირეს რატა ცატარებულიყო კონგრესის და უზენაესი საბჭოს არჩევნებიც .აი ეს კი უკვე დანასაული იყო.თუ ადრე საუბარი შეეხებოდა კონგრესს ,როგორც ერთადერთ არჩევით ორგანოს......ეხლა ......

3 კონგრესს ბოიკოტს უცხადებდა ნათაძის ფლანგი, ბლოკი "თავისუფლება" . ისინი მრგვალ მაგიდასთანაც თანამშრომლობდნენ,მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული ერთი მომენტი-პროპორციულ არჩევნებში ხალხი ირჩევდა კომპარტიის ალტერნატივას და მივიღეთ შედეგი..........

 

მოკლედ 28 ოქტომბრამდე ჩემი ანალიზი შემოგთავაზეთ. შემდეგში კიდევ გავაგრძელებ-არ მგონია ოფტოპი იყოს ან უინტერესო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მართალია რომ ჭანტურია თეოკრატიულ სახელმწიფოზე ოცნებობდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალია რომ ჭანტურია თეოკრატიულ სახელმწიფოზე ოცნებობდა?

კი, თეოდემოკრატია მინდაო.

 

კარგი თემაა და ბევრია სალაპარაკო, თუმცა ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ეს ეპოქა ძალიან შეუსწავლელია. საბჭოთა ისტორია რათქმაუნდა გაყალბებული იყო, მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ უნიჭოდ. სკკპ ისტორიის წიგნებშიც კი სტრიქონებს შორის საკმაოდ ადვილია სიმართლის ამოკითხვა.

ასევე შეიძლება წავიკითხოთ ლენინი, სტალინი. ბევრ რამეს შევიტყობთ, ზოგჯერ ძალიან სახალისოც კი არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალია რომ ჭანტურია თეოკრატიულ სახელმწიფოზე ოცნებობდა?

ეროვნულ-დემოკრატთა საპრომო მასალები და "აქტი გონიური" მოიცავდა თეოდემოკრატიის მოთხოვნას.

გასათვალისწინებელია-ეს პარტია შექმნეს ქაშუეთის სტიქაროსნების ჯგუფმა და ეკლესიაში მაშინ ბევრი განსხვავებული აზრის ადმიანი აფარებდა თავს,თუმცა შემოგზავნილების ოდენობაც საკმარისი იქნებოდა.სიკვდილის წინ წანტურიამ ამ თეორიის გარდასახვა მოინდომა და ევროპული ქრისტიან-დემოკრატიის საფუძვლებზე აიღო აქცენტი ანუ ეს იყო პოლიტიკური გამოუცდელობის პროდუქტი და ნელნელა ამას თვითონ მიხვდა.

პარტია შეიქმნა კომუნისტების დროს .ეს მომენტიც ძალიან არსებითია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

2)ლიბერალების დიდი ნაწილი გაერთიანდს კონგრესისტებთან. ე.წ "ეროვნულ ყრილობაზე" მხარი დაუჭირეს რატა ცატარებულიყო კონგრესის და უზენაესი საბჭოს არჩევნებიც .აი ეს კი უკვე დანასაული იყო.თუ ადრე საუბარი შეეხებოდა კონგრესს ,როგორც ერთადერთ არჩევით ორგანოს......ეხლა ......

ვინ იყვნენ მაშინ ლიბერალები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ იყვნენ მაშინ ლიბერალები?

ეს პირობითად ვიხმაროთ....გაგიკვირდება -სახალხო ფრონტი, რუსთაველის საზოგადოება, ჭავჭავაძის საზოგადოება, ბლოკი "თავისუფლება"

 

 

1990 წლის 28 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა პირველად უსისხლოდ შეცვალა ხელისუფლება. გავიხსენოთ ზოგიერთი მონაცემი.ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო -3 444 002 მონაწილეობა მიიღო -2 406 742 ანუ ამომრჩეველთა 69.88 პროცენტი , ხოლო არჩევანი გააკეთა 67.13 პროცენტმა ხმები გადანაწილდა -თავისუფლება (ჟვანია,შენგელაია, კაკაბაძე)-(71 602) 3.10%, კომპარტია- (638 824 29.58) 29.58%, თანხმობა, მშვიდობა, აღორძინება(შევარდნაძეს რეალური მხარდამჭერები) -(80 262 ) 3.47%(ცოტა დააკლდათ!!!),3. რუსთაველის საზოგადოება(აკაკი ბაქრაძე) -2.47 ,განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება(დავით ზოდელავა) -1.46, მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველო- 1.248.111 (53.99)სახალხო ფრონტი(ნ.ნათაძე) -1.89 დემოკრატიული საქართველო რესპუბლიკელები, ლიბერალები)-1.76

შედეგად არჩეულ იქნა მრგვალი მაგიდიდან -81დეპუტატი კომუნისტი-44 მაჟორიტარ დეპუტატად ძირითადში გავიდნენ ზვიდის ბლოკი და კომ პარტია+ ბობოხიძე,ბერძენიშვილი, დიასამიძე და კიდევ რამდენიმე რესპუბლიკელი და სახალხო ფრონტელი მაჟორიტარი.

შემდეგში ჩატარდა ეროვნული კონგრესის "არჩევნები" , რაც იყო ნამდვილი ფალსიფიკაცია, თუმცა მასში მონაწილეობა მიიღო ედპ-მ და სედპ-მ დემოკრატიულმა საქართველომ, სახალხო პარტიამ და გერმანე ფაცაციას ვითომ კომუნისტურმა ჯგუფმა. მათ იმ პერიოდში ყავდათ გარკვეული ოდენობის ამომრჩეველითუ სტაბილური პარტიული სისტემა და 28 ოქტომბერს ედპ მაინც სავარაუდოდ გადალახავდა 4 პროცენტიან ზღვარს.ეს კი ბევრ ცუდ მოვლენას თავიდან აგვაცილებდა, რადგან პარლამენტში იქნებოდა ობიექტურ ძალთა ბალანსი. არ მიკვირს ცენტრისტთა მარცხი. ძალიან კარგი იქნება თუ ამ შედეგებს კარგად გაანალიზებენ გამყრელიძეს დამარცხებით გაოცებული იუზერები.

ადგილობრივ და საპრეზიდენტო არჩევნებში გამსახურდიამ მოიპოვა ტრიუმფალური გამარჯვება- 87 პროცენტი. გასათვალისწინებელია რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა ე.წ შეურიგებელი ოპოზიცია , ხოლო მისი მთავარი ოპონენტი იყო შევარდნაძის პლატფორმის მომხრე ვალერიან ადვაძე ანუ მართალია საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი, მაგრამ კვლავ ბოიკოტის გამო ოპოზიციამ(იმდროინდელმა)არ გამოიყენა რესურსი.

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ 1992 წლის 11 ოქტომბერს ჩატარდა ძალიან სპეციფიური , ერთგვარად კომიკური , მაგრამ ძალიან საჭირო ედუარდისთვის არჩევნები. კომპენსაციის სისტემა საშუალებას აძლევდა წვრილ პარტიებსაც მოხვედრილიყვნენ პარლამენტში, ვინაიდან არა მრგვალ სპექტრში არ ყოფილიყო უკმაყოფილო ხალხი. არჩევნები ჩატარდა დაძაბულობის ფონზე, როცა შევარდნაძემ წინასაარჩევნოდ დაიწყო აფხაზეთის ომი , ხოლო დასავლეთში ხუნტის ხელისუფლება სუსტი გახლდათ.ამ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ(ქ.ღარიბაშვილი) მიიღო-10 მანდატი ქარტია91 9მანდატი (მიხეილ სააკაშვილი ვერ მოხვდა პარლამენტში.1 ადგილი არ ეყოთ)ედპ -12 მანდატი, ტრადიციონალისტები-7, მთელთა კავშირი-1,ბლოკი"ერთობა"-14 ,მამულის აღორძინების კავშირი-1 ,ხალხთა მეგობრობის პარტია-2, თანხმობისა და აღორძინების კავშირი-4, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება-7, ღვთის შვილთა კავშირი-2(ცოლქმარი ),მთიელთა პარტია-1,მთლიანობის პარტია-1,სოციალისტკომუნისტები-4 ,რადიკალიმონარქისტები-1, სედპ-4 ,მიწათმოქმედთა პარტია-2, კოსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია-1, ბლოკი"მშვიდობა"-29 ,მერაბ კოსტავას საზოგადოება -5, ბლოკი 11 ოქტომბერი -18, სოციალ-დემოკრატები-2, მწვანეთა პარტია-11.

ანუ შევარდნაძემ მოიგო ,რადგან ქუჩაში არავინ დატოვა მისთვის "ოდიოზურ" ზვიადისტთა გარდა და მისი ტაქტიკა ვაღიაროთ ძალთა ბალანსის გამოყენების ნამდვილი მაგალითია , რადგან უზრუნველყო ბინძური ხუნტის ლეგიტიმაცია და შექმნა სპექტრი გამსახურდიას საწინააღმდეგოდ. ეს იყო ყველაზე ბინძური პარლამენტი და ბევრი მათგანი იმსახურებს სატუსაღოს ხილვას.

ჯერჯერობით არ დამეზარა და ეს მონაცენები ამოვქექე და ჩემი მოსაზრებებიც დავურთე . ავღნიშნავ კიდევ-1990 წლიდან ყველა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა სერიოზული პოლიტიკური ჯგუფები. 2008 წელს პირველად საქართველოს ისტორიაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ყველა ძალამ და ამდენად უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა წინ. ასევე პირველად დაფიქსირდა თანაბარი ბრძოლა , მაგრამ არა პირველად გაყალბდა არჩევნები. თუ შევადარებთ ვარდების რევოლუციის მიზეზს-ე.წ" გაყალბებას" მაშტაბები შემცირებულია(თუმცა საეჭვოა საჭირო არ ყოფილიყო მეორე ტური), მაგრამ გაიზრდა წინასაარჩევნო დარღვევათა რიცხვი. კერძოდ თუ ძველად ამომრჩეველთა მოსყიდვა ხდებოდა 2 ძირითადი ძალის მხრიდან და სახელმწიფო ფული ღიად არ იყო გამოყენებული. სააკაშვილმა გამოიყენა ხალხის ფული და მათვე დაპირდა ამ თანხებით გარკვეულ შეღავათებს. ეს თავისთავად უკვე არის საფუძველი მოხსნილიყო მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო მართონიდან, ისე როგორც ბადრი პატარკაციშვილი .. მე სუმბურულად დავიწყე ამ თემის ანალიზი. თუ ინტერესი იქნა კიდევ ამოვყრი მონაცემებს,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონფლიკტი სამხრეთ ოსეთში 80-90-იან წლებში

 

1989 წ 23 ნოემბერს ზ.გამსახურდიას ჯგუფმა წამოიწყო ე.წ ქართველების ლაშქრობა ცხინვალზე. რამდენიმე ათასი ქართველი ავტობუსებით გაემართა ცხინვალისკენ, მაგრამ მათ ცხინვალის შესასვლელთან გზა გადაუკეტეს რუსებმა და ოსებმა და არ შეუშვეს ქალაქში.

1990 წლის ბოლოს, როცა საქართველოში არჩევნებში გაიმარჯვა ე.წ "მრგვალმა მაგიდამ" ზ.გამსახურდიას მეთაურობით და ეს უკანასკნელი გახდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, "სამხრეთ ოსეთში" ჩატარდა უზენაესი საბჭოს უკანონო არჩევნები. ასე არჩეულმა უზენაესმა საბჭომ, ტორეს კულუმბეკოვის ხელმძღვანელობით გამოაცხადა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის" შექმნა, საქართველოს ფარგლებში გასვლის უფლებით.

ამის საპასუხოდ 1990 წლის დეკემბერში საქართველოს საბჭომ, ზ.გამსახურდიას მოხსენების საფუძველზე, გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და გამოაცხადა ქ.ცხინვალისა და ჯავის რაიონებში საგანგებო წესები. სგანგებო წესების განხორცვიელება უზენაესმა საბჭომ დაავალა სსრკ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარებს. იმავე დადგენილებით ქ.ცხინვვალსა და ჯავის რაიონების კომენდანტად დაინიშნა შინაგან ჯარების დივიზიის მეთაურის მოადგილე პოლკოვნიკი ვ.პუზინი.

1991 წ 7 იანვარს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მ.გორბაჩოვმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც კატეგორიულად მოითხოვდა ცხინვალის რაიონიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაყვანას. ამის საპასუხოდ 9 იანვარს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, სადაც უარყოდა მ.გარბაჩოვის მოთხოვნას. ამან დააიმედა ამ მხარის ეთნიკურად ქართული მოსახლეობა. მაგრამ, ერთი კვირის შემდეგ ღამით, ქართველი მოსახლეობის გაუფრთხილებლად, ყოველგვარი დადგენილების გამოქვეყნების გარეშე, ქართული შეიარათენული ნაწილები სამაჩაბლოდან გამოიყვანეს. უმწეოდ დარჩენილ ქართულ მოსახლეობას იმ ღამესვე დაესხნენ თავს შეიარაღებული ოსები და მუსრი გაავლეს: დახოცეს, გაძარცვეს, საზხლები დაუწვეს და გამოდევნეს. დაიძრა სამაჩაბლოდან ქართველი ლტოლვილთა ტალღა. საქართველოს ხელისუფლებამ მოსალაპარაკებლად მოიწვია ოსთა ერთ-ერთი ლიდერი ტ.კულუმბეკოვი და მოლაპარაკების დროს დააპატიმრა. ამის შემდეგ ოსი ბოევიკების სათარეშო გახდა ცხინვალის რეგიონის სოფელში განსაკუთრებით სოფ.თამარაშენი.

ამაცე დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ოსთა მიმართ დაიწყო პროვოკაციები. მათ აიძულებდნენ, რომ გაეყიდათ სახლკარი და წასულიყვნენ ჩრდილო ოსეთში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...